მთავარი,სიახლეები

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

27.04.2023 • 8794
ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან კავშირის დამყარებას.

სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე.

გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა.

„ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: