თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები, მათი 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად გადაკეთებას აპროტესტებენ. სტუდენტების თქმით, ისინი მოატყუეს, როცა თქვეს, რომ „ოცნების“ რეფორმა არ გავრცელდებოდა რეფორმამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. სტუდენტები თსუ-ს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის. ის, რომ საბაკალავრო პროგრამების შემცირება 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებსაც შეეხებოდათ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ …
Tag Archives: სტუდენტები
ბსუ და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურობას – მიქანაძე
დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა. კვოტებთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით. თსუ-ში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და …
Continue reading “ბსუ და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურობას – მიქანაძე”
„დავკარგავთ საერთაშორისო აკრედიტაციას კომპიუტერულ პროგრამებზე“ – ილიაუნის პროფესორი
„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე. …
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
სტუდენტობის წლები მნიშვნელოვანი აღმოჩენების, დაუვიწყარი თავგადასავლების და ახალი მეგობრების შეძენის პერიოდია. თიბისი ცხოვრების ამ გზაზე ახალი თაობის გვერდით დგას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით, დატვირთულ რუტინას უმარტივებს. 18-დან 23 წლამდე სტუდენტებს, რომლებსაც გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა ისეთ ადგილებში, რომლებსაც ხშირად სტუმრობთ. დეკემბრის ბოლომდე, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში, ახალი თიბისი ბარათით გადახდისას (18-23 წლის …
Continue reading “გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით”
ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს – მანანა რატიანი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე
„ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვით, სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდეს, უნივერსიტეტებში კი უნდა შემცირდეს ფაკულტეტები. რა საფრთხეს უქმნის ეგრეთ წოდებული რეფორმა სკოლებსა და უნივერსიტეტებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორც აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ კობახიძის განცხადებებმა. თქვენი აზრით, რას …
„ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან“ – სტუდენტების აქცია 14 აპრილს ბათუმში
14 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ – „ერთად დავიცვათ სახელწიფო“. „სტუდენტებო, 14 აპრილი არ არის უბრალოდ თარიღი – ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა დაიცვა სახელმწიფო ენა! დღესაც იმავე ძალით უნდა დავდგეთ ფეხზე სტუდენტები, ახალგაზრდები, საზოგადოება – ყველა, ვისაც არ გვსურს ქვეყნის გარუსება. რუსული რეჟიმის ჩრდილი ისევ ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრივობას და კიდევ …
„როდის შეგვჭამს ოცნების რეჟიმი“ – ბსუ-ს სტუდენტი წინააღმდეგობასა და პროტესტზე
1 ლარიც მნიშვნელოვანია – ბათუმში დაჯარიმებული სტუდენტებისთვის თანხის აგროვება გრძელდება
ბათუმში სასამართლომ პროევროპული აქციების 36 მონაწილე დააჯარიმა. სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, ჯამში, 158 500 ლარს აღწევს. ამ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში სტუდენტები ულუკმაპუროდ რჩებიან. ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაჰბარდებათ. იმის გამო, რომ ყველა ფონდი დაყადაღებულია, დაჯარიმებულებისთვის თანხას სამოქალაქო აქტივისტები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა აგროვებენ. „დაჯარიმებულთა უმრავლესობა სტუდენტია – ამ …
თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დაცვამ ჩამოხია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გაფიცული სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დღეს, 10 მარტს, უნივერსიტეტის დაცვამ ჩამოხია სტუდენტების წინააღმდეგობის მიუხედავად. პლაკატებზე ეწერა: „რუსული დე ფაქტო მთავრობის მშვიდობა“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ და ილიას ფრაზა – „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყოველსა“. ასევე – „ბრძოლა თავდადებისთვის ჩვენი ვალია“, „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც თავის ისტორიას ივიწყებს“, „ქვეყნის …
Continue reading “თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დაცვამ ჩამოხია”
ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა. გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი …
როცა აუდიტორიებში ყოფნაზე მნიშვნელოვანი საქმე ქუჩაში კეთდება – სტუდენტების პროტესტი
როდის დგება დრო, როცა სტუდენტები აუდიტორიაში ყოფნასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ ქუჩაში, აქციებზე გასვლას მიიჩნევენ და რა წინააღმდეგობები ხვდებათ მათ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ბათუმელ სტუდენტებს, აქტივისტებს: ლარა ქარცივაძესა და ლინდა ცინცაძეს.
„სახე დამეწვა, საშინლად მეწვოდა ტუჩები, ნესტოები“ – რას ჰყვება წიწაკის სპრეით მოწამლული სტუდენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთო ხომერიკი 4 დეკემბერს წიწაკის სპრეით მოიწამლა თბილისში, საპროტესტო აქციაზე. მას წიწაკის სპრეი რობოკოპმა სახეში შეასხა. „იმის წინა ღამით, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკა დაიწყო პოლიციამ, ერთ-ერთ ოფისში ვიყავით და დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი შევიფარეთ. აივანზე ვიდექით მე და ჩემი მეგობრები, ოფისში რომ შემოსულიყვნენ და ვინმე გაეყვანათ, ზემოდან რომ …
„სტუდენტები ვემიჯნებით რუსულ განათლებას და ვირჩევთ ევროპულს“- განცხადება
დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განცხადება გაავრცელეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ემიჯნებიან იზოლაციაში მოქცეულ რუსულ განათლებას და ირჩევენ ევროპულ მომავალს. „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის პირობებში უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხი საგრძნობლად ჩამორჩა ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხს. მმართველობის მე-12 წლისთავზე მთლიანად განათლების სექტორს აქვს დაკარგული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მოქცეულია პარტიული გავლენების ქვეშ. ამ ყველაფერმა კი …
Continue reading “„სტუდენტები ვემიჯნებით რუსულ განათლებას და ვირჩევთ ევროპულს“- განცხადება”
„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანებიან უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძისა და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტის დაკავებას. „3 დეკემბერს უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით …
Continue reading “„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები”
საპროტესტო აქცია ბათუმში 6 საათზე განახლდება
საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 5 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. ანტირუსული აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან, რომლის შემდეგაც საპროტესტო მსვლელობა დაიწყება. საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათიდან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაგრძელდება. საპროტესტო აქციები საქართველოში მერვე დღეა გრძელდება. ———— რა ხდება საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ …
Continue reading “საპროტესტო აქცია ბათუმში 6 საათზე განახლდება”
ბინის ქირა, დაბალი ხელფასი და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩება – სტუდენტების ცხოვრება საქართველოში
„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ – ასე გამოეხმაურა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ წელს თსუ-ში სწავლის დაწყებას. მათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფინეს ბანერები საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „დაპირება დარჩება დაპირებად, თუკი არ ვაჩვენეთ ერთიანი ძალა და არ ვაიძულეთ რექტორატი და სახელმწიფო ააშენოს ის, რაც ყველას გვეკუთვნის“, – აცხადებდნენ სტუდენტები. სტუდენტებს ეს პერფორმანსი მალევე, იძულებით …
„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები
დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …
ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან
„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა. პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით …
„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები
„დუმილი მშვიდობას ნიშნავს?“, „როგორ იმღერებ, თუ ხმა მოგპარეს?“, „თავისუფალი მეცნიერებები თავისუფლების გარეშე?!“, „რისთვის სწავლობ სამართალს, თუ თავისუფლებისთვის არ იბრძვი?“- ეს ის სლოგანებია, რომლებიც სტუდენტებმა თსუ-ს კიბეებზე გამოფინეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი ღამესაც თსუ-ს შენობაში ათევენ. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ახალი არჩევნების გარდა მოითხოვენ თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას იმის გამო, რომ …
Continue reading “„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები”
ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ – მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი …
პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ
„დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა!“ – სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. „ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც წამოიწყო ბათუმმა და რომელიც შემდეგ მოედო მთელ საქართველოს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. პირველი სხდომა თუ ჩაინიშნება, ვფიქრობთ, რომ თბილისში წავიდეთ საპროტესტო აქციაზე. 25 ნოემბრამდე კი ვაპირებთ აქ გათენებას. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. …
Continue reading “პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ”
რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში
„დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი – წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია“, – ამბობს პოლიტოლოგი, პოლიტიკის მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ბოლო წლებში არაერთი სტუდენტური მოძრაობის სათავეში იყო. რა შეცვალა სტუდენტურმა მოძრაობებმა საქართველოში უახლესი ისტორიის მანძილზე და რატომ …
Continue reading “რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში”
გაფიცული სტუდენტები: დღეს ველოდებით მშობლების თაობას, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან
ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გაფიცვა გუშინ, 14 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტში გაათიეს. ახალგაზრდები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში პარტიულ ყრილობებზე დადიოდა. სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და ამბობენ, რომ …
“განქოცდი! არ დანებდე!“ – წარწერები ბათუმის ბსუ-სთან ბულვარის დირექტორის მოადგილემ წააშლევინა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“ ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხმები მოპარულია. წარწერების წაშლა უნივერსიტეტთან მალევე დაიწყეს. ამ პროცესს პირადად ზედამხედველობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე ზაურ თურმანიძე. …
არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი
22 წლის ანა ვარდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნები მისთვის და მისი თანატოლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ანა აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, რა ძალა აქვს ახალგაზრდების გაერთიანებას. ანა არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის და ცდილობს დაარწმუნოს ყველა მის გარშემო, რომ …
Continue reading “არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი”
არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან
წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს. ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე. ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი? მინდა ეს მთავრობა დასრულდეს. ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს …
Continue reading “არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან”
სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე საუბარი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე
სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე ლაპარაკი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე „პირიქით, ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა ომი“ – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე „არჩევნებზე პირველად მივდივარ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მარტივია არჩევანი,“ – გვითხრა ბაკურ ჭელიძემ, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მას უნივერსიტეტის შესასვლელთან შევხვდით. ბაკურ ჭელიძე პირველად მიდის არჩევნებზე. ამავდროულად ის ერთ-ერთი საუბნო …
რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. „ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს …
ვიღაც ოცნებობს ჩვენს რელიგიურ თუ სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას ფლობდეს – სტუდენტი
„მე ვარ სტუდენტი, მეოთხე კურსზე ვსწავლობ ლიეტუვაში. 21 წლის ვარ და აქამდე არასდროს მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა – მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული ამ არჩევნებზე“, – ასე აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს …
„ახალ თაობას რომ აფასებდნენ, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ბევრი დაბრუნდებოდა“ – სტუდენტი
თამარ ბებიას აზრით, ხშირად არის მცდელობა, ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან „გარყვნილი ადამიანების“ დაპირებებს. თამარი კი მიიჩნევს, რომ მცდარი წარმოდგენაა და მომავალ არჩევნებში ჯენზი აუცილებლად გაიმარჯვებს. თამარ ბებია სტუდენტია ფოთიდან, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზაფხულის აქციების დროს დიდი გამოცდილებაც დააგროვა. თამარ, თქვენ, როგორც სტუდენტი, …
აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას
მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ …
Continue reading “აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას”
დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ
დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციას სტუდენტები მართავენ, რომლებიც მეორე დღეა გაფიცული არიან და აცხადებენ, რომ არ შევლენ აუდიტორიებში მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს რუსულ კანონს. სტუდენტები აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც აპირებენ, თუ ხელისუფლება მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღებს რუსულ კანონს. საპროტესტო მსვლელობა …
„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას“ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები უერთდებიან პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და ხვალ, 13 მაისს, პროტესტის ნიშნად, სხვა სტუდენტების მსგავსად გაიფიცებიან. „ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ გაგვჩენოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, რათა გავაგებინოთ ჩვენი ხმა ყველა ლექტორს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია. სწორედ …
Continue reading “„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას“ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები”
ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ. სტუდენტებმა მსვლელობა 17:30-ზე დაიწყეს უნივერსიტეტის კამპუსიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი აქტიურად ადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს. დღეს პარლამენტში იქნება კანონპროექტის მე-2 მოსმენა, რის პარალელურადაც თბილისში მასშტაბური აქციები მოეწყობა. ამის ფონზე, ჩვენ, როგორც სტუდენტებს, მინიმალური რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის …
Continue reading “ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ”
საზღვაო აკადემიის სტუდენტი რუსულ მარშზე: 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ
„საზღვაო აკადემიიდან 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია. ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა პროტესტი, თუმცა ზოგიც, სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულია წავიდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საზღვაო აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, მიშა განდელიძე. „ბათუმელებმა“ არაერთი სტუდენტისგან მიიღო მსგავსი ინფორმაცია თუ მტკიცებულება კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით. მიშა განდელიძე კი თანახმაა საჯაროდ გაახმოვანოს სიმართლე, რაც პირადად იცის. სტუდენტი თვლის, რომ …
Continue reading “საზღვაო აკადემიის სტუდენტი რუსულ მარშზე: 100 სტუდენტის წაყვანას ცდილობენ”
რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, არ მაქვს უფლება ვუღალატო ჩემს ქვეყანას – სტუდენტი ხულოდან
„არ მაქვს უფლება ვუღალატო ჩემს ქვეყანას და ყოველდღე, უნივერსიტეტის შემდეგ, მივდივარ პარლამენტთან. ვისაც ოდნავ მაინც გადარდებთ თქვენი ქვეყანა, თქვენი შვილები და თქვენი თანამოქალაქეები უბრალოდ არ უნდა გაჩუმდეთ“ – ამბობს ნათია ჭელიძე, სტუდენტი ხულოდან, რომელიც თბილისში სწავლობს და საქართველოს პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებს. ნათიამ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა მოსაზრება, თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსულ კანონს: „კანონის წაკითხვის შემდეგ …