ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“. საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი. ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას …

რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ძველი [რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით] და ახალი [მწვანე კონცხზე] შენობების სარემონტო სამუშაოებზე 720 000 ლარი იხარჯება. ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამ თანხაში შედის სპეციალური ცენტრების მოწყობაც, რაც ასევე საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი 2008 წლიდან მწვანე კონცხზე, ხუთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. საერთო საცხოვრებლის დირექტორის, თემურ …

ვის ეშინია მარქსიზმის უნივერსიტეტში?

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი ნორიკ ბადოიანი, თსუ-ს მაგისტრანტი ანტიმარქსისტული რიტორიკა, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, უცხო და ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მას ხშირად იყენებდნენ ნაციონალ-სოციალისტები, კონსერვატორები, დღეს კი – სხვადასხვა ჯურის მემარჯვენე ძალები. 90-იანი წლებიდან ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში დაიწყო ანტიმარქსისტული ისტერია იმ სპეციფიკით, რომ შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონოდათ ავთენტურ მარქსიზმზე [ისინი მას, ძირითადად, არაადეკვატურად გადმოცემული …

რექტორის წერილი ბსუ-ს სტუდენტებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ – „ავტონომია უნივერსიტეტს“ 22-ის აპრილის განცხადებაზე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ოფიციალური პასუხი მიიღო. როგორც „ავტონომია უნივერსიტეტს“ წევრები აცხადებენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან 25 მარტს შეტანილ განცხადებაზე მიღებული პასუხი სტუდენტებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ კონკრეტებული კითხვებით ბსუ-ს ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ [22 აპრილს] ხუთ ძირითად საკითხზე მიმართეს: საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩარევა – ამ პუნქტში მოცემულია 21 მარტის შეხვედრაზე ყოფილი პრორექტორის, ირაკლი ბარამიძისა …

კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ერზრუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის მიმართულების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში – „bridging cultures“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლას აწყობს ათათურქის უნივერსიტეტი ქ. ერზრუმში [11-22 ივლისი]. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზატორი უნივერსიტეტი ფარავს ცხოვრებისა და დღიური სამჯერადი კვების ხარჯებს, ხოლო მგზავრობის ხარჯები, …

ტერაქტი და ანკარაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

ზაზა მეკეიძე 21 წლის ვარ და ანკარაში ვსწავლობ. ისე როგორც ყველა სტუდენტი, აქამდე მეც სასწავლო კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, რომელსაც, მაგალითად, ასეთი მიზანი ჰქონდა – „უცხოელი სტუდენტებისა და მათი ტრადიციების გაცნობა“. ამ გამოფენაზე 70 ქვეყანას შორის ერთი კუთხე ჩვენთვისაც იყო გამოყოფილი, სადაც ეროვნული სამოსი, კერძები და ნივთები გვქონდა გამოფენილი. ანკარაში დაახლოებით 50 ქართველი სტუდენტი …

„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში

21 მარტს, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ხმაურიანი გამოდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრას სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია #115”-ის წევრებიც ესწრებოდნენ, სწორედ მათი გამოსვლით დაიწყო დისკუსია და აღინიშნა, რომ ბსუ-ში მიმდინარე ეს პროცესი “აუდიტორია #115”-ის მანიფესტის პათოსიდან ამოდიოდა. პირველი მომხსენებლის …

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი

21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა …

ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

  დღეს, 15 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ის სტუდენტები (ნაწილი), რომლებმაც 11 და 14 მარტს ბსუ-ს წინ საპროტესტო აქციები მოაწყეს. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას და სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ში თავისუფალი სტუდენტების აქციის მონაწილეებს. შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის …

ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან“, – ეს კომენტარი ეკუთვნის სამართლის დოქტორ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს. მან ეს კომენტარი ამავე უნივერსიტეტში ოდეერების არსებობას მიუძღვნა. ოდეერის ყოფნა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში უკანონობაა. ოდეერი საბჭოთა KGB-ს დროინდელი ინსტიტუტია, რომელიც ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას …

სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას

ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით …

ბსუ-ს სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს: „უშიშროება მოცილდეს უნივერსიტეტს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ თსუ-ში კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას. თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის …

მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას

2003 წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარმა „ვარდების რევოლუციამ“ მთელს მსოფლიოს დაანახა ახლადჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების მზაობა შექმნას და იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამავე წლის დეკემბერში ბათუმის უნივერსიტეტში ასლან აბაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის მიერ გამოხატულმა პოზიციამ დაადასტურა ის აზრი, რომ აჭარის საზოგადოებრიობას სურს აჭარა იხილოს უფრო აქტიურად ჩართული საერთო, ქართულ პროცესებში, კერძოდ, სიტყვისა და …

Exit mobile version