მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

თორნიკე ჯაფარიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში სწავლობდა. კლასში სულ ოთხი მოსწავლე იყო, თუმცა სკოლა საბოლოოდ ორმა დაასრულა. სოფელი მაღალმთიანია და მილევადიც, რაც აისახება კიდეც სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე. თორნიკე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კლასში ცოტა მოსწავლე თითქოს კარგი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა უფრო მეტად იმუშაოს მოსწავლესთან, უფრო მეტი დრო დაუთმოს ცალკეულ თემას, თუმცა ასე არ …

გერმანული სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის

გერმანული ორგანიზაცია „Humanity first“-ი 2020-2021 სასწავლო წლებში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს. სტუდენტი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ან უნდა ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. ორგანიზაცია სულ 15 სტუდენტს დააფინანსებს შევსებული აპლიკაციის საფუძველზე. სტიპენდიის მოცულობა 2 500 ლარია. სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა სწავლობდეს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში. იმისათვის, რომ მიიღოთ აპლიკაციის ფორმა, შეტყობინება უნდა …

რომელ სტუდენტებს დააფინანსებს სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინრეგისტრაციით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge. სამინისტროს …

ბსუ-ში ლექციები ონლაინ ჩატარდება, პრაქტიკულები კი – საუნივერსიტეტო სივრცეში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2020-2021 სასწავლო წლისთვის 1 291 პირველკურსელი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციამ მოაწოდა. წელს ბსუ-ს ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებია: სამართალმცოდნეობა ფსიქოლოგია ეკონომიკა ქართული ფილოლოგია განათლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველკურსელთა კონტინგენტი 95 პროცენტით შეივსო. „უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემებით, შევსების მაჩვენებელი 95%-96%-ს შორის მერყეობს.  1 365 გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის უფლება  …

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 პირს სურს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 სტუდენტს სურს. ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 2 სექტემბერს, ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდაზე 142 აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე 131 გავიდა. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება და ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. …

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, …

სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო აპირებს ფინანსურად დაეხმაროს სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს და დაუფინანსოს სწავლის საფასური. „ახალი პროექტი ითვალისწინებს განათლების ხელშეწყობას, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50-პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2 250 ლარის ნახევარის დაფარვას“, – ინფორმაციას წერილობით ავრცელებს …

ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ

„…განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის პაციენტი, რომელიც პირველი გამოჯანმრთელდა: ყველას უხაროდა, ექიმებს, ექთნებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა პაციენტებს… მანამდე სტრესი გაცილებით დიდი იყო. გამოჯანმრთელებული ადამიანი როცა ვნახეთ, ამან დიდი მოტივაცია მოგვცა, უფრო დიდი ინტერესით შევუდექით საქმეს,“ – გვიყვება სტუდენტი შოთა მესხიძე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის კიდევ 5 სტუდენტთან ერთად კლინიკა „მედალფაში“ მოხალისედ 27 მარტიდან …

ბსუ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტს სტატუსს არ შეუჩერებს

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსს არ შეუჩერებენ. „ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი არ განიხილება. სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას, გთხოვთ, კანცელარიული წესით (online) მოგვმართოთ, რათა ინდივიდუალურად იქნას განხილული თითოეული შემთხვევა და მიეცეს შესაბამისი მსვლელობა“, …

იტალიაში მცხოვრები ბათუმელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს

„იმ დღეს ლექტორს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, უი, მგონი ხვალ აღარ მოვალთო… მეორე დღეს მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში აღარ უნდა მივსულიყავით – სწავლა გადაიდო. ეს 4 მარტი იყო. ამ დროს საქართველოს უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბაღებში სწავლა უკვე შეწყვეტილი იყო. ახლა მიკვირს, რატომ ვერ იგრძნო იტალიამ უკიდურეს სიტუაციამდე ამ ვირუსის საფრთხე…“ – ამას იტალიაში, რომში მცხოვრები ქრისტინა აფაქიძე ამბობს. …

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 9 მარტს, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

სამინისტრო 1000-ლარიან ერთჯერად გრანტს აწესებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებს აირჩევენ უმაღლეს სასწავლებელში, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში. გარდა ზემოთ აღნიშნული პირობისა, სტუდენტი ათასლარიან დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა არის  81 პროცენტი და მეტი. პირობის მიხედვით, ასევე სტუდენტი  უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე და სწავლობდეს ავტორიზებულ …

2020 წელს სახელმწიფო აჭარიდან 900 სტუდენტს დააფინანსებს

აჭარის განათლების სამინისტრომ წელს ერთი მილიონი ლარი გამოყო 900 სტუდენტის დასაფინანსებლად. თუმცა გრანტი მხოლოდ იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებიც სამინისტროს მიერ დადგენილ კატეგორიას მიეკუთვნებიან. სტუდენტი იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუ მისი ბოლო სემესტრის საშულო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის. ასევე, დაფინანსების მიღება შეუძლიათ: დედ-მამით ობოლ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტებს, სადაც …

კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც ჩარიცხულია ან ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა …

სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

პირველი კურსის სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ და მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-ის. სტუდენტები ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ რომელიმე შემდეგ პირობას: ცხოვრობენ მაღალმთიან აჭარაში და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის მაღალმთიან …

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება …

„მამაჩემი დამეხმარა“ – თვითმმართველობის თავმჯდომარე რეგიონიდან სტუდენტების წაყვანაზე

„არა, პარტიიდან საერთოდ შორს ვართ… მე ბიძაჩემი დამეხმარა, მამაჩემი, მეც მქონდა რაღაც დაგროვებული. მინდოდა, რომ ჩემი სტუდენტები სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით არ დარჩენილიყვნენ, ყველა მიდიოდა და ჩვენც წავედით,“ – გვითხრა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შოთა კაკაშვილმა. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონცერტს გუშინ, 2 ნოემბერს დაესწრო. სტუდენტი ამბობს, რომ …

რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ. „საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – …

როცა ჯანმრთელობის ცნობას ფორმალურად გასცემენ – რას აპროტესტებენ ბსუ-ს სტუდენტები 

„ჯანმრთელობის ცნობა ისე მომცეს, რომ საერთოდ არაფერი შეუმოწმებიათ, არც უკითხავთ, როგორ ვარ,“ – ამბობს სტუდენტი ბექა ბერიძე. მან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ცნობა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ, 8 ნოემბერს მიიღო. მან გასაუბრება ფარულად ჩაიწერა კიდეც, საიდანაც ირკვევა, რომ ექიმი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს არ სვამს. ჩვენ არ ვასახელებთ ამ კლინიკას, რადგან „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ბევრ …

სტუდენტი შეიძლება მასწავლებლის ასისტენტი გახდეს – ახალი ინიციატივა პარლამენტში

სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის ბოლო საფეხურზე სწავლობენ, შესაძლებლობა ექნებათ სკოლაში მასწავლებლის ასისტენტად დაიწყონ მუშაობა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის განათლების კომიტეტი მუშაობს. როგორც კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობენ და პროექტს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. მათი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველებს. მასწავლებლის ასისტენტის მოვალეობები და უფლებები გაწერილი …

ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით

ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით. გამოცემის ცნობით,  გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო. მეორე პოზიციაზეა  დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი,  რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო. მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს.  უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო. …

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 16  სექტემბერს, სწავლა დაიწყო. წელს უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო. აქედან, სახელმწიფო გრანტი 100-მდე სტუდენტს აქვს, 400 სტუდენტი კი 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ჩაირიცხა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ბსუ-ს ინფორმაციით, 140 სტუდენტი სხვა უნივერსიტეტებიდან გადმოვიდა. მთლიანობაში, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან 650 სტუდენტი უცხოელია. ისინი, ძირითადად, ტურიზმისა და …

ბავშვები, რომლებიც დიდებად იბადებიან

ავტორი: სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი ცხოვრება თანაბარ სტანდარტებს არ უქმნის ყველას და ეს სტანდარტი ვრცელდება ხმამაღალ საუბარზეც… მაგრამ მაინც ვიტყვი… მე დავიბადე და გავიზარდე იმ სოფელში, სადაც არ იყო ინტერნეტი, არც ტელევიზორზე ყურების დრო გვქონდა დიდად. იქ დავიბადე, სადაც ჯერ კიდევ 12 წლის ბავშვებს ეზოში სათამაშოდ მიუწევთ გული, მაგრამ ყოველ დილით მამლის ყივილზე დგებიან და …

ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი TCG SANCAKTAR-ი შემოდის. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები გაივლიან სწავლებას, რომელიც მათ გემისა და ნაოსნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. სტუდენტები წვრთნებს გაივლიან სანავიგაციო, ტექტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით. ბათუმში თურქეთის საკუნსულოს ინფორმაციით, წვრთნებში 263 სტუდენტი …

ბათუმის უნივერსიტეტმა სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. 200 პირზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ლეონიძის #15-ში მაისში გაიხსნა. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის …

კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარაში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 პროცენტის და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას: სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების …

„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, გურანდა ბენიძემ და ეკა გიგაურმა თბილისსა და მის შემოგარენში უძველესი საფლავები შეისწავლეს ფინალური გამოცდისთვის. ძიების პროცესში მათ აღმოაჩინეს „კაკუნი სამოთხის კარზე“ თუ ედუარდ მუნკის მუზის – დაგნი იუელის საფლავის ქვა. როგორ და რატომ დაინტერესდნენ ამ თემით სტუდენტები? – „ბათუმელები“ ამის შესახებ  სტუდენტებს ესაუბრა.  „ვერასოდეს …

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში ახალ კამპუსს და სკოლას აშენებს

ბათუმში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ახალ კამპუსს და სკოლას ააშენებს. მშენებლობის პრეზენტაცია დღეს, 10 ივლისს, გაიმართა. “კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი სრულიად ჯდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების ქალაქების კონცეფციაში, რომელიც გულისხმობს ერთ სივრცეში როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ლაბორატორიების არსებობას,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ პრეზენტაციაზე. …

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტს საქართველოში წელს პირველი ბაკალავრები ჰყავს. დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს ქართულთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული უნივერსიტეტი წელს ექვსმა ბათუმელმა სტუდენტმაც დაასრულა. აქედან ორმა უკვე მიიღო დაფინანსება მაგისტრატურის პროგრამაზე და სწავლას აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებენ. როგორია კურსდამთავრებულთა გეგმები და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ მომავალს საქართველოში სწავლის …

რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით  „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალ სივრცეში“, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, სტუდენტებს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა. „რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება? “- თემაზე დისკუსია ამ კითხვით დაიწყო. იურისტის განმარტებით, ხშირად, გარკვეული სახის ქმედებები გამომდინარეობს კულტურული ფაქტორებით და უარს არ აღიქვამენ უარად. „თავს იფასებს“, – იტყვიან და ბოლომდე …

ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში. ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში. „გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა …

ფრანგი სტუდენტი ბათუმში, რომელიც მსურველებს ფრანგულს ასწავლის

მაისან ელ აზუი 23 წლის ფრანგი სტუდენტია, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა ერაზმუს + ის ფარგლებში ჩამოვიდა. ის მონპელიეს უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის ,,ფრანგული, როგორც უცხო ენა“ მეორე კურსზე სწავლობს. წელს მისთვის უცხოეთში სავალდებულო სტაჟირების წელია. მაისანმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად საქართველო აირჩია და უკვე რამდენიმე თვეა ბათუმში მსურველებს ფრანგულ ენას ასწავლის. თავიდან სტაჟირებას თბილისში გეგმავდა, თუმცა …

ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში

კვირას, 5 მაისს, ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთო საცხოვრებელს გახსნის, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი ოთხსართულიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები. შენობა ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და …

ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად

დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში. დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და …

ბათუმის მერიამ ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის მერიაში ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 29 მარტამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებულები კი აპრილში გამოვლინდებიან.

სტუდენტთა დახმარების პროგრამა გრძელდება

აჭარის განათლების სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში,  პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე – მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას: სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი დედით ან მამით ობოლი, უდედმამო სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს. განაცხადების მიღება გრძელდება 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.

Exit mobile version