რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები

„სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ შემოდგომაზე შესაძლებელია იგივე განმეორდეს, ტკიპამ უკვე კარგად ისწავლა დამალვა, დახურულ უჯრედებშია და უფრო ბარტყებზე პარაზიტობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ვარშანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსი. მას ვკითხეთ: რა უნდა ქნას მეფუტკრემ, როცა ფუტკარი მასობრივად იღუპება და რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დროს, როცა მეფუტკრეთა გაერთიანებების თქმით, ფუტკრის დაახლოებით 60 …

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

„მომვლელი აღარაა ვინმე, ეს არის პრობლემა,“ – ამბობს ზურაბ აბაშიძე, რომელიც ხულოში, სოფელ კალოთაში ცხოვრობს და რქოსანი პირუტყვი აღარ ჰყავს. დაახლოებით 10 წლის წინ მის ოჯახს ბევრი ძროხა ჰყოლია, ცხვარი და თხაც. ზურაბ აბაშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მაღალმთიან სოფელში პირუტყვის გარეშე დარჩა. „მიზეზი ისაა, რომ ჩემი ცოლი არ ჩადიოდა ბოსელში, არ შეუძლია საქონლის მოვლა, …

რატომ არ იმჩნევს მთავრობა, რომ გლეხებს ტონობით კარტოფილი ულპებათ ახალქალაქში 

„30 თეთრად გავყიდე 100 ტონა კარტოფილი. გაფუჭებას და გადაყრას ასე სჯობდა. სხვები ამ ფასადაც ვერ ყიდიან,“ – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი, რომელიც ახალქალაქში, სოფელ მურჯახეთში ცხოვრობს. ენოკი გვიყვება, რომ მყიდველმა კარტოფილი გადაარჩია და რჩეული კარტოფილის ფასი იყო 30 თეთრი. წინა წლებში კი, როცა კარტოფილის ასეთი დიდი მოსავალი არ იყო, კარტოფილს დაახლოებით 40-70 თეთრად ყიდდა. „დღეს რომ …

ჩვენ მოსავალი გვიფუჭდება, ჯარში კი იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ – გლეხები ახალქალაქიდან

ახალქალაქში წელს კარტოფილის დიდი მოსავალია, თუმცა ფერმერები კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. სოფელ ალასტანში გლეხები ამბობენ, რომ საკუთარ მოსავალს, 700 ტონა კარტოფილს – მერიასთან დაყრიან, რადგან ამ დრომდე მათ კარტოფილის გასაღების გზები სახელმწიფომ ვერ შესთავაზა. „ბათუმელები“ სოფელ მურჯახეთის ერთ-ერთ მცხოვრებს, ენოკ ბაბაჯანიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს კარტოფილის მოსავალი დიდია, თუმცა რეალიზაციაში ფერმერებს არავინ ეხმარება. „5 …

„ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა“ – რას ამბობენ ასოციაციები და მთავრობა

„ფუტკარი მასობრივად იხოცება,“ – ამბობენ მეფუტკრეები, რომლებიც ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის საჭიროებას ხედავენ. მეფუტკრეების თქმით, ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი ტკიპაა, რომელმაც წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამოიმუშავა და მასზე შესაწამლი საშუალება აღარ მუშაობს. ამ საქმის პროფესიონალები ფუტკრის დახოცვის სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. „ჩვენი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა. ფუტკრის მასობრივი განადგურების მთავარი მიზეზი მეფუტკრეების ნაკლები …

სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია

სოფლად დაფინანსების მისაღებად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მარტის მდგომარეობით 137 განაცხადია შესული. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადების/პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მარტია. აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] მცხოვრებ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ აირჩიონ რისი შეძენა სურთ, მაგალითად, მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურის, ნერგების და მიიღონ დაფინანსება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში პროექტი/განაცხადი უნდა …

ფერმერთა დაფინანსების პროგრამისთვის აჭარის სამინისტრო ლეპტოპებს იყიდის

„სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კოორდინატორებისთვის 6 ცალ ლეპტოპს იყიდის. ტექნიკის შესაძენად სამინისტრო ჯამში 8 844 ლარის გადახდას გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, „წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, ქვეპროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და პროექტის განხორციელების ადგილზე მონიტორინგს უზრუნველყოფენ პროგრამების მართვის დეპარტამენტი და ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები [კოორდინატორები], რომლებიც გადანაწილდებიან …

როგორ მოიპოვებთ დაფინანსებას ნერგებსა და სათბურებზე აჭარაში

აჭარის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეხილის ნერგების შესაძენად, ასევე სათბურების მოსაწყობად თანადაფინანსება წელსაც შესაძლებელია, თუ მსურველი შესაბამის პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგენს. გამარჯვებულ პროექტებს კი, სპეციალური კომისია გამოავლენს. განაცხადების [პროექტების] წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 10 მარტია, თუმცა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე გადაიწევს. ნერგების შემთხვევაში მსურველს შეუძლია პროექტი წარადგინოს როგორც …

წელს აგრობარათზე თანხა აღარ დაგერიცხებათ – ქულების გამოყენების ბოლო ვადა 20 მაისია

ფერმერებს, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით უკვე ისარგებლეს, დამატებით ქულები 2021 წელს აღარ დაერიცხებათ. მათთვის კი, ვისაც დარიცხული ქულებით არ უსარგებლიათ, ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია. 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო პროგრამით აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარი [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულა] იყო. აგრობარათზე დარიცხული ქულებით კი შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. …

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

პირველი მარტის მონაცემებით, 30-მა ფერმერმა სოფლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადი უკვე შეავსო. წელს ფერმერებს თავისუფალი არჩევანი აქვთ დაახლოებით 1 მილიონი ლარის ასათვისებლად. განაცხადების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება. „ეს არის დღეს დილის მონაცემები. გაცილებით დიდია ინტერესი, მაგრამ განაცხადები ჯერ არ შეუვსიათ. ამ ეტაპზე ხელვაჩაურიდან არის დარეგისტრირებული ყველაზე მეტი განაცხადი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის …

ქობულეთის სათბურებს აჭარის მთავრობა ამჯერად 47 ათასით ნაკლებ ფასად ასხვისებს – აუქციონი

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა ამჯერად, წინა აუქციონთან შედარებით, 47 ათას 60 ლარით ნაკლებ ფასად ასხვისებს იჯარით. წინა აუქციონი, სადაც საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო, არ შედგა. მიმდინარე აუქციონზე კი, წლიური საწყისი საიჯარო თანხა 188 240 ლარია. ბიჯი 3 530 ლარი. მიმდინარე აუქციონზეც სასათბურე მეურნეობა 25 წლით გაიცემა სარგებლობაში, ოღონდ ამჯერად …

ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობის იჯარით გაცემას მესამედ, ნოემბერში გეგმავდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო. არ შედგა ადრე გამოცხადებული აუქციონებიც, რის შემდეგაც, მთავრობამ წელს ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა და 160 ათას ტონაზე მეტი მოსავალიც მიიღო. „აგროსერვის ცენტრში“, რომლის ბალანსზეცაა აღნიშნული მეურნეობა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონს უახლოეს …

„ჩირს და ტყემალს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ“ – აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

არ აკონკრეტებს, სად იყო სისუსტე, მაგრამ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ამბობს, რომ თავისი ხედვები კიდევ ერთი წლის შემდეგ – 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მანამდე მინისტრი აჭარაში მოწეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ჩირის და ტყემლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გიორგი სურმანიძე ბოლო რამდენიმე წელი …

მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და …

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, ალამბრის სასათბურე მეურნეობაში, სექტემბრის თვის ჩათვლით, 147 ტონა ბოსტნეული აწარმოეს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სამთავრობო პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. ცენტრის ინფორმაციით, დღის მდგომარეობით ბოსტნეულის მოსავალმა უკვე 160 ათასი ტონა შეადგინა. სამომავლოდ, აჭარის მთავრობა ბოსტნეულის წარმოებას ბიუჯეტის ფულით აღარ გეგმავს. სასათბურე მეურნეობა იჯარით …

5 000 ფერმერი აჭარაში შესაწამლ აპარატს ითხოვს, სამინისტრო ამჯერად 500 ცალს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 5000-მდე ფერმერი ითხოვს შესაწამლ/შემასხურებელ აპარატს. სამინისტრო მიმდინარე წელს 500 ცალ ასეთ აპარატს შეიძენს, რომლებსაც თანადაფინანსებით ფერმერებს გადასცემს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 575 ათასი ლარია. „ტენდერით შეძენილი 500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ფერმერებისთვის გადაცემა 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. თანადაფინანსების პრინციპი არ შეცვლილა – აპარატის ღირებულების 70%-ს …

ქვეყნების სია, სადაც საშიში ინფექციური დაავადებებია გავრცელებული – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეს არის ამონაწერი/ინფორმაცია მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმიდან და ეს ინფორმაცია მიღებული იქნა ცნობად“. სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიებიდან იზღუდება ან იკრძალება მეცხოველეობისა თუ მეფრინველეობის პროდუქტების იმპორტი. მთავრობის განცხადებით, „ამ …

სასოფლო ტექნიკისთვის 6 მილიონი 2 საათში ამოიწურა – სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადების მიღებიდან დაახლოებით 2 საათში ამოიწურა. შესაბამისად, განაცხადების მიღებაც ავტომატურად შეწყდა. არაერთი ფერმერი ამბობს, რომ რეგისტრაცია ვერ მოახერხა. „რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ, …

როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები …

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს 

მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ 50%-იანი დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და …

სათბურის ან სარწყავის მოსაწყობად სახელმწიფო ფერმერებს 50% გრანტს მისცემს

დღეს, 12 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო გრანტს მისცემს იმ ფერმერებს, რომელთაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ. „თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ​პრემიერ-მინისტრის …

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

დღეს, 12 მაისს, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმის პრეზენტაციამდე მოკლედ განმარტა, როგორ გეგმავს პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა ფერმერების დახმარებას. „ქვეყანაში არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა გეგმა იმ პროგრამების გასაზრდელად, რომლებიც უკვე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ამასთან ერთად სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც …

როგორ დავახვნევინოთ მიწა უფასოდ – ნახევარმილიონიანი პროგრამა აჭარაში

აჭარის მთავრობის გეგმით აჭარაში ფერმერებს ჯამში 2 580 ჰექტარი მიწა უფასოდ უნდა დაუხნან. ამისთვის აჭარის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტექნიკით მომსახურებას კი, აგროსერვისცენტრი გამარტივებული წესით შეისყიდის. ცენტრის ინფორმაციით, „რეგიონის კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის დამუშავება უნდა განხორციელდეს, არაუგვიანეს 5 ივნისისა. აჭარის რეგიონში არსებული მიწის ფონდიდან 9 000 ჰექტარი არის სახნავი, აქედან …

ამჯერად 40 ჩითილი ერთ ოჯახს აჭარაში – სამინისტრო 111 ათასი ლარის ბოსტნეულის თესლს ყიდულობს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჯერად თითო ოჯახზე 40 ჩითილის გადაცემას გეგმავს. ამ მიზნით, სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრი ერთ მილიონზე მეტ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის სათესლე მასალას შეისყიდის, რისთვისაც 111 235 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. შეძენილი იქნება კიტრის, პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის თესლი. „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის რეგიონში მცხოვრები ფერმერებისთვის ჩითილების უსასყიდლოდ გადაცემას. აღნიშნული რაოდენობით გათვლილია მინიმალური რაოდენობის – …

სამინისტრო აჭარაში ბოსტნეულის მოსაყვანად 152 ათასი ლარის სასუქს ყიდულობს

260 კუბ.მ ორგანული სასუქის „პრობიოტიკის“ და 1300 კუბ.მ სხვა ორგანული სასუქის შესყიდვას აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვისცენტრი, გამარტივებული წესით, ჯამში 152 100 ლარად აპირებს. სასუქი, როგორც ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვისაა საჭირო. „კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მოითხოვა აგროპარკის ამოქმედება, რათა განხორციელდეს ბოსტნეული კულტურების დამატებით წარმოება. სასათბურე მეურნეობაში ჩითილების დარგვის …

აჭარის მთაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ სამანქანე გზებს გაწმენდენ

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. არსებული გზები ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. ამჯერად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ადგილობრივები რეაბილიტირებული გზებით შეუფერხებლად ისარგებლებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში – ქედა, შუახევი, ხულო, 25 მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს. ქედის მუნიციპალიტეტში …

ნახევარი მილიონი აჭარის სოფლებში პროექტებისთვის – 70%-ს სამინისტრო დააფინანსებს

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, განაცხადების მიღება 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. განაცხადი პროგრამაში ჩართვის მსურველმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უნდა შეიტანოს. პროექტის ღირებულების 70 პროცენტს კი აღნიშნული ცენტრი დააფინანსებს [თუმცა არაუმეტეს 100 ათასი ლარისა]. პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 5 ათასი ლარი უნდა იყოს. ცენტრის დაფინანსება შესაძლოა 70%-ზე ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, …

რატომ მოიყვანს აჭარის მთავრობა ბოსტნეულს ფერმერების ნაცვლად

აჭარის მთავრობა ბოსტნეულის მოყვანას იწყებს. საუბარია ქობულეთში, სოფელ გვარაში დაახლოებით ორ-ნახევარ ჰექტარზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც 43 სათბურია განთავსებული. მთავრობას წელს ეს სასათბურე მეურნეობა აუქციონის წესით უნდა გაეყიდა, თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეული მოყვანა არჩიეს. გარდა ამისა, წელს მთავრობამ ვერ შეიძინა სასათბურე კონსტრუქციები, რომლებიც ფერმერებისთვის უნდა გადაეცა. „რისკი …

ვინ მიიღებს და როდის სოფელში შესაწამლავ აპარატს?

„განაცხადით აგროსერვისცენტრს გასული წლის შემოდგომაზე მივმართე. ამ დრომდე არ გვეუბნებიან, მივიღებ თუ არა შესაწამლავ აპარატს და როდის, ახლაა ყველაფრის შეწამვლის დრო,“ – ეს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ფერმერმა გვითხრა. „შესაწამლი აპარატების გაცემა უკვე დაწყებულია… 5 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული, ჩვენ ვიყიდეთ 520 აპარატი,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ. მინისტრის განმარტებით, ფერმერების მიერ …

კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს – როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. „ბათუმელებს“ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“. მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე …

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით. იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი …

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს. „სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ამ თემაზე: 300 …

ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულები: „სტრესი აღარ გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ“

„მგონი, აქაურობას ვეღარ მივატოვებ აწი…“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქალაქიდან დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი. ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წლების წინ მიტოვებულ მანდარინის ბაღში გავიდა და მუშაობას შეუდგა. გიორგი და სოფლად დაბრუნებულები ერთ რამეს გეტყვიან, ან მათ საუბარში შეატყობთ, რომ მიწაზე მუშაობა ახალისებთ და პანდემიის ან მანამდე გამოწვეული სტრესი აღარ აქვთ. სოფელში სხვადასხვა მიზნით …

„სასუქი გვჭირდება, არ გვიშვებენ“ – ქობულეთის ჩაკეტილი სოფლის პრობლემა

„…გაზაფხულია. ახლა უნდა მანდარინს და თხილსაც სასუქი, რომ მოსავალი გქონდეს. სასუქის ყიდვა ადგილზე შეუძლებელია, სხვაგან არ გვიშვებენ,“ – ამბობს ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები რეზო ტაკიძე. მუხაესტატე ერთ-ერთი სოფელია ქობულეთში, სადაც 12 აპრილს მთავრობამ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. რეზო ტაკიძის თქმით, ამ დრომდე საკვები პროდუქტების პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ბოლო დღეებში სოფელში შეტანილი საკვები გაცილებით ძვირია, …

„მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას“ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნარინჯისფერი რთველი იყოს ზედმეტი შეფერხებების გარეშე ჩატარებული. ამიტომ, დღესვე უკვე ყველა ოჯახის დონეზე განუმარტეთ, სად შეიძლება არასტანდარტული მანდარინის მიღება,“ – მიმართა აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტიტე აროშიძეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს. მთავრობის თავმჯდომარემ ახსენა „მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც“ და დასძინა, რომ ფერმერებს სჭირდებათ განმარტება, სად შეუძლიათ მანდარინის ჩაბარება. …

სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა

ქობულეთში ყველაზე დიდი საწარმო რომ მანდარინს აღარ იღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა. მოქალაქის თქმით, მას ახალსოფელში მდებარე საწარმოში – „ქართული მანდარინი“, უარი უთხრეს როგორც სტანდარტული, ასევე არასტადარტული მანდარინის მიღებაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმო მანდარინს აღარ იღებს. „არასტანდარტული აღარ არის, ამოიწურა, სტანდარტულს კი იღებს ჩვეულებრივად,“ – …

Exit mobile version