ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს 

12.05.2020
რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს 

მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ 50%-იანი დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და მესამე – ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემების მოწყობა.

სამივე შემთხვევაში თანადაფინანსება არის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 ათასი ლარისა. ანუ, მაგალითად, თუ სათბური ფერმერს 40 ათასი ლარი უჯდება, პროგრამის ფარგლებში მიიღებს 20 ათას ლარს, მაგრამ თუ 340 ათასი ლარი უჯდება, მიიღებს მაქსიმუმ 50 ათას ლარს“, – გვითხრეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.

სააგენტოს განცხადებით, დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და „20 მაისისთვის ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ  ინფორმაციასდა ამავე გვერდზე დარეგისტრირდნენ პროგრამაში ჩართვის მიზნით.“

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/276548/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: