თხილის ბაღები ხმება, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა – სამინისტრომ სუფსიდიები გააუქმა, მაგრამ რეკომენდაციები გამოსცა

„დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა,“ – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ახალ რეკომენდაციებში. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაა. სამინისტრომ წელს მეთხილეებისთვის სუბსიდია გააუქმა. იმ ფონზე, როცა თხილის ბაღები …

სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა უვარგისი პომიდორი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ – წერს …

„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

„ყოველწლიურად 2 ტონა თხილს ვკრეფდით, შარშან ნახევარი ტონა იყო, წელს საერთოდ აღარ იქნება საერთოდ… განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ახალი დაავადება უტევს თხილის ბაღებს, ახლა გვჭირდებოდა ზუსტად დახმარება, სუბსიდია და პატრონი, მაგრამ გლეხობისკენ არავინ იყურება,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ალიოშა სალუქვაძე. მეთხილეები არამარტო ქობულეთში დარდობენ თხილის ბაღების მასობრივად განადგურებას. ამას წელს ისიც დაემატა, რომ …

„ვიღაც ჩინოვნიკი ჩემზე მეტად ნერვიულობს ჩემს ვენახზე?!“ – მეღვინე კანონში ცვლილებაზე

„ღვინის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უკვე ძალაშია. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი პირველი მაისიდან ამოქმედდება. აღნიშნული მუხლი სამეწარმეო ვენახის გაშენებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს ნებართვითაა შესაძლებელი და მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშებისგან. ვენახის გაშენების წესს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. წესი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციები …

„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების  შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. „თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში. გაზეთის მეორე …

ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ

„საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ინვესტიციის ჩადებამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ თავი შემეკავებინა, ეგებ არ ღირსო“, – ამბობს დავით გელუტაშვილი, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს. კომპანია „ფრუტერა“ 2021 წელს დაარსდა. „ფრუტერა“ ამჟამად ოცდაათამდე სახეობის ხილის ჩირს და ასევე, ბადაგსა და ხილის წვენებს აწარმოებს.  ნედლეულის სახით გამოყენებულია საწარმოს ბაღებში …

როგორია წელს თხილის ფასი? – მოსავლის აღება დაიწყო

„დაახლოებით 3 ლარია წელს თხილის ფასი,“ – გვითხრეს ქობულეთში, თხილის მოსავლის აღება დაიწყო. ფერმერების თქმით, თხილის მოსავალი წელს მკვეთრად შემცირდა და ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა ეს თხილის ფასზე არ აისახა. „კარგი მოსავალია წელს, ხარისხი კარგია, თუმცა ვინც წინა წლებში 5 ტონას კრეფდა, წელს 3 ტონა აქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ …

„მანდარინი დაგვილპა, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი გამოკეტეს“ – აქცია ქობულეთში

„მანდარინის მოსავალი დაგვილპა, წავიღებთო და მოგვატყუეს, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი, გამოკეტეს,“ – ამბობს ჟუჟუნა ქარცივაძე, საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის სოფელ ქაქუთში გაიმართა. დავის საგანი ციტრუსის დამამზადებელი საწარმოა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს კოოპერატივ „ქაქუთს“ კონკრეტული პირობებით – 1 ლარად გადასცა, თუმცა ვალდებულებები არ შესრულდა. ვალდებულება ციტრუსის დამზადება და …

„ჭარბი ნალექი იყო“ – რით ხსნიან სურსათის სააგენტოში ვენახის მოსავლის განადგურებას

„ჭარბი ნალექი იყო, უჩვეულოდ მაღალი ოდენობის ნალექი მოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო,“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი „ბათუმელებთან“. ამ უწყებაში პესტიციდების ხარისხის შესახებ ვიკითხეთ, რადგან ქედაში ვენახის მოსავლის მასობრივად გაუნადგურდათ, ქობულეთში კი, მანდარინებს ჰქონდა შავი ლაქები. იმის მიუხედავად, რომ ფერმერები პესტიციდებს აქტიურად იყენებენ, ციტრუსის შემთხვევაში, ხარისხიანი მოსავლის …

„2 ტონა ყურძენი უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე, შხამ-ქიმიკატების ხარისხს არ ამოწმებენ“ – ქედელი მევენახე 

„2 ტონა [ყურძენი] უნდა მომეკრიფა და 2 კილოც ვერ მოვკრიფე“, – გვითხრა ქედაში, სოფელ ორცვაში მცხოვრებმა თამაზ ნაკაშიძემ. მას ტრადიციულად ჩხავერი და ცოლიკაური მოჰყავს. ამავე სოფელში სხვა მევენახეების თქმით, ქედაში წელს ყურძნის მოსავალი მასობრივად განადგურდა. „სახლისთვისაც ვერ დავწურე ღვინო, მხოლოდ წინა წლების ღვინო გვაქვს… ყველა ამბობს, რომ ეს შესაწამლი პრეპარატების ბრალია, თუმცა ეს არავის მოუკითხავს, …

„90 თეთრი და ზევით არის“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მანდარინობასა და ფასებზე

„საკმაოდ მაღალი ფასები იყო დასაწყისში და დასასრულშიც, შემიძლია თამამად გითხრათ ეს, რა თქმა უნდა, ხარისხიან ციტრუსზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს ირაკლი ონიანი, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი. მას დაუკრეფავად დატოვებულ მანდარინის ბაღებსა და მოსავლის დალპობის პრობლემამდე არასტანდარტული მანდარინის მიმღებ საწარმოზე ვკითხეთ, სადაც მანდარინის მიღება უკვე შეჩერდა. …

„ცხოველების ფერმა დამინგრიეს, აჭარის მთავრობამ მიწა იჯარით არ გამომიყო“ – მოქალაქე

„ცხოველების ფერმა, სადაც თითქმის 70 ერთეული საქონელი მყავდა, დამიშალეს. მთავრობამ ფერმისთვის იჯარით ადგილის გამოყოფაზე უარი მითხრა. სულერთი იყო, სად გამომიყოფდნენ ადგილს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ესაა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა?“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები დავით აზნაურიშვილი. მას ცხოველების ფერმა გონიოს ხიდის მიმდებარედ დაახლოებით 11 წლის წინ მოუწყვია. „ადგილზე რომ მივედი, ნანგრევები იყო მხოლოდ, 4 სული საქონელი იმ …

რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“

მეციტრუსეები მანდარინს ვეღარ ყიდიან იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ წინასაახალწლო პერიოდში ციტრუსი კარგ ფასად გაიყიდებოდა. ფერმერების თქმით, მანდარინის რუსეთში ვეღარ გააქვთ, თუმცა ექსპორტიორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს და რა გამოსავალს სთავაზობს ფერმერებს აჭარის მთავრობა? – აჭარის მთავრობის აპარატსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვები უპასუხოდ დატოვეს. აჭარაში წელს დაახლოებით 55 ათას …

იმერული ხაჭაპური ბათუმში გაიაფდა და ქუთაისში გაძვირდა – რას აჩვენებს „ხაჭაპურის ინდექსი“

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარი გახდა და 5.5 %-ით გაძვირდა ოქტომბერთან შედარებით. წლიურად, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, ხაჭაპური 6.9 %-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, …

რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

ქედის ცნობილი „ვარდისფერი პომიდორი“ ნელ-ნელა ქრება. ძველი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული პომიდვრის ჯიში, ახალმა, ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს. რატომ ქრება ვარდისფერი პომიდორი ქედაში, ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ-ერთ ფერმერს, ევგენი ცინცაძეს ესაუბრა. ევგენი ცინცაძის ოჯახში ვარდისფერი პომიდორი რამდენიმე თაობას მოჰყავდა. თუმცა დღეს, მის ბაღჩაში ვარდისფერი პომიდორი ერთ პატარა ნაკვეთზეა დარგული, სულ რამდენიმე ცალი და ისიც მხოლოდ …

რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“

თუ მაღალმთიან აჭარაში მოხვდებით, ცენტრალური გზიდანაც მარტივად შენიშნავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ მიწას ამუშავებს ახლა, ვიდრე გასულ წლებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რა ღირს მიწის დამუშავება, სხვადასხვა კულტურის შეწამვლა, მოვლა და რამდენად შეესაბამება ეს ხარჯი მიღებულ შემოსავალს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში, სოფელ კორტოხში მცხოვრებ დათო პაქსაძეს ესაუბრა. ბატონო დათო, …

„როდის მივიღებთ თხილის სუბსიდიას?“ – რა განმარტეს სოფლის განვითარების სააგენტოში

„მეთხილეებს სუბსიდიას დაგვპირდა მთავრობა, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია, უკვე საჭიროა აზოტის მიცემა, წამლობა, გვიანდება,“ – გვითხრეს ქედაში, სოფელ ზვარეში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებსაც თხილის პლანტაციები აქვთ. საუბარია თხილის სუბსიდიის პროგრამაზე, რაც 2022 წლის შემოდგომაზე დაანონსდა. პროგრამის მიხედვით, მეთხილეებმა თითო ჰექტარზე სუბსიდიის სახით 500 ლარი უნდა მიიღონ. „დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მოსულები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, …

აგროსერვის ცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ცალ-ცალკე ყიდის – აუქციონები დაწყებულია

აგროსერვის ცენტრის ხუთ შენობას, მიწასთან და მოძრავ ქონებასთან ერთად, აჭარის მთავრობა ამჯერად პირობებით, ცალ-ცალკე ყიდის. წინა აუქციონი, სადაც ეს ქონება ერთ ლოტად, ასევე პირობებით იყიდებოდა, არ შედგა. აუქციონის პირობა ყველა აგროსერვის ცენტრისთვის ერთნაირია – მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრი; ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში ცენტრში დასაქმებულების არანაკლებ 90%-ს უნდა …

რამდენ ჰექტარს დახნავს მთავრობა აჭარაში – მიწის დასამუშავებლად 1,2 მილიონია გამოყოფილი

აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – …

რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი

ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. მეციტრუსეების თქმით, ჯერ ციტრუსის შეძენის მსურველი არ გამოჩენილა იმის მიუხედავად, რომ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა – აჭარის რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა მოსავალს ელიან. მეციტრუსეებს პოზიტიური მოლოდინი არც აქვთ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. „შარშანდელზე ნაკლები ფასი არ იქნება,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ონიანი „ბათუმელებთან“. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს …

მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის

აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება. ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი]. გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი …

სააგენტო თხილის ბაღების აღრიცხვას იწყებს – 500 ლარი სუბსიდია 1 ჰექტარზე

სოფლის განვითარების სააგენტო, რომელმაც თხილის სუბსიდირების პროგრამა უნდა განახორციელოს, თხილის ბაღების კადასტრის შესაქმნმელად 174 ათას 420 ლარის შესაბამის მოწყობილობებს, ასევე საოფისე საქონელსა და ტექნიკას შეისყიდის. 174 ათას 420 ლარის შესყიდვას სოფლის სააგენტო ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. თხილის ბაღების კადასტრი მთავრობის დადგენილებაში ასეა განმარტებული: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის …

რატომ ხმება თხილი და როგორ გადავარჩინოთ ნარგავები

ქართველ მეთხილეებს, ნაკლები მოსავლის, არასახარბიელო ხარისხისა თუ სარეალიზაციო ფასის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა აწუხებთ – თხილის ბუჩქები ხმება. თხილის ხმობა განსაკუთრებით აჭარასა და გურიაში შეინიშნება. „ბათუმელები“ რამდენიმე ფერმერს დაუკავშირდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ ხმობის პროცესი წელს, ზაფხულში შეამჩნიეს. ზოგიერთის თხილის ბაღში თითო-ოროლა ბუჩქი გახმა, ზოგის ბაღში კი – ბუჩქების 10 პროცენტი. „ზოგიერთს იმდენი ძირი თხილი გაუხმა, …

რა ღირს თხილი დღეს და გაიზრდება თუ არა ფასი

თხილის კრეფის სეზონი სრულდება. მეთხილეები ამბობენ, რომ თხილის ფასი წელს განსაკუთრებით დაბალია. მაგალითად, ქობულეთში ახალ თხილს, ხარისხის მიხედვით, ფერმერები ერთ კილოგრამს, საშუალოდ, 2.5 – 4 ლარად აბარებენ. „თუ გასულ წელს ევროპის ქვეყნებში კომპანიები გვიკვეთავდნენ 10 მანქანის დამზადებას, ახლა გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 2 მანქანა უნდათ… ჩემი გათვლებით, თხილის ფასი არ გაიზრდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, …

მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა – სეს-ის განმარტება

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ [წესი] დაამტკიცა, რომელიც ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის. ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების …

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“. მაგალითად: „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“ „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“ „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“ „სადგომი, …

აჭარის მთავრობამ ქობულეთის სათბურები 1,8 მილიონ ლარად, პირობით გაყიდა

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობა აჭარის მთავრობამ აუქციონზე 1 846 000 ლარად გაყიდა. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. ბოლო აუქციონზე კი, ქონება განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყო გამოტანილი – 1 მილიონ 816 ათას …

აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც

აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი]. პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ …

მიწის დასამუშავებლად ფერმერები 300 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა. „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების მიზნით, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდიები. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ …

აგრობარათებზე ქულები წელს არ დაირიცხება – სამინისტრო

ხომ არ იგეგმება აგრობარათების პროგრამის, თუნდაც გაზაფხულისთვის, ხელახლა ამოქმედება და შესაბამისად, ქულების დარიცხვა ბარათებზე? – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 2020 წელს, სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარს [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას] შეადგენდა. მაშინ სამინისტროში განაცხადეს, რომ პროგრამა …

ქობულეთში 6 ჰექტარ მიწას და სათბურებს აჭარის მთავრობა 2.27 მილიონად ყიდის – აუქციონი

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა პირობებით აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 2 270 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 45 000 ლარი. 567 500 ლარი კი საგარანტიო თანხაა. სასათბურე მეურნეობის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, ერთ ლოტად, პირობებით იყიდება …

რატომ მცირდება თხილის ფასი და რა ღირს თხილი დღეს?

თხილის ფასი საშუალოდ 50 თეთრით შემცირდა. საშუალო ხარისხის თხილი აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 4 ლარი ღირდა, სექტემბრის დასაწყისში კი თხილის ფასი 3 – 3.5 ლარია. ბათუმის აგრარულ ბაზარში თხილს საშუალოდ 3 ლარად იბარებენ და 5 ლარად ჰყიდიან. ამ ფასად აბარებენ მეთხილეები თხილს ქობულეთსა და გურიაშიც, სადაც თხილის ჩაბარების არაერთი პუნქტია მოწყობილი. „ხარისხის მიხედვით თხილში ვიხდით 2 …

რა ღირს ახალი თხილი დღეს – კრეფის სეზონი დაიწყო

თხილის ფასი დაახლოებით 4 ლარია – გვითხრეს ბათუმში, ქობულეთში, სუფსაში და სამეგრელოში დღეს, 6 აგვისტოს. მეთხილეების შეფასებით, ეს საშუალო ფასია იმის გათვალისწინებით, როცა თხილის კრეფა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არაა შესული და მოსავალი ნედლია. ბათუმის აგრარულ ბაზარში აღნიშნეს, რომ ნედლი თხილის ფასი ხარისხის მიხედვით დაახლოებით 3,5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს, რეალიზება კი, 4,5 – 5 …

რა ფასი ექნება წელს თხილს – ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან 

„ვისაც არ სურს მოსავლის მოყვანა, ვერ ვაიძულებთ,“ – ამბობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რომელსაც „შთამბეჭდავ სეზონზე“ საუბრის დროს ვკითხეთ: რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი თხილის ბაღებიდან და თურქეთში რატომ ურჩევნიათ თხილის ან ჩაის კრეფა? რა ფასი ექნება წელს თხილს და სად გაიყიდება მოსავალი? – „ბათუმელებმა“ გიორგი ხანიშვილს თხილის სეზონზე დაუსვა …

„ეს აჩენს ეჭვს კორუფციაზე“ – ვინ მიიღებს გრანტს ბიუჯეტიდან სოფლად ბიზნესის მოსაწყობად

მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აგროსერვისცენტრი აჭარის სოფლებში აპირებს. შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „პოტენციური გამარჯვებულები“ უკვე ცნობილია და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება. ჩამონათვალში სულ 29 გამარჯვებულია. „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი 875, 219 ლარი იყო, თუმცა აჭარის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, იგი 1 მილიონ 175 219 ლარამდე გაიზარდა. …

რას ყვებიან ქალები მთიდან თავიანთ შრომაზე 

მაისის ბოლო დღეებში თუკი ხულოს ცენტრში ადგილობრივებს ჰკითხავთ, რა ხდება ახლა მათ ბაღებსა და ბოსტნებში, გიპასუხებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაასრულეს და ამოსუნთქვის დროა. ამას კაცები გეტყვიან, თუმცა თუკი რომელიმე სოფლის გზას დაადგებით, ორღობეებიდან, სადაც ახლა გვირილები და ყაყაჩოები ხარობს, შენიშნავთ ქალებს, მზის გულზე რომ შრომობენ მწვანე სიმინდის ყანებსა თუ კარტოფილის ნაკვეთებში. „ჩემთვის, ფიქრებში ვმუშაობ,“ …

Exit mobile version