ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქვეყნების სია, სადაც საშიში ინფექციური დაავადებებია გავრცელებული – მთავრობა

29.07.2020 • 1986
ქვეყნების სია, სადაც საშიში ინფექციური დაავადებებია გავრცელებული – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეს არის ამონაწერი/ინფორმაცია მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმიდან და ეს ინფორმაცია მიღებული იქნა ცნობად“.

სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიებიდან იზღუდება ან იკრძალება მეცხოველეობისა თუ მეფრინველეობის პროდუქტების იმპორტი.

მთავრობის განცხადებით, „ამ ნუსხაში მოხვედრილია ქვეყნები, სადაც დაფიქსირებული იყო დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში:

20 დღე – ჯილეხი, ცხენის გრიპი;
3 თვე – ფუტკრის ამერიკული სიდამპლე, ფუტკრის ევროპული სიდამპლე, ვაროატოზი;
6 თვე – ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტი, ნიუკასლის დაავადება, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ჰემორაგიული დაავადება, ნოდურალური დერმატიტი;
12 თვე – თურქული, აუესკის დაავადება, ღორის კლასიკური ჭირი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი;
2 წელი – კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი), ცხენების ინფექციური ანემია;
3 წელი – წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება;
4 წელი – რიფტისველის ცხელება;
5 წელი – ღრუბლისებური ენცეფალოპათია, ცხვრის სკრეპი“.

[red_box]საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა[/red_box]

მთავრობის ინფორმაციით:

[crosslist]

  • ღრუბლისებური ენცეფალოპათიის, ცხვრის სკრეპის, ცხვრის კატარული ცხელების (ბლუთანგი), რიფტისველის ცხელების, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება იმპორტის ნებართვის გაცემაზე, პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და მათ პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
  • მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველებისა და მათი სეს ესნ 02 ჯგუფის მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
  • ღორის აფრიკული ცხელების და თურქულის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება ამ ნუსხით განსაზღვრული სეს ესნ  01 ჯგუფიდან ყველა პოტენციურად ამთვისებელი ცხოველის და სე სესნ 02, 0407, 0408 და 41 ჯგუფის შესაბამის მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
  • აუესკის, ცხვრისა და თხის ყვავილის, ნოდურალური დერმატიტის, ღორის კლასიკური ჭირის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება სეს ესნ 01 ჯგუფიდან პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და სეს ესნ 02 ჯგუფის შესაბამისი მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე, მხოლოდ იმ ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება.
  • ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის, ნიუკასლის დაავადების შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელ ფრინველზე და სეს ესნ 02 და 0407, 0408, 0505 ჯგუფის შესაბამისი მეფრინველეობის პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
  • ჯილეხის, ცოფის, ბრუცელოზის (Br. Melitensis, Br. Abortus) ტუბერკულოზის, ცხენის ინფექციური ანემიის, ცხენის გრიპის, ფრინველის ინფექციური ბრონქიტის, ფრინველის ქლამიდიოზის, ბოცვრის ჰემორაგიული დაავადების, ფუტკრის ვაროატოზის დაფიქსირების შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება მხოლოდ პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის იმპორტზე იმ მეურნეობის ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება.

[/crosslist]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: