სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრომ „ღირებულებითი განათლების პროგრამაში“ ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს 141 სკოლაში 175 კლუბი აქვთ გახსნილი, „სექტემბრიდან კი ისინი ახალ კლუბებს გახსნიან და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი გადამზადდა“, – წერს სამინისტრო. მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული. სამინისტროს განცხადებით, პროგრამაში ჩართული არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე …

კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ამ თანხით დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“. სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონის გამოყოფის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 21 მაისს მოაწერა. მთავრობის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები 2026 წლის პირველი ივნისიდან მიიღებს „მასშტაბურ …

საპატრიარქოს ეზოში მანქანის შევარდნის საქმეზე ერთ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საპატრიარქოს ეზოში მანქანის შევარდნის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს ხულიგნობას და ნივთის დაზიანებას ედავებიან. „2026 წლის 20 მაისს ბრალდებული რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა …

კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ

„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო …

„იმედია, ეს იყო გაუაზრებელი ნათქვამი“ – რა იქადაგა შიო III-მ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფაზე

„მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება, ძალიან პრობლემატურია. სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ …

სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქომ სამჯერ დააყენა [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან, თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“. „პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს საკითხი დაყენებული, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა ამის შესახებ საუბარი ხელისუფლებასთან. ერთხელ …

საპატრიარქოს 700 ათას ლარს გადასცემენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – კობახიძის ახალი განკარგულება

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს 700 ათასი ლარი გამოუყვეს. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, დოკუმენტი კი მოგვიანებით გასაჯაროვდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა საპატრიარქოს სხვადასხვა სამუშაოს დასაფინანსებლად გადაეცემა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 700 000 ლარი, მათ შორის: …

საპატრიარქოს სასწავლებლებს ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დააფინანსებენ – განკარგულება

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 14 მარტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 მილიონი ლარი გადაეცემა. დამატებით 12,5 ათასი ლარით დააფინანსებენ ასევე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. „დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი …

ვის და რატომ შეიძლება მოეწამლა მოსაყდრე შიო – ინტერვიუ თეოლოგთან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა. მოწამლეს თუ მოიწამლა შიო მუჯირი? ან ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან …

ცემა ქუჩებში პატრიარქის სახელით – რას ამბობენ საპატრიარქოში

ბოლო დღეებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ქუჩებში ცემა დაიწყეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს მიშა მშვილდაძეს, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელს ზურაბ ჯაფარიძეს, ენმ-ს სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს. თავს დაესხნენ ლევან ბერძენიშვილს. მანამდე კი ქვები დაუშინეს ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს და  სტუდენტებს სცემეს თსუ-ში. თავდამსხმელები ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს ზურგიდან ეპარებიან და ისე ურტყამენ. დავით ოსიყმიშვილს კი …

სუს-ის ფაილების ყულფში – როგორ დაიმორჩილა საპატრიარქო ივანიშვილმა

„სუს-ის კრებსები აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის ყულფი, რითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოთოკა საპატრიარქოს სურვილები, ამბიციები, მისწრაფებები. დღეს გვაქვს დამონებული საპატრიარქო ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლების მიერ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და რომელსაც მღვდელმსახურება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს. ინტერვიუში დეკანოზი საუბრობს, რა მდგომარეობაში ჩააყენა „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებელი ეკლესია. რუსული …

ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილი აქტიურად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინონ „ეკლესიის მტრებად“, საზოგადოებად, რომელსაც, კობახიძის თქმით, სურს ქართული იდენტობის წაშლა. რას მიაღწევს „ქართული ოცნება“ კრემლისთვის დამახასიათებელი რიტორიკით და მით უფრო „სუსის ფაილების“ ცნობილი სკანდალის შემდეგ. ვინ შეიძლება აღიქმებოდეს „ეკლესიის მტრად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ის სისტემა, რომელიც 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, უსმენდა …

უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – მონაზონი ილია II-ს

მონაზონი დედა სიდონია  ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის პატრიარქ ილია მეორეს და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით. „უნდა ვიცოდეთ რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ – რუსეთი გვინდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა“, – ამბობს მონაზონი. მონაზონმა ვიდეომიმართვა დღეს, 28 თებერვალს, გაავრცელა: „პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი. იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული …

საპატრიარქო მონაზონზე ძალადობას აღიქვამს არა ქალზე, არამედ საკრალურზე თავდასხმად – ინტერვიუ

„დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს… ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას. საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად,“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის …

საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა. პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო. ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს …

პატრიარქმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა კულტურის ძეგლების აღდგენისთვის

დღეს, 9 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული …

სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული, შესაძლოა ვიდეოც ახლდეს – თეოლოგი ფარულ ფაილებზე 

„ვის შესახებაც მაქსიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან პროსახელისუფლებო კამპანიას და ოპოზიციას მიემხრობიან,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ინტერვიუს დროს ვკითხეთ, როგორ აისახება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ურთიერთობაზე. თეოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა, რა გავლენა ექნება სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებს პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონო მირიან, …

„კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“ – დეკანოზი ჯაღმაიძე სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომელშიც წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ …

ბერმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ასპინძაში, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ბერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უკანონო მშენებლობას აწარმოებს, კერძოდ, სატრაპეზოს აშენებს. სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად იყო ჟურნალისტი მონასტერში მისული. კადრებში, რომელიც „ფორმულამ“ გაავრცელა ჩანს, რომ ჟურნალისტი დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ბერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის წარმოების ნებართვა და იყო თუ არა შეთანხმებული …

საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობიერების ამაღლების პროცესში, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ. „სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, …

რატომ დაადგნენ ეპისკოპოსები „სპირიდონის გზას“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„რუსები ხართ ყველანი“ – ეჭვის გაქარწყლება ძალადობაში საპატრიარქოს თანამონაწილეობასა და, შესაბამისად, რუსული დაკვეთის შესრულებაზე მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 12 ივლისის ქადაგების მერე ჟურნალისტებთან რუსული სტრატეგიით სცადა. მანამდე ეპისკოპოსს ტაძარში ერთმა ქალმა ქადაგება შეაწყვეტინა და უთხრა: „ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ქრისტიანობა…“ თეოლოგები თუ საპატრიარქოს საქმეებში კარგად გარკვეული პირები აქამდეც აღნიშნავდნენ, რომ სასულიერო იერარქიის ძირითადი შემადგენლობა …

რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე

უნდა ჰქონდეს თუ არა საპატრიარქოს პრივილეგიები, რომელიც ძალადობას არათუ მხარს უჭერს, არამედ ორგანიზატორია ძალადობრივი აქციების და ამის დემონსტრირებას არც ერიდება? – ეს კითხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერს დავუსვით, რომ გაგვეგო, რამდენად არიან ისინი მზად დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად? გვექნებოდა სხვა სურათი, „ოცნების“ ნაცვლად ისინი რომ იყვნენ ხელისუფლებაში? აღმოჩნდა, რომ პარტიების დიდი ნაწილი დემოკრატიული ღირებულებების …

„შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენი გადასახადებით“ – პეტიცია

საქართველოს მოქალაქეები პეტიციით მიმართავენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ. „2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა, ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. ცნობილია, რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს …

დააკავებს თუ არა შსს ძალადობის მონაწილე მღვდლებს

შს სამინისტროს ვკითხეთ, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები ორი მღვდლის – დიაკონ ნიკოლოზ კუპრეშვილისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ. ეს ის ორი მღვდელია, ვისთვისაც გამოძიებას წესით კითხვები უნდა დაესვა: ერთ-ერთი მათგანი ღიად მოუწოდებდა ძალადობისკენ, მეორემ კი პირადად სცემა ჟურნალისტს, როგორც ამას დაზარალებული აცხადებს. ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისის …

როგორ გახდა საპატრიარქო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი – ფაქტები

2021 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც ჰომო და ტრანსფობიას უპირისპირდება, 1-5 ივლისს თბილისში „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზებას გეგმავდა. კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვა. „ჩვენ გვინდა სახელმწიფოს ჩვენი ხმა გავაგონოთ“, – აცხადებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრები. „თბილისი პრაიდის“ განცხადებიდან მალევე, 15 ივნისს, ახალდაფუძნებული პარტიის – „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა, …

საპატრიარქო: ჩვენი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული

საქართველოს საპატრიარქო „ღირსების მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს განცხადებით მიმართავს და აცხადებს, რომ „დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული”: „გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად …

საპატრიარქო ასაჩივრებს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილებას

დღეს, 6 ივნისს, საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონაში მიმდინარე მოვლენებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლიც გაყვანის შესახებ. საპატრიარქო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის მოუმართავს და ეს პრობლემა მათთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. „ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. …

რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ

საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა …

რა ხდება მარტვილის ეპარქიაში, სადაც სოსანას მონასტერში არ უშვებენ – ინტერვიუ მონაზონთან

7 დღეა მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ღამეს იმ მონასტრის მიღმა ათევენ, რომელიც წლების განმავლობაში მათი სახლი იყო და რომელიც საკუთარი ხელებით ააშენეს. მონაზონსა და მორჩილს ამ დრომდე არ აძლევენ მონასტერში შესვლის და პირადი ნივთების, მათ შორის, წამლების აღების საშუალებას. მონაზონი სოსანა ამბობს, რომ მას ეპისკოპოსმა სტეფანემ კრიტიკული კითხვების დასმა არ აპატია. 29 მარტს მიტროპოლიტმა …

„რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას …

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ. ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – …

მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს

საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული. ერთი ლექციის მოსმენითაც ნათელია, თუ როგორ აკნინებს ლექციების ეს კურსი ქალის როლს და მათ კარიერულ განვითარებას. ლექციების კურსს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. პანდემიის დროს ქალთა უფლებების შემლახავ ლექციებს …

საპატრიარქო მრევლს კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ  COVID19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, ტაძარში ყოფნის დროს, მრევლმა და სასულიერო პირებმა კოვიდიუსაფრთხოების წესები დაიცვან. „აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი …

დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. ამ თემაზე: საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა მართვაში, 20 წლის ვადით. ამ დრომდე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც …

ტყეების ეკლესიისთვის გადაცემას მხარი არ დაუჭიროთ -TDI პარლამენტს მიმართავს

დღეს, 21 მაისს, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს ტყის კოდექსის კანონპროექტს. კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს.  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] საქართველოს პარლამენტს მიმართავს, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროექტს! საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა …

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …

Exit mobile version