მთავარი,სიახლეები

„კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“ – დეკანოზი ჯაღმაიძე სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე

13.09.2021 • 1586
„კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“ – დეკანოზი ჯაღმაიძე სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომელშიც წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

„ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.
ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.

ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ,“ – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქზე.

გავრცელებულ ფაილებში ასევე ფიგურირებს ანდრია ჯაღმაიძე.

ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშუალებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/563031/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: