„რუსი ჯარისკაცები დადიან და მეძებენ“ – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

ინტერიუ ჩაწერა ნიკა ბურდულმა „პირველი დღიდან სახლში არ ვცხოვრობ. ვცდილობ, სხვადასხვა ნაცნობთან გავჩერდე. ვიცი, დადიან და ჩემზე კითხულობენ, სად შეიძლება ვიპოვოთო“, – ამბობს 27 წლის ჟურნალისტი ხერსონიდან, კონსტანტინ რიჟენკო. კონსტანტინი ხერსონის ოკუპაციის შემდეგაც მშობლიურ ქალაქში რჩება. იგი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორია. გარდა იმისა, რომ გამუდმებით იცვლის ადგილს, უმკვლავდება კიბერთავდასხმებსა და ცდილობს გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოს, მოხალისეთა …

რატომ დათმო უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი 1994 წელს

1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა – შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა, აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“. ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი, …

საიდან შემოდის ფქვილი, შაქარი, ზეთი – რუსეთის და სხვა ქვეყნების წილი 

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა: შაქარი, მზესუმზირას ზეთი, ხორბლის ფქვილი, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, ბრინჯი, რძის ფხვნილი, ლობიო და მარილი. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან ძირითადად შემოტანილია ხორბალი, ხორბლის ფქვილი და მაკარონი. სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შემთხვევაში კი, რუსეთი მთავარი მომწოდებელი ანუ იმპორტიორი არ არის …

რა სჭირდებათ ომიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ბათუმში დიასპორის ოფისში იკრიბებიან

5 წლის ნასტინკა დედასთან ერთად ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა უკრაინის ომიდან. ბათუმში უკრაინული დიასპორის გაყინულ, 15 კვადრატულ მეტრ ოთახში ზის და უკრაინის დროშას ხატავს, მერე გვიხსნის რა სიმბოლოებს აღნიშნავს დროშის ცისფერი და ყვითელი. ცისფერი ცას ნიშნავს, ყვითელი ხორბლის ყანაა. „ეს ჩემი გულია დროშაზე“, –  ამბობს ნასტინკა. უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზეა, №2ა ,,მეგობრობის …

„წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი“ – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში

„ბავშვობაში სულ ცაში ვიყურებოდი ხოლმე. ზუსტად ვიცოდი, მზე რომელი ხის თავზე ამოვიდოდა და რომელი საათი იყო. ახლა ის შემთხვევაა, როცა ცას აღარ ვუყურებ… თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერსად გაასწრებ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 57 წლის ნადიმ ხმალაძე, რომელიც ახლა უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ბატონო ნადიმ, როგორც ვიცით ბიზნესი გაქვთ საქართველოში. რატომ მიიღეთ …

„ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ“ – ინტერვიუ კიევში მყოფ ჟურნალისტთან

ფედირ სიდორუკი უკრაინაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი მათთვის ინფორმაციის გავრცელებაა, ერთი მხრივ მოსკოვის პროპაგანდა რომ გადაიფაროს, ხოლო მეორე მხრივ „თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე“, მაშინ უკრაინის ომს დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, ის „როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელსო“. ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი …

უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილებს უკრაინიდან, რომლებმაც წუხელ ღამე ქუჩაში გაათიეს, არაერთმა ოჯახმა შესთავაზა საცხოვრებელი. მათი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს თბილისში, სადაც ისინი აპირებენ გამგზავრებას.  ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან, უკრაინიდან ჩამოსული სამი ავტომობილი დგას, ავტომობილში ღამეს ათევენ ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეები, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც 13 უფროსისგან და 9 ბავშვისგან შედგება. ეს ოჯახები ბათუმში ოთხი …

რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სახლებიდან ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს

უკრაინელი ჟურნალისტების თანახმად, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დილით დაწერა ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილმა, ტატიანა კუმოკმა. მშობლების გატაცების ცნობიდან რამდენიმე საათში თავად ტანიაც გაუჩინარდა. „დღეს დილით ოკუპანტებმა მამა გაიტაცეს… მიხაილ კუმოკი. მიხაილ კუმოკი პენსიაზე გასვლამდე იყო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს გაზეთს, ვებგვერდს და რაც მთავარია – სტამბას. შეიარაღებულმა პირებმა სახლებში მიაკითხეს …

ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში. ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა. „უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ …

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციას, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები არიან, ესწრებიან ბათუმში მცხოვრები უცხოელებიც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მატერიალური დახმარებისკენაც მოუწოდებენ. სოლიდარობის აქციაზე ბათუმის ევროპის მოედანზე სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათზე იკრიბებიან, დასვენების დღეებში – 4 საათზე. ————– რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას …

გენერალი ჩაჩიბაია: რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ბომბავენ ბავშვებს – ბევრში ეს პროტესტს იწვევს

როგორ მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რა მიზნები და ამოცანები გააჩნია რუსეთს და რამდენად რეალისტურია მათი შესრულება, რა როლს შეასრულებს უკრაინისთვის გადაცემული ახალი შეიარაღება ან ომში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მებრძოლების მონაწილეობა. ამ და სხვა კითხვებით „ნეტგაზეთმა“ გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა: უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მაგალითად, ხარკოვის ფრონტზე ერთგვარი …

ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

„უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია უკრაინის მიწაზე მოკვდეს,“ – გვიყვება კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძე, როგორც მოხალისე, პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი, …

ინტერვიუ მწერალთან, რომელმაც იცის, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

ინტერვიუ ჩაწერა მალხაზ ჭკადუამ ____________________________ ბერნარ ლ. მორმა, მწერალმა, ჟურნალისტმა და რედაქტორმა, ოსლოს უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალე, ნორვეგიელ მკითხველს შესთავაზა სხვადასხვა ამბად აკინძული მოსაზრებები კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ რუსები პუტინს. ავტორმა, რომელიც 2000-იან წლებში ერთ-ერთი მსხვილი ნორვეგიული მედიაკომპანიის პროექტებს კურირებდა მოსკოვსა და პეტერბურგში, დეტალურად აღწერა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, …

კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ – რას ყვება კაცი ოკუპირებულ ხერსონიდან 

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად არ წყდება ქუჩის აქციები. „ბათუმელების” რესპონდენტი ოკუპირებული ხერსონიდან, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, გვეუბნება, რომ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი უკრაინელი გამოდის ყოველდღე. იგორ რუბინენკო (გვარი შეცვლილია) გვიამბობს, რა ხდება ახლა ხერსონში და როგორია ოკუპირებული ქალაქის …

ყვითელი და ცისფერი – მოდა, როგორც იარაღი, პოლიტიკა და პოზიცია

„მოდა, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურია,“ – აღნიშნა 14 მარტს ბერლინში, Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნაზე ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ.  მოდის კვირეული ბერლინში სწორედ პოლიტიკაზე აქცენტით გაიხსნა – წუთიერი დუმილით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის ნიშნად. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება იმართება უკრაინელებისთვის თანხისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად. კვირეულზე საქველმოქმედო აუქციონიც იგეგმება: შემოსული თანხა …

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად? ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ – სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს

ნატალია ოლეინიკი ლტოლვილია უკრაინიდან. ის ბათუმში მეექვსეკლასელ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ოც დღეზე მეტია უკრაინაში ომია. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ 1 თვე უკრაინაში სასწავლო პროცესი სკოლებში ვერ აღდგება სრულფასოვნად. ნატალიამ გადაწყვიტა მეექვსეკლასელი შვილისთვის ბათუმში სკოლა მოეძებნა. რუსული სექტორი ბათუმის ორ სკოლაშია – მესამე და …

4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ. 34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, …

სად დგას ჩინეთი უკრაინის საკითხზე – ელჩის წერილი და პეკინის პოზიცია

„მტკიცება, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა, დაეთანხმა ან ჩუმად დაუჭირა მხარი ამ ომს, არის წმინდა დეზინფორმაცია”, – წერს ჩინეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინ განგი. მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრის იან ჯიეჩის რომში შეხვედრიდან ორ დღეში The Washington Post-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, სახელწოდებით – „რა პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხთან …

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის …

რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა ისევ თავისუფლად შეუძლიათ

რუსულ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა კვლავ თავისუფლად შეუძლიათ და მათთვის რაიმე შეზღუდვა სახელმწიფოს ამ დროისთვის არ დაუწესებია. შეზღუდვები ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული არ არის არც იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უკვე დაუწესა სხვადასხვა სახელმწიფომ თუ ევროკავშირმა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საჯარო რეესტრს ასობით რუსეთის მოქალაქემ მიმართა. ისინი საქართველოში ახალ …

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?

იცით თუ არა, ვინ არიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები? მაგალითად, მიხაილო პოდოლიაკი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინჩართვების დროს ხშირად ახსენებს ან თან ახლავს, ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა და ბელარუსიიდან გამოაძევეს. პოდოლიაკი ახლა ზელენსკის ძირითადად საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით აძლევს რჩევებს. პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ზელენსკის გარემოცვაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის …

ბათუმში თანხას აგროვებენ 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად

„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ 15 უკრაინელი შშმ პირის დასახმარებლად თანხას აგროვებს. ცენტრის თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ უკრაინელი შშმ პირების მხარდასაჭერი კამპანია უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წამოიწყეს და კარგად იციან, როგორი მძიმე მდგომარეობა და სპეციფიკური საჭიროებები შეიძლება ჰქონდეთ უკრაინელ შშმ პირებს მათი შეზღუდვებიდან გამომდინარე ახლა: უჭირდეთ ევაკუაცია, გადაადგილება, საჭმლის მომარაგება და ა.შ. თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, …

კაფე ბათუმში, საიდანაც უკრაინელ ლტოლვილებს ყოველდღე უგზავნიან სადილს

არტ-კაფე „ბათუმის გული“, მაზნიაშვილის  ქუჩაზეა, 11 ნომერში. კაფეს მეპატრონე მინდია ბოლქვაძეა. მინდია 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში: 2 წელი ყირიმში, სევასტოპოლში მუშაობდა მზარეულად, მერე კიევში გადავიდა და იქ 8 წელი იცხოვრა. „პროფესიით მზარეული ვარ, ცოლი მყავს უკრაინელი. 8 წელია, რაც საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. საუკეთესო წლები მაკავშირებს უკრაინასთან, საუკეთესო მოგონებები. რაც ახლა იქ ხდება, წარმოუდგენელია. იცით, რა …

შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, …

ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული – უსუფაშვილი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ლელოდან“, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, რომ დაუშვებელია ქვეყნის თავდაცვის სისუსტის პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. „საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა, საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რისთვისაც შეიარაღებული ძალები გვყავს. …

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  თავიანთი ქმედებებით სცოდავენ. „დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, …

რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი – სხალთის მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძმები ჩხუბობენ“ და „ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ“. სხალთელი ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე, გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე. „არის წინასწარმეტყველება მამების, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი წმინდა რუსეთი. ეს არის უკრაინა, …

შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მას ვკითხეთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, როგორც ეს გააკეთეს სირიაში? სირია, კონკრეტულად კი, ალეპო, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელების“ წინა ინტერვიუშიც ახსენა, როცა გვესაუბრა რუსეთის …

„ჩვენ აქ არ გველოდებიან“ – „დოჟდის“ ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისშია

„ჩვენ აქ არ გველოდებიან,“ – ეს შთაბეჭდილება გაუჩნდა ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე საქართველოშია. ეკატერინე კოტრიკაძე „დოჟდის“ ჟურნალისტია, იმ სატელევიზიო არხის, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დახურეს პუტინის რუსეთში, ხოლო კრიტიკული არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. ეკატერინე კოტრიკაძეს ვესაუბრეთ რუსეთის იმ აუდიტორიაზე, რომელიც „დოჟდის“ უყურებდა და, ბუნებრივია, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის რეჟიმის მიმართ. …

ყოველდღე შიშით ვუკავშირდები მშობლებს – აჭარაში მცხოვრები უკრაინელი ქალი

„ომის პირველი დღეები ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, ამას ვერ გაიგებს ვერავინ, ვისაც ომი  პირდაპირ არ შეხებია. ჩემი დღე იწყება sms-ით მშობლებთან და ახლობლებთან, შექმნილი გვაქვს ჩატები, ყოველ 2-3  საათში ვეკითხები, როგორ არიან, შიშით ვაახლებ კავშირს მათთან“, – გვიყვება ანნა სერედა. ანნა სერედა 10 წელია საქართველოში, აჭარაში ცხოვრობს, ქართველ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ის უკრაინიდან …

რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ყარაბაღი ახსენდება გადამდგარ გენერალს რუსეთ-უკრაინის ომის საუბრის დროს დღეს, 11 მარტს, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს.  სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება ომი „პატარ-პატარა შეტაკებების“ ეტაპზე გადაიყვანოს და უკრაინა ასე „გამოფიტოს“. გადამდგარი გენერალი ინტერვიუს დროს გვიმხელს წინათგრძნობას – „გაყინვის ფაზამდე“ რუსეთი კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შეტევას წამოიწყებს პაუზის შემდეგ, რომელიც ახლა აქვს რუსეთს აღებული დასუსტებული არმიის მოსაძლიერებლად. …

Hello to Ukraine – ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც უკრაინელებისთვის წერილის გაგზავნა შეგიძლიათ

ედო მჟავანაძე ბათუმელი ვებდეველოპერია, რომელმაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ონლაინ პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა სახელად – Hello to Ukraine. ამ პლატფორმის დახმარებით მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საშუალება ექნებათ უკრაინელებს წერილი გაუგზავნონ. როგორც იდეის ავტორი აღნიშნავს, ეს ერთგვარი მორალური თანადგომაა და ამ ვებგვერდის საშუალებით ყველა მსურველი შეძლებს სოლიდარობის გამოხატვას უკრაინელი ხალხის მიმართ: „ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს …

ქართველი ბერი უკრაინაში: 2 სასულიერო პირი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს

„სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ“, – ამბობს მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ადამიანებს დაბომბილი ქალაქებიდან გამოსვლაში ეხმარება. რომელ ქალაქში იმყოფებით …

„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. მათ შორისაა ელენე შუბლაძე, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 31 წლის ელენე შუბლაძისთვის უკრაინელების დასახმარებლად აქციაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „მე თვითონ დევნილი ვარ სოხუმიდან. ომის შესახებ მოსმენილი ისტორიებით გავიზარდე. ომი ჩემი ყოველდღიურობა იყო. ამასთან, ჩემი ოჯახის წევრი უკრაინელია და კიევში ჰყავს ოჯახის წევრები“, – გვითხრა …

Exit mobile version