საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში

უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა: „ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, …

აპრილში რუსეთის 48 ათასი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 48 797 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა. შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა 2021 წლის აპრილთან შედარებით მიმდინარე წლის აპრილში 289%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში საქართველოში 8 248 ბელარუსის მოქალაქეც შემოვიდა. შედარებისთვის: …

ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით. სექტორის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, …

ვიწვევთ პარტნიორებს, საქართველოს, არ დაუშვან რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს – იაპონიის ელჩი

მას შემდეგ, რაც „ბათუმელები & ნეტგაზეთი“ უკრაინული მედიის დასახმარებლად დაწყებულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა, ამ კამპანიისადმი მხარდაჭერა საქართველოს არაერთმა მედიასაშუალებამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ დიპლომატიურმა მისიამ გამოხატა. მათ შორისაა იაპონიის საელჩო საქართველოში, რომელთანაც „ბათუმელები & ნეტგაზეთს“ უკვე აქვს წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება. იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ, ჩვენთან მოკლე ინტერვიუში მედიისადმი საკუთარი სოლიდარობის გარდა, ისაუბრა იმაზეც, თუ რატომაა იაპონიისთვის …

რატომ ვერ ახერხებს უკრაინა აზოვის პოლკის გამოხსნას – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„იქ რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ უკრაინას რამდენიმე, მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება,“ – ამბობს შეიარაღების სპეციალისტი, გიგა ინაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინა აზოვსტალის დაცვას? სპეციალისტის პროგნოზით, დაახლოებით შემოდგომისთვის მოახერხებს უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამის შანსი უკრაინას მანამდე გაუჩნდეს, როცა რუსული არმია უკან დაიხევს, როგორც ეს ხარკოვის შემთხვევაში მოხდა. ან …

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს …

 „აქ სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს“ – მარიუპოლის მცველი ქალი

მარიუპოლის მცველი ვალერია, იგივე ნავა და უკრაინელი მესაზღვრე ანდრეი აზოვსტალში დაქორწინდნენ. თუმცა, ქორწინებიდან სამი დღის შემდეგ ანდრეი რუს სამხედროებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა. ვალერია მათი სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება ვიდეოში, რომელიც აზოვსტალშია ჩაწერილი. ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ვალერია (ნავა) სასაზღვრო რაზმში მსახურობდა. “დონეცკის სასაზღვრო რაზმში ვმსახურობდი. მაშინ მეთაურის თანაშემწე ვიყავი, პრესსამსახურის უფროსი. ჟურნალისტებთან ვმუშაობდი …

ვერ ვხსნი, რატომ უშვებენ ამ მასშტაბის შეცდომებს რუსები – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უდიდესი სამხედრო ინტერესი აქვს ახლა კუნძულ ზმეინიზე უკრიანელებისთვის გამაგრებას. იქ დესანტის გადასხმა ვერ უნდა მოახერხონ რუსებმა, თორემ ბესარაბიის რეგიონი იზოლაციაში მოექცევაო – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსები შეძლებენ სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში, მიუხედავად ფარული მობილიზაციის დაწყებისა. ომის დაკვირვების პროცესში სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინს უკან …

უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ

11 მაისს „ბათუმელებს“ უკრაინის მოქალაქემ, ანა კოტოვამ, მომართა წერილობით, რომელმაც გვითხრა, რომ მარტში ის, მეუღლესა და მშობლებთან ერთად, უნდა დასწრებოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტს უკრაინაში, რომელიც საომარი ვითარების გამო ჩაიშალა. ანამ სულ ოთხი ბილეთი იყიდა, რაშიც 6142 უკრაინული გრივნა [627 ლარი] გადაიხადა. „სუხიშვილები“ მარტის ბოლოს უკრაინას საკონცერტო ტურით უნდა სწვეოდა. ბილეთებს უკრაინაში ადგილობრივი გამავრცელებლები, კომპანიები: контрамарка …

რა არის საჭირო ომის დროს, სურსათის დეფიციტი რომ არ შეიქმნას – ინტერვიუ ანალიტიკოსთან

დღეს სურსათის მარაგი უკვე ნიშნავს არა სავსე ბეღელს, არამედ პროდუქტის ფასს, რომ დახლთან მისულებმა საკვების ყიდვა შევძლოთ – დაახლოებით ამას ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც სურსათის მარაგის უსაფრთხოებაზე მუშაობენ. რა არის საჭირო ომის დროს, სურსათი დეფიციტი რომ არ გახდეს? როგორ აგვარებენ უსაფრთხოების ამ საკითხს წამყვანი ქვეყნები? „გააჩნია კონტექსტს“ – გვიპასუხა ანალიტიკოსმა ია კაციამ, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად რეალისტურია …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“

დღეს, 13 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ლტოლვილებს პრობლემები შეექმნათ, რადგან საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი დევნილების დახმარების ერთიანი გეგმა და შეიძლება ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა და „ეს უნდა დაინახოთ და დააფასოთ“. საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ? …

ბათუმის საჯარო სკოლებში 202 უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა

6 მაისის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 202 ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ უთხრა. მისივე თქმით, თუ მოთხოვნა გაიზრდება და გამოჩნდებიან სხვა უკრაინელი ბავშვებიც, ვისაც სკოლაში სწავლის გაგრძელება სურთ, მათ ამის შესაძლებლობას რესურსცენტრი მისცემს. „ვცდილობთ, უკრაინელი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ. არ გვქონია შემთხვევა ვინმე სკოლის გარეთ დაგვეტოვებინა. ეს არ …

აეროპორტში ჩვენი დაკითხვაზე გადაყვანა სცადეს – უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი

ოთხი ქართველი მებრძოლი – გიორგი ფარცვანია, ზაზა ბარძიმიშვილი, გიორგი გელაშვილი და კიდევ ერთი მებრძოლი კოპიტნარის აეროპორტში გააჩერეს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის თანამებრძოლებს  პასპორტები ჩამოართვეს და ორი საათის განმავლობაში არც ტერიტორიიდან გაუშვეს. „ბიჭები დაკითხვაზე გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ფარცვანიამ. მებრძოლის თქმით, აეროპორტიდან მას შემდეგ გამოუშვეს, როცა ადვოკატი და მედია ჩარია. ფარცვანია ირწმუნება, …

რუსებს წლობით დაკავებული პოზიციები დავაკარგვინეთ, საგიჟეთი მოვაწყვეთ – ქართველი მებრძოლი

ავთო ქაჯაია იმ ქართულ ოცეულშია, რომელმაც, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე დღის წინ დონეცკში რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ავთო „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ შეტევის შედეგად რუსებმა წლების განმავლობაში დაკავებული პოზიციები დაკარგეს. „ეს იყო ყველაზე მაგარი ბრძოლა, რაც ყოველთვის მემახსოვრება. ნამდვილი საგიჟეთი მოვაწყვეთ, რა გავაკეთეთ ან რამ გადაგვარჩინა, ბიჭებს ახლაც გვიკვირს. იდეალურად დაგეგმილი შტურმი იყო, ოცეულის …

„მადლობა“ – უკრაინელი მოხალისეების აქცია ბათუმში

დღეს, 9 მაისს, ბათუმში უკრაინელმა მოხალისეებმა მადლიერების აქცია გამართეს და ქალაქში იმ დაწესებულებებში მივიდნენ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით უკრაინელებს ეხმარებიან. უკრაინელმა მოხალისეებმა მათ კარზე მადლობის სტიკერები მიაკრეს წარწერებით – „ერთად გამარჯვებისთვის”, „გულიდან გულამდე“ და „მადლობა“. „მოვინახულებთ ყველა აფთიაქს, რომლებიც უფასოდ გასცემდნენ მედიკამენტებს, ყველა რესტორანს, რომლებიც ლტოლვილებს უფასოდ კვებავენ, ყველა სასტუმროს, სადაც უკრაინელებს უფასოდ იტოვებდნენ, საქართველოს ფოსტას, …

ზოგი გენერალი დააკავეს, ზოგიც გაუშვეს, ყველა დონის მეთაური ხედავს, რომ შეიძლება დაისაჯოს – ინტერვიუ 

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება ფრონტს უკრაინაში, დარწმუნებულია, რომ რუსი გენერლები გადაწყვეტილებებს ომის მეორე ფაზაზე საერთოდ ვეღარ იღებენ, რადგან მათ რისკი აშინებთ და მხოლოდ „ინერციით მიდიან“. „რუსეთს ახლა აქვს ორი გზა, რასაც შეიძლება დაადგეს ოპერატიული პაუზის შემდეგ,“ – საკუთარ ვარაუდს გვიზიარებს გადამდგარი გენერალი: დაკავებული ტერიტორიების დაცვა, თუ ახალი იერიში? ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, …

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე – თინათინ ზოიძე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინიდან ლტოლვილი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. ამის შესახებ დღეს, 5 მაისს, განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „იმატა მომართვიანობამ როგორც საზღვრიდან ახალშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე ჩამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის …

ომი უკრაინაში: რა სურს თურქეთს?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თურქეთი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თურქეთი, ერთი მხრივ, სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მეორე მხრივ კი, ცდილობს შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. რა სურს თურქეთს და სად მიიყვანს პოლიტიკა, რომელსაც ომის დროს ატარებს, ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა თურქეთის მკვლევართან სანდრო ბაკურაძესთან.  რა როლი აქვს თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომში?   თურქეთი ცდილობს …

ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

„მესამე დღეა კონტრშეტევებზე ვართ გადასული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ნადირაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია ომის დაწყების დღიდან. ის ამჟამად ხარკოვის ოლქში იმყოფება, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. „ალბათ იცით, რომ იზიუმთან, ხარკოვის ოლქში, გავჭერით ალყა, ხარკოვის აღმოსავლეთით 4 სოფელია უკვე გათავისუფლებული და, ფაქტობრივად, შეტევაზე ვართ გადასული. ალბათ იცით, რომ იზიუმთან კიდევ ერთი რუსი გენერალია მკვდარი და …

გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – უკრაინელებისა და ბელორუსების აქცია ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. უკრაინელები და ბელორუსები საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი აქცია და მიმართვები ეძღვნებოდა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში ჩარჩენილ ასობით უკრაინელს, რომლებიც საევაკუაციო დერეფანს ელიან. Врятуйте – გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – იყო აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი. „ჩვენ ყოველ დღეს ვდგავართ უკრაინისთვის ამ მოედანზე, ბათუმის ცენტრში. ჩვენ ყოველ დღეს …

რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„არ გამოუვიდათ რუსებს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ,“ – მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი და შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი, რომელსაც უკრაინაში მეორე ფაზის ეტაპზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს ახსენებს. ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთს თანამედროვე მიდგომისთვის რესურსი არ ეყო და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკა გაიხსენა. შეიარაღების სპეციალისტის აზრით, მინიმუმ 3 თვე დასჭირდება უკრაინისთვის იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რითაც …

15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება

15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად. „კიევიდან ჩამოვედით. დაბომბვებს ერთი თვის წინ გამოვექეცით. რთულია ამაზე ლაპარაკი. დედა დამეხმარა მომეძებნა სამსახური ბათუმში. მოხალისედ მუშაობდა დედა ბათუმში და იქ  გაიგო ვაკანსიის შესახებ. ახლა რესტორანში ვმუშაობ, მიმტანად. კიევში ვმუშაობდი ომის დაწყებამდე, დასვენების დღეებში მზარეულის დამხმარე ვიყავი, დღეში 200 გრივნას …

„პუტინ ხუილოს“ დაძახებიდან 1 თვის შემდეგ დამაჯარიმა პოლიციამ“ – რა გადაწყვიტა მოსამართლემ

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაამართლა „სირცხვილიას“ აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელმაც ბათუმში პირველ მარტს გამართულ აქციაზე ამბობდა: „პუტინ ხუილო“. საინტერესო ამ შემთხვევაში ისაა, რომ თამარ კურატიშვილი აქციაზე არ დაუკავებიათ, მაგრამ პოლიციელებმა მას ამ აქციიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი. „28 მარტს, აქციაზე დაკავებული ლუკა და ანდრია ფენების სასამართლო პროცესზე მოწმედ დამიბარეს და იქ ვთქვი, …

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

უკრაინელი ცოლ-ქმარი, ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები, მარიუპოლიდან ბათუმში 25 აპრილს ჩამოვიდნენ. ისინი მიწისქვეშა, ბნელ თავშესაფარში იმალებოდნენ და არც აპირებდნენ მარიუპოლის დატოვებას, რომ არა ის დღე, როცა მათი სახლი, ეზო და შინაური ცხოველები საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა ყველაფერი დაკარგა მარიუპოლში, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ქალაქი და სამშვიდობოს გაეღწიათ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე …

მარტში რუსეთის 45 ათასი მოქალაქე შემოვიდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის მარტში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 45 068 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა. შს სამინისტროს თანახმად, რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 430%-ით არის გაზრდილი. მარტის თვეში ზუსტად 20 029 ადამიანი შემოვიდა ასევე ბელარუსიდან. საქართველოს …

რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ

„მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებას ვეღარ ახერხებენ რუსები, მათ აშინებთ ინიციატივა,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და სამხედრო რუკაზე მიგვითითებს, სადაც ჩანს, რომ რუსებმა არათუ ღრმა შემოვლა და ალყის შეკვრა ვერ მოახერხეს, არამედ უკრაინის ვერცერთი ფორტიფიცირებული ხაზი ვერ გაარღვიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომის მეორე ფაზა ერთი კვირის წინ დაიწყო. პუტინი 9 მაისისთვის ემზადება. რას ჩაითვლის რუსეთი …

უკრაინიდან დევნილმა ქალმა ბათუმში იმშობიარა

დღეს, 24 აპრილს, ბათუმში უკრაინიდან დევნილ 34 წლის ლიუდმილა ობუხოვას ქალიშვილი შეეძინა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა და დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ფეხმძიმე ლიუდმილა ობუხოვა საქართველოში 11 წლის შვილთან ერთად 21 მარტს ჩამოვიდა. ოჯახის სხვა წევრები კი უკრაინაში არიან. ლუდმილას მეუღლე ფრონტის წინა ხაზზეა.

„დამნაშავე ყოველთვის სხვაა“ – რას ასწავლიან რუსულ პროპაგანდისტულ ანიმაციებში I ვიდეო

რა ქმნის სიცრუის, დამახინჯებული ისტორიის, ან გეოგრაფიის ეფექტს, რასაც რუსეთში აჩვენებენ ბავშვებს, ამჯერად უკვე პირველივე კლასიდან? – ეს სამივე რესპონდენტს ვკითხეთ, ვისაც თანამედროვე რუსულ ანიმაციურ ფილმებზე ვესაუბრეთ. მაგალითად, ერთ-ერთ ანიმაციაში რუსეთი ძალიან კეთილი ვანიაა, უკრაინელი „კოლია“ კი ჯერ ითხოვს მიკოლი დამიძახეთო, ხოლო შემდეგ ის ბიჭი, ამერიკის დროშებიანი მაისური რომ აცვია, აქეზებს სხვების ჩაგვრისკენ. რუს ვანიას …

ბათუმში სამსახური ვიპოვე – ლტოლვილი უკრაინიდან

ანია მალინოვსკაია უკრაინიდან ბათუმში ორ აპრილს ჩამოვიდა, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან მალევე. ანია იშვიათი გამონაკლისია, მან ბათუმში ჩამოსვლისთანავე იპოვა სამსახური. ანია პარიკმახერია, სილამაზის სალონში ადგილი დაიქირავა და ახლა მსურველებს ბათუმში თმებს კრეჭს. „გამიმართლა, რომ მოქნილი პროფესია მაქვს, ყველა ქვეყანაში გამოსადეგი. ბათუმში დამხვდნენ ყურადღებიანი თანამშრომლები, მიმიღეს ძალიან თბილად და საერთოდაც, აშკარაა, რომ უკრაინელებს საქართველოში ძალიან კარგად ხვდებიან. …

დედამიწა ახლა 1,1°C-ით უფრო თბილია, ვიდრე 1800-იან წლებში – ომი ამძაფრებს კლიმატის კრიზისს

დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება. ცხადია, წელსაც ყველა გარემოსდამცველი ორგანიზაციისა და კამპანიის მთავარი აქცენტი, პლანეტის ყველაზე დიდი გამოწვევა –  კლიმატის ცვლილებაა. გაეროს ცნობით, დედამიწა ახლა დაახლოებით 1,1°C-ით უფრო თბილია, ვიდრე 1800-იან წლებში, ინდუსტრიულ რევოლუციამდე იყო. „ჩვენ არ ვასრულებთ პარიზის შეთანხმებას, რათა შევინარჩუნოთ გლობალური ტემპერატურა არაუმეტეს 1.5°C-ისა. ეს ითვლება ზედა ზღვრად კლიმატის ცვლილების ყველაზე უარესი …

მთელი ხერსონი გათავისუფლებას ველით – ქალი ოკუპირებული ქალაქიდან

უკრაინის ქალაქი ხერსონი ახლა რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. რუსეთი ახლა ემზადება ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების ჩასატარებლად ემზადება, რომ ეს ტერიტორიები ე.წ. სახალხო რესპუბლიკებად გამოაცხადოს. ოკუპანტების ქალაქ ხერსონში გამოჩენის პირველივე დღეებიდან მოჰყვა საპროტესტო აქციების ტალღა. ისმოდა შეძახილები – „ხერსონი უკრაინაა!“ რამდენიმე აქციის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა აქციების დასაშლელად სროლა დაიწყეს და ახლა ქალაქში აქციები …

„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, დაახლოებით ორ კვირა-ნახევარში რუსეთს ისევ დასჭირდება პაუზა, როცა …

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინაში ბუჩის მერს შეხვდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოდან უკრაინაში ქალაქ ბუჩის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე ფეისბუქზე აქვეყნებს. შეხვედრას გია აბულაძის გარდა ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, ასევე, პარლამენტის წევრი ენმ-დან დავით ხაჯიშვილი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მათე გაბაიძე. უკრაინაში სხვადასხვა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის …

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

ავტორი: თამარ რუხაძე ____________________ უკვე მეორე თვეა, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათ ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედია, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან. ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ …

გვტკივა იმის ნახვა, თუ როგორ ანადგურებენ ქალაქებს, კლავენ ჩვენს მოქალაქეებს – ინტერვიუ

ავტორი: თამარ რუხაძე ალისა იურჩენკოს მობილურსა და ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველდღიურად, ათობით ფოტო, ვიდეო და ინფორმაცია მიდის რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, მისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილებიდან. ყოველი ახალი შეტყობინება ახალ ტკივილს ნიშნავს, უკვე იცის, რა შეიძლება დახვდეს მის მიღმა – მაინც მუშაობენ, სჯერათ, რომ ახლა ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც იცის და შეუძლია. …

ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი. საგრძნობლად გართულდა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობაც – ისინი ფინანსური, ლოგისტიკური და სხვა პრობლემების წინაშე დგანან. როგორ შეცვალა უკრაინული მედიის ყოველდღიურობა ომმა, როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს …

Exit mobile version