ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

19.05.2020 • 2650
ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ.

პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს.

სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

[checklist]

  • ხორბლის ფქვილი 10 კგ;
  • შაქარი 2 კგ;
  • მარილი 900 გრ;
  • ბრინჯი 3 კგ;
  • ზეთი 2 ლ;
  • შვრიის ფანტელი 2 კგ;
  • სუპის ფხვნილი 240 გრ;
  • სოკო 800 გრ;
  • ჩაი 150 გრ;
  • საფუარი 80-100 გრ;
  • ტომატ-პასტა 500 გრ;
  • ბარდა 400 გრ.

[/checklist]

 სასურსათო კალათას ამჯერად მიიღებს:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • მარტოხელა პენსიონერი;
  • სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე;
  • მარჩენალდაკარგული (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე);
  • მარტოხელა მშობელი (მარტოხელა დედა/მამა);
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი;
  • „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 993 ოჯახი.

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 894 627 ლარი. აქედან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უშუალოდ პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ჯამში 885 ათას 429 ლარზე აქვს გაფორმებული. 9,2 ათასი ლარით კი სამინისტრო პოლიეთილენის პარკებს შეიძენს.

მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება

„გლობალურად შექმნილი დეფიციტებიდან, ქვეყანაში დაფიქსირებული გაზრდილი მოთხოვნიდან და მოწოდების ვადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ შესასყიდი საქონელი შესყიდული იქნეს ადგილზე (ქვეყანაში) არსებული მარაგიდან გამარტივებული შესყიდვის გზით, გადაუდებელი აუცილებლობით… არსებული პანდემიური სიტუაციის პირობებში, შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოძიებული იქნა რესურსი და დაუყოვნებლივ გაფორმდა ხელშეკრულება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ამავე სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის მთავრობის აპარატს მუნიციპალიტეტების მერიების მიერ წარედგინა კორესპოდენცია მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალურად მოწყვლადი მოქალაქეებისთვის „სასურსათო კალათის“ გადაცემის შესახებ. კერძოდ, წარმოდგენილი კორესპოდენცია ითვალისწინებს ბათუმის მერიისთვის – 5 067, ქობულეთის მერიისთვის – 3 563, ხელვაჩაურის მერიისთვის – 2 532, ქედის მერიისთვის – 2 506, შუახევის მერიისთვის 2 285 და ხულოს მერიისთვის – 2 314 ერთეული სასურსათო კალათის გადაცემას, ხოლო – 993 ერთეული სასურსათო კალათის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის გადაცემას.“

სურსათს, ბიუჯეტის სახსრებით, აჭარაში მთავრობა მეორედ არიგებს. პირველ ეტაპზე 367 332 ლარის პროდუქტები 7 ათასამდე პირს დაურიგეს.

„სასურსათო კალათა“ აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მაშინ გადასცეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებსა და საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეებს.

სასურსათო კალათაში შედიოდა: ხორბლის ფქვილი – 5 კგ, შაქარი – 2 კგ, მარილი – 0,9 კგ, ბრინჯი – 2,4 კგ, წიწიბურა – 4 კგ, მაკარონი – 3 კგ, ზეთი – 2 ლ, შვრიის ფანტელი – 0,5 კგ.

ამ თემაზე:

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: