მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქი“ ისევ საპროტესტო აქციას მართავს | Live

21.03.2021
„ოცნების ქალაქი“ ისევ საპროტესტო აქციას მართავს | Live

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები ისევ საპროტესტო აქციას მართავენ. ამჯერად ისინი დასახლების წინ, გზატკეცილზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირზე] შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება.

ამ დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მშენებელობის პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

აჭარის ბიუჯეტში კი, პროგრამისთვის ჯამში 86 მილიონი ლარია გაწერილი. კომპლექსში საბოლოოდ 1 550 ბინა იქნება. 2021 წელს უნდა დასრულდეს 582 ბინა, ხოლო 2023 წლისთვის, დამატებით კიდევ 968 ბინა.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან.

„ოცნების ქალაქში“ ,ცხოვრებლების აქცია / ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /21.03.2021

აქცია ოცნების ქალაქში/21.03.2021

„ოცნების ქალაქში“ ,ცხოვრებლების აქცია / ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /21.03.2021

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სადაც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ მობილიზებულია პოლიციაც /21.03.2021

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: