მთავარი,სიახლეები

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]

23.01.2022 • 4889
„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ.

22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან “ოცნების ქალაქის” დასახლებაში დასრულდა.

შეხვედრები სამ ნაწილად იყო დაყოფილი: საინფორმაციო-საგანმანათლებლო მოხსენება ვაქცინაციისა და კორონავირუსის შესახებ, აცრით დაინტერესებულების კითხვა-პასუხი ბიძინა კულუმბეგოვთან და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

პირველი შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრის მოდერატორი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე იყო. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, კოვიდინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ კოვიდსასტუმროებში გადაყვანა.

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში შეხვდა. შეხვედრაზე დაისვა კითხვები სხვადასხვა ალერგიასა და კოვიდვაქცინაციის თავსებადობასთან დაკავშირებით. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა კითხვის ყველა ავტორს ინდივიდუალურად მისცა რეკომენდაცია.

ექიმის თქმით, ჯანმრთელობის ამა თუ იმ მდგომარეობით გამოწვეული რისკი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაა მუდმივი და გარკვეული მკურნალობის თუ აცრების დოზებს შორის სწორი ინტერვალის პოვნის გზით, ყველა ადამიანს შეუძლია კოვიდის წინააღმდეგ უსაფრთხოდ აიცრას.

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში

შეხვედრის მოდერაციას ამერიკულ კუთხეში აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე, მარი ზანაქიძე უწევდა.

ბოლო შეხვედრა “ოცნების ქალაქის” დასახლებაში, ღია ცის ქვეშ შედგა. ამ შეხვედრის მოდერატორი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იყო.

“ამბობენ საქართველოში არსებული ფაიზერის ვაქცინები ვადაგასულია. თქვენ რას გვეტყვით ამაზე?” – ჰკითხეს ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა დამსწრეებს აუხსნა, როგორ ხდება ვაქცინის ვადის გახანგრძლივება, დამატებითი კვლევების შემდეგ და წარმოუდგინა დოკუმენტი, რომლითაც პფაიზერის ვადის გახანგრძლივება გადაწყდა.

“ექიმო, შეძენილი ეპილეფსია მაქვს და შეიძლება, რომ ავიცრა?” – ჰკითხა ახალგაზრდა ქალმა ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს. ექიმმა შეკითხვის ავტორს, პფაიზერით აცრის რეკომენდაცია მისცა. ქალი ადგილზე მყოფი ამცრელი ბრიგადის დახმარებით აიცრა. საერთო ჯამში, სამივე შეხვედრის ფარგლებში 15-მდე ადამიანი აიცრა. მათი უმრავლესობა  – პირველი დოზით.

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმში, ოცნების ქალაქში

შეხვედრები ტარდება პროექტის ფარგლებში – „ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“. შეხვედრებს მხარს უჭერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“.

შეხვედრის ორგანიზატორია ონლაინგამოცემები – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სულ ხუთი შეხვედრა ჩატარდა, მათგან ორი დიდაჭარასა დ ღორჯომში. ბათუმის შემდეგ შეხვედრები კვლავ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გაგრძელდება.

____

ვრცელ ვიდეორეპორტაჟს შეხვედრების შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: