მთავარი,სიახლეები

რატომ ჩამოიშალა ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსის 1 სართული – სამინისტროს განმარტება

13.02.2021
რატომ ჩამოიშალა ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსის 1 სართული – სამინისტროს განმარტება

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის მინიმუმ ერთი სართული ჩამოიშალა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა აცნობეს. რატომ ჩამოიშალა აშენებული სართული – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ე.წ. ოცნების ქალაქში“, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“, – სხვა განმარტება სამინისტრომ არ გააკეთა.

„ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის სამ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“.

ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსი

შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ბიუჯეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის უკანონოდ ჩასახლდნენ.

ბოლო ცვლილებების თანახმად, მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.

პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს გამარჯვებულ კომპანია „დაგს“ მინიმუმ ერთი სართულის ჩამოშლის მიზეზების გასარკვევად. კომპანიის კომენტარის მოპოვების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: