სამართლებრივად დასაბუთებულია, თუ პირდაპირ ჩანს ივანიშვილის განზრახვა – გაანადგუროს ოპოზიცია? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა
Tag Archives: ოპოზიცია
„მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“ – რა აჩვენა 26 მაისის აქციამ ოპოზიციას
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ. რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს. ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“ „თავისუფლების მოედნის“ …
„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან
„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე. მასთან ინტერვიუ ბათუმში …
„ყველას უნდა იყოს მომავალი პრემიერი, პირველი ოპოზიციონერი“ – რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას
„…დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო,“ – გვიყვება პოლიტიკური აქტივისტი, პროევროპული წინააღმდეგობის წევრი დავით ჯინჭარაძე. მას ვესაუბრეთ ოპოზიციის ერთობის შესაძლებლობაზე, ვიდრე ივანიშვილის დაჯგუფება ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და პროტესტის …
რატომ ვერ დაასაბუთებს „ოცნება“ საბოტაჟის ბრალდებას – ინტერვიუ
„მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, ნერვული ხასიათის რეაქციაა, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ“ – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ოცნების“ პროკურატურის განცხადებაზე, რის მიხედვითაც უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის“ მტრულ საქმიანობაში დახმარებაში დებენ ბრალს. როგორ აპირებს „ოცნება“ ამტკიცოს საბოტაჟი და …
Continue reading “რატომ ვერ დაასაბუთებს „ოცნება“ საბოტაჟის ბრალდებას – ინტერვიუ”
რას ედავება პროკურატურა რვა ოპოზიციონერ ლიდერს
6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი. რვა ლიდერიდან სამს, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს პროკურატურა ედავება, რომ „ოცნების“ ლიდერებსა და სხვა პირებს სანქციები მათი წყალობით დაუწესდათ. რომელ ლიდერს რას ედავება პროკურატურა ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და …
Continue reading “რას ედავება პროკურატურა რვა ოპოზიციონერ ლიდერს”
რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას და რა შემთხვევაში შეძლებს? – ინტერვიუ
„ოპოზიცია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას თვითონ კი არა, ეს ქვეყანა მთლიანად. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენის პერსპექტივაზე ფიქრობს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციას და რა რესურსია ერთობისთვის? „მე მგონი, ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს ნაცი-ქოცის დეფინიციას და …
Continue reading “რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას და რა შემთხვევაში შეძლებს? – ინტერვიუ”
„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან. რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების …
თუ ახალი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდება მალე, ეს შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხერხდეს – ინტერვიუ
„ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის. ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი. მას ოპოზიციაზე ვესაუბრეთ: დაპირისპირების პარალელურად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციონერმა …
რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ – ინტერვიუ
„4-მა ოქტომბერმა რეალურად დღის წესრიგი ივანიშვილს ამოუყირავა,“ – მიიჩნევს ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მას 4 ოქტომბრის მოვლენების გათვალისწინებთ ამ პარტიის და ოპოზიციის მომავალზე ვესაუბრეთ. „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემთხვევა იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც რევოლუციური ცვლილებებისთვის გამოვიდა ხალხი. ერთ აქციას ვერ მეტყვით 12 წლის განმავლობაში, როდესაც დაანონსებულ რევოლუციაზე გამოსულიყო ხალხი. ეს ნიშნავს …
Continue reading “რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ – ინტერვიუ”
რას შეცვლის ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ
როგორ აპირებს 8 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება მუშაობას მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ? „ბათუმელები“ ესაუბრა რვიანში შემავალი რამდენიმე პარტიის ლიდერს და მათ ჰკითხა, როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ბრძოლას ახლა, ცალ-ცალკე თუ ვიხილავთ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს? პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ რვიანი ერთადერთი ამოცანით შეიქმნა – „ბოიკოტის პროცესში შესაძლებელი …
Continue reading “რას შეცვლის ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ”
რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“
„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ. „ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და …
„პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა“ – ინტერვიუ
„2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. ნამახვანჰესის აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად ვარ რუსთაველზე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს“- ამბობს 33 წლის ბექა ხალიბეგაშვილი. სამართალმცოდნე ბექა ხალიბეგაშვილს „ბათუმელები“ ახალი ოპოზიციური ძალების გაჩენის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე ესაუბრა. ბექა, საზოგადოების დაკვეთა, გაჩნდეს ახალი ოპოზიცია, ახალგაზრდების ჩართულობით, დაფუძნებული …
Continue reading “„პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა“ – ინტერვიუ”
ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში
დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს …
Continue reading “ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში”
„სიგიჟეა, ქრთამად მიიჩნიო საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისების მოწოდება“ – იურისტი
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებაა. იურისტი გურამ იმნაძე ძირითადად ორი მთავარი გარემოების გამო მიიჩნევს დაუსაბუთებლად ლევან ხაბეიშვილის დაკავებას: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის …
„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი
„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში. მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის …
აუცილებელია ოპოზიციამ და საზოგადოებამ ილაპარაკოს ერთი ხმით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას. პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ …
„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი
„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი. 7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. …
Continue reading “„ერთი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ წუმპიდან ამოვიდეთ“ – არმაზ ახვლედიანი”
რა უნდა ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ თურქეთის გამოცდილებიდან – მონაწილეობა თუ ბოიკოტი?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – არა. არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს თურქეთის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ისეთი ქალაქებიც კი მოიგო, რომელიც მანამდე ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდა. 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია …
უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პატიმრობა ემუქრებათ. „ლელოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც სასამართლომ კომისიაზე მიუსვლელობის გამო დააკისრა მათ. გირაოს გადახდას ჯერჯერობით არ აპირებენ: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. საზოგადოების ნაწილი მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა გირაოს გადახდის სანაცვლოდ აირიდონ პატიმრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია. უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა …
Continue reading “უნდა გადაიხადონ პოლიტიკოსებმა გირაო? – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან”
„სირიაშიც ვერავინ წარმოიდგენდა ასადის რეჟიმის ჩამოშლას“ – ინტერვიუ
„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი …
Continue reading “„სირიაშიც ვერავინ წარმოიდგენდა ასადის რეჟიმის ჩამოშლას“ – ინტერვიუ”
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პატიმრობიდან – ოპოზიციის განცხადება ბათუმში
დღეს, 28 იანვარს, აჭარაში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს ონლაინგამოცემა „ბათუმელები„/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. მათი განცხადებით, აჭარაში მედიის თავისუფლების მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რეპრესიები გაატაროს „ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“. გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების …
ბათუმის მერია თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს – ოპოზიცია მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მერია უწყებაში რეორგანიზაციის დაწყებას და იმ პირების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ღიად გაემიჯნნენ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. მათ ამაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციას, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად. …
წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი
ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსების შეჩერებას ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს: „დუმილი ახლა დანაშაულია“. საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. გერმანიის დაფინანსებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მერიას უნდა მოეწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემა, …
ბერსეს გზავნილები „ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს – ოპოზიცია
საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. „ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით. საქართველოს …
Continue reading “ბერსეს გზავნილები „ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს – ოპოზიცია”
„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ“ – კიდევ რას უპირებს სასამართლო კლანს ოპოზიცია
„ვეტინგის გარეშე წარმოუდგენელი იქნება სამართლიანი პროცესის ჩატარება“, – მიიჩნევს თამარ კორძაია, პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ოპოზიციური ძალების სხვა ლიდერებს ვკითხეთ: რას უპირებს სასამართლოს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღდგენა „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო 12 წლის წინ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო კლანის ლიდერს, ლევან მურუსიძეს გაურიგდა, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა გვითხრა: „მურუსიძე და …
„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, წინა არჩევნებზე – 2020 და 2021 წლებში – ჯამურად ოპოზიციას უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამ მონაცემების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წელს აღარც მაჟორიტარებს ვირჩევთ, რამდენად რჩება „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მოგების შანსი? ამ თემაზე „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ …
Continue reading “„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან”
რას ითხოვენ აჭარის სოფლებში მოქალაქეები ოპოზიციისგან და რას ამბობენ ხელისუფლებაზე
„როცა ღიად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, სულ მეუბნებიან, არ გეშინია, როგორ არ გეშინიაო? რის უნდა მეშინოდეს, არ ვიცი ოღონდ. 38 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნდა გამიკეთონ?“ – ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები მერი გობაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ადამიანის სურვილია, დადგეს სიმართლის მხარეს. მას და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ: პრობლემაა თუ არა კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, როცა სოფელში …
Continue reading “რას ითხოვენ აჭარის სოფლებში მოქალაქეები ოპოზიციისგან და რას ამბობენ ხელისუფლებაზე”
როგორ არჩევს ოპოზიცია „საარჩევნო ხმების მცველებს“ – კვალიფიციური და სინდისიერი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან რამდენიმე თვალსაზრისით არის გამორჩეული. წელს პირველად, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მოხდება, შესაბამისად, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიებს გადამზადებული და კვალიფიციური კომისიის წევრები დასჭირდება. წელს საარჩევნოდ 3030 უბანი გაიხსნება. გარდა ამისა, წლევანდელ არჩევნებზე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის საკითხიც წყდება – საქართველოს მოქალაქეების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ …
Continue reading “როგორ არჩევს ოპოზიცია „საარჩევნო ხმების მცველებს“ – კვალიფიციური და სინდისიერი”
„ოცნება“ ქობულეთის საკრებულოში თავს დაესხა კოლეგებს პლაკატისთვის – „არა რუსულ კანონს“
„არა რუსულ კანონს“ – ამ პლაკატების გამოქვეყნების შემდეგ დღეს, 26 აპრილს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას პლაკატები წაართვეს და დაუხიეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. „არა რუსულ კანონს კი არა, დაახვიეთ აქედან, წადი მოშორდი აქედან, გამოგიქნევ სახეში… დამთავრდა თქვენი პოზიციების გამოხატვები. შენ მოღალატე შენ, შენ ვიგინდარავ შენ,“ – …
მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან
„ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, რომელსაც ოპოზიციის ერთობაზე ვკითხეთ: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას? ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების ნიშნების არ ჩანს. ერთობის გარეშე კი, კვლევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირდება. როგორ უყურებენ ოპოზიციაში გამარჯვების შანსს, როცა არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება, რაც ცალ-ცალკე …
Continue reading “მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან”
რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ
„რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია,“ – კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამომრჩეველი ბევრად კრიტიკული გახდა და მის პოლიტიკურ დაკვეთას ხშირად პოლიტიკოსები ვერ პასუხობენ. დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ამომრჩევლებს შორის ყველაზე ხალხმრავალი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანები – ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ოპოზიცია …
Continue reading “რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ”
როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას
„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მთლიანობაში ნდობა დაიკარგა ყველაფრის მიმართ, დისკრედიტაცია მოხდა მთლიანად პროცესის,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელსაც ვკითხეთ: რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის დასუსტებაში? პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, თუ ივანიშვილის თანაგუნდელები სხვადასხვა მეთოდს ასახელებენ, თუ როგორ მუშაობს ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველ რიგში, მათ ფინანსური მოტივაციების შექმნა ახსენდებათ და დისკრედიტაცია. „ჩვენთან პერსონებზე …
Continue reading “როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას”
ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში. საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, …
ოპოზიცია ბათუმში აქციას 29 მარტს აღარ გამართავს
ოპოზიცია 29 მარტს ბათუმში დაანონსებულ საპროტესტო აქციას აღარ გამართავს. „ნაციონალური მოძრაობა“ 29 მარტს შეკრებას აჭარის მთავრობის სახლის წინ აპირებდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით. „გაირკვა, რომ ხვალ იქნება წვიმა და შეკრება ვერ მოხერხდება,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გია აბულაძე, – „ამიტომაც ვითხოვეთ საზაფხულო თეატრი, მაგრამ ამაზე უარი გვითხრა, როგორც თეატრის ადმინისტრაციამ, ისე …
Continue reading “ოპოზიცია ბათუმში აქციას 29 მარტს აღარ გამართავს”
ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიცია 29 მარტს საპროტესტო აქციას იწყებს
ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ 29 მარტს, 5 საათზე, ენმ საპროტესტო აქციას აანონსებს. მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულებაა. „თავისუფლების კვარტალს“ ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებულ ადგილს უწოდებს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კარვები იყო გაშლილი და გამსახურდიას ქუჩა 120 დღე გადაკეტილი იყო. ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბონდო თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე …
Continue reading “ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიცია 29 მარტს საპროტესტო აქციას იწყებს”