ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 პირობა უნდა შეასრულოს, ერთ-ერთია მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა. „ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპირო ნაბიჯს დგამს და აპირებს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი შემოიტანოს, რომლის მიხედვითაც ყველა მედია ორგანიზაცია, ვინც კი ამერიკული და ევროპული დონორებისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და …

ამნისტიამდე შეისწავლეთ ბათუმში შენობების მდგრადობა – საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამშენებლო ამნისტიამდე შენობების მდგრადობის შესწავლას ითხოვს. ოპოზიციის ინიციატივაა ასევე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის კონტროლისთვის. სამშენებლო კოდექსში ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან, მათ უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების წესები შეიმუშავეს. სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა საკრებულოს წევრს აკაკი გვიანიძეს ეკუთვნის. აკაკი გვიანიძე საკრებულოში …

ენმ ბათუმის საკრებულოს სხდომას ისევ არ ესწრება – „სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი“

ბათუმის საკრებულოში დღეს, 25 იანვარს, სხდომას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება. „საკრებულოს სხდომას არ ვესწრებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ჩანს „ოცნების“ გადაწყვეტილება: სააკაშვილის მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც ბათუმის საკრებულოს წინა სხდომას დასწრებია. რეზო ხარაზი ამბობს, რომ შემდეგ ჯერზე …

რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“

„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს …

დაკავებული ოპოზიციონერი, რომელიც პოლიციას მანქანიდან გაექცა სააპელაციომ გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბაჩი მექვაბიშვილი. ეს ის ოპოზიციონერია, რომელიც პოლიციელებმა ბათუმში, 2022 წლის 19 თებერვალს დააკავეს, მანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აქციაზე დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა. 2022 წლის 19 თებერვალს ბაჩი მექვაბიშვილი და ენმ-ს სხვა აქტივისტები ბათუმის „ჰილტონში“ …

12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ. „ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე …

გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ის ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 3400 ლარია. დღეს, 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს …

„შეიძლება ამომრჩეველი გაგვიბრაზდეს“ – ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება

„პირველ სხდომაში არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან დღის წესრიგით მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა გათვალისწინებული. შემდეგ სხდომებს დავესწრებით,“ – განაცხადეს დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა ენმ-დან ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონი შეცვალა და მას პარლამენტში ენმ-მაც დაუჭირა მხარი, ბათუმის საკრებულო თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ იკრიბება. „გულდასაწყვეტია, რომ …

„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის იმისთვის, რომ ბათუმში ოპოზიციას გვერდი აუაროს

„ერთიანი მიდგომა და სტანდარტი“ – ამ სიტყვებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ახსნას კანონპროექტი, რომელიც კონკრეტულად ბათუმის საკრებულოზეა მორგებული, უფრო ზუსტად კი, ერთ დეპუტატზე – რამაზ ჯინჭარაძეზე. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის და აპირებს, შუალედურ არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო – „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლის შემთხვევაში, ცესკოს შუალედური არჩევნების …

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინაში ბუჩის მერს შეხვდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოდან უკრაინაში ქალაქ ბუჩის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე ფეისბუქზე აქვეყნებს. შეხვედრას გია აბულაძის გარდა ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, ასევე, პარლამენტის წევრი ენმ-დან დავით ხაჯიშვილი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მათე გაბაიძე. უკრაინაში სხვადასხვა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის …

ოპოზიცია დასწრებას არ აპირებს – შეიკრიბება თუ ვერა ბათუმის საკრებულო

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს დღეს, 12 აპრილს, ჩანიშნულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. „არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება რამაზ ჯინჭარაძის სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ. დავესწროთ რიჟვაძე-ჩიქოვანის სანახაობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი,“ – განაცხადა დღეს ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან რეზო ხარაზმა. საკრებულოს სხდომას დასწრებას არც „ლელოს“ და გახარიას პარტიის „თავისუფლებისთვის“ …

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს. „გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს. ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის …

რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. …

დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში – ოპოზიცია

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს საგანგებო სხდომა უნდა მოეწვია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს სხდომა ჩაშალა. საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს პარლამენტში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. „დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინოდ შეაგროვა ხელმოწერები …

დუმილი დაგვიჯდება ძვირი – პოზიცია მთავრობას საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს მთავრობას მიმართავს და საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველაზე მძიმე დღეები უდგას ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, ამიტომ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციტივებს ვთავაზობთ. ჩვენ ვითხოვთ და მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა …

“ვითხოვთ ელჩებთან შეხვედრას” – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში

ოპოზიციური ერთობის წევრები ბათუმში ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. „უნდა ავუხსნათ, რამდენად დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში,”- განაცხადა დღეს, 28 ნოემბერს, ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში. ოპოზიცია გეგმავს საელჩოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დროს ქვეყანაში და კონკრეტულად ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბრის მთავარი თემა საკრებულო იქნება, სადაც ძველმა …

ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები – ნაკაიძე

პარლამენტის დამოუკიდებელი პედუტატი ტარიელ ნაკაიძე ოპოზიციის წევრების მხრიდან პარლამენტის დატოვებაზე თავის მოსაზრებას ავრცელებს. დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რათა შეფასდეს რისკები და ყველა შესაძლო სცენარი. „ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შეუძლებლად მესახება, ამ ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ კოორდინირებული მუშაობისა და გააზრებული ნაბიჯების …

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას  ექნება. ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ 16 წევრი შედის [12 პარტიული სიიდან და 4 მაჟორიტარი], ხოლო ოპოზიციიდან 19. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიიდან საკრებულოში შედის: ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი] როსტომ ხალვაში [ექიმი] ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] ზურაბ …

„ეს არის რუსული კურსი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას“ – ხაზარაძე

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ოპოზიციამ განცხადება დღეს, 12 ივლისს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები არის დადასტურება იმის, რომ ღარიბაშვილი ქვეყნის კურსს ცვლის. „ეს არის რუსული კურსი, რომელსაც ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას, საზოგადოების დაშლას სხვადასხვა ინტერესებად. …

უგულავა პატრიარქს: „თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ“

დღეს, 5 ივლისს, თბილისში „ღირსების მარშია“ დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, აზიანებენ მედიასაშუალებების ტექნიკას და არბევენ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს. ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს ამ დრომდე [13:16] რამდენიმე პოლიტიკოსი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე …

ვინ შევა ოპოზიციიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში – სია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. შესაბამისად, ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერთიანი ოპოზიციის სიის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიან: ელგუჯა ბაგრატიონი, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის [ენმ] თავმჯდომარე. გიორგი კირთაძე – ენმ, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გია აბულაძე – უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის ოპოზიციური ფრაქციის წევრი. მედეა ვასაძე – წინა მოწვევის …

ხვალ უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას

13 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს უყრის. დეპუტატები სხდომაზე ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან. საუბარია 6 დეპუტატზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ, თუმცა მათ დეპუტატობაზე უარი თქვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტა …

„როგორც წინასაარჩევნოდ, ისე ვივლით კარდაკარ“ – ოპოზიციის ახალი გეგმა

„როგორც წინასაარჩევნოდ, ისე უნდა ვიაროთ კარდაკარ, მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ წინ არის საქართველო,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგალავა. დღეს, 20 მარტს ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი რეგიონებსა და სოფლებში აპირებენ მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს, ხოლო 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასობრივ საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა იგივეა: რიგგარეშე არჩევნები. „ოცნებამ“ ღიად …

რატომ აჭიანურებს უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

აჭარის უმაღლესი საბჭო ისევ არ განიხილავს ოპოზიციისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. უმაღლესი საბჭო ხვალ, 18 მარტს, პლენარულ სხდომას გამართავს, თუმცა დღის წესრიგში ისევ არ არის ოპოზიციონერი დეპუტატების საქმე. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა, მოთხოვნა საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს. უფლებამოსილების შეწყვეტა „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით გასულმა …

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თორნიკე რიჟვაძეს, გუშინ კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. გუშინდელ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში …

„სიღარიბე იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი“ – ინტერვიუ სოციოლოგთან

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ხოლო პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სისრულეში მოიყვანს – პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს? – სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით. ბატონო იაგო, რა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ, თუკი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ?  პარტიული მოღვაწეობა უნდა …

აჭარის მთავრობასთან სავაჭრო ჯიხურებს მოვაწყობთ და სახალხო მერიას გავხსნით – ოპოზიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ სავაჭრო ჯიხურების მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ დღეს მოწყობილ აქციაზე ბექა დიასამიძემ განაცხადა. ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერია. „ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს მოიტანონ აქ, მაგალითად, სუვენირები, ტანსაცმელი და გაყიდონ… ხვალისთვის ველოდებით ჯიხურებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვინ იქნებიან ამ ჯიხურებში, ვესაუბრეთ გარემოვაჭრეებსაც,“ – გვითხრა ბექა დიასამიძემ. ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ …

ოპოზიციის განცხადება და რეკომენდაციები აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე

აჭარაში ერთიანი ოპოზიცია, რომელიც სხვადასხვა პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის პირობებში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა. ოპოზიცია რეკომენდაციებს სთავაზობს მთავრობას. განცხადების ტექტს მცირე შემოკლებით გთავაზობთ: „სამედიცინო სისტემა გადატვირთულია და ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზეა. სისტემა ვერ ახდენს დროულ რეაგირებას წარმოქმნილ პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემები დავინახოთ დროულად და მათზე რეაგირება მოხდეს პროაქტიულად და არა პოსტფაქტუმ, როგორც დღეს …

ოპოზიციის ლიდერები ბათუმში არასამთავრობოებს შეხვდნენ

ოპოზიციის ლიდერები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში დღეს, 11 ნოემბერს შედგა. „ვისაუბრეთ ძირითადად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რომ ეს ზღუდავს ადამიანს და მისი გამოხატვის თავისუფლებას… მესამე სექტორი დაგვპირდა სამართლებრივ დახმარებას, თუკი ვინმეს აქციაზე ყოფნის დროს კომენდანტის საათის დარღვევის მოტივით დააჯარიმებენ. კომენდანტის საათი გასაჩივრებულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააქტიურება, რადგან …

ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე, ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 7 ნოემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციური ერთობის წევრები „ხოფის ბაზრობაზე“ ფლაერებს არიგებდნენ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. თავდამსხმელებმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „სავარაუდოდ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, იმიტომ, რომ როგორც კი შევედით და მოიკითხეს, …

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

აჭარაში ჯამში 14 928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“. უსკო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97 615-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი [54,1%], ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 82 687-მა [45.9]. საკუთარი არჩევანი აჭარის რეგიონში სულ 180 302-მა ადამიანმა დააფიქსირა. ბათუმის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 12 227-ით მეტი ხმა ოპოზიციის ხმები – …

სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“

ბათუმში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე, ძველ თუ ახალ ავტობუსებზე, ყველგან, მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის ეს სარეკლამო სივრცე მიუწვდომელია, ზოგისთვის ფასის გამო ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ უარი უთხრა. ეს სარეკლამო სივრცეები გაჩერებებსა და ავტობუსებზე შპს „ალმას“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ „ვისოლის“ …

შეთანხმდება თუ ვერა ოპოზიცია აჭარაში ერთიან კანდიდატებზე – არჩევნები 2020

შეთანხმდება თუ ვერ ოპოზიცია ბათუმში ერთიან კანდიდატებზე 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? – დაზუსტებული პასუხი ამ კითხვაზე აჭარაში ჯერ არცერთ პარტიაში არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი თბილისის შემთხვევაში უკვე გადაწყდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ბათუმში არჩევნების ჩატარების ფორმა უფრო აინტერესებთ. ოპოზიციაში არ მოსწონთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ 25 ივნისს ბრიფინგზე …

„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან

„მარტო შვიდი მაღალჩინოსანი კი არა, მთელი სისტემა კორუფციულია,“ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 31 მაისს, ბათუმის მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელთა საშუალებითაც, ოპოზიციის აზრით, ფული ხელისუფლებამ მიითვისა. „აქ არის 21 პროექტი გამოფენილი… ბათუმის სასაფლაოების პროექტიდანაც მიითვისეს ფული. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას პროკურატურას. ჯამში 100 მილიონზე მეტი …

დათო ხალვაში – ოქრუაშვილის პირველი მსხვერპლი აჭარაში

ბოლო დროს საქართველოში ყველაზე პოპულარული კითხვა – ვინ  იქნება ოქრუაშვილის მორიგი მსხვერპლი – აჭარისთვისაც გახდა აქტუალური. აჭარაში გენპროკურორის პირველი მსხვერპლი ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დათო ხალვაში, იგივე „ქელფეთა“ აღმოჩნდა. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 იანვარს აღძრა, თუმცა პრესამ ეს ე.წ. პოლიციის კვირეულის დაწყებისას შეიტყო. საქმე ეხება დათო ხალვაშის ავტომანქანების ბიზნესს, რომელსაც ის …

Exit mobile version