მთავარი,სიახლეები

ოპოზიცია ბათუმში აქციას 29 მარტს აღარ გამართავს

28.03.2023
ოპოზიცია ბათუმში აქციას 29 მარტს აღარ გამართავს

ოპოზიცია 29 მარტს ბათუმში დაანონსებულ საპროტესტო აქციას აღარ გამართავს. „ნაციონალური მოძრაობა“ 29 მარტს შეკრებას აჭარის მთავრობის სახლის წინ აპირებდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით.

„გაირკვა, რომ ხვალ იქნება წვიმა და შეკრება ვერ მოხერხდება,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გია აბულაძე, – „ამიტომაც ვითხოვეთ საზაფხულო თეატრი, მაგრამ ამაზე უარი გვითხრა, როგორც თეატრის ადმინისტრაციამ, ისე ბათუმის მერიამ. ჩვენ მზად ვიყავით გაგვეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება, მაგრამ დაუსაბუთებელი უარი მივიღეთ.

როცა მოვითხოვეთ დასაბუთება, გვიპასუხეს, რომ 10 დღეში მოგვაწვდიან პასუხს,“ – აღნიშნა გია აბულაძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ შეიძლება ოპოზიციამ ისარგებლოს საზაფხულო თეატრის შენობით, თუმცა ამ დრომდე ბათუმის მერიიდან განმარტება არ მიგვიღია.

ენმ ბათუმში აქციის გამართვას ამჯერად პირველი აპრილისთვის აანონსებს. „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, პარლამენტთან აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით.

_____________

ფოტოზე: ოპოზიციის აქცია ბათუმის მთავრობის სახლთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: