გამოუვა „ოცნებიდან“ წამოსულ 3 დეპუტატს ის, რაც არ გამოუვიდა „ალტ-ინფოს“? – ინტერვიუ

„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ანტიდასავლურ კამპანიას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე – ამ დეპუტატებმა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა მმართველ პარტიასთან „ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონდათ“. პოლიტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ძირითადად ისაუბრებენ იმაზე, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურდათ“ და კანდიდატის …

ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესი 2023 წლიდან იცვლება

საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, 2023 წლის მაისიდან მოგზაურობამდე წინასწარი ავტორიზაციის გავლა და ამ სერვისში 7 ევროს [დაახლოებით, 21 ლარი] გადახდა მოუწევთ. ETIAS – ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, ასე ჰქვია დიდწილად ავტომატიზებულ IT სისტემას, რომელიც, როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „შექმნილია, რათა …

ზელენსკი თბილისის აქციას მიმართავს – „სირცხვილია“

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს, რამდენიმე წუთში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. „რამდენიმე წუთში, აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი! შინ ევროპისკენ! 🇬🇪🇺🇦🇪🇺“, – ვკითხულობთ „სირცხვილიას“ ფეიბუქგვერდზე. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო მოძრაობების და არასამთავრობოების ორგანიზებით აქცია იმართება. როგორც დემონსტრაციის …

„ჩვენი ხმა ევროკავშირს” – სტუდენტების მანიფესტაცია ბათუმში

დღეს, 24 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური მანიფესტაცია – „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართა. სტუდენტ ალექსანდრე აბუსელიძის თქმით, ღონისძიების გამართვის ინიციატივა 10 დღის წინ გამოთქვა და ბსუს თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძის და თვითმმართველობის სხვა წევრების მხარდაჭერით დააორგანიზა. როგორც ალექსანდრე ამბობს, მანიფესტაცია სტუდენტების პოზიციის გამოხატულებაა, რომ მათ ევროპული მომავალი, განვითარებული და წარმატებული საქართველოს ხილვა …

მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან ყველაფერს გააკეთებს – ინტერვიუ

„ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს,“ – ეს ასოციაცია აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს ადევნებს თვალს. მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში უფრო აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. რა რესურსი რჩება იმისთვის, რომ  პოლარიზების მაჩვენებელი საქართველოში შემცირდეს და პოლიტიკური პარტიები „მიშელის შეთანხმებას“ მიუბრუნდნენ? …

როგორ შევასრულოთ EU-ს მოთხოვნები? – შეიწყალონ გვარამია და შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა

ის ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გადმოსცა, მედიის თავისუფლების კომპონენტსაც მოიცავს. ევროკომისიის დასკვნაში წერია, რომ „გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებსა და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და …

ენდობით პუტინს, დაგპირდათ ის ტერიტორიების დაბრუნებას? – რა ჰკითხეს ღარიბაშვილს ყატარში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მას გამოსვლისას კითხვები დაუსვეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე. მისი თქმით, 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიოს არ ჰქონია ისეთი რეაქცია, როგორც ეს აქვს უკრაინის შემთხვევაში. „მაშინ მსოფლიოს არანაირი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის. იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული …

ვინ არის ოლიგარქი და რას უნდა უკრძალავდეს მას კანონი – ინტერვიუ

ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობები წამოუყენა. ჩამონათვალში მე-5 პუნქტად მითითებულია დეოლიგარქიზაცია. „განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – წერს ევროკომისია ვალდებულებების ჩამონათვალში. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს პირობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პირობების შესასრულებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა. ბატონო ლევან, რამდენად შესაძლებელია შემჭიდროებულ …

შავ ზღვაში ევროკავშირის ბორტს მიღმა მხოლოდ ჩვენ ვრჩებით რუსეთთან ერთად – ბიოლოგიის დოქტორი

დღეს, 20 ივნისს, ბათუმში გამართულ აქციაზე – „შინ, ევროპისკენ“, იქთიოლოგმა, ბიოლოგიის დოქტორმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნებიდან საქართველო, რუსეთთან ერთად რჩება ქვეყნად, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი და არც კანდიდატი. „მესმის მოსაზრება და ამან არაერთხელ გაიჟღერა, თითქოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს იმის გამო, რომ აქ შუაშია გეოგრაფია. ეს არ არის …

რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? – ბათუმელი ექიმის მიმართვა აქციაზე 

ბათუმში გამართულ აქციაზე „შინ, ევროპისკენ“ შეკრებილებს დღეს, 20 ივნისს მიმართა ექიმმა ჯამბულ მაკარაძემ. გთავაზობთ ნაწილს მისი გამოსვლიდან: „ბევრი სათქმელი გვაქვს დღეს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ვეცდები, რომ კონკრეტულად კითხვა დავსვა და თავადვე ვუპასუხო: რამ მომიყვანა მე, რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? პირველ რიგში, ჩვენ აქ ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა მოგვიყვანა, ჩვენი ოჯახების სიყვარულმა, ჩვენ აქ მოგვიყვანა ერთმანეთის …

„გმადლობთ, რომ მოხვედით“ – ევროპარლამენტარ გრეგოროვას მიმართვა თბილისის აქციაზე 

„ჩემთვის ესაა მომავალი (საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აჩვენებს). დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ, გმადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვიზრუნებ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვის ტექსტი თბილისის აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. „ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ …

„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება –  …

ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე

20 ივნისს, 19 საათზე, ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ბათუმში ევროპული მარში დაიწყება. მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისაკენ. საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება და დაადგენს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ჩვენი …

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა – EECMD

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, თავიდან აარიდოს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება და მთელი ძალისხმევა მიმართოს საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ“-ამ განცხადებას დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაცია ავრცელებს. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – აღნიშნული მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს, უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება. „თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები …

20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად – მოქალაქეები

ბათუმში, 20 ივნისს, თბილისის პარალელურად გაიმართება აქცია, – #შინევროპისკენ #წინევროპისკენ, რომლის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. „გვსურს ბათუმიდან ისმოდეს ხმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული მომავალი. ორშაბათს, 19:00 საათიდან ცენტრალური პარკის კოლონადებთან ველოდებით ადამიანებს ყველა ასაკის, პროფესიის, სამუშაო ადგილის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად. ასევე, საჯარო მოხელებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს,  რელიგიური კონფესიების …

ევროკავშირმა გვითხრა თავისი სათქმელი, დანარჩენი ქართველ ხალხზეა – ინტერვიუ

დღეს, 17 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე უარი უთხრა, თუმცა ასევე მოაყოლა პირობების გრძელი ჩამონათვალი. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში აქვს. რამდენად შესრულებადია ევროკომისიის მოთხოვნები და კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელს და „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს, სერგი კაპანაძეს. …

ივანიშვილი ქართველი ხალხია, თუ ერთი ჯგუფის კარიკატურული ბელადი? – ინტერვიუ

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ორკესტრირებულად იმეორებენ, რომ „ასეთი“ ანუ ივანიშვილის დამსანქცირებელი ევროპა არ უნდათ. ამ უარს კი ისინი „ქართველი ხალხის“ სახელით იტყვიან. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო და ქართველი ხალხი? – ამ თემაზე საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა …

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს …

წერილი, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

„ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ და ჰუმანისტურ ფასეულობებზე. გვჯერა, რომ საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასიცოცხლო ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული“, – ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ge2eu.com  – ესაა ახლად შექმნილი ვებგვერდი, საიდანაც წერილის გაგზავნაა შესაძლებელი. წერილზე ხელის მოწერით საქართველოს …

უნდა გასაჯაროვდეს თუ არა EU კითხვარის პასუხები და როდის? – ექსპერტთა მოსაზრებები

13 მაისს  იწურება ვადა, როდესაც საქართველომ ევროკავშირს წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ მიღებული კითხვარის პასუხები უნდა დაუბრუნოს. არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. თუმცა რიგ ექსპერტებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ ვადაზე, თუ როდის უნდა გასაჯაროვდეს. „196-ე კითხვაზე პასუხი, რომელიც ეხება სატელეფონო მოსმენებს, ჩემთვის ნომერ პირველია. ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე. ის იმ ადამიანთა …

რუსეთი შავი ხვრელია, ჩვენი ორბიტა მისკენ მიექანება – ინტერვიუ გია დვალთან

პოლიტიკურ განტოლებაში სად არის სინდისის და პრაგმატიზმის ადგილი, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, როცა ხედავს, რომ ქვეყანა არასწორ ორბიტაზეა და ამის გამო მას შავი ხვრელი შთანთქმით ემუქრება? – ფიზიკოსი გია დვალი „ბათუმელებს“ ესაუბრება თანამედროვე საქართველოს არჩევანზე. ბატონო გია, საქართველოში დიდი ვნებათაღელვაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, ანუ რუსეთის ორბიტაზე და ამაში თავის …

რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა – ზურაბიშვილი ევროკავშირის კითხვარზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 აპრილს, საქართველოსთვის გადმოცემულ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა. „დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მაგრამ კიდევ უფრო …

უნდა გაწევრიანდნენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში? – FIGARO-ს გამოკითხვა

მეორე დღეა, რაც ფრანგული გამოცემა Le Figaro გამოკითხვას ატარებს: „უნდა გაწევრიანდნენ თუ არა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში?“ გამოკითხვა პირობითია და მისი შედეგები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს, ფრანგული მედია უბრალოდ აკვირდება, როგორ გადანაწილდება მკითხველთა მოსაზრებები. კითხვას ორი პასუხი აქვს: კი და არა/Oui, Non. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ორი დღის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო Figaro-ს …

რას ნიშნავს ევროკავშირის თანხმობა განიხილოს საქართველოს მიმართვა გაწევრიანებაზე

ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს, სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. ეს, განაცხადების შემდეგ, აპლიკაციების განხილვისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია. პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რა …

საქართველოს სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს – ღარიბაშვილი

დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების განაცხადს ხელი მოაწერა. „ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების მისწრაფებას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, საქართველო არის …

ჩვენი სასამართლო სისტემა წინ უსწრებს EU-ს ქვეყნების სასამართლო სისტემას – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა 75 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებაზე, რის მიღებაზეც საქართველომ გუშინ უარი განაცხადა. თუმცა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების …

შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. დღეს დილით შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარები გააკეთეს მედიასთან. „ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის სწორედ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ბატონი მიშელის …

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 19 ივლისს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” დასასწრებად. საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი …

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესწრება

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” იხსნება. კონფერენციას ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. გახსნის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შარლ მიშელი ბათუმში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. რაც შეეხება უკრაინის და …

„ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას და ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის: „დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის; ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს; ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს; …

მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა – კონკურსი ხელოვანებისთვის

მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებული პროექტის – i-Portunus-ის ფარგლებში  კონკურსი გამოცხადდა, რომელთაც ორგანიზებას  უწევენ გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა „იზოლაცია“. კონკურსის მიზანი ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა. პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფში, კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით და …

უვიზო მიმოსვლა ევროპაში – რა იცვლება კანონში პირველი იანვრიდან

2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს. ახალი რეგულაციით შემოწმება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე …

ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელს ეხმაურება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-12 წელს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორც ყოველთვის. „სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ …

კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან

გამოვლინდნენ კონკურსის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში” გამარჯვებულები. კონკურსი უფროსკლასელებისთვის საქართველოში ავსტრიის საელჩომ, „ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიასთან“ ერთად, ევროპის დღეების ფარგლებში გამოაცხადა. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჯიმი თუთისანი გახდა, ის ოზურგეთში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მან პირველი ადგილი გალელ თანატოლთან გაიყო. მისი ვინაობა, როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა გვითხრეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე …

6 ქვეყანას შორის ევროკავშირს ყველაზე მეტად საქართველოში ენდობიან – კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე, 40 პროცენტი – ნეიტრალური, 7 პროცენტი – უარყოფითი აზრის, 4 პროცენტმა კი არ იცი ან არასდროს სმენია ამ ორგანიზაციის შესახებ – ასეთია საქართველოში 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ. 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა. კვლევის …

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად: „მინდა გულთბილად მივულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავათ იმისა, რომ …

Exit mobile version