უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან – რას ნიშნავს MEGOBARI აქტი საქართველოსთვის და „ოცნებისთვის“

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაციას სთავაზობს. სავიზო პროცედურების შემსუბუქებას ითვალისწინებს MEGOBARI აქტი, რომელიც კონგრესში 2024 წლის 20 მაისს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დააინიციირა. თუ აქამდე საქართველოს მოქალაქისთვის აშშ-ში მოხვედრა ოცნება იყო და ადამიანები ამ ოცნების ასახდენად ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გზებს ირჩევდნენ, ვიზა ლიბერალიზაციის არსებობის პირობებში ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვისაც გამარტივდება. რას …

„ევროპისკენ მიმავალი გზა გაგვიყინა ხელისუფლებამ. დარჩა 100 დღე“ – ზურაბიშვილი

„აირჩიე ევროპა“ – დღეს, 11 ივლისს, ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით მიმართა პუბლიკას: „უკვე ავირჩიეთ ევროპა და ავირჩიეთ დიდი ხანია. საქართველო ისტორიის ყველა მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა …

„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან

„მე ვარ ნიკო, აქტიური მოქალაქე“ – ასე გვეცნობა 22 წლის ნიკო ქარცივაძე, ეტლით მოსარგებლე. რამდენიმე წელია ნიკო სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული, ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე და შშმ თემისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს ითხოვს, პარალელურად კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე, კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს.   „საქართველოში ახლა ისეთი სოციალური ფონია, უფლებრივი კუთხით ნამდვილად არავის გვილხენს. ამ მხრივ, საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება …

„რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღალატია“ – ინტერვიუ

„რუსეთი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, …

მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკი მონაწილეებს ელის!

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად. 4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან.  საზაფხულო ბანაკი …

ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართება

2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია …

“გაიწვიეთ კანონი უკან, ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა” – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტი

ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ საპარლამენტო განხილვებიდან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ შესახებ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსისაა და ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს. „ჩვენ, შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აღვნიშნავთ, …

ვისი დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გაიცა? – გამოკითხვა ბათუმში

 

„ოცნებას“ მოუწევს ცვლილება – EU-ს ახალი დათქმა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“

„შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ევროკომისიის ახალ დათქმაზე ვესაუბრეთ: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს საქართველოს …

რა იცვლება სტატუსის მიღებით, რა იქნება შემდეგ? – ვანო ჩხიკვაძის განმარტება

„ახალი პირობითობა არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შევასრულებთ და მის აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვაიძულებთ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს არის ერთადერთი ბერკეტი,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მას ვკითხეთ, რა ბერკეტია კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს? …

საქართველომ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

დღეს, 8 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე. „კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა …

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია – ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 24 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა ბათუმის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასებაზე. შეფასება ეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშს. შეხვედრას წარუძღვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა. შეხვედრა, ასევე, შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: სამოქალაქო განათლების …

ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე

ხულოში მცხოვრები მუსლიმი აქტივისტი ქალი და „სოლიდარობის თემის“ წევრი ლია დეკანაძე სწავლას ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებში გააგრძელებს. მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ლია ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში ისწავლის, გაზაფხულის სემესტრს კი ესპანეთში, კორდოვას უნივერსიტეტში გაატარებს. ლია დეკანაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე თეოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლას და კვლევების გაკეთებას. „უკვე …

„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას

„ჩვენ ვართ ევროპა“, „შინ, ევროპისკენ“ – ეს სიტყვები ბოლო დროა ყველა ასაკის ადამიანისგან გვესმის საქართველოში. რატომ მიაჩნიათ მოქალაქეებს, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია, რატომ ვამბობთ – „შინ, ევროპისკენ“? „ბათუმელები“ ამ თემაზე იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ბოლო დროა აქციებზე იცავენ ამ იდეას და ამბობენ, რომ არ მისცემენ რუსეთს უფლებას, კალაპოტი შეუცვალოს ქვეყნის ევროპულ …

რა სჭირდება საქართველოში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას – დისკუსია ბათუმში

შავიზღვისპირა ქვეყნებიდან ორი – რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრია; თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, კიდევ ორი – საქართველო და უკრაინა ასოცირების მონაწილე ქვეყნებია. სწორედ ამიტომ ევროკომისია აფინანსებს პროექტს, რომელიც შავი ზღვისთვის საერთო საზღვაო დღის წესრიგს განსაზღვრავს. მთავარი აქცენტი ე.წ. ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება, რაც საბოლოოდ შავი ზღვის ქვეყნების ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ქცევას შეუწყობს ხელს. …

გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება – ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის ანალიზი

„მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ… ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა,“ – მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას ირაკლი ღარიბაშვილის ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ – რა გამოჩნდა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან? „როგორც ვხედავთ გერმანულ-ფრანგული ტანდემი გააქტიურდა უკრაინაში …

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ

„ეს არის როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს,“ – გვითხრა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ის ეკონომიკურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთის იზოლაციაზეა საუბარი და იმაზეც, რომ საქართველო ევროკავშირისთვის „უახლოესი პარტნიორია“. „ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ ველით, რომ არ იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით,“ …

EU-ს ელჩი რუსეთთან ფრენებზე: ველით, რომ საქართველო არ იმოძრავებს საპირისპიროდ

„ეს არის როგორც ორმხრივად ალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს, რადგანაც შედეგები მოქმედებს ჩვენს წევრ 27-ივე ქვეყანაზე. ეს არის ისეთი შედეგები, რომლებიც ავნებს ეკონომიკას, ტურიზმს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ: არ არის სხვა გამოსავალი, არ არის სხვა არჩევანი და დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი და წარმოუდგენელი ომი დასრულდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ …

რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ

საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო. საქართველოში …

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი? – ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის. „მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, როცა ის ამბობს, რომ შანსი არის 50/50-ზე. ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ …

როგორ უნდა მოექცეს ხალხი კრემლის ენით მოლაპარაკე ხელისუფლებას? – ინტერვიუ

რაც დრო გადის, ხელისუფლების რიტორიკა დამაზიანებელი ხდება როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპელი ლიდერები უკვე ღიად აღნიშნავენ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი და ის კრემლის პროპაგანდისტად იქცა. რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას ამ პროცესის შესაჩერებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ყოფილ მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ბატონო დავით, …

„ოცნებამ“ გადაწყვიტა ყველა ხიდის ჩანგრევა – არმაზ ახვლედიანი ევროკავშირის დროშებზე

წელს, თბილისსა და ბათუმში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მორთული საჯარო სივრცეებიდან გაქრა ევროკავშირის დროშა, რომელიც ყოველთვის, მათ შორის 26 მაისს, ქართული სახელმწიფო დროშის გვერდით იყო აღმართული, ქართული სახელმწიფოს ევროპული მისწრაფებების ნიშნად. რისი მანიშნებელია ევროკავშირის დროშების მიჩქმალვა, მაშინ როცა წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხს ელოდება ევროკავშირისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. …

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დასაქმებისთვის უნარების განვითარებას უწყობს ხელს

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტს“. აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის „Skills4Jobs“ ნაწილი და იგი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს. LINKS პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია …

ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ ითხოვა გასულ წელს

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 108,5%-ით გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში პირველად მოითხოვეს თავშესაფარი. 2022 წელს საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო, 30 ქვეყანას შორის, მე-8 ადგილზეა. 2021 წელს ამ ჩამონათვალში საქართველო მე-11 ადგილზე იყო – 2021 წელს ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 12 …

მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო

საქართველოში იწყება კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”. დოკუმენტზე ხელის მოწერა ელექტრონულად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. კამპანიის ორგანიზატორები ქართული ოპოზიციური პარტიები არიან. „რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ, ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები …

რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომით ბაზარზე – ბიზნესისა და სასწავლებლების შეხვედრა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში, აჭარაში, შპს „სტარ არ ჯის“ საწარმოში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საწარმოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო სერვისების სხვა მიმწოდებლები მონაწილეობდნენ. შპს „სტარ არ …

ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 პირობა უნდა შეასრულოს, ერთ-ერთია მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა. „ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპირო ნაბიჯს დგამს და აპირებს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი შემოიტანოს, რომლის მიხედვითაც ყველა მედია ორგანიზაცია, ვინც კი ამერიკული და ევროპული დონორებისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და …

ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა, ანუ როგორ დაადუმეს ბათუმი

ბათუმში სამშენებლო ღობეებზე აღარავინ აბრახუნებს, არავინ სვამს კითხვებს, სად და როდის იმართება იმ დიდი პროექტების საჯარო განხილვები, რომლებსაც მერია დასამტკიცებლად ამზადებს, შემდეგ კი საკრებულო ამტკიცებს. არავინ ითხოვს საკრებულოს სხდომაზე ერთი, ორი ან მეტი საშვის დაშვებას. არავის სჭირდება სხდომათა დარბაზში მეტი ადგილი მოქალაქეებისთვის, აღარავინ ბრაზობს, აღარავინ ყვირის, აღარავინ სკანდირებს „ნუ ჩაგვაბეტონებთ“,  – ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც …

ბსუ-ში ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ლაბორატორია გაიხსნა

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა ევროკავშირის მხარდაჭერით. ბსუ-ს ცნობით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში (ბათუმში, თბილისში – თსუ, თელავსა და ქუთაისში) ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვას. „სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების ამაღლება დასაქმების ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, …

არსამთავრობოები EU-ს ელჩ ჰარცელს მადლობას უხდიან საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავს და მადლობას უხდის იმ შრომისთვის, რომელიც მან საქართველოსთვის გასწია. წერილში სამოქალაქო საზოგადოება ემიჯნება მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს. „ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და …

გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს. გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, …

რა არის „ევროპული ფორუმი“ და როგორ შეიძლება მასში ჩართვა – „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“

„ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კონსოლიდაცია“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. იგი დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან ერთმანეთში მოკავშირეებს დაინახავენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მოტივით, ეს ძალა აიძულებს ხელისუფლებას, ევროპული კურსი ჰქონდეს. „მიზანია გავლენა პოლიტიკაზე“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელიც საქართველოს ქალაქებში ხვდება ადამიანებს და მათ „ევროპული ფორუმის“ იდეას აცნობს. ფორუმი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის …

12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ. „ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე …

დროშა არ ჩამოვხსენით – თუ არსებობს ნება, ხელისუფლება ყველა პუნქტს შეასრულებს

„სწრაფად იქნას მიღებული ზომები, რათა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის იმ გზით, რომ უფრო ეფექტურად იქნან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის წამქეზებლები და განმახორციელებლები“ – ეს ერთ-ერთი მითითებაა იმ დავალებების ჩამონათვალიდან, რომლის შესრულებაც წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. გამოხატავს თუ არა ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულების მზაობას თუნდაც …

რით აჯობა მოლდოვის საგარეო მინისტრმა ქართველ კოლეგას? – EU-ს კანდიდატობის წინა 1 თვის ქრონიკა

რით აჯობა საქართველოს მოლდოვამ, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო? – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ინტერნეტგვერდების დათვალიერება გასაგებს ხდის, რამდენად მარტივად შეიძლება იყოს ზოგჯერ საქმე, როცა წარმატების მიღწევა მართლა გინდა: ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აქტიურად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე მოლდოვის სასიკეთოდ შეეძლო …

ბათუმში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქტივისტებს, რომლებიც ფლაერებს არიგებენ

დღეს, 30 ივნისს, ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ – „შინ ევროპისკენ“ – ავრცელებდნენ ინფორმაციას და ფლაერებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთვის ხელის შეშლა სცადეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ „არ გადადოს“ აქტივისტმა, ნიაზ ჩიტიძემ უთხრა. „მოვიდნენ გარკვეული პირები, 3-4 ადამიანი, რომლებიც გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვეუბნებოდნენ – „თქვენ ხართ ომის პარტია“, „ომის ხალხი“… იხსენებდნენ ისეთ ადამიანებს, …

Exit mobile version