#ძალა ევროპაშია – ღონისძიება კამპანიის ფარგლებში ბათუმში 7 მაისს გაიმართება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 7 მაისს, 19 საათზე, კამპანიის- #ძალაევროპაშია ფარგლებში ღონისძიებას გამართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  გამომცემლები: ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი, მომღერალი სოფო ხალვაში და ბათუმის ნობელების მუზეუმის მმართველი, თამარ ორაგველიძე. თემატური დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო მიღება, სადაც გამოფენილი იქნება თემატური სტენდი …

„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან

ანა ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დღვანის მე-11 კლასში სწავლობს. ის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ესეების კონკურსში, – „რატომ ნატო“. „კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის თემა საინტერესოა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ევროინტეგრაციაში არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება. შესაბამისად, ამ კონკურსმა მომცა შესაძლებლობა წარმომეჩინა ჩემი დამოკიდებულება ამ …

„ევროპა სახლია“ – საინფორმაციო შეხვედრა ქედაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ქედაში, არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის –  „ევროპა სახლიას“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნო. საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ქედის ოფისში ჩატარდა, ოფისის მენეჯერმა, დავით ანანიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ევროპაში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტებზე ესაუბრა. მან ყურადღება  გაამახვილა უვიზო მიმოსვლის სასარგებლო მხარეებსა და შესაძლო …

ქედასა და ხულოში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

ინტერვიუ  ENPARD-ის პროგრამების მენეჯერთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელ ალვარო ორტეგა აპარისიოსთან. ევროკავშირი პროგრამის ფარგლებში მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს, როგორ შეაფასებთ პროგრამის პირველ ეტაპს? ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც  პირველი ფაზის ფარგლებში დაიწყო, ეს იყო საბიუჯეტო დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა შემუშავებულიყო და შემდეგ არსებული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ამ მხრივ სერიოზული შედეგები გვაქვს, ერთი …

„ძალა ევროპაშია“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრაზე საუბარი იყო  პრორუსული განწყობების გაძლიერების პრობლემაზე, რითაც რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით მოეწყო. რამდენად ეფექტურია …

„ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“-საზაფხულო სკოლა ბათუმში

ხვალ, 5 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნება, სახელწოდებით – „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო სკოლის მიზანია აჭარის რეგიონი იქცეს ევროკავშირის სამართლის სწავლების ტრადიციულ ცენტრად, სადაც თავს მოიყრიან, როგორც ევროკავშირის სამართლის სპეციალისტები და მკვლევარები, ასევე სტუდენტები. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი …

დისკუსია ბათუმის მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებსა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე უძღვებოდა. შეხვედრის მთავარ მიზანს, ბათუმის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. შეხვედრაზე, ნინო ბოქვაძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე …

საქართველო ევროკავშირისგან გრანტის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველო გრანტის სახით ევროკავშირისგან 25 მილიონს მიიღებს. „300 მილიონი ლარი გამოდის ყოველწლიურად და 35 ევრო ერთ სულ მოსახლეზე. რაც ბევრად ნაკლებია რასაც ევროკავშირი ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის გამოყოფს. „რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია ამით მხარი დავუჭიროთ ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციას. დავეხმაროთ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეალურ წარმატებაში, შევიტანოთ წვლილი ტრანსფორმაციის საკითხებში ტრანსოირმაფის …

მიგრაცია და გამოწვევები

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მიგრაციის გამოწვევებზე საუბრობენ.  შეხვედრას ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი განცხადებით საქართველომ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, ეფექტურად მართოს ეს პროცესები. მიგრაციის საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა თურქეთის წარმომადგენელმა. მისი თქმით, თურქეთში ასევე მწვავედ დგას მიგრანტების თემა და ჯერ კიდევ არსებობს პროლემები ამ მიმართულებით, რადგან ადამიანებს ეშინიათ …

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. შეხვედრაზე დაისვა კითხვები, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე, ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც. ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს,  ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და …

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე მიგრაციის საკითხები განიხილება

დღეს, 14 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გრძელდება. დღეს განსახილველი თემებია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ახალი პოლიტიკა-მიგრაციის მართვის მექანიზმები, მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საკუთარი პაკეტით წარსდგება. „იმ შეთანაზებებით, რომელიც გათვალისწინებული იქნა დოკუმენტში და საქართველოს წინადადებებიც მაქსიმალურად არის ასახული. დღესაც ვისაუბრებთ კონკრეტულ პროგრამებზე, დახმარების ინსტრუმენტებზე და სააგენტოებთან ჩვენი …

იაკუბ დური: თავისუფალი ვაჭრობა არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა

დღეს, 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“,  საქართველო-ევროკავშირს შორის  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს. ისაუბრეს იმაზე, თუ  რა მიღწევები აქვს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და რა გამოწვევების წინაშე დგას თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გზაზე. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, საქართველო ცდილობს ეფექტურად და დროულად შეასრულოს ასოცირების …

ჯეჯელავა: რუსეთს ყველა ქვეყანაში შეუძლია პროპაგანდისტული ჩარევა

„თუ არ აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რჩება სივრცე, რომელსაც სხვა აითვისებს აუცილებლად… მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განახორციელოს რუსეთმა პროპაგანდისტული ჩარევა,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დღეს პროპაგანდის საფრთხეებზეც ისაუბრეს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამ პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია. მისი განმარტებით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს საინფორმაციო საჭიროებები და ამის შესაბამისად განისაზღვროს სტრატეგიები. „ეს არა მხოლოდ …

შეკითხვა რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე

ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული გზა” მიმდინარეობს.  დისკუსიის ნაწილში შეკითხვა გიორგი ბარამიძემ დასვა, ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა. მან რუსეთის ოკუპაციის მიმართ ერთიანი ხედვის არარსებობაზე გააკეთა აქცენტი და იკითხა: „უკრაინის ოკუპაცია ოკუპაციაა და საქართველოს არა?” „რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს 2008 წლიდან… სამწუხაროდ, იმ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის მისი ქმედებების გამო, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ …

ევროპარლამენტარი: ჰესების მშენებლობისას ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს კლიმატის ცვლილებების ამოცანები

„დრო დადგა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა განახლებადი ენერგორესურსების შესახებ,” –  ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარლამენტის მწვანეთა ალიანსის ჯგუფის წევრმა რებეკა ჰარმსმა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენცია დღეს გაიხსნა ბათუმში და მასზე სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილება, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოება. „ჩვენ წინ მივიწევთ განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. ჩემს ქვეყანას, გერმანიასაც, მნიშვნელოვანი …

ზურაბ პატარაძე სტუდენტებს შეხვდა

დღეს, 28 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან  ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმყოფებოდნენ. „ვიზალიბერალიზაცია შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი ჩართულობა გვქონდეს ევროპასთან, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული სხვადასხვა პროექტში და კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ …

ბათუმში ევროკავშირის დროშები აღმართეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პორტში, ელეტროგანათების ბოძებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც აღმართეს. დროშების აღმართვა უკავშირდება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას, რომელიც ოფიციალურად ხვალ, 28 მარტიდან ამოქმედდება. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად ბათუმში ევროკავშირის დროშებს აღმართავენ

ბათუმში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების აღსანიშნავად, ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. ერთადერთი აქტივობა, რასაც აჭარის მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ შენობებზე ევროკავშირის დროშების აღმართვაა. „დროშების კუთხით შევუერთდებით, მაგრამ ცალკე რაიმე ღონისძიება დაგეგმილი არ არის. ყველა ადმინისტრაციული უწყების შენობის თავზე, სადაც აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშა, ევროკავშირის დროშაც აღიმართება. რომ ყოფილიყო რაიმე კამპანია დაგეგმილი, სიამოვნებით ჩავერთვებოდით, თუმცა ასეთი რამ არ …

კონკურსი სტუდენტებისთვის სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ კონკურსს „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“. კონკურსი 2012 წლიდან იმართება და 2017 წელს ის განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“. კონკურსის ფარგლებში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისსა და …

ევროკავშირმა აჭარისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირი აცხადებს კონკურსს სოფლის მეურნეობის საპილოტე ღონისძიებებისთვის აჭარაში. კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 10 მილიონ ლარს (4 მილიონი ევრო). კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 დეკემბერი. საგრანტე კონკურსის ფარგლებში ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მხარდაჭერა, ასევე სოფლად ეფექტური არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი …

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოს, ბელგიამ  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც მოხვდა.  საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაშია ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და ინდოეთი.  ბელგიის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავთ შეყვანილი საფრთანგეთს, ბულგარეთსა და ავსტრიას. რას იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს მოქალაქეებს თითქმის აღარ რჩებათ შესაძლებლობა …

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია წუთიერი დუმილით დაიწყო

დღეს, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, წუხელ ღამით, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო. კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ აღნიშნა, რომ პარიზის, ბრიუსელის და სტამბოლის ტერორისტული აქტების შემდეგ, არათუ შემცირდა, არამედ გაცილებით უფრო ცინიკური და მასშტაბური ხასიათი მიიღო ტერორიზმის გამოვლინებამ ევროპაში.

ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე

ეკომიგრანტების საჭიროებებზე ახალი კვლევა დაიდო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტების ადვოკატების კამპანიის“ ფარგლებში, კვლევა „ევროპის ფონდმა“ და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ჩაატარეს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში ეკომიგრანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში გამოკითხეს. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები რამდნემე ნაწილად წარმოადგინეს: სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილში, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული ხედვა, …

Exit mobile version