„დაუხნავი დარჩა ყანები, არავინ თესავს ყანას, გლეხს აღარ უღირს… ეს პრობლემა მხოლოდ სოფელს არ დაატყდება, ეს დაასუსტებს ქალაქსაც,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები დიმა მიქელაძე. მას და კიდევ რამდენიმე მეყანეს ხვნა-თესვაზე ვესაუბრეთ, ვისაც 2026 წელს – არასაარჩევნო წელს – „ოცნების“ მთავრობა აღარ აფინანსებს. საყანე ფართობები მაისში იხვნება და ითესება. ქობულეთში გვითხრეს, რომ წელს მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი …
Tag Archives: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარის ფინანსთა მინისტრად ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დენის სალუქვაძე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა, მის ადგილს ედნარ ნატარიძე დაიკავებს. ამ დრომდე ედნარ ნატარიძე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ეს თანამდებობა მან არჩილ ვანაძის მერიიდან წასვლის შემდეგ დაიკავა. თანამდებობა დატოვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემაც, ამ თანამდებობაზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დენის სალუქვაძე დანიშნა. მთავრობის ინფორმაციით, …
„90 თეთრი და ზევით არის“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მანდარინობასა და ფასებზე
„საკმაოდ მაღალი ფასები იყო დასაწყისში და დასასრულშიც, შემიძლია თამამად გითხრათ ეს, რა თქმა უნდა, ხარისხიან ციტრუსზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს ირაკლი ონიანი, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი. მას დაუკრეფავად დატოვებულ მანდარინის ბაღებსა და მოსავლის დალპობის პრობლემამდე არასტანდარტული მანდარინის მიმღებ საწარმოზე ვკითხეთ, სადაც მანდარინის მიღება უკვე შეჩერდა. …
ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან ხრეშის ამოღების და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. პროცედურის შეწყვეტის საფუძველი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის წერილია. „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო გთხოვთ, არ მისცეთ მსვლელობა ჩვენი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის წერილს“, – აღნიშნულია აჭარის სამმართველოდან ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ …
Continue reading “ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა”
მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი
„ფასი უკვე ფორმირებულია: საშუალო, სტანდარტული მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებშია. მე ამ ფასის ცოტათი კლებას ვვარაუდობ, რადგან მოსავალი რეალურად დიდია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, რომელიც ციტრუსის ექსპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელია. რამდენიმე დღეა, რაც მანდარინის კრეფა აქტიურად დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ წელს მოსავალი გამორჩეულად ხარისხიანია და ბევრი, თუმცა მყიდველი …
Continue reading “მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი”
აჭარის სამინისტროების არასათანადო მიდგომის გამო პროექტები დროულად ვერ სრულდება – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროების მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. „აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს/მომსახურების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი. აღნიშნულ წელს, აჭარის ოთხ სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავ დაწესებულებებს შესყიდვებისთვის ჯამში 301 925 582 ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული, ფაქტობრივმა გადახდამ კი, …
3,5 მილიონი სჭირდება ნატანის ამოღებას, რომელიც ბათუმის კონცხთან პლაჟს საფრთხეს უქმნის
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ზღვაში თავმოყრილი 43 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია ამოსაღები და გასატანი. ამ სამუშაოებისთვის კი 3,5 მილიონი ლარია საჭირო. ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა …
გასვლითი სხდომა ქედაში და ვახშამი ბიუჯეტის ხარჯზე – თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დახარჯა
საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა აჭარაში, კერძოდ კი, ქედის მუნიციპალიტეტში, გასვლითი სხდომა 2022 წლის 28 ივლისს გამართა. ამ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომის შემდგომ ვახშამი გაიმართა, რისთვისაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 2990 ლარი დახარჯა. ვახშამი რესტორან „შატო ივერში“ შედგა. ვახშმის ხარჯის ანაზღაურებისა და …
როგორ გავხდეთ მინისტრის მრჩეველი აჭარაში
როგორ შეიძლება გახდე მინისტრის მრჩეველი? – კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კანონდარღვევებით და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით ცნობილი ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის მრჩეველი გახდა. „ბათუმელებმა“ აჭარის ოთხივე სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მინისტრის მრჩევლების შესახებ და იმაზეც, თუ რა საქმით არიან დაკავებული ისინი. აჭარაში მინისტრებს 2 – 2 მრჩეველი …
სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად
აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი მთავრდება. მეციტრუსეების თქმით, მანდარინის საშუალო ფასი ადგილზე დაახლოებით 70-80 თეთრია და ინფლაციის მიუხედავად, ციტრუსის ფასი არ გაზრდილა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტზე გაიტანეს 32 081 ტონა მანდარინი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაზრების ჩამონათვალს, სიის სათავეში ისევ ტრადიციული ბაზრებია: რუსეთი, …
Continue reading “სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად”
რა შუაშია სოფლის მეურნეობის მინისტრი ბულვართან? – ბათუმის მერიისა და მინისტრის მიმოწერა
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გია სურმანიძეს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილის შინაარსი ბათუმის ბულვარში პირდაპირი წესით გასხვისებულ 14 მცირე ზომის ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას შეეხებოდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრს სწერდა, შპს Georgian Industrial Asset Management Group-ი საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვს და გავუგრძელო თუ არა, …
რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები
„სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ შემოდგომაზე შესაძლებელია იგივე განმეორდეს, ტკიპამ უკვე კარგად ისწავლა დამალვა, დახურულ უჯრედებშია და უფრო ბარტყებზე პარაზიტობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ვარშანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსი. მას ვკითხეთ: რა უნდა ქნას მეფუტკრემ, როცა ფუტკარი მასობრივად იღუპება და რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დროს, როცა მეფუტკრეთა გაერთიანებების თქმით, ფუტკრის დაახლოებით 60 …
Continue reading “რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები”
რატომ არ დააფინანსა მოტობლოკები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ინტერვიუ
ფერმერების მიერ დაწერილი პროექტების განხილვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ უკვე დაასრულა. შერჩეულ ფერმერებს მონიტორინგის ჯგუფები ამ დღეებში ადგილზე ნახავენ და დააზუსტებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც ფერმერებმა პროექტში ჩაწერეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს: როგორ შეირჩა პროექტები, რას მიენიჭა უპირატესობა და რის დაფინანსებაზე თქვა უარი სამინისტრომ 2021 წელს. ბატონო …
Continue reading “რატომ არ დააფინანსა მოტობლოკები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ინტერვიუ “
ფერმერებს ძირითადად მოტობლოკების ყიდვა სურთ – რა არის სამინისტროს პასუხი
„ვფიქრობ, მცირე მექანიზაციის საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსებამ უკვე თავისი როლი შეასრულა და ის აღარ არის აქტუალური. ეს უკვე ვეღარ შეუწყობს ხელს მნიშვნელოვნად რომელიმე დარგის განვითარებას და არ უნდა დაფინანსდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი. მას ფერმერების დაწერილ პროექტებზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ სოფლებში ადამიანების უმრავლესობას ზუსტად …
Continue reading “ფერმერებს ძირითადად მოტობლოკების ყიდვა სურთ – რა არის სამინისტროს პასუხი”
სამინისტროში 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა, კომისია 15 აპრილს შეიკრიბება
სოფლად დაფინანსების მისაღებად წელს ყველაზე მეტი პროექტი ქობულეთელებს დაუწერიათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საპროექტო განაცხადების მიღება „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამაზე“ დასრულდა. სამინისტროში სულ 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა. ქობულეთიდან სოფლად დაფინანსების მიღება 1093-მა ფერმერმა ისურვა, ხელვაჩაურში – 665-მა, ქედაში – 483-მა, შუახევში – 206-მა, ხულოში – 355-მა, ხოლო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე – 148-მა ფერმერმა დაწერა საპროექტო …
Continue reading “სამინისტროში 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა, კომისია 15 აპრილს შეიკრიბება”
„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე
მიზეზი ამ დრომდე არავის უკვლევია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ იმას, რასაც მეფუტკრეები ამბობენ: ფუტკრები იხოცებიან. მეფუტკრეების თქმით, ქვეყანაში ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა და ამის მთავარი მიზეზი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ჩინოვნიკები ხელს მეფუტკრეებისკენ იშვერენ და ირწმუნებიან, რომ ისინი სპეციალისტებს არ უჯერებენ. რატომ იხოცებიან ფუტკრები? – ეს …
Continue reading “„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე”
სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია
სოფლად დაფინანსების მისაღებად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მარტის მდგომარეობით 137 განაცხადია შესული. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადების/პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მარტია. აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] მცხოვრებ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ აირჩიონ რისი შეძენა სურთ, მაგალითად, მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურის, ნერგების და მიიღონ დაფინანსება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში პროექტი/განაცხადი უნდა …
Continue reading “სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია”
ფერმერთა დაფინანსების პროგრამისთვის აჭარის სამინისტრო ლეპტოპებს იყიდის
„სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კოორდინატორებისთვის 6 ცალ ლეპტოპს იყიდის. ტექნიკის შესაძენად სამინისტრო ჯამში 8 844 ლარის გადახდას გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, „წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, ქვეპროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და პროექტის განხორციელების ადგილზე მონიტორინგს უზრუნველყოფენ პროგრამების მართვის დეპარტამენტი და ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები [კოორდინატორები], რომლებიც გადანაწილდებიან …
Continue reading “ფერმერთა დაფინანსების პროგრამისთვის აჭარის სამინისტრო ლეპტოპებს იყიდის”
როგორ მოიპოვებთ დაფინანსებას ნერგებსა და სათბურებზე აჭარაში
აჭარის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეხილის ნერგების შესაძენად, ასევე სათბურების მოსაწყობად თანადაფინანსება წელსაც შესაძლებელია, თუ მსურველი შესაბამის პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგენს. გამარჯვებულ პროექტებს კი, სპეციალური კომისია გამოავლენს. განაცხადების [პროექტების] წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 10 მარტია, თუმცა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე გადაიწევს. ნერგების შემთხვევაში მსურველს შეუძლია პროექტი წარადგინოს როგორც …
Continue reading “როგორ მოიპოვებთ დაფინანსებას ნერგებსა და სათბურებზე აჭარაში”
როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება
პირველი მარტის მონაცემებით, 30-მა ფერმერმა სოფლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადი უკვე შეავსო. წელს ფერმერებს თავისუფალი არჩევანი აქვთ დაახლოებით 1 მილიონი ლარის ასათვისებლად. განაცხადების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება. „ეს არის დღეს დილის მონაცემები. გაცილებით დიდია ინტერესი, მაგრამ განაცხადები ჯერ არ შეუვსიათ. ამ ეტაპზე ხელვაჩაურიდან არის დარეგისტრირებული ყველაზე მეტი განაცხადი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის …
Continue reading “როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება”
განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში
„ნებისმიერ ფერმერს აქვს თავისუფალი არჩევანი, რის შეძენა სურს. შესაძლოა, მომზადდეს ინოვაციური პროექტებიც… მთავარია, ეს იყოს საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული და არსებობდეს დასაბუთება, რაში დაიხარჯება ფული,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე. ამ სამინისტრომ ფერმერებისგან და ფერმერული გაერთიანებებისგან განაცხადების მიღება დაფინანსების გასაცემად უკვე დაიწყო. „საოჯახო მეურნეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ფერმერს 500-დან 40 ათას ლარამდე …
Continue reading “განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში”
გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო
„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს. ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში …
ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზუსტად 1 მილიონ ლარს დახარჯავს პროგრამაზე, რომელსაც საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ფერმერებს შეეძლებათ მოითხოვონ ნერგები, ტექნიკური აღჭურვილობა, სკა… მოკლედ, ის ყველაფერი, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდებათ. ფერმერმა ეს საჭიროება სამინისტროს უნდა დაუსაბუთოს. როგორ შეიძლება პროგრამაში ჩართვა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე …
Continue reading “ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს”
ვის მიწას დახნავენ და დაფარცხავენ აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, გიორგი სურმანიძის ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულიდან აჭარაში ისევ ამოქმედდება მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 150 ათასი ლარით არის გაზრდილი. გიორგი სურმანიძე: ჩვენ ამ ნაწილში ბიუჯეტი გავზარდეთ. წინა წელს განხორციელებული პროგრამა თავიდან არ იყო დაგეგმილი და პანდემიის პიროებებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ახლა, როდესაც ვუყურებ ციფრებს, საკმაოდ კარგი …
Continue reading “ვის მიწას დახნავენ და დაფარცხავენ აჭარაში”
ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ წულაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა. დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ თანამშრომლებს კიდევ ერთი მოადგილე წარუდგინა – ირმა აფხაზავა. იგი აქამდე ამავე სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მინისტრის მოადგილის პოზიციები შეინარჩუნეს რუსლან ქორიძემ და სულხან მოწყობილმა. ყოფილი მინისტრი, ტიტე აროშიძე უმაღლესი საბჭოს …
რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება
„მანდარინის ფასი არათუ შემცირდა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს კლიენტი,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. მათი თქმით, სეზონის დასაწყისში ანუ ნოემბერში, კარგი ხარისხის მანდარინის გაყიდვა დაახლოებით 80 თეთრად იყო შესაძლებელი, თუმცა უკეთესი ფასის მოლოდინში მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი არ გაყიდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის მანდარინის გაყიდვა 60 თეთრადაც ჭირს და ექსპორტიორები, რომლებსაც მანდარინი რუსეთში, უკრაინაში ან აზეირბაიჯანში მიაქვთ, …
Continue reading “რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება”
„ჩირს და ტყემალს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ“ – აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი
არ აკონკრეტებს, სად იყო სისუსტე, მაგრამ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ამბობს, რომ თავისი ხედვები კიდევ ერთი წლის შემდეგ – 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მანამდე მინისტრი აჭარაში მოწეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ჩირის და ტყემლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გიორგი სურმანიძე ბოლო რამდენიმე წელი …
ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება
„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 …
Continue reading “ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება”
მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ
„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და …
Continue reading “მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ”
თავს შევიკავებთ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება მეწყრის ზონაში მცხოვრებთა შესახებ
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიფიქრეს ინფორმაციის გაცემა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს ეხება. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რამდენი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ასევე, რა რისკები არსებობს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელვაჩაურში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ოჯახი, მთლიანობაში კი 5 ადამიანი იმსხვერპლა. უწყება თავდაპირველად სპეციალისტის ჩაწერაზე შეგვითანხმდა – გვითხრეს, რომ …
აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა
ფერმერებს, რომლებმაც აჭარაში თანადაფინანსებით ნივრის სათესლე (სარგავი) მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიიღეს და ფული დღემდე ვერ გადაიხადეს, ამ ვალს აღარ გადაახდევინებენ. ფერმერები არც დარიცხულ პირგასამტეხლოს გადაიხდიან. ეს ვალები აჭარის მთავრობამ ჩამოწერა. შესაბამისი კანონი 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში. „აჭარის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში …
სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა
ქობულეთში ყველაზე დიდი საწარმო რომ მანდარინს აღარ იღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა. მოქალაქის თქმით, მას ახალსოფელში მდებარე საწარმოში – „ქართული მანდარინი“, უარი უთხრეს როგორც სტანდარტული, ასევე არასტადარტული მანდარინის მიღებაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმო მანდარინს აღარ იღებს. „არასტანდარტული აღარ არის, ამოიწურა, სტანდარტულს კი იღებს ჩვეულებრივად,“ – …
Continue reading “სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა”
სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი
„მანდარინის საშუალო ფასი 60 თეთრია, თუმცა ეს დამოკიდებულია ხარისხზე,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე. მისი თქმით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უკვე მოქმედებს ციტრუსის გადამამუშავებელი 25 საწარმო. „დაახლოებით 1000 ტონამდე უკვე გატანილია ექსპორტზე… ძირითადად, გაიტანეს რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ასევე ლატვიაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება ბელორუსთან და შუა აზიის ქვეყნებთან. ისინი ითხოვენ გარკვეულ სტანდარტს. როცა …
Continue reading “სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი”
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ, თანამდებობა დატოვა. ის „ბათუმელებთან“ კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუ რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. თუმცა დასძენს, რომ იყო „კომპლექსური საკითხები“, რაზეც მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. „სამუშაო პროცესს ბუნებრივია ახლავს საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, ის არის კომპლექსური მიმართულება და ეს თემა დამატებით განხილვას არ საჭიროებას“, – გვითხრა მან. მამუკა თურმანიძე …
Continue reading “სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს”
არაეკონომიური ხარჯი აჭარის ბიუჯეტიდან და ნიორი წალკაში – აუდიტი პროგრამის არაეფექტურობაზე
სახელმწიფო აუდიტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნივრის პროგრამის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, 2018 წელს, ბიუჯეტიდან 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილოა, ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს, რადგან ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე“. …
„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამოვიდეს აქ“ – ამბები მახუნცეთის მარკეტიდან
„როგორ ვართ? – რა ვიცი, მშივრები არ ვართ, ზოგს ცუდი მანქანა აქვს, შეცვლა უნდა, ზოგს სულ არ აქვს და შეძენა უნდა“, – გვიყვება ედნარ ღოღობერიძე. მისი მაღაზია სოფელ მახუნცეთის ცენტრში დგას და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. მისი ნისიების რვეული კი – ამ სოფლის მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი. ედნარმა ყველაზე კარგად იცის აქ მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი და ხელფასების …
Continue reading “„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამოვიდეს აქ“ – ამბები მახუნცეთის მარკეტიდან”