ბათუმში, გორგასლის #70-ში ისტორიული სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს. პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ გამოაქვეყნა, რასაც მოქალაქეები აქტიურად გამოეხმაურნენ. მოქალაქეებმა ამ ამბავთან დაკავშირებით დაწერეს სამოცზე მეტი კომენტარი, სადაც მეტწილად სინანულს გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ბათუმის ისტორიული სახლები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ისტორიული სახლები სახელმწიფომ უნდა …
Tag Archives: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი #1 აფთიაქის შენობა ისევ მიტოვებულია და უფუნქციო, თუ არ ჩავთვლით 2-3 კომერციულ ობიექტს, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს. ძეგლის მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება [სს] ს „ჟასმინი“, ნაკისრ ვალდებულებებს ახალი მფლობელის პირობებშიც ვერ ასრულებს. პირველი აფთიაქის შენობის რესტავრაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. შენობა არსებული სახით უნდა აღედგინათ და სასტუმრო …
Continue reading “ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა”
გადაუღე ფოტო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას – სააგენტო ფოტოკონკურსს აცხადებს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფოტოკონკურსს აცხადებს. სააგენტოს ცნობით, საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტო უნდა ეხებოდეს აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას და შინაარსობრივად ასახავდეს შემდეგ საკითხებს [ერთიანად ან ცალ-ცალკე]: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გეოგრაფიულ სივრცეში; მატერიალურ ანდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა კომბინაცია შინაარსობრივად ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაგზავნოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 ორიგინალი ფოტოს ციფრული ვერსია …
Continue reading “გადაუღე ფოტო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას – სააგენტო ფოტოკონკურსს აცხადებს”
დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს
ბათუმის მერია გამსახურდიას #11 -ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებს და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. შესაბამისი დოკუმენტები მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებს გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი. „ბათუმელების“ ინფორმაციით მერიას გარკვეული წინადადებებით დაინტერესებულმა პირებმა მიმართეს, თუმცა მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით. ამ …
Continue reading “დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს”
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ძენწმანში მდებარე მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად, გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადაც. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ისინი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა. ამჯერად კმდს-მ თანხა …
Continue reading “ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა”
9 წელია ბათუმში ძველი აბანოს რეაბილიტაციას გეგმავენ და თავი ვერ მოაბეს
ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ისევ ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, როგორშიც იყო 9 წლის წინ, როცა შენობის რეაბილიტაციისა და ბათუმის მუზეუმის გახსნის შესახებ პირველად გააჟღერეს. ეს მოხდა 2014 წელს, მაშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიძინა აფხაზავა ხელმძღვანელობდა და როგორც თავად გვითხრა შენობაში ბათუმის მუზეუმის გახსნა სურდა. სააგენტოს …
Continue reading “9 წელია ბათუმში ძველი აბანოს რეაბილიტაციას გეგმავენ და თავი ვერ მოაბეს”
მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები
ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 3 მაისს დასრულდა, არ შედგა. ეს ტენდერი 370 500 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, იმსჯელა თუ არა სატენდერო კომისიამ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შედგა ტენდერი და …
Continue reading “მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები”
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს
ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 370 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. მეჩეთებს რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, იმ პროექტების მიხედვით ჩაუტარდება, რომლებშიც 2021 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, როგორც აქ განაცხადეს, ჯამში 49 450 ლარი გადაიხადა. ზვარეს მეჩეთის სავალალო მდგომარეობაზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს გამოაქვეყნა. სააგენტომ მაშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა – …
ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა
„ისეთი უნიკალურია, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, ახლა კი, ფეხაკრეფით უნდა გაიარო, რომ არ ჩავარდე,“ – ამბობს დავით ფალავანდიშვილი და თითქმის ორი საუკუნის მეჩეთის ფერადი ჩუქურთმებით მოხატულ კარს ფრთხილად გვიღებს. ქედაში, სოფელ ზვარეში, უძველესი მეჩეთი ინგრევა. ხელისუფლებას 1834 წელს აგებული მეჩეთისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებია, მოსახლეობის რამდენიმეწლიანი მიმართვების და ბრძოლის შემდეგ გადაუხარავს კიდეც, თუმცა რესტავრაციისა …
Continue reading “ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა”
ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ
ქედის სოფელ ძენწმანში ხის მეჩეთის [ჯამეს] რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 188 ათასი ლარით გამოაცხადა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტენდერში გამარჯვებულმა მეჩეთზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება. მეჩეთის რეაბილიტაცია …
Continue reading “ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ”
ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია
რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ან ისტორიულ სახლებს, რომლებიც ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა ან მომავალში მოხვდება, რა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? – ამ კითხვებზე ჯერჯერობით დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს. მსგავს დეტალებზე არაფერი წერია არც იმ პროგრამაში, რომელიც საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ …
Continue reading “ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია”
ოლეგ ბოლქვაძემ სააგენტო დატოვა, მის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვა. ოლეგ ბოლქვაძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა. „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა მან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს, სააგენტოს ყოფილი დირექტორი, რომელიც ამჟამად აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოლეგ …
Continue reading “ოლეგ ბოლქვაძემ სააგენტო დატოვა, მის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს”
„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული
შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტის მეჩვიდმეტე სართულს აშენებს. ეს „ბათუმელებმა“ დღეს ადგილზე გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა. სართული სრულად დახურული ჯერ არ არის, თუმცა იქ, სადაც პროექტის მიხედვით მხოლოდ ღია სივრცე უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქი, ლითონის მოაჯირით უნდა შემოესაზღვრათ, კოლონებია ჩამოსხმული. ეს სივრცე უკვე ნაწილობრივ გადახურულია. პროექტის თანახმად, აქ 16-სართულიან შენობაზეა ნებართვა გაცემული. როგორც …
Continue reading “„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული”
ბარათაშვილის #37-ში გაცემული იყო ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა – სააგენტო
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის #37-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ნგრევის საკითხს ეხმიანება. სააგენტოს განცხადებით, ძეგლზე გაცემული იყო რეაბილიტაციის ნებართვა. „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2021 წლის 30 აგვისტოს 01-07/80 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ბარათაშვილის 37/გორგასლის 44) სამუშაოების ნებართვა. ნებართვის მფლობელის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული სამუშაოები მოიცავდა ინტერიერის და ექსტერიერის სარეაბილიტაციო …
Continue reading “ბარათაშვილის #37-ში გაცემული იყო ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა – სააგენტო”
საია შოთა გუჯაბიძის ინტერესებს დაიცავს, საბჭოდან მის გათავისუფლებას 25 ორგანიზაცია ეხმიანება
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის თავისუფლებას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ. „ქალბატონო მაია, მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, როგორიც არის „ICOMOS საქართველო“ და „ბათომის“ წევრი. შოთა გუჯაბიძე წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. იმ ფონზე, …
ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოდან დაითხოვა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ძეგლების საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე, რომელიც სააგენტოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, საბჭოდან დაითხოვა. შოთა გუჯაბიძეს შესაბამისი ბრძანება დღეს, 28 იანვარს, ჩაბარდა. სააგენტოს დირექტორი საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრეტიდაციაში ადანაშაულებს და სწორედ ამით ხსნის მისი დათხოვნის მიზეზს. ბრძანებაში, რომელსაც ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს, ნათქვამია: „სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ …
Continue reading “ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოდან დაითხოვა”
არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას
„ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემა თავიდანვე შეცდომა იყო“ – ასე აფასებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხია „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას ბათუმის ბულვარში. თუმცა პროექტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად 16-სართულიანი შენობა აშენდება და სასტუმროს ფუნქციაც ექნება, მან გუშინ, 21 იანვარს, მხარი დაუჭირა. ერმილე მესხია იმ საბჭოშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის …
დარჩი სახლში და დახატე ისტორია – კონკურსი მოსწავლეებისთვის
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი – „დახატე ისტორია“ გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით კონკურსანტმა უნდა დახატოს აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი. ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის თაბახის ფურცელზე. კონკურსანტს შეუძლია სურვილისამებრ შეარჩიოს მასალა [ფანქარი, ფლომასტერი, საღებავი], ნახატს დასრულების შემდეგ უნდა გადაუღოს ფოტო [ნახატი აუცილებლად შეინახეთ], მიუთითოს სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო …
Continue reading “დარჩი სახლში და დახატე ისტორია – კონკურსი მოსწავლეებისთვის”
უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა
„რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, არსებული ნებართვის პირობებში რამდენ სართულზეც არის თანხმობა, უნდა აშენდეს იმდენი, არც მეტი და არც ნაკლები ერთმნიშვნელოვნად“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორ ბათუმის“ სამშენებლო პროექტის მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით. კომპანიამ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, შეთანხმებული ოთხსართულიანი პროექტის [ამას ემატება სამი სართული მიწის ქვემოთ] კიდევ 11 სართულით გაზრდა …
ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში – ფრესკების რესტავრაცია დაიწყო [ფოტო]
ბათუმში საკათედრო ტაძრის ფრესკების რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის ინტერიერი უკვე ხარაჩოებშია ჩასმული. ფრესკების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიძინა, სამუშაოებს კი ფონდ „ქართუსთან“ არსებული „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის“ ფონდი აფინანსებს. სამუშაოების ღირებულება 300 ათასი ლარია. „სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზუსტად არ არის განსაზღვრული, როდის დასრულდება რესტავრაცია. სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ ეკლესიის …
Continue reading “ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში – ფრესკების რესტავრაცია დაიწყო [ფოტო]”
საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის ყიდვა საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიას სურს
შპს „სახლი ბარათაშვილზე“, რომელსაც ბათუმში, ბარათაშვილის #30-ში მდებარე ორსართულიანი შენობის შესყიდვა და მასზე ორი სართულის დაშენება, გვერდით კი [გორგასლის ქუჩის მხრიდან] 8-სართულიანი ახალი შენობის აშენება სურს, ბათუმის საკრებულოს წევრის, მიხეილ ართმელაძის მეუღლის, მანანა ტუნაძის კომპანიაა. ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. მანანა ტუნაძე რუსეთის მოქალაქეა. ამ კომპანიის 50 პროცენტს კი მანონი ლასარეიშვილი ფლობს [ისიც, სავარაუდოდ, საკრებულოს …
Continue reading “საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის ყიდვა საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიას სურს”
გონიოს არქეოლოგიური ზონა ბეტონის ქვეშ
გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა ბეტონის ქვეშ. 2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური …
სააგენტო 3 თვეში საკათედრო ტაძრის რესტავრაციის პროექტზე ტენდერს გამოაცხადებს
ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული სარესტავრაციო დოკუმენტაციის მომზადება-შეძენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტენდერს 2020 წლის თებერვლიდან გამოაცხადებს. ბათუმის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 15 დღის წინ კი, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბათუმის საკათედრო ტაძარში დაგვიდასტურეს, დასრულდა ტაძრის დროებითი გადახურვა. ამ დრომდე დაზიანებული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩადიოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკების ნაწილი. მას შემდეგ, რაც წყლით გაჟღენთილი …
Continue reading “სააგენტო 3 თვეში საკათედრო ტაძრის რესტავრაციის პროექტზე ტენდერს გამოაცხადებს”
6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან
ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივანთან, შენდება კვარტალი, სადაც შესაძლოა თაურებმა ერთმანეთი დაჩრდილოს, რადგან მრავალბინიანი სახლის წინ მაღლივი სასტუმრო, ან სხვა სახლი, ან სასტუმროს წინ ისევ სასტუმრო შენდება… სპეციალისტები აღიარებენ, რომ ამ შენობებში განსაკუთრებით დაბალ და შუა სართულებზე პრობლემა იქნება როგორც მზის სხივის, ასევე ჰაერის ნაკადების გადანაწილება. დიდი ალბათობით, აქ ბინების გასანათებლად მზიან დღესაც კი …
ბათუმის მერის გაყინული იდეა
ძველ ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ბათუმის მერიამ მესაკუთრეებისგან, მისი გადარჩენის მიზნით გამოისყიდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ექვსი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა. მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე არჩევიდან მალევე [2018 …
რატომ დაიკეტა პეტრას ციხე – პროექტი, რომელშიც 1 750 000 ლარი დაიხარჯება
პეტრას ციხე 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მიზეზი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი 2019 წელს მესამედ გამოაცხადა და გამარჯვებულთან – სამშენებლო კომპანია „ივერთმშენთან“ – 2019 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი …
Continue reading “რატომ დაიკეტა პეტრას ციხე – პროექტი, რომელშიც 1 750 000 ლარი დაიხარჯება”
ზონალური საბჭო „რივიერაზე“: იდეა მისაღებია, არქიტექტურა – დასახვეწი
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წადგენილი გრგ [განაშენიანების რეგულირების გეგმა] განიხილა. საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით, საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მომზადებულ გრგ-ზე მოსაზრების დაფიქსირების უფლებას კანონი აძლევს, მის დამტკიცებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს. სხდომაზე საბჭოს წევრებს პროექტის მიმართ საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილზე …
Continue reading “ზონალური საბჭო „რივიერაზე“: იდეა მისაღებია, არქიტექტურა – დასახვეწი”
ბათუმში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის ხუთი მესაკუთრე 5-10 ათასი ლარით დააჯარიმეს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 21 სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი, რის გამოც მესაკუთრეებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები. სააგენტოს ცნობით, დაჯარიმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხუთი მეპატრონე. კერძოდ: სასტუმრო „ინტურისტი“ უნებართვო რეკლამის განთავსებისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა; იგივე სასტუმრო დაჯარიმდა ტერასის კედლის ჩაჭრის გამო 10 …
„ინტურისტი“ ისტორიული ღობის მოშლისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და შესაძლოა ისევ დააჯარიმონ
სასტუმრო „ინტურისტის“ ფასადზე სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსების ამბავი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 9 ივლისს, განიხილა. მოსამართლე დაინტერესდა, რამდენად არის რეკლამის განთავსება ისტორიულ შენობაზე „უნებართვოდ ძეგლზე სამუშაოს შესრულება“. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე სპეციალისტის – ხელოვნებათმცოდნის მოსაზრების მოსმენაა საჭირო. ამ მოტივით სასამართლო პროცესი გადაიდო. სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აჭარის კულტურული …
გონიოში სეპტიმუს სევერუსის სახელზე 210 წელს მოჭრილი იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 2 მონეტა აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება. ლუციუს სეპტიმუს სევერუსი რომის იმპერატორი იყო 193-დან 211 წლამდე. ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია სამუშაოებს აწარმოებს 4 უბანზე. მონეტების გარდა, უკვე მოპოვებულია კერამიკული ნაკეთობანი, ამფორები, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნების, ლუთერიების, …
Continue reading “გონიოში სეპტიმუს სევერუსის სახელზე 210 წელს მოჭრილი იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს”
ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს
ბათუმის საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი ვიტრაჟი დაზიანებულია. ვიტრაჟის ფერადი მინის ნაწილი ჩამსხვრეულია ტაძრის ოთხივე ფასადზე. დაზიანებული ვიტრაჟის ადგილას უკეთეს შემთხვევაში ჩვეულებრივი მინაა ჩასმული, ზოგან კი ფერადი მინა უბრალოდ ჩამსხვრეულია. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზოგადად ეკლესიის რესტავრაციის საჭიროებაზე მიმართვა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიღებული აქვს ეპარქიიდან, …
Continue reading “ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს”
ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „პეტრა მწვანე ზონა“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი რენდერის მიხედვით, დაგეგმილია ცხრასართულიანი შემინული შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი იქნება. საბჭოს თავმჯდომარის ზაურ ახვლედიანის თქმით, ასეთი მასშტაბის შენობა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რა გადაწყვეტილებები მიიღეს …
Continue reading “ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა”
რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სავარაუდო ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი ხელახლა გამოცხადებული ტენდერით არ შეცვლილა. პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს …
Continue reading “რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი”
ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს
კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აბუსერიძის #13-ში სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით, შენობა ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანი იქნება. სამშენებლო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ახლოსაა საბალეტო სკოლის შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომაც სამშენებლო პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა. საკითხის განხილვისას ზონალური საბჭოს …
Continue reading “ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს”
„ჩვენ ყველა დავიღალეთ“ – ნატალია ზოიძე დამცავი ზონების დამტკიცების გაჭიანურებაზე
ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძე პირად საუბარში ამბობს, რომ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებული პრობლემები მის ემოციებზე, ნერვებსა და ჯანმრთელობაზე უკვე აისახა. საკითხი ეხება ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონებულ დოკუმენტს ამ ზონების დადგენის თაობაზე. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში რეკომენდაცია მისცეს მერს, რომ შპს „გეოგრაფიკის“ კვლევაზე დაყრდნობით დადგენილი საზღვრებით იხელმძღვანელოს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ …
Continue reading “„ჩვენ ყველა დავიღალეთ“ – ნატალია ზოიძე დამცავი ზონების დამტკიცების გაჭიანურებაზე”
ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებამდე ზონებში სამშენებლო სტანდარტების დადგენაზე მსჯელობენ
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენაზე ალაპარაკდნენ. ზონების საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენის შემდეგ, ნებართვის გამცემი ვალდებული იქნება ამ წესებით იხელმძღვანელოს. ამ დოკუმენტმა გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს წევრების სუბიექტური გემოვნებისგან დაზღვევა უნდა უზრუნველყოს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მოსაზრებით, დოკუმენტშივე მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, კონკრეტულ ისტორიულ გარემოსთან …