გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 2 მონეტა აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.
ლუციუს სეპტიმუს სევერუსი რომის იმპერატორი იყო 193-დან 211 წლამდე.
ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია სამუშაოებს აწარმოებს 4 უბანზე. მონეტების გარდა, უკვე მოპოვებულია კერამიკული ნაკეთობანი, ამფორები, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნების, ლუთერიების, ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი.
გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია 28 ივნისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით განახლდა.
არქეოლოგიური გათხრების პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები [ბიუჯეტი 81 000 ლარი] და დასრულდა ციხის ორი კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები [ბიუჯეტი 25 000 ლარი].