ჩვენ ვერ დავეთანხმებით სუვერენული საქართველოს არსებობას – დუგინი

პუტინის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის თქმით, რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა, ისევე როგორ სუვერენული სომხეთის, ყაზახეთის თუ უზბეკეთის, რადგან „ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური“. ამაზე დუგინმა, 13 იანვარს, პროპაგანდისტულ გადაცემა Инфоцелина-ში ჩართვისას ისაუბრა. გადაცემაში მან განიხილა შესაძლო სცენარებს, რომლებიც უკავშირდება ძალთა გადანაწილებას დიდ პოლიტიკაში და განაცხადა, რომ …

ბრიტანეთში შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც „იმედის“ ანტიდასავლურ სიყალბეს ამხელს – ინტერვიუ

„წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა შევქმენით ვებგვერდი – ImediWatch, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად გადათარგმნის და გაასაჯაროებს „იმედის“ და სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანტიდასავლურ ქარდებს, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაიგონ, თუ როგორ სიბინძურეს ავრცელებენ დასავლეთის წინააღმდეგ და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა“- ამბობს დავით ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. „ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ამ თემაზე ესაუბრა. დავით, …

რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს.  ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან …

„რატომ დადიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? გააზრების კი არა, პროპაგანდის პრობლემაა“ – ინტერვიუ

„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“. მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად. ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, …

რუსი პროპაგანდისტის შეფასებით ყაველაშვილი გონიერი პრეზიდენტია

„საქართველოში ფიცი დადო კიდევ ერთმა გონიერმა პრეზიდენტმა“ – წერს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე მიხეილ ყაველაშვილის შესახებ. „რაც უფრო მეტი გონიერი პრეზიდენტი იქნება, მით უკეთესი“, – წერს ის. დუგინმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ ეთერში „ქართული ოცნება“ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკური ლიდერების – ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს მსგავს კონსერვატიულ ძალებად მოიხსენია: „სინამდვილეში ყველა კონსერვატიულ …

შშმ პირების ევროპული და ქართული გამოცდილება -„გეფიცებით, ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ჩავვარდი“

სამ წელზე მეტი გავიდა იმ დღის შემდეგ, როცა მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად საკუთარი ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დაუტოვა. ის პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „ეტლს ვუტოვებ. იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე“, – უთხრა ჯემალ ჭელიძემ მაშინ „ბათუმელებს“. პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს …

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის.  მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით. „მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ …

„ოჯახური ღირებულებების“ დაცვა უსახლკაროების დაცვის გარეშე – „ოცნების“ დაპირებები

დალი თებიძე 25 წელია ქირით ცხოვრობს, რვა წელია მასთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა და დედასთან ზრდის ორ შვილს. ბავშვები 11 და 13 წლის არიან. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და სოფოს კონსულტანტობის ხელფასია, რომელიც საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ სწვდება. „უმცროს შვილიშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ჯანდაცვიდან უფასოდ ეკუთვნის ჩხირები, სენსორი, წამლები, მაგრამ მაინც …

რუსი პოლიტიკოსი, კარასინი „ქართველების თავმოყვარეობას“ ევროკავშირის ელჩისგან იცავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, ის EU-ის წევრი ვერც 2030 წელს გახდება. „ვიღაც ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გააფთრდა. მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით“, – წერს კარასინი თავის ინსტაგრამ არხზე. „შეგახსენებთ, …

რუსი პროპაგანდისტი „ოცნების“ დეპუტატებს 85 გმირად მოიხსენიებს

კრემლის პროპაგანდისტები ამჯერად საქართველოში ახალი ჰომოფობიური და რეპრესიული კანონის ამოქმედებას ზეიმობენ. პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – 85 გმირად მოიხსენიებს და მადლობას უხდის მათ იმისთვის, რომ საქართველო მეზობლებთან შერცხვენას გადაარჩინეს. „კანონი მიღებულია და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ მეზობლები და ის ხალხი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, რა თქმა უნდა, შეშინებულები …

რუსეთში კრძალავენ „უშვილობის პროპაგანდას“ და საოჯახო კინოს სიებს ადგენენ საბჭოთა ფილმებით

ბოლო ორი კვირაა რუსეთის დუმაში „რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს“ განიხილავენ. რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ამ პერიოდში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე. მაგალითად, დეპუტატები გეგმავენ აკრძალონ რუსი ბავშვების შვილად აყვანა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, სადაც ნებადართულია სქესის შეცვლა. 17 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პრიორიტეტებს შორის დაასახელა „ტრადიციული …

პუტინმა ცხინვალთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე დუმას შეთანხმება წარუდგინა 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამის შესახებ 19 სექტემბერს იუწყებოდა რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი. „მოხდეს რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების“, – წერია დოკუმენტში, რომელიც დუმაში ოფიციალურად 18 …

კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება

რამდენიმე დღეა კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად განიხილავენ და იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.  ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ბოდიშზე საუბრისას, რუსეთის შსს–ს ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პროპაგანდისტული არხის „სოლოვიევ live“-ის თანაწამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა, საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე …

საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარემ, აცამაზ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ეს კარგი სიტყვებია“. ამ ოსი პოლიტიკოსის განცხადებით, „საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ასევე აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი …

ახალგაზრდები მოწამლეს პროპაგანდით, რომ რუსი მტერია, ასაკოვანი ხალხი ხმას არ აძლევს ოპოზიციას – რუსული მედია საქართველოზე

„ახალგაზრდები [საქართველოში] მოწამლულები არიან პროპაგანდით – რომ რუსი მტერია… რაც შეეხება შუახნის ხალხს და ხანდაზმულებს, ჩემ გარემოში არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ხმა მისცენ ოპოზიციას“, – ეს განცხადება რუსული პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში, რადიო Sputnik-ის პროგრამულმა დირექტორმა, გია სარალიძემ საქართველოში წინასაარჩევნო განწყობების შეფასებისას გააკეთა. რუსი პროპაგანდისტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველდღიურ …

აშშ აფხაზური NGO-ების მეშვეობით ცდილობს აფხაზეთი რუსეთს მოგლიჯოს და საქართველოს მიაწებოს – სიმონიანი

მედიაჯგუფ Russia Today-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ აშშ ცდილობს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შეცვალოს „აფხაზი ხალხის კულტურული კოდი“. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი „აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და მისი ისევ საქართველოსთვის მიწებებაა, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად“.  სიმონიანი ამის შესახებ იმ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომლითაც აშშ-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიების …

ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, კრემლის პროპაგანდისტულ მედია rbc-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რეპრესიული კანონების პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ აწყობს. „ქართველი ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ [და საქართველო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის – ჩვენი საერთო სამშობლოს დროს], გულდასმით იცავს თავის ისტორიას. …

კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს

„ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე. თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, თავის დროზე შვილების დაბადების ადგილად ევროპა აირჩია და განათლებაც ევროპული შეურჩია შვილებს. კერძოდ, ფრანგული სკოლა, რომელიც, როგორც ამ სკოლის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში 2006 …

„საქართველო და რუსეთი უნდა გაერთიანდეს წინაპირობის გარეშე“ – პრორუსების მიმართვა კობახიძეს და პუტინს

პროკრემლისტური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, 4 აგვისტოს, ქალაქ თელავიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსულ ენაზე, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთთან ბრძოლაში, რომელსაც, მისი თქმით, „რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს“. ამ მიმართვაში ფიფია იმეორებს საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციასაც, რომ დასავლეთი „ცდილობს ომის უფსკრულში გადაჩეხოს საქართველო“. მამუკა ფიფია …

საქართველო სწორ გზაზეა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი „ოცნებას“ მოქმედებას უწონებს

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზეა. „თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა“, – მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დუგინი თავის ტელეგრამ არხზე. რუსეთში მეხუთე კოლონად არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია მოიაზრებოდა. „საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც …

რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ღია კრიტიკას არ ერიდებიან, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს, ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, საკუთარი შვილებისთვის მომავალს სწორედ დასავლეთში გეგმავენ. გუშინ, 14 დეკემბერს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს …

რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“. მას შემდეგ, რაც …

რას ნიშნავს, როცა ცნობილი რეჟისორი ამბობს, რომ აშშ-ში ბავშვებს აწამებენ გასაახალგაზრდავებლად

„რადიო უცნობის“ ეთერში ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა ასეთ რამეს ამბობს: „ახლა რაც ამერიკაში მოხდა, ჩემთვის… მე მეჩვენება, რომ რაღაც ზღაპარი ხომ არ არის-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ, რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იღებენ ამ სითხეს და ცნობილი ვარსკვლავები თუ პიროვნებები ახალგაზრდობას ინარჩუნებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭამენ კიდევაც ამ …

როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის

სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან …

როგორ მუშაობენ რადიკალური ჯგუფები – ერთწლიანი კვლევის შედეგები

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში შესამჩნევია ამერიკის დემონიზაციის მცდელობა და ანტილიბერალური გზავნილები“, – აღნიშნულია კვლევის მიგნებებში, რომელიც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან სწავლობდა ამ ჯგუფებს. კვლევის ავტორებმა 12 ულტრამემარჯვენე ლიდერისა და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული 20 235 სტატუსი შეისწავლეს და 9 ონლაინგამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2 317 სტატია გააანალიზეს. „აქტივიზმი როცა დავიწყე, ნაციონალისტური …

რა სთხოვა რუსეთმა აშშ-სა და იტალიას დახმარების სანაცვლოდ

„სიყვარულით რუსეთიდან“ — ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული რუსეთის „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ დასავლურ მედიაში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. იტალიური და ამერიკული მედიასაშუალებების თანახმად, იტალიას ჰუმანიტარული ტვირთის სანაცვლოდ სანქციების მოხსნაში დახმარება სთხოვეს, ხოლო აშშ-ს — ფულადი კომპენსაცია. „სანქციების მოხსნაში დახმარება მადლობის ნიშნად” პირველ მაისს იტალიურმა გამოცემა Linkiesta-მ გამოაქვეყნა სტატია რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ლეონიდ სლუცკის …

რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე

დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვისმენთ: „ველოდებით შედეგს ლუგარის ლაბორატორიიდან“… ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, 2011 წელს გაიხსნა, ასე ხშირად წინა წლებში არ ახსენებდნენ, თუმცა კონკრეტული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში საშიშ ცდებს ატარებენ, ბიოლოგიური იარაღი მზადდება და ამას ამერიკა რუსეთზე თავდასხმისთვის …

რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ 

დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“. „როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება …

ბათუმის ახალი მეჩეთი და აჭარის თურქეთის რეგიონად წარმოჩენის მცდელობა [ვიდეო]

„რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის მუშაობდა აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ… დრომ მხოლოდ ფორმები შეცვალა. ახლა ინფორმაციებით ვიბრძვით. ჩვენ საქართველოში თავად გვაქვს ინფორმაციული ვაკუუმი ქართველი მუსლიმების შესახებ და ამ ვაკუუმის შევსებას რუსეთი იმის თქმით ცდილობს, რომ თითქოს თურქეთს აჭარის დაბრუნება სურს და თურმე, რა კარგი იყო სტალინი…“ – ეს მოსაზრება ბათუმელმა სტუდენტმა ლია დეკანაძემ გაგვიზიარა, როცა მას და ბათუმის …

კორონავირუსი, რუსეთის პროპაგანდა და ლუგარის ლაბორატორია

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი. დღეს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ ლაბორატორიის დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლად, მყისიერად შეუძლია კორონავირუსის დადგენა. კორონავირუსი და ლუგარის ლაბორატორია საქართველო 4 დღის განმავლობაში ელოდა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამიდან თავისი ორი მოქალაქის ანალიზების პასუხებს კორონავირუსზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საეჭვო …

 ყარსის ხელშეკრულებაზე დეზინფორმაციას პატრიოტთა ალიანსი ავრცელებს – ანგარიში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ერთი წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა და თურქეთის მიერ ბათუმის მიტაცება ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია. ანგარიშის თანახმად, „აჭარაში ვრცელდებოდა კონსპირაცია, თითქოს 1921 წელს ხელმოწერილ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც …

რუსული მილიონები აჭარის სანაპიროზე

მაშინ, როცა მთავრობა ბათუმში განხორციელებული თუ დაანონსებული ინვესტიციებით იწონებს თავს, არავინ საუბრობს ფულის წარმომავლობაზე. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც დიდი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღეს,  რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. დამფუძნებელთაგან ბევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საქართველოში მათ მიერ კომპანიის დაფუძნების თარიღი კი, ხშირად ქონების შეძენის ან ბიზნესის წამოწყების პერიოდს ემთხვევა. რუსეთის მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე …

რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?

„მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება პირდაპირ რუსეთისგან იღებს თუ არა დირექტივებს. ამ პოლიტიკის პრორუსულობა გამოიხატება იმაში, რომ სისტემატურად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის…“ – ასეთია პუბლიცისტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასება ხელისუფლების რეაქციაზე, რაც NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამჯერადაც გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია არასანდოობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ …

რა გეგმა აქვს პუტინს

ვლადიმერ პუტინმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელმაც, მისი განმარტებით, რუსეთში პარლამენტის როლის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. რა გეგმა აქვს სინამდვილეში პუტინს და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის? რას გეგმავს პუტინი? 15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისადმი მიმართვისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა – დეკლარირებულად მას სურს, სახელმწიფოს მართვაში გაიზარდოს პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს როლი. …

რას (არ)ასწავლიან სკოლებში პრორუსი ტროლების არმიაზე

რა არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და როგორ უნდა განასხვაონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან ბავშვებმა – ამ თემაზე ქართულ საჯარო სკოლებში თითქმის არ მიმდინარეობს სწავლება. სკოლები არ ფლობენ ინსტრუმენტებს, რაც დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ეს საკითხი არც სასწავლო კურიკულუმებშია წარმოდგენილი. რა გამოწვევებზე საუბრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და რაში ითხოვენ ისინი დახმარებას? რა იციან ბავშვებმა დეზინფორმაციაზე და …

მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები: „მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – …

Exit mobile version