ხელისუფლება თავად არის დღეს ტროლი – გვითხრა ინტერვიუს დროს თინა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე ვესაუბრეთ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამუშაოდ სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური წლების წინ რამდენიმე უწყებაში შექმნეს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ არავის განუმარტავს: რას აკეთებენ ეს სამსახურები, რა შედეგი დადეს, ან სად აღმოვჩნდით უძლური, თუკი რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას რეალურად …
Tag Archives: ანტიდასავლური პროპაგანდა
რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?
“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება. ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების …
რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ. მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო …
როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში
„ასეთი დამოკიდებულება აზარალებს, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას და მის იმიჯს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საზოგადოებაში,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მას ვკითხეთ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების პერიოდულ კრიტიკაზე და იმაზე, თუ რამდენად ჰგავს ეს ტაქტიკა პუტინის მეთოდს, რომელმაც რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ გაძევება ან გაჩუმება შეძლო. სახალხო დამცველს და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან …
Continue reading “როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში”
როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში
დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში – ეს სლოგანი ეკუთვნის „საინფორმაციო თავდაცვით ლეგიონს“, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით ეხმარებიან საინფორმაციო ომში. დღეს, 25 ივლისს, „ლეგიონი“ ბათუმელებს შეხვდა. ლეგიონის საინფორმაციო კამპანიის მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოება ჩაერთოს. შეიძლება ითქვას, ეს არის საინფორმაციო კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. „ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ რუსული პროპაგანდის …
Continue reading “როგორ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში – „ლეგიონი“ ბათუმში”