ცნობილ „აზოვის პოლკს“, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადაა და კვლავ „აზოვად“ იწოდება, ახალი მეთაური ჰყავს. „აზოვის“ ახალი მეთაური ბოგდან გრიშენკოვია [„პუგაჩი“]. რაც შეეხება „აზოვის“ ყოფილ მეთაურს, დენის პროკოპენკოს, იგი „აზოვის“ ბაზაზე შექმნილ კიდევ ერთ კორპუსს ხელმძღვანელობს უკრაინის გვარდიაში. სპეცდანიშნულების ბრიგადის ახალ მეთაურს„აზოვში“ მსახურობის თითქმის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალურ ქსელებში „აზოვის“ გვერდი წერს, …
Tag Archives: აზოვის პოლკი
მშვიდობას უკრაინელი ჯარისკაცი აახლოებს მტრის სამიზნეზე დარტყმებით – „აზოვის“ მეთაური
უკრაინის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, უკრაინის ეროვნული გმირი დენის პროკოპენკო, რომელიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება დამოკიდებულია არა უცხო ლიდერებზე, არამედ მათზე, ვის მხრებზეც ფრონტი ეყრდნობა. „უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ შედეგი ცნობილია და ყველაფერი ჩვენთვის გადაწყდა. რომ ვიღაც შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე. …
აშშ-მ გააუქმა „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადისთვის, „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომელიც „აზოვს“ ადამიანის უფლებების დარღვევასთან აკავშირებს. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდება აშშ-მ დაახლოებით 10 წლის წინ აკრძალა, ამერიკელი ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ „აზოვის პოლკის“ ზოგიერთი დამფუძნებელი რასისტულ, …
Continue reading “აშშ-მ გააუქმა „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა”
ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, აპათიის წამალი ომში ჩართვაა – „აზოვის“ მეთაური
ეროვნული გვარდიის „აზოვის“ ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო [„რედისი“] ფეისბუქზე წერს, რომ ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და მოუწოდებს ყველას, ვინც არ არის ჩართული თავდაცვაში, შეუერთდნენ სამხედროების რიგებს. „სასოწარკვეთის, პანიკის ან აპათიის საუკეთესო წამალია ახლა მიმდინარე ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვა. ჩვენ არ ვიცით ზუსტი დღე, თვე ან წელი როდის გავიმარჯვებთ და შევძლებთ ოჯახებში დაბრუნებას, მაგრამ ჩვენ …
Continue reading “ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, აპათიის წამალი ომში ჩართვაა – „აზოვის“ მეთაური”
„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, ისინი ბრძოლას უბრუნდებიან
„აზოვის პოლკის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ [რედისი], რომელიც გუშინ დაბრუნდა უკრაინაში თურქეთიდან, განაცხადა, რომ ისევ აპირებს ჩაერთოს ბრძოლებში. „ჩვენ კვლავ ვიტყვით ჩვენ სათქმელს ბრძოლაში“, – თქვა მან. ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე მან დაამატა: „ჩვენ სწორედ ამისთვის დავბრუნდით“. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია ეს არის გუნდური ძალისხმევაა. დღეიდან ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად კიდევ ვიტყვით ჩვენ …
Continue reading “„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, ისინი ბრძოლას უბრუნდებიან”
რა რეაქცია აქვთ კრემლში „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნებაზე
პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნება არის თურქეთის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა. რუსული პროკრემლისტური „რია ნოვოსტი“ პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნებაზე რუსეთს არავინ შეატყობინა. „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში გაშვებით თურქეთმა დაარღვია შეთანხმებები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას ეს არავინ შეატყობინა“, – განაცხადა …
Continue reading “რა რეაქცია აქვთ კრემლში „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნებაზე”
„რედისის“ ცოლის თქმით, „აზოვის“ მეთაურებმა უარი თქვეს ახლობლებმა ისინი მოინახულონ თურქეთში
პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს [რედისის] მეუღლემ, ეკატერინა პროკოპენკომ, რომელმაც „აზოვსტალის“ მცველების ტყვეობის პერიოდში „აზოვსტალის“ მცველთა ოჯახების ასოციაცია დააფუძნა, განაცხადა, რომ პოლკ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში ცხოვრობენ დახურული ტიპის დაწესებულებაში, მაგრამ აქვთ ინფორმაციაზე წვდომა. მან ამის შესახებ Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ისინი უსაფრთხო ადგილას არიან, ამიტომ, საბედნიეროდ, მიწისძვრა მათ არ შეხებია“, განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ. რედისის მეუღლის თქმით, …
აზოვის პოლკი მოეირიშე ბრიგადად გადაკეთდა და ბახმუტისთვის იბრძვის
25 იანვარს აზოვის პოლკმა სახელწოდება შეიცვალა და ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს ახალი ბრიგადის განცხადებაზე დაყრდნობით. „ჩვენი დანაყოფი ჩამოყალიბდა აზოვის ტერორისტული თავდაცვის მოხალისეთა რაზმის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა კიევში 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ საათებში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ …
Continue reading “აზოვის პოლკი მოეირიშე ბრიგადად გადაკეთდა და ბახმუტისთვის იბრძვის”
როგორ გაცვალეს „აზოვის“ მეთაურები მედვედჩუკზე – თურქული მედია დეტალებზე წერს
თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ აზოვის პოლკის მეთაურების მედვედჩუკზე გაცვლის დეტალებზე წერს. „ჰურიეთი“ წერს, რომ გაცვლის ინიციატორი რუსული მხარე იყო და გაცვლაზე მოლაპარაკებები თურქეთში, თურქული დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა. „ჰურიეთის“ ცნობით, სექტემბერში, დანიშნულ დღეს ანკარის აეროპორტში ორი თვითმფრინავი დაეშვა – ერთ თვითმფრინავში აზოვის მეთაურები ისხდნენ, მეორეში – მედვედჩუკი. „ტყვეების გაცვლა მოხდა ისე, როგორც კინოში. თვითმფრინავების დაშვების შემდეგ, თურქეთის …
Continue reading “როგორ გაცვალეს „აზოვის“ მეთაურები მედვედჩუკზე – თურქული მედია დეტალებზე წერს”
რას ჰყვება აზოვის „დოცენტი“ ტყვეობაზე: პოლკი რუსებისთვის იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის
„მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება“ – ეს სიტყვები ვლადისლავ დუტჩაკმა, მეტსახელად „დოცენტმა“, 24 თებერვალს ბევრჯერ მოისმინა – „აზოვის“ ბაზაზეც, მარიუპოლისკენ გზაშიც და „აზოვსტალშიც“. იმ დილის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა – ჯერ იყო სასტიკი ბრძოლები მარიუპოლისთვის, შემდეგ „აზოვსტალის“ დაცვა და ბოლოს რუსეთის ტყვეობა. ახლა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ ფოტოები „დოცენტს“ ტკივილს აყენებს: „ქალაქი, რომელიც აღარ არის. …
დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები – 26 წლის „აზოველის“ ბოლო შეტყობინება
„დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები. წვრთნებზე ვარ,“ – 30 მარტს მისწერა ვოლოდიმირმა, 26 წლის „აზოველმა“ დედამისს, კატერინა ბიკოვას. ეს მისი უკანასკნელი შეტყობინება იყო. დედა შვილს ყველგან ეძებდა. ამშვიდებდნენ: „სწავლებაზეა, სადღაც დარბის, ალბათ“. აპრილის ბოლოს კატერინამ შეიტყო, რომ ვოვა დაიღუპა. მაშინ, მარტში, ის არა სამხედრო წვრთნებზე, არამედ მარიუპოლში, „აზოვსტალში“, გაფრინდა მეგობრებთან. ვოვას ისტორიას გამოცემა Hromadske-სთან …
როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები
დამცირების, წამებისა და შიმშილის 19 კვირა – სწორედ ამდენი ხანი გაატარა ოლენოვკასა და სხვა კოლონიებში „აზოვსტალის“ 200-ზე მეტმა დამცველმა, ვიდრე მათ უკრაინა დაიბრუნებდა. 16 და 17 მაისს, ორთვენახევრიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, როდესაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებიდან გამოდიოდნენ, „ოლენოვკა“ იმედივით ჟღერდა. რუსმა სამხედროებმა პირობა მისცეს უკრაინის დაზვერვას, რომ „აზოვსტალის“ დამცველებსაც და „აზოვის“ მეთაურებსაც ნორმალურ …
რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა
რუსეთს ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირება სურს. ამის შესახებ დღეს, 29 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა. ვოლოდინის განაცხადებით, აზოვსტალის დამცველებმა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან, პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“. მოლოდინს რუსული მედია ციტირებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ დამცველები პუტინის ნათლია, მილიარდერ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს. თუმცა, ვოლოდინი ამტკიცებს, …
Continue reading “რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა”
რა უთხრეს ერდოღანს – რა შემთხვევაში გაცვლიდნენ „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურებს
უკრაინული მედია CNN Türk-ზე დაყრდნობით წერს, რა მოლაპარაკებები იმართებოდა „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურების გათავისუფლებისთვის. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, განსაკუთრებით რთული იყო შეთანხმება საბრძოლო მეთაურების გაცვლაზე. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა CNN Türk-ზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები ამ საკითხს რუსეთთან 3 თვეზე მეტ ხანს განიხილავდნენ. იბრაჰიმ ქალინის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს „ძალიან გულისხმიერად“ მიუდგა. …
Continue reading “რა უთხრეს ერდოღანს – რა შემთხვევაში გაცვლიდნენ „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურებს”
უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს
აზოვსტალის დამცველი, საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი 21 სექტემბერს დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან. მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის დამცველები დაბრუნდნენ, ხშირ შემთხვევაში შემზარავია. ასეა საზღვაო ქვეით მიხაილო დიანოვის შემთხვევაშიც, ის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა. მებრძოლის დის თქმით, დიანოვს ხელზე 4 სანტიმეტრი ძვალი აქვს მოტეხილი – ის უბრალოდ აღარ არსეობობს. წინასწარ ცნობით, ხელის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მკურნალობას და რეაბილიტაციას დიდი …
Continue reading “უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს”
რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა
უკრაინის უმაღლესი რადაში ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინის დამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი განთავსების პირობებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა. დმიტრო ლუბინეცის თქმით, ბევრ გათავისუფლებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „ბიჭებმა თქვეს, რომ საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ საკვებს. მათ ერთხელაც არ უნახავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. …
აზოვსტალის მცველთა მეთაურები თავისუფალი არიან ტყვეობიდან – მედია
აზოვსტალის მცველთა მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის ტყვეობიდან თავისუფალია აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო – “რედისი”, პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი – “კალინა” და საზღვაო ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი – “ვოლინა”. უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ერმაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ აზოვსტალის მეთაურები: დენის პროკოპენკო …
Continue reading “აზოვსტალის მცველთა მეთაურები თავისუფალი არიან ტყვეობიდან – მედია”
რუსეთმა გადამალა აზოვის პოლკის მეთაურობა – დენის პროკოპენკოს ცოლი
„აზოვის“ პოლკის მეთაურის ცოლი, ეკატერინა პროკოპენკო ამბობს, რომ დენის პროკოპენკო რუსეთშია გადაყვანილი. თუმცა ამ ინფორმაციას დღემდე ოფიციალურად არ ადასტურებენ სახელმწიფო სტრუქტურები და წითელი ჯვარი. „მხოლოდ ის ვიცი, რომ რუსეთში ჰყავთ გადაყვანილი და ამასაც არ მიდასტურებენ. დენისის ადგილსამყოფლის შესახებ რუსული მედიასაშუალებებისგან შევიტყვე. სახელმწიფო სტრუქტურები ამ ინფორმაციას ბოლომდე ვერ ადასტურებენ, რადგან მართლა ძალიან რთულია ამ ვითარებაში რაიმეს …
Continue reading “რუსეთმა გადამალა აზოვის პოლკის მეთაურობა – დენის პროკოპენკოს ცოლი”
59 წლის აზოველის, „ვაზის“ შვილი – „არ ვიცი სად არის მამაჩემი და თუ არის ცოცხალი“
29 ივლისს ოკუპირებულ ოლენოვკას კოლონიაში ბარაკი ააფეთქეს ბანაკი, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის აზოვის პოლკის მებრძოლებიც. უკრაინელი სამხედრო ტყვეების ოჯახებმა დღემდე არ იციან, ვინ იმყოფებოდა იქ, სადაც აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიაგამოცემა hromadske ესაუბრა აზოვის პოლკის მაიორის, ვიქტორ მუზიკას შვილს, ალენას, რომელმაც არ იცის, ცოცხალია თუ არა მამამისი. „54 წლის იყო, აზოვში რომ წავიდა“ მამაჩემი, …
Continue reading “59 წლის აზოველის, „ვაზის“ შვილი – „არ ვიცი სად არის მამაჩემი და თუ არის ცოცხალი“”
„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახები გაეროს მიმართავენ: არ დაუშვათ ფსევდოტრიბუნალი
„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახები წითელი ჯვრის კომიტეტსა და გაეროს მიმართავენ და სთხოვენ, შეაჩერონ „აზოვის“ მებრძოლების საჩვენებელი ტრიბუნალი, რომელსაც რუსები მარიუპოლში გეგმავენ. ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ოჯახები აღნიშნავენ, რომ საჩვენებელი სასამართლო „სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგება“. „საერთაშორისო ტრიბუნალი შეუძლებელია „რესპუბლიკაში“, რომელიც მხოლოდ ისეთმა ფსევდოსახელმწიფოებმა აღიარეს, როგორებიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. მზადდება პროპაგანდისტული შოუ და სადაც …
Continue reading “„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახები გაეროს მიმართავენ: არ დაუშვათ ფსევდოტრიბუნალი”
„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. უწყება აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი „აზოველები“ აფეთქებამდე დაკითხეს და აწამეს, შემდეგ კი წამების კვალის დაფარვის მიზნით დახოცეს. „დაკითხვებისას ტყვეებს სცემდნენ და აწამებდნენ“, – წერს დაზვერვა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება „ვაგნერი“ და რუსული ფეესბე ატარებდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, …
Continue reading “„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა”
რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან
მაქსიმ ჟორინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და პოლკ „აზოვის“ ყოფილი მეთაური რადიო НВ-სთან ინტერვიუში ამბობს, როგორ მუშაობს „აზოვი“ სამხედრო ტყვეების მკვლელობაში დამნაშავეების მოსაძებნად, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს და რას ფიქრობს ის სერგეი ვოლინას ვიდეოზე, რომელიც რუსულმა არხებმა გაავრცელეს. პირველ რიგში მინდა გკითხოთ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. არსებობს ვერსია, რომ რუსები ასე უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევას …
Continue reading “რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან”
რას ნიშნავს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება ტყვე „აზოველებისთვის“ – იურისტის განმარტება
„აზოვის“ პოლკი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნას სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავდა. რას ნიშნავს რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მებრძოლებისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება – Настоящее Время-სთან ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი განმარტავს. „ახლა, ფაქტობრივად, ყველა „აზოველი“ ტყვე ავტომატურად პოტენციური ბრალდებულია ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში, ან მასში მონაწილეობაში. საბოლოოდ, არანაირი საგამოძიებო …
რას პასუხობს აზოვის პოლკი რუსეთს „ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე“
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. „ბიბისის“ თანახმად, „აზოვის“ საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა დახურულ სხდომაზე გაიმართა. უკრაინული მედიაგამოცემა Babel-ი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სარჩელი მაისში შეიტანა. ამის შემდეგ, დეპარტამენტის მოთხოვნით, სასამართლო სხდომა კიდევ ორჯერ გადაიდო. აღნიშნულს გამოეხმაურა თავად „აზოვის“ პოლკი. ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ …
Continue reading “რას პასუხობს აზოვის პოლკი რუსეთს „ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე“”
რუსეთმა აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთში აიკრძალა. „ბიბისის“ ცნობით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციის წევრები ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ლიდერებისთვის სასჯელი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით, რიგითი მონაწილეებისთვის – ხუთიდან ათ წლამდე ვადით. აზოვის დანაყოფი 2014 წლის მაისში შეიქმნა მარიუპოლში, …
Continue reading “რუსეთმა აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა”
ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე
„აზოვმა“ ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. „ღამით რუსებმა ტყვე „აზოველების“ ნაწილი დახოცეს. რუსეთის სარდლობამ ტყვეთა მასობრივი მკვლელობა უკრაინის არმიის ქმედებად გაასაღა. მანამდე პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე ცხადია, რომ ეს იყო იმ ქვეყნის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომლისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს ოფიცრის ღირსება, ჟენევის კონვენციის, ომის წესებისა …
Continue reading “ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე”
ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა
„აზოვში“, რომელსაც რუსული პროპაგანდა ნაცისტურს უწოდებს, ბევრი რუსი მებრძოლია. ერთ-ერთია „ბარსიკი“, რომელიც უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძვის. „ბარსიკი“ Hromadske-ს უყვება, როგორ მივიდა „აზოვში“, როგორ შეაღწია თანამებრძოლებთან ერთად ოკუპირებულ მარიუპოლში და რატომ არ აქვს უკრაინის მოქალაქეობა. როგორ მოხვდით უკრაინაში და რატომ გადაწყვიტეთ აქ ბრძოლა? რუსეთში, კომის რესპუბლიკაში, ქალაქ სიკტივკარში დავიბადე. 2013 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია დაიწყო, აქტიურმა …
Continue reading “ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა”
რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი
„აზოველი“ დენის პისკუნი, მეტსახელად „კომბატი“, რუსეთის ტყვეობიდან ივნისის ბოლოს დაბრუნდა. 25 წლის მებრძოლი მარიუპოლში მიღებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ მკურნალობს. დენისი იხსენებს ქალაქის ბრძოლებს, “აზოვსტალის” ჰოსპიტალს, გმირობის მაგალითებს, ტყვეობას და მეგობრებს, რომლებიც დონეცკში დატოვა. „აზოვსტალში“ „კომბატი“ 26 მარტს, ქალაქის ბრძოლების დროს დაიჭრა. „ორნი ვიყავით. ასე 30-40 მეტრიდან გვესროდნენ. სადარბაზოში შევრბოდით, როდესაც პირველი ტყვია მუხლში მომხვდა და …
რუსეთის ტყვეობაში მყოფ 2 „აზოველს“ სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის დაზვერვიდან კონფიდენციალურად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსები „აზოვის პოლკის“ ორი მებრძოლის სიკვდილით დასჯას აპირებენ – ნიკოლაის, საბრძოლო მეტსახელით „ფროსტი“ (მისი გვარი უცნობია) და კონსტანტინ ნიკიტენკოსი, მეტსახელით „ფოქსი“. გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „რუსი პროპაგანდისტები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ – ერთნი ამბობენ, რომ მებრძოლები ჯერ კიდევ 9 ივლისს გაასამართლეს, …
Continue reading “რუსეთის ტყვეობაში მყოფ 2 „აზოველს“ სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია”
რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები”
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული თითქმის ყველა „აზოვსტალელი“ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ნატალია ზარიცკაიამ, რომლის მეუღლეც „აზოვსტალის“ დამცველი იყო და ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება. „გაცვალეს 144 ადამიანი, მათგან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ: ხელების ამპუტაცია, მხედველობის ნაკლებობა, ჭრილობები ორივე ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის არეში, მძიმე დამწვრობა… …
Continue reading “რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები””
ვიმედოვნებთ, „აზოვსტალის“ დამცველთა ნაწილს მალე შინ დავაბრუნებთ – დაზვერვის უფროსი
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელიც „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ „უახლოეს მომავალში“ ტყვეთა „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გათავისუფლების იმედი აქვს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბუდანოვმა ტელემარათონის დროს ისაუბრა. „ჩვენ ყველა მათგანზე გვაქვს ინფორმაცია. ვმუშაობთ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ბევრს ეყოლება საკუთარი ახლობელი უკვე სახლში… უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ …
როგორ არიან აზოვსტალის მებრძოლები – ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლთან
წყარო: Ukraynska Pravda (შემოკლებული ვერსია) პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, ეკატერინა, მშვიდობიან ცხოვრებაში ნიჭიერი ილუსტრატორია, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, როგორც ყველა უკრაინელის, ისე მისი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა. „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ეკატერინა პროკოპენკო ჰყვება, როდის ელაპარაკა ბოლოს ქმარს და ვინ არის მისთვის დენის პროკოპენკო, მეთაური „რედისი“, რომელსაც მთელი უკრაინა და მსოფლიო „აზოვსტალის“ გმირად იცნობს. დავიწყებ …
„ოპერაცია გრძელდება“ – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის მიმართვა აზოვსტალიდან
19 მაისს, საღამოს, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა (კალინა), მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ვიდეოს გაავრცელა. „ევაკუაციის“ გამოცხადების შემდეგ კალინა პირველად გამოჩნდა. „დღეს ომის 85-ე დღეა. მე და მეთაურები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“ – ამბობს პალამარი ვიდეომიმართვაში. დღეს დილიდან რუსული მედია …
Continue reading “„ოპერაცია გრძელდება“ – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის მიმართვა აზოვსტალიდან”
რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალიდან 1730 მებრძოლი „ჩაგვბარდა ტყვედ“
გასული ღამის განმავლობაში აზოვის ქვედანაყოფის 770-ზე მეტი მებრძოლი ჩაბარდა რუსულ მხარეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განუცხადა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია: უკრაინა აზოვსტალის მებრძოლების შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს. მათი მოტივაცია შემდეგი – არ დაზარალდეს პროცესი და საფრთხე არ შეექმნას აზოვის მებრძოლებს. კონაშენკოვის დღეს გაკეთებული განცხადების …
Continue reading “რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალიდან 1730 მებრძოლი „ჩაგვბარდა ტყვედ“ “
რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე
82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველთა ნაწილმა დატოვა „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა. უკრაინის ხელისუფლება „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანას „გადარჩენის ოპერაციას“ უწოდებს, რუსეთის ხელისუფლება კი – „კაპიტულაციას“. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ევაკუირებული სამხედროების რაოდენობაზეც. კრემლის უკანასკნელი ცნობებით, 959 მებრძოლი „ჩაბარდა“, მათ შორის, 80 დაჭრილი. უკრაინული …
Continue reading “რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე”
ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები ტოვებენ აზოვსტალის ქარხანას – „როიტერსი“
მინიმუმ შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ, პრორუსული შეიარაღებული ძალების თანხლებით დატოვეს აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, იუწყება „როიტერსი“. სააგენტომ ეს ინფორმაცია საქართველოს დროით 18:50 საათზე გაავრცელა. “როიტერსის” ცნობით, არ იყო დაჭრილი ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ავტობუსით გადაიყვანეს. დღეს, 17 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” ამ დროისთვის 264 ადამიანი რუსეთის …
Continue reading “ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები ტოვებენ აზოვსტალის ქარხანას – „როიტერსი“”