მთავარი,სიახლეები

როგორ გაცვალეს „აზოვის“ მეთაურები მედვედჩუკზე – თურქული მედია დეტალებზე წერს

03.01.2023 • 1343
როგორ გაცვალეს „აზოვის“ მეთაურები მედვედჩუკზე – თურქული მედია დეტალებზე წერს

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ აზოვის პოლკის მეთაურების მედვედჩუკზე  გაცვლის დეტალებზე წერს.

„ჰურიეთი“ წერს, რომ გაცვლის ინიციატორი რუსული მხარე იყო და გაცვლაზე მოლაპარაკებები თურქეთში, თურქული დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა.

„ჰურიეთის“ ცნობით, სექტემბერში, დანიშნულ დღეს ანკარის აეროპორტში ორი თვითმფრინავი დაეშვა –  ერთ თვითმფრინავში აზოვის მეთაურები ისხდნენ, მეორეში – მედვედჩუკი.

„ტყვეების გაცვლა მოხდა ისე, როგორც კინოში.

თვითმფრინავების დაშვების შემდეგ, თურქეთის დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ, უკრაინის ოფიციალური პირები შევიდნენ რუსულ თვითმფრინავში, ხოლო რუსი ოფიციალური პირები –  უკრაინულ თვითმფრინავში, გაცვლის მონაწილეების და მათი ჯანმრთელობის შესამოწმებლად – წერს Hurriyet.

ცნობილია, რომ თურქეთის ხელისუფლების მიწვევით აზოვის მეთაურები თურქეთში ომის დასრულებამდე დარჩებიან. „ჰურიეთის“ ცნობით, ეს იყო რუსული მხარის გაცვლის ერთ-ერთი პირობა.

ვიქტორ მედვედჩუკის შემდგომი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

21 სექტემბერს რუსული ტყვეობიდან 5 საბრძოლო მეთაური გაათავისუფლეს:

  • „აზოვის პოლიკის“ მეთაური დენის [რედისი] პროკოპენკო
  • „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ [კალინა] პონომარი
  • „აზოვის პოლკის“ უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო
  • საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი [ვოლინა] ვოლინსკი
  • მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა

ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მფარველობის ქვეშ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დააზუსტა, რომ ისინი იცხოვრებენ კერძო სახლში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა დაკავების ადგილი, არამედ საცხოვრებელი.

ამავე თემაზე: 

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: