„ხალხი აპროტესტებს, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს პოლიტიკურმა ძალამ“ – ინტერვიუ

„რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოგვიყვეს ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ და ყველაზე წინ ვართ ევროპაში, ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ,“ – ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, ადამიანები საქართველოში კარგად აცნობიერებენ საფრთხეს, რომლის წინაშეც ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაყენა, მაგრამ კრიტიკულად მძიმეა ვითარება პოლიტიკური ორგანიზების კუთხით. „იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატო, არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც გაწუხებდეს, …

„ოცნება“ ესხმის თავს, მოწინააღმდეგე მხარე კი მხოლოდ თავის მართლების რეჟიმშია – ინტერვიუ

„უკან დასახევი გზა „ოცნებას“ აღარ აქვს… ოცნებას“ ახლა მთელი ძალისხმევა გადააქვს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და დაპირისპირების გაზრდაზე მოსახლეობაში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ევროპული სახელმწიფოების – გერმანიისა და შემდეგ დიდი ბრიტანეთის ელჩების  საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებაზე ვკითხეთ. პოლიტიკის ანალიტიკოსის დაკვირვებით, „ოცნების“ ეს ნაბიჯიც მხოლოდ მის მხარდამჭერებზეა გათვლილი, მათ მობილიზებაზე, რომ დაპირისპირების მუხტი გაიზარდოს. „პოლიტიკაშიც არსებობს …

Glovo და Wolt „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უარყოფენ

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში კურიერების მსვლელობა იყო, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიმბოლიკებით გადაადგილდებოდნენ. მსვლელობაში მონაწილე კურიერებს ასევე ჰქონდათ „გლოვოს“ და „ვოლტის“ სიმბოლიკებიც. „ბათუმელები“ დაინტერესდა, აღნიშნული საკურიერო კომპანიები ოფიციალურად არიან ჩართული „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, თუ ეს არის ცალკეული კურიერის ინდივიდუალური გადაწყვეტილება? Glovo და Wolt-ის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ არ ადასტურებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. „არა, ოფიციალურად ნამდვილად …

„ერეკლეს ხმალი დაუმალეს, მიასადაგეს ოცნების მორჩილ პოლიტიკას“ – ინტერვიუ

„ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია ერეკლე მეფე ხმლის გარეშე. ერეკლე მეფეს, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, ამიტომაც, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად, მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი. ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი – რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა. ეს ძეგლი არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – …

ივანიშვილი ნელ-ნელა ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას – ინტერვიუ

„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონად მყოფი ეს ადამიანები იქცევიან მის, ასე ვთქვათ, ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია. ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს …

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის …

სკოლა მეუბნება, რომ „ოცნების“ თანამდებობის პირის გამო მაშორებს კლასს – მასწავლებელი

„სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი, მე ამ სივრცეში ვერ დავრჩები“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელმაც სკოლა დღეს, 15 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვა. მან ამის შესახებ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა პოსტი. „ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას დაუკავშირდა და სკოლიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე ესაუბრა. …

“8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, გიორგი ლილუაშვილმა დღეს გამართულ პროცესზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო მოითხოვა. “რადიო თავისუფლების” თანახმად, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესს ლაივბლოგის საშუალებით აშუქებდა, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ …

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

„ეს არის „მეფის კარზე“ შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება… ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის დაჯგუფებაში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მას თანამდებობით ბოროტად სარგებლობას …

„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი

„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში. მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის …

„საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება“ – ნონა ქურდოვანიძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „არ ვიცნობ იურისტს, რომელსაც ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი უკიდურესად კომიკურად არ მიაჩნია. დეტალებში შესვლაც შეუძლებელია, იმდენად აბსურდულია ქრთამის დაპირების ბრალდება. საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში ნონა ქურდოვანიძე. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

„მთელი პერიოდის განმავლობაში [9 საათი] მეგის ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა,“ – მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების დეტალებს ჰყვება. კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის …

ქართველი ემიგრანტი „ოცნებას“ – „ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ“

„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი. 25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ …

„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …

პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“. შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით? შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია …

თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა

„ოცნების“ პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას დაუჭირეს მხარი. თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა …

წულუკიანის კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – ინტერვიუ

„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ. რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში? „თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, …

„ყაველაშვილის ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“ და მისი ბელადი“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდაჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე,“ – პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ყაველაშვილის წერილის ადრესატი ტრამპი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი. გარკვეულწილად ეს არის სასოწარკვეთილი …

რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში. რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან? „ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები …

სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ

„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე. „…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის,  ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა …

დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია. „მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, …

ენმ-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი “ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი გახდა

დღეს, 11 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში მერობის კანდიდატად გიორგი ცინცაძე დაასახელა. გიორგი ცინცაძე 39 წლის ფინანსისტია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული საჯარო სექტორშია, მაღალ თანამდებობებზე. კერძოდ, გიორგი ცინცაძე 2008-2011 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი. …

ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მუნიციპალიტეტებში დღეს, 11 აგვისტოს, მერობის კანდიდატები დაასახელა. ოფიციალურ წარდგენამდე, მოსახლეობამ მუნიციპალურ ცენტრებში გამოკრული დიდი სარეკლამო ბანერებით გაიგო, ვინ იყრიდა კენჭს “ოცნებიდან” მათი ქალაქის მერის პოზიციაზე. ქობულეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე იქნება. ირაკლი ცეცხლაძე 14 მაისს დაინიშნა ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. ლევან …

„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“

„ჩვენ უბედურ ისტორიას ჰყავს თავისი ბიძინა ივანიშვილი, ანუ არაფორმალური მმართველი – ბიზნესმენი არჩილ ბერიძე, რომელიც „ოცნების“ შემწირველია და არ სთხოვენ პასუხს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯუნა ბახტაძე. ბათუმის მერიასთან დღეს, 5 აგვისტოს, მოქალაქეები შეიკრიბნენ და მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა ითხოვეს. ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების, წლებია ქირაში მცხოვრები, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში დარჩენილების თქმით, მათ ბინის შესაძენად …

„ქოცებო“, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი, თქვენ ამ ბანდიტური დაჯგუფების მსახურები იქნებით“ – მოსაზრება

ავტორი: ციალა ქათამიძე __ გუშინ მომივიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მარიანა ფომაევამ ქვაფენილზე სტიკერის დაკვრის გამო დამაჯარიმა 1000 ლარით – იმ მოტივით, რომ თითქოსდა დავამახინჯე ქალაქ ბათუმის იერსახე. მუხლი, რომლითაც „მოსამართლემ“ იხელმძღვანელა, არ ითვალისწინებს სტიკერის ქვაფენილზე დაკვრის აკრძალვას, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი თინეიჯერობის ასაკს ახლაგადაცილებული მოსამართლისთვის, შეესრულებინა მისივე და მისი კოლეგების მისამართით, რეჟიმისგან …

„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო …

„უბედური შემთხვევა“ მსხვერპლის ბრალია?! – „ოცნების“ პოლიტიკა ტრაგედიების დროს

„თანახმა არ იყვნენ და აქ წერტილი დავსვით – ამით ადამიანებს სწირავ სიკვდილისთვის,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი სალომე შუბლაძე. მას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიაზე, ავარიული სახლის ფასადის ჩამონგრევის შესახებ ვესაუბრეთ, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რას აჩვენებს, როცა ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერს აკეთებს? – მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში იმის გამო, …

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – იგი მკურნალობას თურქეთში აგრძელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და იქ აგრძელებს მკურნალობას. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კლინიკაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არის მამა დავით რიჟვაძე. 7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე. თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი …

„მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს რიჟვაძესთან“ – კობახიძე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „არავის არავითარი პრეტენზია არ აქვს“. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 10 ივლისს თქვა მედიასთან. „არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს… რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კანონიერი ქურდების მფარველობას, თუ არა ეს რა იყო… თქვენ ავრცელებდით ათას სამარცხვინო …

„მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა“ – ინტერვიუ

„თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, მისი ნაწილი ივანიშვილთან მიდის. მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ პოზიციების გასამყარებლად ერთი კლანი მეორეს ებრძვის“ – მოკლედ ასე აფასებს ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ბოლო დროს …

„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს? „თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც …

„თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მას თორნიკე რიჟვაძეზე ვესაუბრეთ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და შსს-ს ვერსიით,  თვითმკვლელობა სცადა. „ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება …

როგორ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა – პროკურატურის ვერსია

საქართველოს პროკურატურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანისადმი წარდგენილ ბრალდებაში წერს თავის ვერსიაზე, თუ როგორ სცადა, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსის ახვლედიანის სახლში. პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:10 საათიდან …

რას წერენ თორნიკე რიჟვაძეზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის წევრები – გამოხმაურება ფეისბუქზე

თორნიკე რიჟვაძის ამბავს აჭარის არალეგიტიმურ მთავრობაში არ იმჩნევენ. მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც ყოველდღიურად, ან დღეში რამდენჯერმე დებდნენ საქებარ და მაამებელ პოსტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ და თორნიკე რიჟვაძეს „ბატონ თავმჯდომარედ“ მოიხსენებდნენ, დღეს დუმილს არჩევენ. ან მას რამდენიმე სიტყვით გამოჯანმრთელებას უსურვებენ. თორნიკე რიჟვაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კლინიკაშია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მიყენებული მძიმე ჭრილობით …

„რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ასე მთავრდება“ – ნიკა გვარამია

„რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა. მიდით ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი. ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!“ – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე. ამავე სტატუსში ის მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ვანიკო თარხნიშვილს, რომელსაც გუშინ, 6 ივლისს, უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მსახიობი ამ თავდასხმას საპროტესტო სიმღერას – …

ყველაფერი რაც ხდება, რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესს ფეისბუქზე ეხმიანება. მისი შეფასებით ის რაც „ქართული ოცნების“ ირგვლივ ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა. „ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო“-წერს თამთა მიქელაძე. „როგორი ლინზით შეიძლება დავინახოთ, რაც ახლა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების …

Exit mobile version