„ოცნების“ დეპუტატმა თავისი 8 კომპანია შვილებს მიჰყიდა – ფასი საიდუმლოა

ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები შპს „ჯი აი კაპიტალს“ განვადებით მიჰყიდა. „ჯი აი კაპიტალი“ გიორგი ჭყონიას შვილების კომპანიაა. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს – მხარეები არ ასაჯაროებენ, რადგან კომერციულ საიდუმლოებად დატოვეს.თუმცა, დეპუტატს ამ ფასის დაფიქსირება წესით მაინც მოუწევს, როცა 2026 წლის ფინანსურ დეკლარაციას შეავსებს. ლია და თეა ჭყონიებმა 2026 წლის 22 …

მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

საქართველოში მოქმედი ბიზნესი არასაარჩევნო წელსაც არ წყვეტს სიმპათიისა და კმაყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოხატვას მმართველი პარტიის მიმართ. ბიზნესმენები აჭარიდან ისევ აქტიურობენ, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ყულაბა არასაარჩევნო წელსაც აჭარიდან ივსება, შემწირველებს შორის არიან მონდომებულები და უფრო მონდომებულებიც. 2026 წელს 5 თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიღო, ამდენს ოპოზიციური პარტიები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში …

„უნდათ მიაღწიონ თვითცენზურას… ეს შეუძლებელია“ – ინტერვიუ მიშა მშვილდაძესთან

„დავუშვათ, „ოცნების“ პრემიერს“ თუ არ იტყვის ჟურნალისტი და იტყვის, რომ „ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერია“ – მერე ირონია აიკრძალება?… ასე რომ, ეს სიმბოლური აქტია – კისრის მოგრეხის ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა მშვილდაძე, „ფორმულას“ დირექტორი. დღეს, 17 ივლისს, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. „ფორმულა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის ორჯერ …

„ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის ქურდობას ედავებიან და 10 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს

ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს …

3 დღე პარლამენტში ცემა-ტყეპიდან – დაკავებული არავინაა. მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს სილის გაწვნისთვის

3 დღე გავიდა, რაც „ოცნების“ დეპუტატები – ლაშა ტალახაძე [ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი], არჩილ გორდულაძე, გენო პეტრიაშვილი [მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი], ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ჯგუფურად თავს დაესხნენ მათსავე კოლეგას და სცემეს, მათ შორის მუშტები ურტყეს თავში. ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. არც ისაა ცნობილი, საერთოდ თუ აპირებს გამოძიებას. მაშინ, როცა …

მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი. ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა. მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ერთგვარ იარაღს,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პატიმრების რაოდენობის ზრდაზე. ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება იყო – 2025 წელს პატიმრების რაოდენობამ სამ დაწესებულებაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს, ანუ ციხეები გადავსებულია. „2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა [22,6%] …

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს. …

„ოცნების“ რომელი დეპუტატები და შემწირველები ფლობენ ავტოსადგომებს საბაჟო პუნქტებთან

„ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი, გიორგი ჭყონია და ვიქტორ ჯაფარიძე საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი ლიცენზირებულ  TIR PARK-ებს ფლობენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, დეპუტატი გიორგი ჭყონია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ფიგოილის“ 50% წილის მფლობელია. გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. შპს „ფიგოილთან“ დაკავშირებულმა პირებმა, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, …

დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29-მილიონიანი ტენდერი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ოცნებას“ მის კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მსხვილი თანხა შესწირეს. „წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან. შედეგად …

„პოლიტიკის გროსმაისტერი“ – კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ქებას ბრიფინგი მიუძღვნა

დღეს, 9 ივნისს, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგი მიუძღვნა. ირაკლი კობახიძემ 8 წუთი აქო ბიძინა ივანიშვილი „ერთპიროვნული მმართველობის“ ბრალდების გასაბათილებლად. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი …

„ოცნების“ ყოფილი მინისტრის დასაქმება იტალიაში – რა როლი ჰქონდა მას ევროპული კურსიდან გადახრაში

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომელმაც თანამდებობა გასულ წელს დატოვა, Italiana Petroli-ს დირექტორად დაინიშნა. ეს ინფორმაცია 14 მაისს გახდა ცნობილი. მანამდე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. Italiana Petroli (IP)-ს ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR ფლობს. კომპანიის სათავო ოფისი რომში მდებარეობს. SOCAR-მა კომპანიის დაახლოებით 99.8% წილი იტალიური ოჯახისგან, …

„მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“ – რა აჩვენა 26 მაისის აქციამ ოპოზიციას

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ. რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს. ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“  „თავისუფლების მოედნის“ …

„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ

„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. „ერთადერთი, რაც ახალი …

რატომ ამოწმებს „ოცნება“ სოცდაუცველებს, რომლებსაც „პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს“

სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია. „ოცნებამ“ ამ ბაზის გადამოწმება დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს. სწორედ ამით ახსნა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველი ოჯახების …

რის ფასებმა აღაფრთოვანა ფასების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი

სურსათის ფასების შემსწავლელმა კომისიამ, ფაქტობრივად, მუშაობა დაასრულა. დღეს, 13 მაისს, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა ამ კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. ის კომისიის მუშაობით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომისიამ „აკადემიური დასკვნა“ დადო და მომავალი რეფორმის პუნქტებიც გაწერა ამ დასკვნაში. „დახლზე რასაც მომხმარებელი ხედავს, ეს არ არის ქსელის ფასი, ეს იქმნება სამი კომპონენტისგან – ეს არის იმპორტიორი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და …

თანამდებობის პირების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აიღებენ – კანონპროექტი

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და …

„ოცნების“ პარლამენტარის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 10 მლნ ლარი მიიღო – TI

„ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი გამდიდრებას განაგრძობს. მისი შვილის კომპანიამ, სახელმწიფო ტენდერებით 10 მლნ ლარი მოიგო“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] კვლევაში, რომელიც დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს „ექსპერტ ჰაუსმა“ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10 446 411 ლარი მიიღო. „ამ …

164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში, ახლად დაგებული ქვაფენილი აყარეს და გრუნტი ქვაფენილის თავიდან დასაგებად მოამზადეს. კომპანია „ბონდი 2009“-მ, რომელიც ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ტროტუარი ოღროჩოღროდ დააგო. უსწორმასწორო ტროტუარის ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მერი ვარშანიძის ქუჩაზე მივიდა და თქვა, რომ „სამუშაოებს არ ჩაიბარებდა“. 20 აპრილს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა …

რას შეცვლის ივანიშვილი თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა, კონტრაგიტაცია…“ – უნგრეთში ავტორიტარიზმის პირობებში ჩატარებულ წარმატებულ არჩევნებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, უნგრეთის არჩევნების მთავარი მიღწევა ისაა, რომ ხალხმა არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ყველგან დაინახა, რომ ავტორიტარიზმის შემოტრიალება დემოკრატიისკენ შესაძლებელია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი მაინც ევროკავშირია: „ძალიან მნიშვნელოვანია, შენ …

„ამნეზია თუ დაგემართა, პიროვნება აღარ ხარ, ზუსტად ასევეა ერი“ – რატომ არ ახსენეს რუსეთი 9 აპრილის ახალ დაფაზე

„კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა,“ – გვიყვება რუსუდან კობახიძე, რომელსაც 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ვესაუბრეთ. საინფორმაციო დაფაზე 9 აპრილის აღწერის დროს ნახსენები არ არის „საბჭოთა რუსული არმია.“ საბჭოთა წარსულის მკვლევრის დაკვირვებით, „ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალების პროცესში გმირობის მაგალითი არ სჭირდება, თანაც, როცა …

რატომ ინახავენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ათასობით დოლარს სახლში – ფული „შავი დღისთვის“?

„ქართული ოცნების“ პარლამენტარები და მინისტრები ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს სახლებში ინახავენ. 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნაღდი ფულის გადანახვის რეკორდს ხსნიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მისი ძმისშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ვახტანგ თურნავა. მაგალითად, ნათია თურნავას 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მარტო ერთ წელიწადში 540 473 ლარი აქვს დაფიქსირებული გასავლის სახით. ამის ფონზე, …

„დაენარცხება, ვინც გაბედავს გლოვის სათავისოდ გამოყენებას“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„ვინც კი გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის სათავისოდ გამოყენებას, პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც, ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ წააგებს პოლიტიკურადაც“, – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი „ბათუმელებთან“. ამ დღეებში აშკარა იყო, პროპაგანდა პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს   ივანიშვილის ელექტორატად წარმოაჩენდა. ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს. ბატონო არმაზ, პროპაგანდა ამ დღეებში …

„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – არმაზ ახვლედიანი „ოცნების უნიკალურ შანსზე“

„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – წერს არმაზ ახვლედიანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი იმ უნიკალური შანსს განიხილავს, რაც შეიძლება გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად. „ახლა, ამ საყოველთაო მწუხარების ჟამს, მკაფიოდ შეიგრძნობა დაღონებული ხალხის ჩუმი, დიდი სურვილი, ამჯერად მაინც გავითვალისწინოთ პატრიარქის მუდმივი ზრუნვის, მთავარი დარდისა და ზოგჯერ უთქმელადაც …

ახალციხის ტბაზე „ოცნების“ შემწირველს მშენებლობის უფლება მისცეს – „კორპუსის ეზოდ გადაიქცევა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა. მან „ოცნებას“ 160 000 ლარი შეწირა. ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ გადაიქცევა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი „ქართული ოცნების” შემწირველები არიან. „იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. …

რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ქალების ჩაგვრის წახალისება? – „მიზანია მათ არ დარჩეთ ძალა პოლიტიკისთვის“

„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს. ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს… „ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ …

„პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანები დაისჯებიან“ – ინტერვიუ „არალეგიტიმურობის აღქმის“ ახალ კანონზე

„ეს მიუთითებს ადამიანის უფლებების მზარდ კრიზისზე, სადაც საკანონმდებლო კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი ხდება… როდესაც ვსაუბრობთ აღქმების საკითხზე, ეს უფრო მეტად აჩენს რისკს იმისა, რომ ამის მიზანი არის რეალურად გამოხატვის თავისუფლების სისხლისსამართლებრივი რეგულირება, რომ აი, განსხვავებულ აზრს ეშინოდეს იმისა, რომ ამ აზრის გამოხატვის შემდეგ მასზე შეიძლება სისხლის სამართლის რეპრესია განხორციელდეს,“ – მიიჩნევს თამარ ონიანი, „ახალგაზრდა იურისტთა …

„ხამენეის დატირება იგივეა, კობახიძე ამჯერადაც ჩასულიყო ირანში, მაგრამ ფრენები არ არის“ – ინტერვიუ

„თუ ვინმე „ოცნებას“ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის დღეს ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო არ აქვს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, საქართველოს …

ხელისუფლების ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – საიას შეფასება

„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ექსტრემიზმთან“ …

პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ხნის მანქანის შემოტანა აიკრძალება – “ოცნების” ახალი კანონი

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ქვეყანაში 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების შემოტანა აიკრძალება. „ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან. თუმცა, იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის პირველ აპრილამდე და ამ ავტომობილების ტრანსპორტირება დაიწყება პირველ აპრილამდე, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე, ეს ცვლილება …

„ხან ამერიკას ელაქუცებიან, ხან ირანს“ – ინტერვიუ

11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში. „მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს …

თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ- მინისტრის განცხადებით, თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“- განაცხადა კობახიძემ. ეს განცხადება მან დღეს, 9 თებერვალს გააკეთა. დღეს, 15:00 საათზე ირაკლი კობახიძეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება აღარ მოხდება. „გარდა ამისა, ერთი …

ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს

ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის კომპანია, შპს „იბერია სტარ გრუპი“ ქალაქის ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის დანგრევას აპირებს და იმ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს. მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა. ისტორიული ციხის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა. ისტორიული ციხის ადგილას კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტაბიძის …

როგორ შეეხება ევროპაში მყოფ ქართველებს, მათ შორის პაციენტებს, „ოცნების“ ახალი კანონი – ინტერვიუ

„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს …

ჯარისკაცის ხელფასი 195 ლარით გაიზარდა, ყაველაშვილის -1400 ლარით

2026 წელს ქართველი ჯარისკაცის ხელფასი 195 ლარით გაიზარდა 2025 წელთან შედარებით, „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის კი – 1400 ლარით. რიგითი ჯარისკაცის ხელფასი [წოდებრივი სარგო] საქართველოში 2025 წელს 1947 ლარი იყო და 2026 წელს გახდა – 2142 ლარი. არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ჯამაგირი კი თვეში უკვე 16 ათასია. 1400-1400 ლარით გაიზარდა წელს ასევე არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრის …

„ივანიშვილს არ უნდა მიიქციოს ტრამპის ყურადღება“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან 

„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ …

Exit mobile version