პროსამთავრობო მედია რიჟვაძის დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ ტექსტს -კომენტარი

იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე ეხმიანება პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც, ამ მედიების მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ. „მოკლედ, იმედი და პოს-ტვ იმას ამტკიცებენ, რომ სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ უცებ, მოულოდნელად მიაგნო მასპინძლის იარაღს და იქიდან გასროლით სცადა თვითმკვლელობა. ოღონდ, სანამ ამ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე წერილიც დაწერა, სადაც იარაღის …

„სისხლიანი გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ფეისბუქზე „სისხლიან გარჩევას“ უწოდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. „უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები – ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“ – წერს გიორგი გახარია. …

აუცილებელია ოპოზიციამ და საზოგადოებამ ილაპარაკოს ერთი ხმით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას. პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ …

„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს მანდატები შეუწყვიტა „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო“. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა გახარიას პარტიის ყველა წევრს: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ – …

„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი

იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. საუბარია კანონში გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების გასაჩივრების მექანიზმში ცვლილებასა და კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებაზე. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ იურისტის კომენტარს. „არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება. პირველის …

თუ ჯარიმას არ გადაიხდით, მეორე ჯერზე დაგაპატიმრებენ – „ოცნების“ მორიგი ინიციატივა პროტესტის წინააღმდეგ

„ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლებს. ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ ადამიანებთან მიმართებით. ცვლილებების მიღების შემდეგ, თუ აღნიშნული მუხლების დარღვევის მიზეზით დაჯარიმებული პირი შესაბამის ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის …

სასამართლო სხდომების გადაღება, ფაქტობრივად, აიკრძალა – „ოცნებამ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო. ცვლილებების შედეგად, იცვლება მოსამართლეთა დანიშვნის წესი და იზრდება მათი ხელფასები, იცვლება …

მოსამართლე: ამ კანონპროექტით მივიღებთ მოსამართლეებისთვის დაწესებულ უამრავ შეზღუდვას

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ ინიციირებულ ცვლილებებს კანონში საერთო სასამართლოების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით დაწესდება შეზღუდვები თავისუფალი მოსამართლეებისთვის. „გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა …

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით …

„ოცნება“ და მისი სატელიტი ისევ ევროკავშირის ელჩს ესხმიან თავს

დღეს, 23 ივნისს, „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ხალხის ძალის“ კრიტიკის სამიზნე ისევ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გახდა. „ხალხის ძალა“ ფეისბუქზე ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს „ბათუმელებთან“ და მას „ე.წ. ელჩი“ და „დიფ სთეითის აგენტი“ უწოდა. „საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა …

რა შემთხვევაში დაიჭერენ გახარიას? – ინტერვიუ

„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. გახარიაც და ხაზარაძეც ან უნდა დაითანხმოს ამ თამაშის წესებზე, თუ ვერ დაითანხმა, შეიძლება გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე კი იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს. ან რაღაც მეთოდებით აიძულოს რომ ქვეყნიდან წავიდეს“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა სტრატეგიით …

მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

18 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დებატები გაიმართა მზია ამაღლობელის საქმისა და ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ. ევროპარლამენტარებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. დებატებისას თითქმის ყველა მათგანი შეეხო მზია ამაღლობელის საქმეს. ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომისიის პოზიცია სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის ევროკომისარმა ეკატერინა ზაჰარიევამ გაახმიანა. …

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე. წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც …

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

სამი ცათამჯენის მშენებლობის ნებართვას თამარის დასახლებაში, სანაპიროზე მედეა ბოჭორიშვილის კომპანია ისევ ითხოვს. მანამდე, 2024 წელს, მას იმავე ნაკვეთის გვერდით სხვა სამი ცათამბჯენის განაშენიანების დეტალური გეგმა დაუმტკიცეს, რის შემდეგაც კომპანიის წილებიც გაასხვისა და მთავრობისგან შესყიდული მიწის ნაკვეთის ნახევარიც. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან „ოცნების“ ორი დეპუტატის ცათამბჯენების პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. …

2024 წელს ნინო წილოსანმა ნახევარმილიონამდე ლარი შვილებსა და მშობლებს აჩუქა – დეკლარაცია

2024 წელს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა შვილები სოლიდური თანხებით დაასაჩუქრა. როგორც ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, უფროსი შვილისთვის 15 820 [GBP]  – გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი ვაჟისთვის კი 46 850 USD – დოლარი უჩუქებია, მესამე შვილს კი, რომელიც მასთან ცხოვრობს, სწავლის გადასახადი – 15 646 ლარი გადაუხდა. სოლიდური საჩუქრის გარეშე არც მშობლები დატოვა – როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, 2024 …

„როცა ქუჩაში ჩემი პაციენტი ცემით მიჰყავთ… ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, თუნდაც თეთრი ხალათით“ – ექიმი ლაშა უჩავა

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა ფეისბუქზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ლაშა უჩავას ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს: „თქვენ ექიმები ხართ, თქვენი საქმე აკეთეთ!“ არ არსებობს პროფესია, რომელიც გავალდებულებს, ჩუმად იყო, როცა უყურებ უსამართლობას. როცა მშვიდობიან ახალგაზრდებს სცემენ, როცა უსამართლოდ ასამართლებენ და ციხეში სვამენ, როცა მედიას ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენ, როცა სამოქალაქო პროტესტს …

პატიმრობა შეუფარდეს ნიკა გვარამიასაც – აკავებენ ოპოზიციის მესამე ლიდერს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. სასამართლო პროცესს ნიკა გვარამია არ დასწრებია, სასამართლოში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან წავიდა. ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში …

“გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კრიტიკული შეხედულებების გავრცელება” – ISFED “ქართულ ოცნებას” მიმართავს

„სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული შეზღუდვა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, მრავალი წელია, ჩართულნი არიან შეურაცხმყოფელ და სიძულვილის კამპანიაში ხელისუფლების კრიტიკოსებისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო მოსამსახურეები უმეტესად პასუხს არ აგებენ სოციალური მედიით საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ ჩართვის გამო,“ – „სამართლიანი …

დევნა Facebook პოსტებისთვის – “ქართული ოცნება” ჟურნალისტებს და აქტივისტებს უჩივის

დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. სასამართლოში დაბარებულნი არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი; დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი; ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი; ვახო სანაია – ჟურნალისტი; ვიკა ბუკია – ჟურნალისტი; მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი; თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი; ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი; …

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – არგუმენტები

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კატეგორიულად ამბობს არას, ნაწილის პოზიცია კი ბუნდოვანია, თუმცა ამ ბუნდოვანებაში ჩანს, რომ შესაძლოა, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1919 წელს ჩატარდა. მეორედ კი 72 წლის შემდეგ, 1991 წელს. მას შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები …

ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან

„ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ“- ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. ნინო ზაუტაშვილს „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობაზე და იმ სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვაზე, რომლის მოსმენაც დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას. ნინო, როგორ შეაფასებთ „ქართულის ოცნების“ მცდელობას, უკარნახოს მედიას, ჟურნალისტებს, რა უნდა თქვან ეთერში და …

„ფინანსური ზეწოლის და შანტაჟის ახალი იარაღი“- მედიაკოლიცია მაუწყებლების კონტროლზე

დღეს, 6 ივნისს, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გაავრცელა და კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული მორიგი ცვლილებები, რომელიც მათი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს. „წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის. …

„ოცნებას“ მედიაში სიტყვების კონტროლიც უნდა – „მედიამ და საზოგადოებამ ერთმანეთს ხელი არ უნდა გაუშვას“

„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს. 3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ. „ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით …

„ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ სხვისი სიცოცხლის და უბედურების ფასად“ – ინტერვიუ

„ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა სისტემა“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. „ბათუმელები“ მას იმ მოსალოდნელ რეპრესიებზე ესაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ახალ რუსულ კანონს, …

„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ

„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის. რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა …

„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ყველა მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან… ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რეალურად როგორ უქმნის „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, …

„პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში გავხდებით მეორე ჩეჩნეთი, არავითარი ბელარუსი“ – აქტივისტები თელავიდან

როგორც ბევრ სხვა პატარა ქალაქში, თელავშიც უწყვეტი პროევროპული აქციები აქვთ მოქალაქეებს. მოთხოვნები აქაც იგივე და უცვლელია – გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. როგორ აქ აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, თელავში უწყვეტი პროტესტი 30 ნოემბრის ღამეს დაიწყო, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, როცა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს …

დაზვერვა სუს-თან ერთიანდება – „მსგავსი მოდელი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში“

„სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების მცდელობა“ – ასე უწოდებს ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა. ორგანიზაციის მიერ დღეს, 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში მიმოხილულია …

„ოცნების“ ახალი კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ანალიზს. აღნიშნული კანონი პირველი ივნისიდან შედის ძალაში. საია წერს: „2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება. ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება …

პაპუაშვილი გააღიზიანა გერმანიის ელჩის დასწრებამ მზია ამაღლობელის პროცესზე

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს. ამჯერად პაპუაშვილი უკმაყოფილოა, რომ პეტერ ფიშერი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ბათუმში და „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა პლაკატის ფონზე  – „თავისუფლება მზიას“. მცდარია პაპუაშვილის განცხადება, რომ „გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება“. პეტერ ფიშერთან …

„თუ იზიარებ პრინციპს – ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ თანმიმდევრულობაა საჭირო“ – ინტერვიუ

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ. როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. …

რიჟვაძე „ოცნების“ პოლიტსაბჭოში აღარაა – იგი თამაზაშვილით ჩაანაცვლეს

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც დღეს, 7 მაისს გაიმართა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განაახლეს. თორნიკე რიჟვაძე, რომელიც 6 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ხოლო ,,ოცნების” პოლიტსაბჭოს 2021 წლის იანვარში შეუერთდა, სულხან თამაზაშვილით ჩაანაცვლეს. სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა ამ პოსტზე, რომელმაც თანამდებობა 4 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსით დატოვა. დღესვე „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მმართველი …

როგორ იშოვეს მილიონები ადიგენის მერიასთან დაახლოებულმა პირებმა – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%)  პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ. „გამჭვირვალობის“ ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს. „ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი …

ოჯახები იგრძნობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების სიმძიმეს და არა „ოცნების“ მდიდარი წევრები – ინტერვიუ

იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პარტიულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა დგომაც ადასტურებს, პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად დასავლეთისგან სრული იზოლაცია აშინებს. „ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და …

რეჟიმის მიზანია ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა. „ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს …

დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს. ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა. დუგინმა ამის …

Exit mobile version