მთავარი,სიახლეები

თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა

04.09.2025
თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა

„ოცნების“ პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას დაუჭირეს მხარი.

თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში“.

„ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში სწორედ მდინარაძის ადგილის გათავისუფლების შემდეგ შევიდა თორნიკე ფაღავა. მამუკა მდინარაძემ „ოცნების“ პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც ის არალეგიტიმურმა მთავრობამ „სუსის“ უფროსად აირჩია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თორნიკე ფაღავა „ოცნების“ მერობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ „ოცნებამ“ გიორგი ცინცაძეზე შეაჩერა არჩევანი.

32 წლის თორნიკე ფაღავა პროფესიით იურისტია, საჯარო მმართველობის მაგისტრი. იგი 2025 წლის 5 აგვისტომდე ფლობდა წილებს ორ სამშენებლო კომპანიაში.

ამ თემაზე: „ოცნების“ ბათუმის მერობის სავარაუდო კანდიდატი 2 დღის წინ სამშენებლო კომპანიებში ფლობდა წილებს

თორნიკე ფაღავამ მიმდინარე წლის 25 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა. ეს დროში ემთხვევა აჭარაში ადგილობრივი მთავრობის ცვლილებას.

3 სექტემბერს თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას „ოცნების“ 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: