ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის დაბომბვით რუსეთი თავის მომხრეებსა და რუს ნაციონალისტებს „ამშვიდებს“, რუსული არმიის დაბალი მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობა კი სარდლობას არჩევანის წინაშე აყენებს – გააგრძელოს თუ არა შეტევები დონეცკის ოლქში. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ინფორმაციამ ახალმობილიზებულ და ცუდად მომზადებულ სამხედროებში პირველი მსხვერპლის შესახებ რუსულ საზოგადოებაში სამხედრო სარდლობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა …
Tag Archives: ომის კვლევის ინსტიტუტი
რუსებმა უკრაინაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინსტრუქტორები ჩაიყვანეს – ISW
რუსებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ირანელი სამხედროები ჩაიყვანეს, რათა რუს ჯარისკაცებს „შაჰედ 136-ების“ გამოყენება ასწავლონ – ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ISW-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ირანელი ინსტრუქტორების დაუდგენელი რაოდენობა ყირიმსა და ხერსონის ოლქში ჩაიყვანეს – მათ რუსებს ირანული დრონების, „შაჰედების“ გაშვება და კონტროლი …
სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის ოპერაციების „სირიიზაციას“ ვერ გამოიწვევს – ISW
ახალდანიშნული მეთაურის, სერგეი სუროვიკინის ომის წარმოების სტილი ვერ ახსნის 10-11 ოქტომბრის მასირებული სარაკეტო დარტყმების ტალღას და სავარაუდოდ, რუსეთის ოპერაციებში სერიოზულ ცვლილებებსაც ვერ გამოიწვევს – მიიჩნევენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის დაზვერვის ცნობებს ეყრდნობა, სარაკეტო დარტყმებს რუსეთი ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან ამზადებდა, ხოლო სუროვიკინი უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად 8 ოქტომბერს დაინიშნა. …
Continue reading “სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის ოპერაციების „სირიიზაციას“ ვერ გამოიწვევს – ISW”
უკრაინაზე სარაკეტო შეტევით პუტინმა ნაციონალისტებს ასიამოვნა – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, პუტინმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმით ომის მომხრე ნაციონალისტებს ასიამოვნა. ბელარუსში თავმოყრილ ძალებს კი კრემლი გამოიყენებს, რათა უკრაინის არმია კიევში შეაკავოს და მას ქვეყნის სხვა რაიონებში კონტრშეტევის ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების კონცენტრირება და 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ISW-ის უახლესი ანგარიშის მთავარი თემებია. რუსეთის ჯარებმა 10 …
Continue reading “უკრაინაზე სარაკეტო შეტევით პუტინმა ნაციონალისტებს ასიამოვნა – ISW”
რუსი ნაციონალისტები პირდაპირ პუტინის კრიტიკაზე გადავიდნენ – ISW
ყირიმის ხიდის აფეთქება, რუსეთის მარცხი ფრონტზე და „ნაწილობრივი მობილიზაცია“ – სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას აჩენს კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ; რუსეთში იზრდება ეჭვი, შეუძლია თუ არა პუტინს მიაღწიოს უკრაინის დაპირებულ „დენაციფიკაციას“; ისმის ბრალდებები სპეცსამსახურებისა და თავდაცვის უწყებისადმი – ამან კი შესაძლოა პუტინის რეჟიმი სერიოზულად შეარყიოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში …
Continue reading “რუსი ნაციონალისტები პირდაპირ პუტინის კრიტიკაზე გადავიდნენ – ISW”
კადიროვი და პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობენ – ISW
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ, ეცდებიან, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ დონეცკის ბრძოლებში და ამით რუსულ საინფორმაციო სივრცეში საკუთარი პოპულარობა და რეპუტაცია შეინარჩუნონ. ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის უახლოეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 6-7 ოქტომბერს რუსეთის ძალები თანდათანობით მიიწევდნენ წინ ბახმუტისა და ავდეევკის …
Continue reading “კადიროვი და პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობენ – ISW”
ირანული დრონები ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW
ირანული დრონები „შაჰედ 136-ები“ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს, რუსეთი მათ ძირითადად ტერორისთვის იყენებს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW), რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ ირანული დრონების გამოყენება ვერ აძლევს რუსეთს იმავე ეფექტს, რასაც „ჰაიმარსები“ – უკრაინელებს. „რუსები ნაკლებად მიმართავენ უპილოტო საფრენ აპარატებს ბრძოლის ველზე, ისინი ბევრ „შაჰედს“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ზურგის …
Continue reading “ირანული დრონები ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW”
უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია – ISW
უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ის ლუგანსკის ოლქში გრძელდება – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვითარებას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს მდინარეების – ოსკილისა და სივერსკი დონეცის სანაპიროებზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნება და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელთა წინსვლა ვერ შეაჩერეს. „ლუგანსკის ოლქის დასავლეთ …
Continue reading “უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია – ISW”
უკრაინა ხერსონში სერიოზულ წარმატებებს აღწევს – ISW
უკრაინის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ხერსონის ოლქში და ამავდროულად განაგრძობს წინსვლას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინელთა კონტრშეტევას. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე და აიძულეს რუსეთის ჯარები, ხერსონისკენ დაეხიათ. უკრაინის არმია ასევე განაგრძობდა წინსვლას მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთის …
Continue reading “უკრაინა ხერსონში სერიოზულ წარმატებებს აღწევს – ISW”
პუტინი ხარკოვსა და ლიმანში მარცხზე პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს – ISW
თავდაცვაში საკადრო ცვლილებებით ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რუსეთის ჯარების უკვე ძველ და მომავალ დანაკარგებზეც პასუხისმგებლობა სხვებზე გადაიტანოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დანიშნა – გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდ ჟურავლიოვი შეცვალა. ISW-ი მანამდე წერდა, რომ დასავლეთ ოლქის დანაყოფები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, …
ფრონტზე მარცხის გამო კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ – ISW
რუსეთის მარცხი ხარკოვსა და ლიმანში რუსული საინფორმაციო სივრცეს ცვლის, კრემლის პროპაგანდისტებმა სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყეს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). „რუსეთის მარცხმა ხარკოვის ოლქსა და ლიმანში, ამავე დროს კრემლის უუნარობამ ეფექტიანად და სამართლიანად ჩაეტარებინა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსულ საინფორმაციო სივრცეზე. კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და რუსი სამხედრო ბლოგერები ლიმანის დაკარგვას გლოვობენ …
Continue reading “ფრონტზე მარცხის გამო კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ – ISW”
უკრაინის არმია ლიმანს, სავარაუდოდ, შემდეგ 72 საათში დაიკავებს – ISW
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, დონეცკის ქალაქი ლიმანი მომდევნო 3 დღეში სრულად ალყაში მოაქციონ და დაიკავონ – ვარაუდობს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). უახლეს ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები ეყრდნობიან დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და რუსეთის სამხედრო კორესპონდენტებს, რომლებიც წერენ, რომ რუსეთი ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ლიმანს, თუმცა უკან დაიხიეს დრობიშევოსა და იამპოლის პოზიციებიდან. იამპოლის გათავისუფლება უკვე დაადასტურა …
Continue reading “უკრაინის არმია ლიმანს, სავარაუდოდ, შემდეგ 72 საათში დაიკავებს – ISW”
პუტინი პირდაპირ მუშაობს სამხედრო მეთაურებთან, რადგან თავდაცვას აღარ ენდობა – ISW
კრემლის ჩინოვნიკების ურთიერთსაპირისპირო განცხადებები და ბიუროკრატიული ხარვეზები მობილიზაციის პროცესში, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, გვერდი აუარა ქვეყნის თავდაცვის უწყებას და ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებები გასცა – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის ანალიტიკოსები ერთ-ერთ მაგალითად იხსენებენ დუმის სპიკერის განცხადებებს. ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჯერ განაცხადა, რომ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ, შემდეგ …
Continue reading “პუტინი პირდაპირ მუშაობს სამხედრო მეთაურებთან, რადგან თავდაცვას აღარ ენდობა – ISW”
შესაძლოა კრემლმა უკრაინაში ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ISW
რუსეთში მობილიზებულ რეზერვისტებს ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან; შესაძლოა, კრემლმა უკრაინაში შეჭრას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ასეთია აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის დასკვნები. 27 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა ე.წ. რეფერენდუმები ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ თითოეულ ოლქში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნას …
Continue reading “შესაძლოა კრემლმა უკრაინაში ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ISW”
რუსეთი ეცდება, უკრაინელები უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანოს – ISW
რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირება 1 ოქტომბრამდე ან ოქტომბრის პირველ რიცხვებშივე მოასწროს, რათა უკრაინის მოქალაქეების მობილიზაცია შეძლოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). სწორედ ამ დროს იწყება რუსეთში საშედგომო გაწვევა. „კრემლი, დიდი ალბათობით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოაქცევს რუსეთის გაწვევის ციკლში, ეცდება გააფართოვოს იძულებითი მობილიზაცია და უკრაინის მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ …
Continue reading “რუსეთი ეცდება, უკრაინელები უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანოს – ISW”
რუს რეზერვისტებს მომზადების დაბალი დონე და კიდევ უფრო დაბალი საბრძოლო განწყობა ექნებათ – ISW
რუსეთის პრეზიდენტს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, რათა რუსეთის მოსახლეობა ომისა და სამხედრო მობილიზაციისთვის მოემზადებინა – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთის მაღალჩინოსნები და კრემლის პროპაგანდისტები თავიდანვე დასცინოდნენ აზრს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა და ამას სამხედრო აგრესიის დაწყებამდე განაგრძობდნენ. პუტინი ჯიუტად ცდილობდა სამხედრო აგრესიისთვის არა ომი, არამედ „სპეციალური …
კრემლის მკაცრი მიდგომა მობილიზაციისადმი რუსეთში იწვევს აღშფოთებას და უნდობლობას – ISW
ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების განმარტებით, რუსეთის ხელისუფლების მკაცრი მიდგომა მობილიზაციისადმი აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება, მოჩვენებითი საბაბით, იძულების წესით იწვევს მოქალაქეებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ის არღვევს დანაპირებს, რომ წაიყვანს მხოლოდ სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, მობილიზაციის …
რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW
„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში, უახლოეს თვეებში ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის უახლოეს ანგარიში ნათქვამია, რომ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ მიუთითებს ბევრ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა და რომელთა გადაწყვეტასაც მოსკოვი სავარაუდოდ უახლოეს თვეებში ვერც მოახერხებს. „პუტინის ბრძანება „გაწვრთნილი“ რეზერვის მობილიზაციის შესახებ, იმ …
Continue reading “რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW”
პუტინი ეცდება უკრაინის კონტრშეტევა „რუსეთზე თავდასხმად“ წარმოაჩინოს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ცდილობს, რათა უკრაინის ბრძოლა თავისი მიწების გასათავისუფლებად, „რუსეთზე თავდასხმად“ გამოაცხადოს. 20 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთთან შეერთების მოთხოვნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას 23-27 სექტემბერს გეგმავენ. ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი აპირებს გააყალბოს ამ ფიქტიური რეფერენდუმების შედეგები, მოახდინოს …
Continue reading “პუტინი ეცდება უკრაინის კონტრშეტევა „რუსეთზე თავდასხმად“ წარმოაჩინოს – ISW”
კრემლის გავლენიან პირებში პანიკაა უკრაინელთა კონტრშეტევების გამო – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევები კიდევ უფრო აქვეითებს რუსეთის არმიის ისედაც დაბალ მორალურ განწყობას და კრემლის გავლენიან პირებში პანიკას იწვევს. ISW-ის მკვლევრებს ამის დასტურად მოჰყავთ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „კანონმდებელთა“ მოწოდება „მთავრობისადმი“, დროულად ჩაატარონ „რეფერენდუმები“ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით და ამ მოწოდების მხარდაჭერა კრემლის პროპაგანდისტებისგან. „საკითხის ასეთი გადაწყვეტა შეუსაბამოა. რუსეთის ძალები …
Continue reading “კრემლის გავლენიან პირებში პანიკაა უკრაინელთა კონტრშეტევების გამო – ISW”
უახლოეს კვირებში უკრაინამ შესაძლოა ხერსონის დასავლეთ ნაწილი დაიბრუნოს – ISW
ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევა ძლიერდება, რუსები მის შენელებას ცდილობენ და უკეთ დაცულ პოზიციებზე იხევენ – ასე აფასებს ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე, გარკვეულ მონაკვეთებზე, მარცხი განიცადეს დაუკომპლექტებელმა რუსულმა დანაყოფებმა, რამაც უკრაინის დამცველებს წინსვლის შესაძლებლობა მისცა. ISW-ის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ უკრაინელთა უწყვეტი დარტყმები დნეპრის …
Continue reading “უახლოეს კვირებში უკრაინამ შესაძლოა ხერსონის დასავლეთ ნაწილი დაიბრუნოს – ISW”
რუსეთის რეგიონები „თვითმობილიზაციისკენ“ მოწოდებას უერთდებიან – ISW
აშშ-ის ომის ინტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ადმინისტრაციები „თვითმობილიზაციის“ შესახებ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მოწოდების გარშემო ერთიანდებიან და მოხალისეთა ბატალიონებს ქმნიან. როგორც ISW-ის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 16 სექტემბერს ვლადივოსტოკის მერიამ დაადასტურა, რომ 25-დან 63-წლამდე კაცებს, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, ქალაქის ადმინისტრაცია წერილებს უგზავნის და ქვეყნის სამხედრო საარმიო რეზერვში ან მოხალისეთა დანაყოფ „ტიგრში“ ჩაწერას სთავაზობს. „ვლადივოსტოკის შემთხვევა …
Continue reading “რუსეთის რეგიონები „თვითმობილიზაციისკენ“ მოწოდებას უერთდებიან – ISW”
ხარკოვში მარცხმა რუსეთს ფარული მობილიზაციის დაწყება აიძულა – ISW
უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევისა და ხარკოვში რუსეთის ძალების მარცხის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ფარულ მობილიზაციას აძლიერებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა აზრითაც, რუსეთის არმიას ძალიან გაუჭირდება თავდაცვის პოზიციების შენარჩუნება, თუკი უკრაინელი მებრძოლები აღმოსავლეთისკენ წინსვლას გააგრძელებენ. „კრემლი ხარკოვის ოლქში დამარცხებას ფარული მობილიზაციის გაძლიერებით პასუხობს და კვლავ თავიდან იცილებს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას,“ – წერენ ექსპერტები …
Continue reading “ხარკოვში მარცხმა რუსეთს ფარული მობილიზაციის დაწყება აიძულა – ISW”
რუსეთი უკრაინაში 4 ჩეჩნური ბატალიონის გაგზავნას გეგმავს – ISW
„ვაგნერის“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახე ხდება – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) და მიუთითებს, რომ ომში პატიმრების გაგზავნით, პრიგოჟინი იყენებს „სტალინის“ მეთოდს, რომლითაც საშუალებას აძლევს კრემლს, არ გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია. „კრემლის სამხედრო ბლოგერები მუდმივად ხაზს უსვამენ პრიგოჟინის წარმატებებს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ პრიგოჟინმა უნდა შეცვალოს …
Continue reading “რუსეთი უკრაინაში 4 ჩეჩნური ბატალიონის გაგზავნას გეგმავს – ISW”
მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა. „2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში. კრემლის ოფიციალური პირები და მედია-პროპაგანდისტები …
Continue reading “მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW”
პრორუსულმა ძალებმა ხერსონის მნიშვნელოვანი ოპერატიული პუნქტი დატოვეს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პრორუსულმა ძალებმა დატოვეს კისელევკა – ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტი ხერსონის ოლქში. „რუსეთის პოზიციების სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კისელევკაში, ხერსონიდან 15 კილომეტრში, რუსული საბრძოლო მანქანები მოწინავე პოზიციებიდან გაიყვანეს, რაც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა კისელევკა დატოვეს და მდინარე დნეპრისკენ დაიხიეს უკან,“ – წერს ISW. როგორც …
Continue reading “პრორუსულმა ძალებმა ხერსონის მნიშვნელოვანი ოპერატიული პუნქტი დატოვეს – ISW”
უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW
უკრაინამ ომის მიმდინარეობაში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს: გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება. ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები უკრაინის შესახებ ახალ ანგარიშში. „უკრაინის ხელისუფლება …
Continue reading “უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW”
მომდევნო 72 საათში უკრაინელები კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამ დღეში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ. „უკრაინის ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის შედეგად, 8 სექტემბერს, კიდევ 20 კილომეტრით შევიდნენ სიღრმეში კუპიანსკისკენ. უკრაინის არმია, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში დაიკავებს კუპიანსკს და ამით მთლიანად ვერ გაწყვეტს, მაგრამ სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის სახმელეთო კავშირებს იზიუმთან,“ – …
Continue reading “მომდევნო 72 საათში უკრაინელები კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ – ISW”
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრით წაიწიეს წინ და ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. „უკრაინის არმიამ ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით წარმატებული კონტრშეტევისთვის მოხერხებულად გამოიყენა რუსეთის ძალების გადაჯგუფების პროცესი და ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი,“ – აღნიშნავენ ექსპერტები. ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებებმა აიძულა რუსეთის არმია სამხრეთზე კონცენტრირებულიყო, …
Continue reading “უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა – ISW”
აესს-ის ანგარიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პუტინმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ანგარიში ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, მინსკის შეთანხმების მსგავსი ახალი პროცესის დასაწყებად გამოიყენოს. „ვლადიმერ პუტინმა შეიძლება საკუთარი არმიის ქმედებებით გამოწვეული შიშებით ისარგებლოს, რათა აიძულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და საერთაშორისო საზოგადოება, აღიარონ რუსეთის უფლება ზაესის ექსპლუატაციაში მონაწილეობაზე, რაც მას შეუძლია წარმოაჩინოს, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის …
რუსეთის არმიამ უკრაინაში მარტის შემდეგ დანიის ზომის ტერიტორია დაკარგა – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მარტის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინაში იმაზე დიდი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე მთელი დანიაა და ბოლო 40 დღეში იმაზე ნაკლები დაიბრუნა, ვიდრე ანდორას ფართობია. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერგეი შოიგუს გუშინდელი განცხადება, თითქოს რუსეთი „სპეცოპერაციის“ ტემპს განზრახ ანელებს, სწორედ ამ წარუმატებლობის გამო თავის მართლებას ჰგავს. „მას მერე, რაც ერთგვარი პაუზის შემდეგ, 16 …
Continue reading “რუსეთის არმიამ უკრაინაში მარტის შემდეგ დანიის ზომის ტერიტორია დაკარგა – ISW”
უახლოეს თვეებში რუსეთი ახალ ტერიტორიებს სავარაუდოდ ვეღარ დაიკავებს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის პროგნოზით, უახლოეს თვეებში რუსეთი ვერ შეძლებს ერთი რომელიმე შეტევითი ოპერაციისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფას და მეტი ტერიტორიის დაკავებას. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში დაკარგა საბრძოლო იმპულსი, რომელიც ივლისის ბოლოს მოიპოვა. ISW-ის შეფასებით, რუსეთი ვერ ახერხებს, ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო მიღწეული ტაქტიკური წარმატება ოპერაციულ წარმატებად აქციოს, რაც რუსეთის არმიის ფუნდამენტური …
Continue reading “უახლოეს თვეებში რუსეთი ახალ ტერიტორიებს სავარაუდოდ ვეღარ დაიკავებს – ISW”
რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ფეიკ თავდასხმას ამზადებს, რათა უკრაინას დააბრალოს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი სავარაუდოდ ქმნის საინფორმაციო საფუძველს ე.წ. False-flag ოპერაციისთვის*, რათა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაცია უკრაინულ მხარეს დააბრალოს. გუშინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დღეს, 19 აგვისტოს, უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციისთვის ემზადება, რათა ბირთვულ კატასტროფაში შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს. „ამავე დროს, „როსატომმა“ 19 აგვისტო მოულოდნელად დასვენების დღედ გამოაცხადა ზაპოროჟიეს სადგურზე მყოფი თანამშრომლებისთვის. …
ყირიმზე დარტყმა არ დაარღვევს უკრაინის შეთანხმებას პარტნიორებთან, რადგან ყირიმი უკრაინაა – ISW
პუტინის გეგმები უცვლელი რჩება: მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას კიევში და კონტროლქვეშ მოაქციოს უკრაინის უდიდესი ნაწილი – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ კრემლი თავისი რეალური გეგმების შენიღბვას ცდილობს. ISW-ი წერს, რომ 15 აგვისტოს, „არმია 2022-ის“ ფორუმზე, ომზე ლაპარაკისას პუტინს არ უხსენებია უკრაინის დანარჩენი ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა. მან თავისი გამოსვლა …
განხეთქილება რუსულ ძალებში, ლუგანსკელი სამხედროები დონეცკში ბრძოლაზე უარს ამბობენ – ISW
აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებში განხეთქილებაზე საუბრობს. ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის სახალხო არმიის წევრები დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობენ. ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობიან. კადრში ჩანს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი. მათი მეთაური კითხულობს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი დონეცკის ოლქის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ …
ომის კვლევის ინსტიტუტი ფრონტზე რუსეთის ძირითად მიმართულებებს ასახელებს
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ასახელებს რუსული არმიის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებზეც ახლა ყველაზე აქტიური ბრძოლები მიდის. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ბრძოლები გრძელდება შემდეგ მიმართულებებზე: ქალაქი ხარკოვი და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იზიუმ-სლოვიანსკის ხაზზე; სივერსკ-ლისიჩანსკის რაიონი; ბახმუტი; ავდეევკა-დონეცკის რაიონი და უკრაინის სამხრეთი. ISW-ის ცნობით, ძალთა ასეთი გადანაწილება მიუთითებს, რომ კრემლი თავისი ჯარებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს ბახმუტს და …
Continue reading “ომის კვლევის ინსტიტუტი ფრონტზე რუსეთის ძირითად მიმართულებებს ასახელებს”