აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე და 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ISW-ი ციტირებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც გამოცემა Politico-ს დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატების დასკვნით, ოლენოვკაში თავდასხმის უკან კიევი არ დგას და არც მიყენებული ზიანი მეტყველებს „ჰაიმარსის“ გამოყენებაზე. თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ კოლონიას უკრაინულმა მხარემ „ჰაიმარსის“ ამერიკული სისტემით დაარტყა …
Tag Archives: ომის კვლევის ინსტიტუტი
დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW
ვიზუალური მტკიცებულება უფრო მეტად უკრაინელთა ვერსიას ამყარებს, ვიდრე რუსებისას. კოლონიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ასახული ზიანი არ შეესაბამება იმ შესაძლო ზიანს, რომელიც „ჰაიმარსის“ დარტყმას შეიძლებოდა გამოეწვია – ასეთ შეფასებას აქვეყნებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ოლენოვკაზე საარტილერიო თავდასხმის შემდეგ. თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მომხდარის დამოუკიდებლად შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ. „კრემლის მიერ დაფინანსებულმა …
Continue reading “დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW”
რუსეთი ხარკოვზე ხელახალი შეტევისთვის ემზადება – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინტიტუტის ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთმა შესაძლოა ხარკოვზე შეტევა განაახლოს. ინსტიტუტის უახლეს რელიზში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ძალები ამისთვის შესაბამის პირობებს იქმნიან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაყოფები, დიდი ალბათობით, ცდილობენ, ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიღწეული უმნიშვნელო წარმატებები შეინარჩუნონ, რის გამოც, შესაძლოა, მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახდეს სივერსკზე შეტევა. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავების შემდეგ, მათ ქალაქის მიმართულებით …
Continue reading “რუსეთი ხარკოვზე ხელახალი შეტევისთვის ემზადება – ISW”
რუსეთს რეფერენდუმამდე უკრაინის მეტი ტერიტორიის დაპყრობა სურს – ISW
რუსეთი ცდილობს, შემოდგომაზე დაგეგმილ რეფერენდუმამდე, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, თუმცა საეჭვოა, რომ რუსეთის ძალებმა, ამ ვადამდე მოახერხონ დამატებითი რაიონების დაკავება – წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი. ინსტიტუტის მკვლევრები იხსენებენ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ რუსეთი დონეცკის მთელ ოლქზე კონტროლის მოპოვებას აგვისტოს ბოლომდე გეგმავს. ოკუპირებულ ხერსონში რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას, კრემლი სექტემბრის …
Continue reading “რუსეთს რეფერენდუმამდე უკრაინის მეტი ტერიტორიის დაპყრობა სურს – ISW”
რუსები ხერსონსა და ზაპოროჟიეში უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადებიან – ISW
ამ ორ ოლქში, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციებს იმაგრებენ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას ელოდებიან. პარალელურად, უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხელისუფლება ადმინისტრაციული კონტროლის გამყარებას ცდილობს. ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთმა ბოლო დღეების განმავლობაში, მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწია ბახმუტის სამხრეთით, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია შეძლებს ამ მიღწევის გამოყენებას და ქალაქზე სრულ კონტროლს მოიპოვებს. …
Continue reading “რუსები ხერსონსა და ზაპოროჟიეში უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადებიან – ISW”
რუსეთი თავის ძალებს სივერსკისა და ბახმუტისკენ მიმართავს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ომის მიმდინარე ეტაპზე, რუსეთი სლოვიანსკზე მეტად პრიორიტეტს სივერსკისა და ბახმუტის დაკავებას მიანიჭებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ამგვარი გეგმის არსებობას ადასტურებს სერგეი შოიგუს შეხვედრა „აღმოსავლეთის“ სარდლობის მეთაურთან, გენერალ ლეიტენანტ რუსტამ მურადოვთან. შეხვედრა გუშინ 18 ივლისს შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ რუსტამ მურადოვს უკრაინის შორსმოქმედი სისტემების განადგურება დაავალა. როგორც …
Continue reading “რუსეთი თავის ძალებს სივერსკისა და ბახმუტისკენ მიმართავს – ISW”