მთავარი,სიახლეები

რუსეთის რეგიონები „თვითმობილიზაციისკენ“ მოწოდებას უერთდებიან – ISW

17.09.2022
რუსეთის რეგიონები „თვითმობილიზაციისკენ“ მოწოდებას უერთდებიან – ISW

აშშ-ის ომის ინტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ადმინისტრაციები „თვითმობილიზაციის“ შესახებ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მოწოდების გარშემო ერთიანდებიან და მოხალისეთა ბატალიონებს ქმნიან.

როგორც ISW-ის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 16 სექტემბერს ვლადივოსტოკის მერიამ დაადასტურა, რომ 25-დან 63-წლამდე კაცებს, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, ქალაქის ადმინისტრაცია წერილებს უგზავნის და ქვეყნის სამხედრო საარმიო რეზერვში ან მოხალისეთა დანაყოფ „ტიგრში“ ჩაწერას სთავაზობს.

„ვლადივოსტოკის შემთხვევა მიუთითებს, რომ რუსეთის მუნიციპალური ხელმძღვანელობა შეიძლება განიცდიდეს ზეწოლას ფედერალური ხელისუფლებისგან, რათა გარკვეული რაოდენობის „მოხალისეთა ბატალიონები“ შექმნას,” – წერს ISW.

ანალიტიკოსების ცნობით, სხვა ადგილობრივმა ლიდერებმაც დაუჭირეს მხარი კადიროვის მოწოდებას და ახალი ბატალიონების შესახებ გამოაცხადეს:

კიროვის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ სოკოლოვის თქმით, ოლქმა შექმნა  თავისი მეორე ბატალიონი, სახელად „შირონინი“, ხოლო მისი პირველი მოხალისეთა ბატალიონი „ვიატკა“ უკვე უკრაინაში იბრძვის.

მოხალისეთა მოწვევის შესახებ გააკეთა განცხადება ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმაც. სერგეი აქსენოვმა 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყირიმი მოხალისეთა მოსაზიდად სამუშაოებს ააქტიურებს.

მაგადანისა და კემეროვის ოლქების გუბერნატორებმა ფინანსური დახმარება აღუთქვეს მოხალისეთა ბატალიონებს და იგივესკენ მოუწოდეს სხვა რეგიონებსაც.

„თვითმობილიზაციას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ვორონეჟის, ჩუვაშის, ბაშკირეთის ოლქების ხელმძღვანელებმაც და დასძინეს, რომ დაახლოებით 1000 მოხალისე თითოეული ოლქიდან უკვე ჩართულია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.“

თავად კადიროვმა 16 სექტემბერს გამოცხადა, რომ მისი ჩეჩნური ბატალიონები „ახმადი“ „ვოსტოკი“ და „ზაპადი“ დონბასში არიან. დასძინა, რომ ჩეჩნეთში კიდევ ერთი დანაყოფი შეიქმნა, „ახმად 1“, რომელშიც კბილებამდე შეიარაღებული 2 000 სამხედროა და პირობა დადო, რომ ეს ჩეჩნების ბოლო რაზმი არ იქნება.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხებისა და წამების საკნების აღმოჩენა ადასტურებს ISW-ის ადრინდელ შეფასებას, რომ ბუჩის სისასტიკე არა ცალკეული შემთხვევა, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არმიის ტრადიციული ქცევის მაგალითი იყო.
  • უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 17-20 სექტემბრის პერიოდში, რუსეთი უკრაინისთვის დაბრალების მიზნით პროვოკაციას გეგმავს.
  • უკრაინის ძალებმა 16 სექტემბერს მთლიანად დაიკავეს ქალაქი კუპიანსკი და განაგრძობენ შეტევას მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით.
  • უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, „ჰაიმარსით“ დაარტყა რუსეთის შტაბებს ხერსონში და ოლქის სამ ზონაში სახმელეთო მანევრებს განაგრძობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: