მთავარი,სიახლეები

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა – ISW

08.09.2022 • 1233
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით  20 კილომეტრით წაიწიეს წინ და ხარკოვის ოლქში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.

„უკრაინის არმიამ ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით წარმატებული კონტრშეტევისთვის მოხერხებულად გამოიყენა რუსეთის ძალების გადაჯგუფების პროცესი და ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი,“ – აღნიშნავენ ექსპერტები.

ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებებმა აიძულა რუსეთის არმია სამხრეთზე კონცენტრირებულიყო, ამან კი საშუალება მისცა უკრაინის ძალებს იზიუმის რაიონში ადგილობრივი, თუმცა ძალიან ეფექტიანი კონტრშეტევა დაეწყოთ.

ინსტიტუტის უახლესი ანგარიშის თანახმად, ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქში, უკრაინის ძალები კვლავაც ურტყამენ რუსეთის ლოგისტიკურ წერტილებს – სატრანსპორტო ქსელებს, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალების საწყობებს.

ISW-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ სავარაუდო თარიღად 4 ნოემბერი დაასახელეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: