ნეტგაზეთი • RU

ბათუმში მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, 11 აგვისტოს მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, კაცი კერძო, მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა. იგი აღნიშნულ მშენებლობაზე მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.