ვინ აშენებს ცათამბჯენებს ფიროსმანის ქუჩაზე და რას აპროტესტებს მოსახლეობა

ბათუმის მერის ყოფილი მოადგილის, ხელვაჩაურის საკრებულოს  წევრისა და კიდევ სხვა პირების კომპანია, შპს „ცენტრალ სითი ლაინი“,  ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #8- ის მიმდებარედ, ცათამბჯენს აშენებს. შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ დირექტორი და 38 პროცენტის მფლობელი ზურაბ ბერიძეა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი. კომპანიის 38 პროცენტს გიორგი ზოიძე ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი შპს „უან პროჯექტის“ საკუთრებაა, რომლის 50-5- პროცენტსაც ხელვაჩაურის …

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში …

„გაუსაძლისი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ“ – 7 მლნ ლარი კორპუსებში კანალიზაციის გარეშე

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ. „აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს. ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის …

ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“

სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ. ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა. ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის …

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უკვე მოამზადა და მერიას ჩააბარა, ქალაქში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას. ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციის იმ ნაწილში, სადაც მიმოხილულია „საცხოვრებლის …

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

სამი ცათამჯენის მშენებლობის ნებართვას თამარის დასახლებაში, სანაპიროზე მედეა ბოჭორიშვილის კომპანია ისევ ითხოვს. მანამდე, 2024 წელს, მას იმავე ნაკვეთის გვერდით სხვა სამი ცათამბჯენის განაშენიანების დეტალური გეგმა დაუმტკიცეს, რის შემდეგაც კომპანიის წილებიც გაასხვისა და მთავრობისგან შესყიდული მიწის ნაკვეთის ნახევარიც. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან „ოცნების“ ორი დეპუტატის ცათამბჯენების პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. …

„მშენებლობიდან ქვა დამეცა, აქ პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია“ – რას ითხოვენ ბათუმის პატარა ეზოში

„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“. ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს …

მშენებლობის ფასი წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საშუალოდ 5.1 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის განმარტებით მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება …

„გვეშინია, სახლი ირყევა“ – როცა ბავშვები სამშენებლო მოედანზე ცხოვრობენ

ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს, სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში კი ოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. სამუშაოების შედეგად ავარიული სახლი პერიოდულად ირყევა, აქ მცხოვრებები გვიყვებიან, რომ სახლის რყევით გამოწვეულ რეაქციას ბავშვებთან არ გამოხატავენ …

„ქაოსური კი არა, ქოცური განაშენიანებაა. ჰაერი გაყიდულია“ – ფოტოამბები ახალი ბულვარიდან

„ქაოსური კი არა, ეს არის ქოცური განაშენიანება“ – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის, ახალი ბულვარის გასწვრივ არსებულ განაშენიანებაზე ვკითხეთ. მასთან მეზობლების თხოვნით მივედით – „იგერაა, ჩვენი დომკომი და იმას კითხე, ყველაფერი იცისო.“ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ერთი ფრაზით შეაფასა არსებული ვითარება და კატეგორიულად მოგვთხოვა აღარ გაგვეგრძელებინა საუბარი – „არ მცალია, …

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბინას იყიდით

მოქალაქეები, რომლებმაც ბინა ბათუმში მშენებლობის ეტაპზე იყიდეს, უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი დღემდე ვერ ირეგისტრირებს საკუთრებას სხვადასხვა მიზეზით, მეტწილად კი მაშინ, როცა მშენებელ კომპანიას წილები დაყადაღებული, ქონება კი იპოთეკით დატვირთული აქვს, ან კომპანიის არაკეთილსინდისიერმა მესაკუთრემ ერთი ბინა რამდენჯერმე გაასხვისა, კომპანიამ კორპუსის სახურავი ვერ მოაწყო, ან სათანადოდ ვერ მოაწყო და კორპუსში წყალი ჩადის, ლიფტი დამონტაჟებული …

ჩაუბარებელ კორპუსებზე არც მშენებელი და არც მერია პასუხს არ აგებს – ეს მესაკუთრის პრობლემა იქნება

მერია ბათუმში ასობით ჩაუბარებელ კორპუსზე პასუხისმგებლობას იხსნის. პასუხისმგებლობას იხსნიან ამ კორპუსების მშენებელი კომპანიებიც, რადგან მათგან უმეტესობამ ბინები ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე გაყიდა. მსგავს კორპუსებში თუ რამე პრობლემა გაჩნდება, მერიაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ კერძო ტერიტორიის პრობლემებს ვერ განიხილავენ და მოქალაქეებს მშენებელ კომპანიასთან ამისამართებენ. ბათუმში იპოვით ისეთ კორპუსებსაც, სადაც მესაკუთრეები უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა დღემდე კომპანიის …

„2022 წელს უნდა ჩაებარებინათ, სახლი მალე ავარიული იქნება“ – ბათუმში მშენებელ კომპანიას უჩივიან

ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს. ნახეთ ვიდეო:  ამავე თემაზე:  „სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს. „პერიოდულად გამოჩნდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ. შემდეგ ისევ ჩერდებიან. დირექტორი ყოველ ჯერზე გვპირდება, რომ 2 თვეში დაასრულებს, თუმცა უშედეგოდ. კორპუსში წყალი ჩამოდის, სახურავიც კი არ არის დასრულებული, სახლი ცუდ მდგომარეობაშია, …

2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია სამშენებლო ნებართვა 2 მლნ 591 ათასი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2358 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს წინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია. სამაგიეროდ ნებართვები ითვალისწინებს 2 მილიონ 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტების მასშტაბები იზრდება. მასშტაბებთან, ასევე სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებით ტენდენცია …

ბათუმში ახალი ბინების 40 %-ს უცხოელები ყიდულობენ, გაყიდვები 12%-ით გაიზარდა – „კოლიერსი“

2025 წლის მარტისთვის ბათუმში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით – კვ.მეტრზე 1149 აშშ დოლარამდე გაიზარდა. გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა გაყიდვებიც. 12%-ით არის გაზრდილი ახალაშენებული ბინების გაყიდვები, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა. უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები საკონსულტაციო კომპანია …

ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ადგილზე „გუმბათი“კომპლექსის აშენებას გეგმავს

ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, #39/41/41ბ/43-ში. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აქ 150 მეტრი სიმაღლის, 33-სართულიან შენობას ააშენებენ. პროექტი შვიდ საკადასტრო ერთეულს მოიცავს, მათ შორის 6 შპს „გუმბათი დაუნთაუნმა“ უკვე გამოისყიდა. ერთი კი, ყველაზე დიდი ზომის ნაკვეთი, 4097 კვ.მეტრი, ჯერ ისევ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკუთრებაა. …

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია გონიოში კოტეჯების ნაცვლად კორპუსებს ააშენებს – ცვლილება პროექტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა. გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, …

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა განადგურდა – მთავრობის გულგრილობა და არა სტიქია

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა. დიდი ალბათობით მიზეზად მთავრობა სტიქიას დაასახელებს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სახლი მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილობის მსხვერპლია. ე.წ. დამწვარი სახლის გადარჩენაზე აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში ბევრი ილაპარაკეს, გადარჩენის ოპერაციის დაგეგმვას 10-ზე მეტი წელი მოანდომეს, მცდელობებიც ჰქონდათ თითქოს, თუმცა უშედეგოდ, სახლი ჩამოინგრა. …

ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში. კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება. ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი …

ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

დაბა ჩაქვში 5727 კვ.მეტრი ფართობი ზღვაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის გასხვისებას საიჯარო წესით გეგმავენ. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ბრძანებით ირკვევა, რომ დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ, ზღვის გასხვისება მიწის ნაკვეთად, 15 წლის ვადით, 2024 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს. რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ …

„ორბი“ მწვანე კონცხზე ოთხი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას ითხოვს

„ოცნების“ შემწირველების კომპანია, შპს „ავენიუ ბაი ორბი“ მწვანე კონცხზე, ზღვასთან ახლოს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. კომპანია ქანობიან ტერიტორიაზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით კორპუსები 2 კომპლექსში იქნება გაერთიანებული და 41-42 სართულიანები იქნება. გარდა ამისა იგივე ნაკვეთზე კომპანიას 10 კოტეჯის მშენებლობა სურს. „ორბი“  ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ზოიძე და დირექტორი ირაკლი …

ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა

აქაც კუნძულს აშენებენ? – ეს კითხვა „ბათუმელებს“ მკითხველმა გამოუგზავნა, თანდართული ფოტოთი, რომელზეც ბათუმის საბაგიროსთან მიმდინარე სამუშაოებია ასახული. საბაგიროსთან, სანაპიროს გასწვრივ არსებულ ვიწრო და მოგრძო ადგილზე რესტორნის მშენებლობას რომ იწყებდნენ, ამაზე „ბათუმელებმა“ 2024 წლის 24 აგვისტოს დაწერა, შენობის რენდერიც გამოვაქვეყნეთ. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ, მის მასშტაბთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები ისევ გაუჩნდა, არაერთი შეტყობინება მივიღეთ. მეტი ინფორმაციისთვის …

„ორბის“ ახალ პროექტს ბათუმის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს – 5 კორპუსი ზღვასთან ახლოს

შპს „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ზღვასთან ახლოს კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპლექსის პროექტი ხუთ შენობას აერთიანებს – ერთი პედესტალით გაერთიანებული ა, ბ, გ და ცალკე მდგომი გ და ე კორპუსები. ეს გეგმა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 25 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შენობები, აეროპორტთან …

კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

საქმე ისე მიდის, ბეტონის კედელი გონიო – კვარიათის სანაპიროსაც ისევე ჩამოეფარება, როგორც ბათუმის სანაპიროს. როგორც ამბობენ „თუ უკვე არ ჩამოეფარა“. კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს მშენებლობას ამჯერად შპს „ლიცი“ გეგმავს. კომპანიამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა. საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და  …

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე  დახარჯული 119 მილიონი და პროექტი, რომელიც არავის უნახავს

ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე შენობები ხარაჩოებში ჩასვეს და სამშენებლო ბადე შემოავლეს. ხელოსნების ინფორმაციით, აქ ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ვერც ამ საქმეში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე იპოვით რაიმე სახის ინფორმაციას, პროექტს ან ესკიზებს მაინც. არავინ გრძნობს ვალდებულებას მოქალაქეებს აუხსნას, რა ხდება ბათუმის ისტორიულ ნაწილში. ქალაქში, სადაც ძეგლების …

საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე რესტორანს ააშენებენ. ორსართულიანი შენობის პროექტი მერიამ შეითანხმა და 6 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებაც გამოსცა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიას 15-წლიანი იჯარით აქვს გასხვისებული. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით: „პროექტი ითვალისწინებს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ბათუმის საბაგიროს მიმდებარედ, კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, საპარკინგე სივრცეს 26 ავტომობილზე …

2 უკანონო მშენებლობის ამბავი, ერთი „მიწასთან გაასწორეს“, მეორემ ნებართვა მიიღო – რა ხდება მერიებში

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობა აპატიეს და ნებართვაც მისცეს. ქობულეთის პარკში კი, საკუთარ ნაკვეთზე შპს „გრინ პარკ ქობულეთს“ სამსართულიანი კარკასის უნებართვოდ წამოჭიმვა აცალეს, შემდეგ კი დაუშალეს – „მიწასთან გაასწორეს“. ამ ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. რა …

ბათუმის მერიას უნდა ამ ქალაქიდან წავიდეთ – მოქალაქების შიში და პროტესტი მშენებლობის გამო

ბათუმში, თავდადებულის 48 -ში შპს „სეივ ბილდინგი“ 25 სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილის მომზადება უკვე დაიწყო. სამშენებლო ნაკვეთის გვერდით, #50-ში, მრავალბინიან სახლში მცხოვრები ოჯახები მშენებელ  კომპანიას სამეზობლო მიჯნის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ კომპანიამ ადგილის მიტაცების მიზნით მოშალა ბეტონის კედელი, რომელიც თავდადებულის #40-ში მდებარე 15 სართულიან კორპუსსა და #48-ში მდებარე დასახლების ეზოებს …

სად გადადის ბათუმის ავტოსადგური? – „500 ადამიანი მარტო სავაჭრო ობიექტებში ვართ“ | ვიდეო

„ჩვენ ვრჩებით უმუშევარი, სასწაული ფასებია ქალაქში, სად უნდა გადავიდეთ?“ – კითხულობს თამაზ ძირკვაძე, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობს. აქ უკვე ყველამ იცის, ავტოსადგურის ადგილზე ორი ცათამბჯენი რომ შენდება. ბათუმის ცენტრში ძველი და მოუწესრიგებელი ავტოსადგური დიდი ხანია პრობლემაა. ამ პრობლემაში ახლა ის იცვლება, რომ ავტოსადგური აღარ იქნება და მის ნაცვლად ორ ცათამბჯენს აჭარის მთავრობის …

სახლი ზღვის ხედით, წყლის გარეშე და აყროლებული პარკინგით – 1კვმ 1000 დოლარად

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ელიავას ქუჩის #49 ა- ში დაუსრულებელ კორპუსში ბინების მფლობელები მშენებელ კომპანიას, შპს „ეიჩ გრუპ ბათუმს“ უჩივიან და აცხადებენ, რომ კომპანია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს, შედეგად კი ახალაშენებული კორპუსი, შესაძლოა, მალე ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდეს. მესაკუთრეების ინფორმაციით, რომლებმაც ბინები მშენებარე კორპუსში შეიძინეს, კომპანიამ მშენებლობა არ დაასრულა. მათივე ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც კარკასის მიწისქვეშა …

რამ დააბინძურა ზღვა ბათუმში – კადრები, რომელიც მოქალაქემ გადაიღო

„არ ვიცი, რა ჩადიოდა ზღვაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მშენებლობის პროცესში რეცხვის დროს გამოყენებული წყალია,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბოლქვაძე, რომელმაც გუშინ, 18 ივლისის დილით, ბათუმის პლაჟზე ზღვის დაბინძურების ფოტოები გადაიღო. ზურაბ ბოლქვაძის თქმით, ის ბათუმის სანაპიროზე კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე სასტუმროს „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ზღვას სანიაღვრე არხი უერთდება. გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურში …

რა გამოწვევები ახლავს პარლამენტარების ოჯახების 54-სართულიანი ცათამბჯენების პროექტს ბათუმში 

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ორი პარლამენტარის კომპანიის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა [გდგ] საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მშენებლობის ნებართვამდე ერთი ნაბიჯი რჩება. გდგ-ს მიხედვით პროექტი ზღვის სანაპიროზე სამი 54-სართულიანი, 180 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მიწის ნაკვეთი „სიტი გაიდმა“ იყიდა, შემდეგ კი ამ კომპანიის წილები პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანიამ შპს „იბერკომპანიმ“ და კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის …

„ვოქსის“ გვერდით 30-სართულიან კორპუსს რუსეთ-საქართველოს მოქალაქე აშენებს

ბათუმში, „ვოქსის“ შენობის მიმდებარედ, ანგისის ქუჩის 4 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე, კიდევ ერთი ცათამბჯენი უნდა ააშენონ. 30-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას აქ შპს „ემ ბილდინგ ბათუმი“ გეგმავს, რომლის მესაკუთრე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. საპროექტო ტერიტორიისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 12 ივლისს დაამტკიცა. განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ-ს] პროექტის მიხედვით, კომპლექსის შენობა 30 სართულიანი იქნება, რომლის „სივრცითი გადაწყვეტის …

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის მფლობელი სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. ახალი ამბავი აღარ არის და ბათუმში დიდი ხანია იციან, რომ თანამდებობიდან წასულები მშენებლებად გვევლინებიან, სამშენებლო კომპანიების დირექტორები ან არქიტექტორები ხდებიან.  მათ შორის რამდენიმე პირად საუბრებში არც იმას მალავს, რომ …

„ბათუმი ცენტრალთან“ მერია კიდევ ერთი 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავს

ბათუმის შემოსასვლელი ადრე დილიდან გვიან ღამემდე პრაქტიკულად ჩაკეტილია და აქ ავტომანქანით გადაადგილება რთულია. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 6 საათიდან 9-მდე და ხან უფრო გვიანაც, საცობი ქალაქის შემოსასვლელის მთელ პერიმეტრზეა. googlemap-ის მონაცემებით დღეს, 8 ივლისს, თამარის დასახლებაში მთელი დღის გამავლობაში საცობი იყო. და ეს ხდება ახლა, როცა ამ უბანში დაგეგმილი რამდენიმე პროექტი ჯერ …

Exit mobile version