ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა – „დაფიონი“ თვითმმართველობის არჩევნებზე

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ პარტია „ლელოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხმაურება. „დაფიონი“ ფეისბუქზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში თვითმმართველობის არცევნებში მონაწილეობა ღალატია. „ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ” გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება! ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის! …

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

საქმე ისე მიდის, 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტს მოქმედი საკრებულო დაამტკიცებს, ანუ ის საკრებულო, რომელიც ძირითადად ყველაფერს ამტკიცებდა, რასაც მერია ითხოვდა. უარი თითქმის არ გვახსენდება, თუმცა იყო ასეთი შემთხვევებიც – თითებზე ჩამოსათვლელი. მათ შორის, ერთ-ერთია ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროგრამა, რომელიც საკრებულომ 2018 წელს უარგუმენტოდ ჩააგდო, შემდეგ კი არ მოუკითხია, რა ბედი ეწია ამ პროგრამას …

ბათუმში საარჩევნო უბანზე ცესკოს გაყალბებული აკრედიტაციები აღმოჩნდა [ვიდეო]

„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა. აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა …

რამდენს ხარჯავს „ოცნება“ კოორდინატორებზე ოფიციალურად და არაოფიციალურად

კოორდინატორები და აგიტატორები „ოცნების“ სასარგებლოდ  არჩევნებამდე ორი თვით ადრე იწყებენ მუშაობას. მმართველ პარტიას ყველა თემის თითოეულ სოფელში მინიმუმ ერთი კოორდინატორი და ერთი აგიტატორი ჰყავს. მათი ხელფასი, როგორც თავად გვითხრეს, წელს თვეში 200 ლარია. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე კი – 150, ჯამში 300 ლარი გადაუხადეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი პარტიების მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2 აგვისტოდან 12 …

რამდენი ხმა მიიღო რიჩარდ ოგბუნუჯუმ თბილისის მერობის არჩევნებში

ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ ამომრჩეველთა ხმების 0.61 პროცენტი მიიღო [2903 ხმა]. ეს არჩევნების წინასწარი შედეგია. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ნიგერიიდანაა, იბოს ტომის მეფე. ის ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. არინზე პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იყო. ცესკოს მონაცემებით, თბილისში 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო და მეორე ტური გაიმართება. „ქართული …

„ოცნება“ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობაში ვეღარ იქნება – წინასწარი მონაცემები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 166 (43.16%) ხმა მიიღო. „ქართული ოცნების“ პროპორციულმა ხმებმა 20 577 (40.06%) შეადგინა. კიდევ ერთი პარტია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში შევა 5 463 (10.64%) ხმით, არის „გახარია საქართველოსთვის“. შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საკრებულოს პროპორციულ სიით 14 წევრს შეიყვანს, „ქართული ოცნება“ …

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას  ექნება. ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ 16 წევრი შედის [12 პარტიული სიიდან და 4 მაჟორიტარი], ხოლო ოპოზიციიდან 19. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიიდან საკრებულოში შედის: ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი] როსტომ ხალვაში [ექიმი] ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] ზურაბ …

4 მუნიციპალიტეტს „ოცნების“ მერი ეყოლება, ორში მეორე ტური ჩატარდება – არჩევნები აჭარაში

2021 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გვაჩვენებს, რომ ამომრჩევლის განწყობა „მმართველი პარტიის“ მიმართ მკვეთრად შეიცვალა და გვაჩვენებს იმასაც, რომ საკრებულოებში პოლიტიკური გადანაწილების ახალი მოცემულობის გათვალისწინებით პროცესი ბევრი კონტექსტით იქნება საინტერესო. მონაცემები საბოლოო არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ციფრები მკვეთრად აღარ შეიცვლება. ამიტომაც განსაკუთრებით საინტერესოა როგორ იმუშავებს ბათუმის 35-წევრიანი საკრებულო, სადაც ოპოზიციას 19 წევრი ეყოლება. ამ …

სააკაშვილი არ არის და არც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – პაპუაშვილი

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასე მიესალმა – „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში ყოფნაზე, არ შეესაბაამება რეალობას. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანია არ აქვს და „დეზინფორმაცია არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი“. „ამით მათ …

ბათუმის რომელ ქუჩებზე იყო სააკაშვილი ვიდეოს მიხედვით – მიშას მარშრუტი

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება. რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ …

მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი

დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს. „რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან. როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის …

„წინა არჩევნებზე ოპოზიციამ 45 ათასი ხმა მიიღო, „ოცნებამ“ 32 ათასი“ – რა გათვლები აქვს კალოიანს 

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება. ამაზე ოპოზიციური ერთობა უკვე შეთანხმებულია. როგორ ხედავს თავის მომავალს პოლიტიკაში ცნობილი ექიმი და რამდენად შეძლებს იყოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, ამ თემაზე  ის „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ მედიცინაში, ხართ „ნიუ-ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. რატომ გაგიჩნდათ …

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

„დავიტოვებ ჩემთვის, არ გიპასუხებთ სად ვმუშაობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შადიმან შერვაშიძე. ის საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთ-ერთი პირია, ვინც „ქართული ოცნების“ ე.წ. კარდაკარის სიაში ვიპოვეთ “საჯარო მოხელეების” ჩამონათვალში. შადიმან შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის  „ოცნების“ სასარგებლოდ მართლაც მუშაობს და ამომრჩევლებს ხვდება. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ე.წ. კარდაკარის სიები დღეს, 29 სექტემბერს, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის …

ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]

უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. სამივე მათგანს ვთხოვეთ, რომ ამ კითხვაზე გაეცა მოკლე პასუხი – „კი“ ან „არა“. სამივე მათგანმა პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზა აირჩია. რედაქცია: ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა? – გთხოვთ მიპასუხოთ კი ან არა. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – …

ბათუმი დაღუპული ქალაქია – საკრებულოს წევრობის კანდიდატი „ლელოდან”

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. მათგან ერთ-ერთი, შორენა ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. სიაში ის რიგით მეცხრეა. შორენა ჩიქოვანი „ბათუმელებთან” თვითმმართველობებისა და ამხანაგობების ურთიერთობებზე, ქალაქის სამშენებლო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე საუბრობს. რა ბიუროკრატიულ ხარვეზებს ხედავთ თვითმმართველობაში, რაც სისტემის მუშაობას აფერხებს? მოდით, ამხანაგობების მიმართულებით ვისაუბრებ, რადგან ესაა ჩემი კომპეტენცია. ინფორმირებულები უნდა იყვნენ …

ბიზნესმენები და მათი შვილები „ოცნების“ სიებში – ვის სურს საკრებულოებში მოხვედრა

არავისთვისაა ახალი, რომ პარტიების და ძირითადად მაინც მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიზნესმენების სახელებსა და გვარებსაც აღმოვაჩენთ ხოლმე.  მათგან უმეტესობას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლების დიდი გამოცდილება აქვს, ისინი იღებენ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან, თავად კი მმართველი პარტიის შემწირველები და მხარდამჭერები არიან. პრაქტიკის მიხედვით, ბიზნესიდან მოსულები დიდი აქტიურობით არც მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გამოირჩევიან და არც საკრებულოებში. ისინი, ძირითადად, …

„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ. „რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი …

როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება. „კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი …

ვის მისცემ ხმას, როცა არჩევნების წინ ბინას გაძლევენ

ბათუმის მერია ცხრა წლის განმავლობაში გაწელილი „იაფი სახლის“ პროგრამის პირველი ეტაპის ფინალში გავიდა და ეს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ათი დღით ადრე მოახერხა. 21 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „იაფ სახლში“ ბინა 40 ოჯახს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ გადასცეს. 40-მა მესაკუთრემ  მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, …

სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის – ენმ-ს ქალი კანდიდატი ხულოში

შორენა შავაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერია ხულოში. ორი წლის წინ ბათუმი მიატოვა და სოფელ დიდაჭარაში დაბრუნდა. რა შეიცვალა სოფელში დაბრუნების შემდეგ როგორც მის, ასევე სოფლად მცხოვრები სხვა ქალებისთვის და რატომ უნდა იყოს უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში. ქალბატონო შორენა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკური აქტიურობა და რას შეცვლით საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში ხულოში? 37 წლის …

სანაპირო არ ჩაიხერგება შენობებით – ქობულეთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან

ბონდო თედორაძე გაერთიანებული ოპოზიციის ქობულეთის მერობის კანდიდატია. მას იცნობენ როგორც ერთ-ერთ ხმაურიან ოპოზიციონერს. ორი მოწვევის ქობულეთის საკრებულოს წევრია, აქტიურობდა სხდომებზე, არ აკლდებოდა საპროტესტო აქციებს და კონკრეტულ საკითხებს სოციალური ქსელითაც ეხმაურებოდა. რა მოუტანა ამ ყველაფერმა ამომრჩეველს, ხმაურში ხომ არ დაიკარგა საკითხების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა? – საინტერესოა ისიც, მხოლოდ ზეპირი კრიტიკით შემოიფარგლებოდა, თუ  დარეგისტრირებული ინიციატივებიც აქვს, მით …

რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი)  ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. …

„ოცნებამ“ მომიძულა – გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში

ჯუმბერ ბერიძე პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. ის 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეც კი იყო. ამბობს, რომ „ოცნების“ ერთგული იყო ბოლომდე, თუმცა არ დაუფასეს. რას აპირებს მერობის შემთხვევაში და როგორია მისი საარჩევნო გეგმები – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ჯუმბერ, როგორც ვიცით, 2015 წელს თქვენ იყავით საკრებულოს თავმჯდომარე, რას საქმიანობდით ამის შემდეგ? …

როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან

„დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, როცა მას ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რატომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ქონება თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს და შემოსავლებიც ხულოს ბიუჯეტში შევიდეს? ინტერვიუს დროს ვახტანგ ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ დისკომფორტს არ განიცდის მუნიციპალური ქონების გადაცემით, თუმცა ამავე ინტერვიუდან …

ვის ეკუთვნის ბათუმის ქონება და მისი გაყიდვით მიღებული ფული – კანდიდატების ხედვა

ბათუმის მერიასა და საკრებულოში საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, როცა აჭარის მთავრობა მუნიციპალურ ქონებას მისი გასხვისების მიზნით ითხოვს და პირობებსაც თავად ადგენს. ხშირად ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი სწორედ აჭარის ბიუჯეტში შედის, მუნიციპალიტეტს ისღა დარჩენია გასხვისებულ ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი შეითანხმოს. მსგავსი საკითხების განხილვისას, ბოლო წლებში, საკრებულოს უმრავლესობას განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენია. ოპოზიციონერი წევრების სიმცირე კი საკრებულოში გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან …

ვარდმანიძე და ანზორ ბოლქვაძე სკამზე დამდგარი უკრავდნენ სააკაშვილს ტაშს – კანდიდატი ხელვაჩაურში

მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურს მერობის კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან. ბოლქვაძემ ხელვაჩაურის საკრებულო სამი თვის წინ პროტესტით ნიშნად დატოვა, რადგან ამბობს, რომ დღეს თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელი არ არის. ის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციიდან რეგიონში, ვისაც უკვე ჩამოუხიეს 6 საარჩევნო ბანერი. როგორ ხედავს ხელვაჩაურის განვითარებას და რას ჰპირდება ამომრჩეველს, ამ თემაზე საუბრობს ის „ბათუმელებთან“. ბატონო მიშა, როგორ წარმოგიდგენიათ ხელვაჩაური თქვენი …

კოსტუმიან ბიძებს არ მოაქვთ ცვლილებები – სტუდენტი შუახევიდან საკრებულოში შესვლას აპირებს

2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 წლის თედო თავდგირიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. თედო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. რატომ გადაწყვიტა მეოთხე კურსის სტუდენტმა საკრებულოში მოხვედრა, რა აუცილებელი ცვლილებებია გასატარებელი მუნიციპალიტეტში მისი დაკვირვებით და რა ძალისხმევაა საჭირო ამ ცვლილებებისთვის? – თედო თავდგირიძე ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. თედო, რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოში გეყარათ …

ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე

პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს. კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში? პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის …

ვინ იბრძვის ბათუმის მერობისთვის და საკრებულოში მოსახვედრად

ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალდასრულებული ან მიმდინარე პროექტები ის ძირითადი საკითხებია, რაზეც „ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებზე საუბრობს. „განსაკუთრებული პერიოდია ჩვენი ქალაქის ისტორიაში, უნდა გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები. გავაგრძელოთ რეკრეაცია…“ – მიმართავს არჩილ ჩიქოვანი ამომრჩეველს და „დაწყებულის გასაგრძელებლად“ მხარდაჭერას ითხოვს. ბოლო ერთი წელია, რაც ის მერის მოვალეობას ასრულებს, ოფიციალურად კი ვიცე-მერია და კანდიდატობის გამო გადადგომას …

ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები მხარდაჭერას – ენმ-ის ახალი სახე თავის გამოუცდელობაზე

თეკლე კავაზაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიაში მესამე ნომერია. ამ დრომდე საჯარო სექტორში არ უმუშავია. ამბობს, რომ თავის თეორიულ ცოდნას გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსებს და ასე შეძლებს ეფექტურად იმუშაოს ქალაქისთვის. როგორ შეძლებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდისგან საკუთარი მოსაზრებების დაცვას, თუ გარკვეულ საკითხებში პარტიის ხედვებს არ გაიზიარებს? ამ და სხვა თემებზე „ბათუმელების“ კითხვებს თეკლე კავაზაშვილი …

„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი

ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, ყოფილი ფეხბურთელი ასლან ბალაძე შესაძლოა ბათუმის საკრებულოს წევრი გახდეს. ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორ წარმოუდგენია საკრებულოში მუშაობა და იქნება თუ არა კრიტიკული განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში? – ამ საკითხებზე ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ასლან, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წახვიდეთ. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია? სიახლეები ყოველთვის კარგია …

„კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან“ – რა პრეტენზიები აქვს ღარიბაშვილს გახარიასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამეგრელოში ყოფინისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ისევ „სახელმწიფოს და გუნდის მოღალატე“ უწოდა. „კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წელს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ – …

რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ 

ცნობილი ქირურგი კახა ქაშიბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობა და როგორ ხედავს ის ბათუმის მომავალს. გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქაშიბაძესთან.  ბატონო კახა, თქვენ ხართ ენმ-ს სიის პირველი ნომერი. ეს იმას …

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში

პარტიამ „გირჩი მეტი თავისუფლება“ დღეს, 18 აგვისტოს,  ბათუმში ის ადამიანები წარადგინა, ვინც ამ პარტიის სახელით აჭარის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე იბრძოლებენ. პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ამომრჩეველს ბათუმის მერობის კანდიდატად  გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა. გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და …

საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო 

„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში საჩივარი ორმა ორგანიზაციამ შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და საია ცალ-ცალკე ასაჩივრებენ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს. „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი „ბათუმელებმა“ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში საკუთარი ავტომობილით სკამები მიიტანა. ბათუმის #79-ე  საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი ციალა შავაძე …

გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს იძულებით ატოვებინებენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იძულებულია ბათუმში ცოტა ხნის წინ გახსნილი ოფისი დატოვოს: „მივმართავთ მოქალაქეებს, რომ თუ ვინმე აქირავებს ოფისს, დავინტერესდებით.“ ირაკლი მიქელაძის თქმით, გახარიას პარტიამ ტელეკომპანია „იმედში“ გასული სიუჟეტით შეიტყო, რომ შენობის მესაკუთრე მათგან ოფისის დაცლას ითხოვდა. პარტიას მეპატრონესთან უშუალო კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ირაკლი …

Exit mobile version