„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ბათუმის მერობის ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს კანდიდატი უნდა იყოს უპარტიო და ყველასთვის მისაღები. ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო მამუკა, განიხილავთ ოპოზიცია მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას, მაგალითად ბათუმში? თბილისში ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და დიდი სურვილი მაქვს, რომ ბათუმშიც მივაღწიოთ …
Tag Archives: თვითმმართველობის არჩევნები 2017
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე იქნება
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნება“ პარტიის პროპორციული სიის პირველ ნომერს სულიკო თებიძეს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია, „ბათუმლებს“ თავად სულიკო თებიძემ დაუდასტურა. სულიკო თებიძე აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა 2012 წლიდან. 2008-2011 წლებში კი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 2008 წლამდეც. ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე იქნება”
საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადმინისტრაციული სარჩელი ბათუმის საოლქო კომისიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საია ასაჩივრებდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც საიას უარი უთხრეს საარჩევნო დარღვევებზე მომზადებული 6 საჩივრის განხილვაზე. ოლქმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუყონებლივ უნდა წარმოდგენილიყო და არა დარღვევის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მართებულად მიიჩნია საოლქო კომისიის მიდგომა. მისი თქმით, რთულია იმის …
Continue reading “საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები”
როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …
Continue reading “როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას”
შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები
შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%, დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში – ამირან …
Continue reading “შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები”
ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქედის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ანუ 2017 წლის ქედის მოწვევის საკრებულოს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ეყოლება. „ოცნების“ კანდიდატების მიერ მიღებული ხმები: დაბის თემში, კარლო თურმანიძე – 52,16%, ზვარეში – ამირან დევაძე – 52, 52%, წონიარისში – სილოვან ბერიძე – 50, …
Continue reading “ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები”
ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხულო 13 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებულ ხმათა უმრავლესობით აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. 13 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ცხრა მაჟორიტარულ ოლქში – აგარა, დიდაჭარა, დიოკნისი, ვაშლოვანი, რიყეთი, საციხური, ფუშრუკაული, ღორჯომი და ხიხაძირი – ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ხოლო დაბა ხულოს, სხალთისა და თხილვანის თემებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს. 2017 წლის მოწვევის …
Continue reading “ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს”
ბათუმის ახალ საკრებულოში ათივე მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იქნება – წინასწარი შედეგები
ბათუმის საკრებულოს არჩევნებში, 21 ოქტომბერს, წინასწარი შედეგების მიხედვით, ათივე მაჟორიტარულ ოლქში, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. „ოცნების“ კანდიდატების მიერ, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული ხმები [ცესკოს წინასწარი მონაცემები]: ოლქი N71.01 – თამაზ სალუქვაძე – 51,3%, 2553 ხმა; ოლქი N71.02 – გოჩა მგელაძე – 56,57%, 2662 ხმა; ოლქი N71.03 – ნატალია ზოიძე – 54,65%, 2715 …
Continue reading “ბათუმის ახალ საკრებულოში ათივე მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იქნება – წინასწარი შედეგები”
როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე
ქობულეთის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძეს ამ დრომდე არ მოუსმენია კომპეტენტური მოსაზრება მრავალწლოვანი ხეების გადარგვის გამო ციხისძირის ეკოსისტემის დაზიანების თუ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. არც იმ სამშენებლო პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთა პარამეტრები დადგენილ რეგულაციებს გასცდა – კიდევ რა არ იცის ან იცის მერობის კანდიდატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქობულეთში ტურიზმის ბუმს შექმნის? – …
Continue reading “როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე”
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში
ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით იურისტი, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხულოში. ხულოს საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კვოტით შევიდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაგუნდელები გამოეყო და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოში“ გადავიდა. 2000-2002 წლებში ის კურორტ ბეშუმის იურისტად, ხოლო 2010-2013 წლებში დიაკონიძეების თემში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ბატონო ნუგზარ, რატომ გაემიჯნეთ …
Continue reading “„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში”
„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]
სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე. აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა: აქციის მონაწილე: რატომ …
Continue reading “„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]”
გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს?
ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს. ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს …
Continue reading “გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? “
კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა
დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება რა ფულით …
Continue reading “კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა”
ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …
Continue reading “ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა”
„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძეა. იგი განათლებით იურისტია, მუშაობდა იურიდიულ დეპარტამენტებში – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში; ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“. მიმდინარე წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული …
Continue reading “„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში”
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი შუახევში: გავხსნით სოფლის კლუბებს, დავაგებთ გზებს
მირზა თურმანიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია შუახევის მუნიციპალიტეტში. ამ პარტიაში გაწევრიანებამდე, ის 2004 წლიდან უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს კი შუახევის საკრებულოს წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა მაკარაძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. 2008 წლიდან გამგებლის მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2011 წელს აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. 2012 წლის …
„ოცნების“ მერობის კანდიდატი ქედაში: რეორგანიზაციის და დათხოვნის წინასწარი ხედვა არ მაქვს
ქედაში მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან გორგილაძეა. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგედ, „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორად და სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ლევან გორგილაძე ქედის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა. მმართველი …
„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს
ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას? – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს. ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება? ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას …
Continue reading “„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს”
ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის განთავსება. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა. …
Continue reading “ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა”
აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017
პოლიტიკურ აგიტაციად შეფასდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის სპეციალისტის, თამარ დიასამიძის მიერ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა, სადაც ჩანდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თამარ დიასამიძე შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეს, რადგან ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის …
Continue reading “აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017”
ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა
ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრიდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოუიწურა. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას: „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [საარჩევნო ნომერი 10] „ევროპული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 2] „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41] „ერთიანი ნაციონალური …
Continue reading “ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა”
„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხულოს საკრებულოში
ხულოში, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის ათეულში, მოქმედი საკრებულოს სამი წევრი ჩაწერეს. სია ასე გამოიყურება: თამაზ აბაშიძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ბესიკ ბაუჩაძე – ხულოს მოქმედი გამგებელი ნარგიზ დეკანაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ნოდარ მიქელაძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ნიკა წულუკიძე იზოლდა სურმანიძე – გამგებლის წარმომადგენელი სხალთის თემში რომან ქედელიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ირაკლი ბოლქვაძე …
Continue reading “„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხულოს საკრებულოში”
„ქართული ოცნების“ სიის ათეული ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს პროპორციული სია დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდმარის, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, სიის ათეული ასე გამოიყურება: სულიკო თებიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მიქელაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნერიმან ცინცაძე – ექიმი ლაშა სირაბიძე- მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ბესარიონ გოგოტიშვილი – „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დიმიტრი ჭეიშვილი – …
Continue reading “„ქართული ოცნების“ სიის ათეული ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017”
ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე
გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა. საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე …
Continue reading “ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე”
„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში წელს სულ სამი პირველკლასელი ჰყავთ. ამ ბავშვების პედაგოგმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბავშვები მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სამიდან ორი ბავშვის მშობელი სხეფის სკოლაში მუშაობს. მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვს სახელისუფლო პარტიის დროშა სკოლაში სახლიდან არ მიუტანია. მალხაზი სხეფის საბაზო სკოლაში …
Continue reading “„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ”
„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი
14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარუდგინა და მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა. ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე. ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები: დაბა ქედა – კარლო თურმანიძე; მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე; მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე; ზვარე …
Continue reading “„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი”
პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა
დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერს მაჟორიტარები არ დაუსახელებია, უცნობია ასევე „ოცნების“ პროპორციული სია ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც მას ვერ წარადგენენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტიაში ჯერჯერობით ვერც სიაზე შეთანხმდნენ და ვერც …
Continue reading “პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა”
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ
ელგუჯა გოგმაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგმაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. …
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება
„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი -ავტ] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა. ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო …
Continue reading “„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება”
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში
„ბათუმელების“ ინფორმაციით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში”
აჭარაში ოლქებმა საუბნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩიეს
ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო უბნებზე მათ მიერ დასანიშნი ექვსწევრიანი ჯგუფი დააკომპლექტეს. ქედის #80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, ქედის საარჩევნო ოლქმა 31-ვე უბანზე კომისიის ექვსი წევრი შეარჩია, ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე კომისიის წევრების შერჩევას ობიექტურად აფასებს. „ყველა უბანზე ექვსზე მეტი განაცხადი იყო შემოსული, კომისიის წევრების …
Continue reading “აჭარაში ოლქებმა საუბნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩიეს”
არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე
ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 …
Continue reading “არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე”
დამოუკიდებელი კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში – თვითმმართველობის არჩევნები 2017
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან ოთხი დიოკნისის, ერთი – დაბის და ერთიც თხილვანის მაჟორიტარული ოლქიდან. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, უპარტიოდ, დიოკნისის თემში მამუკა ღორჯომელაძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან მგელაძე და ლევან საგინაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება დაბა ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, აქ გელა თავართქილაძე იყრის კენჭს, ხოლო …