მთავარი,სიახლეები

სააკაშვილი არ არის და არც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – პაპუაშვილი

01.10.2021 • 1514
სააკაშვილი არ არის და არც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – პაპუაშვილი

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასე მიესალმა – „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში ყოფნაზე, არ შეესაბაამება რეალობას. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანია არ აქვს და „დეზინფორმაცია არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი“.

„ამით მათ (ნაციონალურმა მოძრაობამ) დღეს საბოლოოდ დაიმთავრეს თავი. მე მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც აპირებს ჩამოსვლას“, – ამბობს პაპუაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, პაპუაშვილი ამბობს: „პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ისაა, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს და თვითონ გაარკვევენ ძალიან მალე, რომ აბუჩად აიგდო „ნაციონალური მოძრაობა“ და საკუთარი მხარდამჭერები“, – ამბობს პაპუაშვილი.

თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, რატომ შეინიშნება პოლიციური ძალების მობილიზება? – ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა. პაპუაშვილი შსს ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლას არ ადასტურებს.

„არანაირი მობილიზება არ არის პოლიციის. რატომ ენდობით სააკაშვილის სიტყვებს? მან 17-ჯერ დადო პირობა, რომ ჩამოვიდოდა და მასხრად აიგდო საკუთარი ამომრჩევლები“, – ამბობს ის.

ჟურნალისტება მას ჰკითხეს, თუ აქვთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებული, რაც დაადასტურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაადგილდებოდა ბათუმში. პაპუაშვილმა პასუხის ნაცვლად ჟურნალისტებს კითხვითვე მიმართა: – „თქვენ გჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია? შეუძლებელია დაამტკიცო ის, რაც არ არსებობს. ეს დეზინფორმაციაა და თქვენ ამას უნდა ებრძოლოთ და არ უნდა იყოთ ამის გამტარები“.

მიხეილ სააკაშვილმა ორი ვიდეო საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დღეს, 1-ელ ოქტომბერს, გაავრცელა. ვიდეოჩანაწერებში ის ირწმუნება, რომ საქართველოში, კერძოდ კი ბათუმშია.

________________________

ამავე თემაზე:

მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: