„ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის ტრაქტორები უკვე გამოჩნდა. კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „დაგის“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ტერიტორია ჯერ შემოღობილიც არ არის. „ბათუმელები“ განმარტებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის”