მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც. მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, …

7 ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

7 ვაკანსიაზე კონკურსს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო აცხადებს. განცხადებების მიღება 11 მარტამდეა შესაძლებელი. თითოეულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარს შედგენს. სამინისტროს 7 ვაკანსიაზე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. სამინისტრო, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების აუდიო და ვიდეოჩაწერას აპირებს. კონკურსანტის თანხმობად სამინისტრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ განცხადებას ჩათვლის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა არ გაიყიდა

ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ ვერ გაყიდა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი იყო. აუქციონი არ შედგა. აუქციონი არ შედგა მაშინაც, როცა იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი [გასული წლის ნოემბერში]. ამჯერად, აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველს შენობაში, ნასყიდობის …

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაყიდული ავტომანქანები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე სამი ავტომანქანა ჰქონდა გამოტანილი: „VOLKSWAGEN JETTA”, „ვოლგა 3110“ და  „ტოიოტა პრადო“. აქედან პირველი ორი ავტომანქანა 25 დეკემბერს გაიყიდა , ხოლო მესამე ავტომანქანაზე სამინისტროს ხელახალი აუქციონი აღარ გამოუცხადებია. ავტომანქანა „VOLKSWAGEN JETTA” (სახელმწიფო ნომრით PO992OP) აუქციონზე განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა  [საწყისი ფასი 400 აშშ დოლარი], თუმცა არ გაიყიდა და აუქციონზე …

კაზინო და სასტუმრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში

ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ გამოიტანა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი. იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონი [გასული წლის ნოემბერში] არ შედგა. აუქციონის ახლანდელი პირობის მიხედვით მყიდველმა შენობაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში …

Exit mobile version