„პაბედას“, რომელიც აუქციონში გამარჯვებულმა აღარ იყიდა, სამინისტრო 600 ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1953 წელს გამოშვებული „პაბედა“ აუქციონზე გასაყიდად განმეორებით გამოიტანა. საწყისი ფასი კვლავ 600 ლარია. ვაჭრობის ბიჯი 20 ლარი. ელექტრონული აუქციონი 12 აპრილს დასრულდება. ამ დროისთვის განაცხადს 1541 ნახვა აქვს, ოთხი ბიჯით კი „პაბედას“ გასაყიდი ფასი 680 ლარამდეა გაზრდილი. წინა აუქციონზე ავტომანქანის გაყიდვის საბოლოო ფასი 12 255 ლარი დაფიქსირდა, თუმცა გამარჯვებულმა „ობო მოტორსიმ“ „პაბედას“ შეძენაზე უარი …

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ნაკვეთი …

„ორბი“ კ2-ის გაზრდას 13,47-მდე ითხოვს – ბათუმის აეროპორტი ამ მასშტაბის მშენებლობას არ ეთანხმება

„ორბი ჯგუფი მილენიუმი“ აჭარის მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომპანიას 2 152 950 ლარის ჯარიმა ვადების დარღვევის გამო დააკისრეს, თუმცა ამჯერად ეს ვადებიც გადაუვადეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ბულვართან აუქციონზე ნაყიდ ნაკვეთზე გეგმარება შეცვალა. აქედან გამომდინარე „ორბი“ ბათუმის მერიისგან კ2-ის გაზრდას 3-ის ნაცვლად 13,47-მდე და ახალი პროექტის შეთანხმებას ითხოვს. მთავრობა და …

მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა – პრემიერი დღეს პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქობულეთში დღეს, 14:00 საათზე, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია, გუშინ, 25 მარტს გაფორმდა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ამ …

კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს 

კომპანია, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვს. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ …

კომპანია, რომელიც „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ იყიდა მახინჯაურში ხეების მოჭრას ითხოვს

„ჯეო დეველოპმენტს“, მახინჯაურში, პირობებით შეძენილ ტერიტორიაზე კოტეჯების მშენებლობა 2 წლის წინ უნდა დაეწყო. კომპანიას სამუშაოები დღემდე არ დაუწყია, მიზეზად კი მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალწლოვან წიწვოვან ხეებს ასახელებს. ეს ის ტერიტორიაა [ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდა“], სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე ხე ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. აქ არაერთი ხე მოჭრეს კიდეც. „ჯეო დეველოპმენტმა“ რომ უზრუნველყოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად …

სამინისტროს მიერ 12 255 ლარად გაყიდული „პაბედა“ აუქციონში გამარჯვებულ პირს აღარ უნდა

„ობო მოტორსს“, რომელმაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „პაბედას“ გაყიდვაზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, ავტომანქანა აღარ მიაქვს. „უარი ვთქვით, აღარ ვყიდულობთ“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა ზურაბ ობოლაშვილმა. მიზეზი, რატომ თქვა უარი აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომანქანის შესყიდვაზე, დირექტორმა არ დაასახელა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნახევრად დაჟანგული, 1953 წელს გამოშვებული „პაბედას“ გასხვისებაზე აუქციონი 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ავტომანქანის …

ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: [checklist] საბოლოო საპრივატიზებო …

რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს

ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ  მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა …

ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.  ტერიტორიის კეთილმოწყობა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 …

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 158 მილიონ 723 ათას 600 აშშ დოლარითაა შემცირებული. შესაბამისად, 2017 წელს აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 193 მილიონი აშშ დოლარი, 2018 წელს კი [წინასწარი მონაცემებით] მხოლოდ 35 მილიონი აშშ დოლარი. რა ოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში …

რას სთავაზობს მთავრობა კვადროციკლების მესაკუთრეებს, რომლებიც ბულვარში ვეღარ იმუშავებენ

„სამინისტრო მზადაა წარმოდგენილი წინადადება ან პროექტი განიხილოს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ, რას უპირებს მთავრობა ათეულობით ადამიანს, რომლებიც მაისიდან ბათუმის ბულვარში ვეღარ იმუშავებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე არაფერს სთავაზობს ელექტრომობილების გამქირავებლებს, არც პროექტია წარდგენილი. „ბულვართან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ვერ გააგრძელებენ იქ საქმიანობას. აჭარის …

რატომ არ იყიდება ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწები გონიოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, აჭარის სამინისტრო ახალი კონცეფციის მოსამზადებლად ახალ კომპანიას ეძებს. რა დაუჯდება აჭარის ბიუჯეტს კონცეფციის მომზადება, სამინისტროში ჯერ არ იციან. „აჭარის ფინანსთა …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსის პროექტირებას სამინისტროს 320 ათას ლარად სთავაზობენ

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებას 320 001 ლარად სთავაზობს. მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებაზე ტენდერი აჭარის სამინისტრომ 2019 წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო. წინადადებების მიღება დღეს, 4 მარტს შეწყდა. ვინაიდან …

რა ოდენობის სახელფასო დანამატს მიიღებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები ზეგანაკვეთურად ნამუშევარი ყოველი საათისათვის, ანაზღაურებას, სახელფასო დანამატის სახით, მიიღებენ. ეს თანხა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1% იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ღამის საათებში, ასევე დასვენებისა და უქმე დღეებში მოუწევს მუშაობა, ის ყოველი ნამუშევარი საათისათვის თანამდებობრივი სარგოს 2%-ს მიიღებს. სამინისტროში სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის შესახებ ბრძანებას აჭარის ფინანსთა …

ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, შეთანხმება შედგა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება, ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად, გათავისუფლდება ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, შპს Tam Geo-ს ერიცხება პირგასამტეხლო …

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და …

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

ბათუმის ყინულის სასახლის დემონტაჟი გასული წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას მიმდინარე წლის შემოდგომამდე აღარ დაშლიან. შესაბამისად, გაგრძელდება ახალი ყინულის არენის მშენებლობაც, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებელ კანადურ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. სპორტსმენებს/მოსწავლეებს რომ ვარჯიში არ შეეწყვიტათ, ბათუმის მერიის თხოვნა იყო, არსებული …

რატომ ვერ აშენდა კუბთაუერი ბათუმში – სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, მიწას კი ვერ იბრუნებს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ე.წ. კუბთაუერის მშენებლობაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა, ტერიტორიას კი, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი, საკუთრებაში ჯერ ვერ იბრუნებს. გოგებაშვილის ქუჩაზე 440,95 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და 1621 კვ/მ მიწის ნაკვეთი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს ADOG …

საგამოძიებო სამსახური აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებს იკვლევს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო პერიოდში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებული დოკუმენტები გაითხოვა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა  აუქციონის წესით გასხვისებული კიდევ ერთი ქონებით. ამ თემაზე სამინისტროში კითხვებს არ პასუხობენ. „საგამოძიებო სამსახურს ჰკითხეთ“, – გვითხრეს უწყებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვები აქვს ბათუმში, მემედ აბაშიძის #40-ში …

სად ნახავს აჭარის მთავრობა 10 მილიონს „ოცნების ქალაქში“ კორპუსის ასაშენებელად

რა თანხით აშენებს აჭარის მთავრობა საცხოვრებელ კორპუსს „ოცნების ქალაქში“, როცა ბიუჯეტში ეს ფული გათვალისწინებული არ არის? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა დაახლოებით 10 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ამ კუთხით ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს. „საპროექტო თანხა გამოიყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და ეს იქნება …

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

აჭარის მთავრობა მიმდინარე წელსაც გააგრძელებს იმ ინვესტორების „წახალისებას“ დარიცხული ჯარიმებისგან გათავისუფლებით, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს მათივე მიზეზით ვერ შეასრულებენ და დამატებით დროს მოითხოვენ. ადრე ინვესტორს ჯარიმის გადახდისგან მხოლოდ ვალდებულების შესრულების პირობით ათავისუფლებდნენ, შემდეგ საბანკო გარანტიასაც სთხოვდნენ. ჯერ უცნობია, როგორ დარეგულირდება ეს საკითხი 2019 წელს.  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აჭარის მთავრობა მუშაობს ახალი წესის …

ვაკანსიები აჭარის საჯარო სამსახურებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე  გამარტივებული კონკურსი გამოაცხდა. სამინისტროს პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილებაში ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების სპეციალისტის ორი პოზიცია. ამ პოზიციებზე დასაქმებულების მოვალეობა მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა იქნება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სპეციალიტები სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ვაუჩერის მომზადებასა და გაცემაში უნდა დაეხმარონ. ორივე …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

რა რაოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ. „თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის …

2018 წლის ბოლოს აჭარის მთავრობაში 400 ათასამდე ლარი ჯილდოს სახით მიიღეს

აჭარის მთავრობის სტრუქტურებში მომუშავე საჯარო მოხელეები, რომლებმაც, მათივე ხელმძღვანელების შეფასებით, კარგად იმუშავეს, 2018 წლის ბოლოს ფულადი ჯილდოთი წაახალისეს. აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში, საერთო ჯამში, ფულადი ჯილდოს სახით 365 საჯარო მოხელეზე 400 000 ლარამდე გაიცა. ე.წ. ჯილდო, რომლის გაცემასაც კანონი ითვალისწინებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აპარატის უფროსს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს არ მიუღიათ. მთავრობიდან გამოთხოვილი …

სამი ადგილი და 82 მსურველი – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეების კონკურსი

ბათუმის ბულვარის მოადგილეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო დღე 5 იანვარი იყო. აჭარის მთავრობამ გამარტივებული კონკურსის წესით ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე უნდა შეარჩიოს. ბულვარის ადმინისტრაციის ზემდგომი სტრუქტურის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიაში 82 განაცხადია შესული, აქედან 57-მა პრეტენდენტმა განაცხადი მოადგილის თანამდებობაზე შეიტანა, 25-ს კი პრეტენზია პირველ …

 აჭარის მთავრობის ჟანგმოდებული „პაბედა“ 12 255 ლარად შპს „ობო მოტორსმა“ იყიდა

ნახევრად დაჟანგულ, 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ გასხვისებაზე აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონული აუქციონი ჰქონდა გამოცხადებული. ავტომანქანის საწყისი ფასი 600 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა კი 120 ლარი. მისი შეძენის მსურველებმა ფასი 777- ჯერ გაზარდეს. ელექტრონულ ვაჭრობაზე ერთმანეთს მანქანის შეძენის შვიდი მსურველი ეპაექრებოდა, საბოლოოდ კი გამარჯვება „ობო მოტორსს“ დარჩა, ის გახდა მანქანის მფლობელიც. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა „GAZ …

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ჯიპი 32 350 ლარად გაყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ჯიპი „TOYOTA PRADO“ განმეორებით აუქციონზე, 30%-იანი ფასდაკლებით, 32 350 ლარად გაყიდა. მანქანის საწყისი ფასი 22 750 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 600 ლარი იყო. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მანქანა დაზიანებულია, მწყობრიდან არის გამოსული ვტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაცემათა კოლოფი და მაღალი წნევის საწვავის ტუმბო. მანქანის სახელმწიფო ნომერია: QB 699 BQ, …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „ბაბილონ თაუერისა“ და „კემპინსკის“ საკითხი გადაწყდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის საკითხი დადებითად გადაწყდა და მომავალი წლიდან კომპანიები მშენებლობას განაახლებენ. მთავრობის თავმჯდომარემ „კემპინსკისა“ და „ბაბილონ თაუერის“  პროექტები დაასახელა. მისივე განმარტებით, კომპანიებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბანკო გარანტია [200 000 ლარი] წარუდგინეს. შესაბამისად, მთავრობა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვადებთან დაკავშირებით გადახედავს. ამ ყველაფერზე თორნიკე რიჟვაძემ …

მთავრობა კურორტ გოდერძიზე სასტუმროს, კოტეჯებსა და მიწის ნაკვეთს ყიდის

მთავრობა კურორტ გოდერძიზე მოქმედ სასტუმრო „მეტეოს“ პირობიანი აუქციონთ ყიდის. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა. სასტუმროსთან ერთად იყიდება ასევე ექვსი კოტეჯი, ერთი ე.წ. ხიჟინა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი [ჯამში 14 762 კვადრატული მეტრი]. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე საკუთრებაში  გადაცემულ შენობებში სარემონტო სამუშაოები უნდა დაასრულოს, რისთვისაც 1 მილიონი ლარი …

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

ქედის პატარა სოფელ ჭინკაძეებში ახლაც არ იციან, გაგრძელდება თუ არა კლდის აფეთქება ისევ. 31 ოქტომბრის საღამოს, მორიგი აფეთქების დროს ასხლეტილმა ქვამ ამ სოფელში, ერთ-ერთი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს გამოძიებამ სამი მუშა დააკავა. პასუხისგებაში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მიუციათ. პასუხი არც რომელიმე საჯარო უწყებისთვის მოუთხოვია ვინმეს – უნებართვოდ …

სამინისტრო ჩაქვში, ზღვისპირას, 1კვ.მ მიწას 70 ლარად ჰყიდის – აუქციონი

დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ქობულეთის ქუჩა N42ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უპირობო აუქციონზე ჰყიდის. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 359 კვ.მ-ია და მისი საწყისი ღირებულება 25 ათასი ლარია. უძრავი ქონება ერთი ბიჯის [500 ლარი] დამატებით რომ გაიყიდოს, მყიდველს 1 კვ.მ-ში 71 ლარის გადახდა მოუწევს, სამინისტროს კი 1 კვ.მ 69,6 …

აუქციონები კურორტ გოდერძიზე სეზონური კომერციული ობიექტების განსათავსებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მდებარე 16 ნაკვეთის იჯარით გაცემაზე პირობებიანი აუქციონები გამოაცხადა. პირობა სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციების განთავსებაა, რომლის ნიმუშსაც მომავალ მოიჯარეს სამინისტრო სთავაზობს. ნაკვეთები იჯარით 2019 წლის 30 აპრილამდე გაიცემა. საწყისი საიჯარო ქირა 200-265 ლარია თვეში. ნაკვეთები ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, სოფელ დანისპარაულში [ზანკა] მდებარეობს. მსუბუქი კონსტრუქციების დანიშნულება ტურისტების მომსახურება იქნება – აქ …

„ბაბილონ თაუერის“ 30-მილიონიანი პროექტი ბათუმში შესაძლოა გაიყიდოს

„ბაბილონ თაუერის“ დაწყებული პროექტი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს, შესაძლოა გაიყიდოს – ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი კომპანია ერთი თვის ვადაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვერ წარუდგენს საბანკო გარანტიას, რომ აქვს ფული პროექტის დასასრულებლად. კომპანიისგან, რომელსაც 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს, სამინისტრო 200 000  ლარის საბანკო გარანტიას ითხოვს. თუ მშენებელი კომპანია „TAM GEO LLC“-ი ასეთ გარანტიას წარადგენს 2018 …

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება: [checklist] ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი ბათუმის ახალი ყინულის არენისა და …

Exit mobile version