უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა

2021-ში, თვითმმართველობის არჩევნების წელს, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება მილიონი ლარით გაიზარდა. ამაზე სახელმწიფო აუდიტმა ბიუჯეტის შეფასების ანგარიშში გააკეთა აქცენტი. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია ეს – დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებამ, თუ მათ ხელფასები გაუზარდეს. დაზუსტებული პასუხი – ხელფასი გაიზარდა თუ დასაქმებულთა რაოდენობა, ვერც უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიუჯეტის …

როგორ იქცა ბათუმში ოპოზიციური საკრებულო „ოცნების“ საკრებულოდ – მოკლედ

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის 7 თვის შემდეგ, დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულომ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მუშაობას შეუდგა. ბათუმის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა – თვითმმართველობის მმართველი ორგანო აღარ არის ოპოზიციური, როგორც ეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად იყო. 35 წევრისგან შემდგარ საკრებულოში ახლა 17 წევრი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, 17 – …

რა მოიკვლია აუდიტმა „სიძულვილის ბანერების“ განთავსებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსებაზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ბანერები წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“ შპს „ალმას“ ბილბორდებზე თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსებიდან მალევე განაცხადა, რომ ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსებაზე გაწეული ხარჯის …

რატომ ისესხა „ოცნებამ“ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი – არჩევნები 2021

2 აპრილს საქართველოს ორ ქალაქში შუალედური არჩევნები იმართება. ბათუმში საკრებულოს #4 სამაჟორიტარო ოლქის წარმომადგენელს აირჩევენ, რუსთავი კი, თავის მაჟორიტარს აირჩევს საქართველოს პარლამენტში. ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პარტიამ [ენმ] განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ და საკრებულოში „ნეიტრალურ პოზიციაში“ დარჩენას სთხოვდნენ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი კი მას …

“ვითხოვთ ელჩებთან შეხვედრას” – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში

ოპოზიციური ერთობის წევრები ბათუმში ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. „უნდა ავუხსნათ, რამდენად დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში,”- განაცხადა დღეს, 28 ნოემბერს, ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში. ოპოზიცია გეგმავს საელჩოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დროს ქვეყანაში და კონკრეტულად ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბრის მთავარი თემა საკრებულო იქნება, სადაც ძველმა …

როდემდე გაუძღვება ბათუმის ახალ საკრებულოს ნერიმან ცინცაძე – რას ამბობენ დეპუტატები

რამდენ ხანს მოუწევს საკრებულოს სხდომების ჩატარება ნერიმან ცინცაძეს, რომელიც ასაკით ახალ შემადგენლობაში ყველაზე უფროსია და რამდენად შესაძლებელია, საკრებულოში თანამდებობები თავმჯდომარის აურჩევლობის მიუხედავად გადაინაწილონ? – უხუცესი წევრი, ნერიმან ცინცაძე „ბათუმელებს“ პასუხობს, რომ ამის შესახებ ჯერ კონკრეტულად არავისთან უსაუბრია. ბათუმის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერსაა ჩანიშნული. „ვიცი, რომ უხუცესი წევრი ვარ. ზოგადად ვიცი, რომ პირველი სხდომის …

ენმ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შანტაჟსა და მოსყიდვაზე გამოძიებას ითხოვს

დღეს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „გამოფხიზლდი პოლიცია“. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვასა და შანტაჟის ფაქტებმა იმსხვერპლა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე, შს სამინისტრო და პროკურატურა კი ამ ფაქტზე გამოძიებას არ იწყებენ. ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობდნენ 100 ათას დოლარს იმის …

საუბრის ზუსტი ჩანაწერი – ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა

დღეს, 24 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და გადაბირებას ცდილობდა. სანაცვლოდ მას 100 000 დოლარი შეთავაზეს. პარტიამ ამის დასადასტურებლად აუდიო ჩანაწერის მოკლე ვერსიაც გაავცელა. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. იგი 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის …

„ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“ – თორნიკე რიჟვაძე ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 24 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩანაწერების მიხედვით, ბათუმის ახალარჩეულ საკრებულოს წევრზე,  ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენენ. ენმ-ს თქმით, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელები. ხოლო მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, თორნიკე რიჟვაძის მამა. ჩანაწერების მიხედვით, ენმ-ს წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს ვაჟა თაბაგიძე 100 ათას …

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, ჩანაწერი ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობენ მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ახორციელებენ მასზე ზეწოლას. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე …

მურმან დუმბაძე საგარეჯოს იზოლატორშია – როდის გაასამართლებენ აქციაზე სხვა დაკავებულებს

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მურმან დუმბაძე საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი და აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციისთვის დღეს გახდა ცნობილი. დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონი მარნეული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ბონდო თედორაძე – ხაშურში. გუშინ, 10 ნოემბერს, სუსის მოწყობილ საპროტესტო აქციაზე 46 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავეს, მათ …

„საქართველოს შეეძლო ერთგულების დემონსტრირება“ – ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის ელჩთან

„ბატონ სააკაშვილს უნდა მოეპყრონ გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად“, „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საუკეთესო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე,“ – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, რომელიც ბათუმში იყო და „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.  მარკ კლეიტონი ყურადღებით აკვირდება ქართულ პოლიტიკას და როცა ვკითხეთ, მაგალითად, დასავლეთისგან მხარდაჭერილი სასამართლო რეფორმის ჩაგდებაზე, გაგვიმხილა შთაბეჭდილება: „ეს გაშვებული შესაძლებლობა იყო, საქართველოს შეეძლო დემონსტრირება, რომ …

საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა 3 მოადგილე ჰყავდეს – ხარჯები 7 მილიონით გაიზრდება

პარლამენტში „ოცნების“ ფრაქციიდან თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ამ ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. თბილისის გარდა აქამდე საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა [ორი იმ ქალაქებში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია]. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს თანამდებობის პირების რაოდენობა და, შესაბამისად, ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება – გარდა თანამდებობის პირის ხელფასისა, მოადგილეს ავტომანქანა ემსახურება და …

11 დაკავებული აჭარიდან – რატომ გადაიყვანეს დეპუტატები მარნეულსა და ხაშურში 

„აქციაზე დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი მარნეულში გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბონდო თედორაძე – ხაშურში, სხვები თბილისში არიან,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან თბილისში, სუს-ის შენობის წინ დაკავებულ ბათუმელ ოპოზიციონერებზე. თბილისში საპროტესტო აქციაზე დღეს, 10 ნოემბერს, სულ 46 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათ შორის, 11 ბათუმიდანაა. დაკავებულებს შორის არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, …

მურმან დუმბაძე, ელგუჯა ბაგრატიონი – კიდევ რამდენი ბათუმელი დააკავეს თბილისში აქციაზე

საპროტესტო აქციაზე თბილისში დააკავეს ბათუმელი ოპოზიციონერებიც: მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ბონდო თედორაძე, აქტივისტი ლაშა კომახიძე, „ალტერნატივის“ წევრი ავთანდილ სურმანიძე. დღეს, 10 ნოემბერს, სუს-ის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით პოლიციელებმა სულ 46 პირი დააკავეს. „კობა ხაბაზის დაკავებაც უნდოდათ, მაგრამ არ გავატანეთ, არ მივეცით ამის საშუალება,“ – …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ბათუმში ბათილი ბიულეტენის ნამდვილად მიჩნევაზე. საუბარია ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაზე – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანს, კომისიამ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული. საოლქო საარჩევნო კომისია ამ საჩივარზე უბნის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაეყრდნო, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული ყუთში. საოლქო კომისიამ უარი თქვა …

კირთაძის თქმით, „ოცნება“ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აშანტაჟებს – რას პასუხობს ჭეიშვილი

დღეს, 5 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“  რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“  ახალარჩეული ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოსყიდვას და დაშინებას ცდილობს, საკრებულოში გადაბირებისა და უმრავლესობის შექმნის მოტივით. „ამის შესახებ ჯერ კიდევ კობახიძე-ღარიბაშვილმა გააკეთეს განცხადება, რომ ექნებათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. გახარიას პარტიიდან შესული საკრებულოს ერთი წევრი ხომ გადაიყვანეს და როგორც ჩანს, დანარჩენი …

ბათილი ბიულეტენები და სხვა დარღვევები – რა მოხდა ბათუმში?

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რაც  მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის  ბათილად მიჩნეული ბიულეტენების გადახედვას ითვალისწინებდა. ორგანიზაცია საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო. ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს. 30 ოქტომბრის …

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

როდის შეიკრიბება ბათუმის ახალი საკრებულო და დაიწყებს მუშაობას ახალი მერი? – თარიღის განსაზღვრა შემაჯამებელი ოქმების მიღებაზეა დამოკიდებული, საარჩევნო დავების განხილვა კი, ჯერ არ დასრულებულა. კანონმდებლობით განსაზღვრულია ვადები, რა დროში უნდა მიიღოს ცესკომ შემაჯამებელი ოქმი  და ახალი მოწვევის საკრებულოებიც მოიწვიოს. საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო იწვევს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 …

ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში ექიმების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა. მიხეილ სააკაშვილ 35-ე დღეა შიმშილობს და როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, მდგომარეობა მძიმდება. ბათუმელი ექიმები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააცნობიეროს საფრთხეები, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამ გამოიწვიოს და ის რეპუტაციული ზიანი, რაც ამით ქვეყანას მიადგება. ექიმების მიერ …

კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული. 79-ე ოლქში საჩივრის განხილვისას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ამ ბიულეტენის პრობლემურობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ბიულეტენი ყუთში კონვერტის …

რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

„ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ამ არჩევნებით,“ – ამბობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას და სამოქალაქო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე, თუკი პირველ ტურზე სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა ენმ-ს მერობის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ დააგროვა და საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა? ნათია …

ბათუმში მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია იმართება | LIVE

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, 17 საათზე დაიწყო ოპოზიციის აქცია, რომლის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. დღეს ბათუმში იმყოფება ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც აქციაში მიიღებს მონაწილეობას. აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „არა გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება მიშას“. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია. ბათუმში აქციით ოპოზიცია იწყებს აქციების სერიას საქართველოს ქალაქებში. ბოლო აქცია თბილისში გაიმართება. აქციების …

ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები – ნაკაიძე

პარლამენტის დამოუკიდებელი პედუტატი ტარიელ ნაკაიძე ოპოზიციის წევრების მხრიდან პარლამენტის დატოვებაზე თავის მოსაზრებას ავრცელებს. დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რათა შეფასდეს რისკები და ყველა შესაძლო სცენარი. „ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შეუძლებლად მესახება, ამ ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ კოორდინირებული მუშაობისა და გააზრებული ნაბიჯების …

დღეს ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართება

დღეს, 2 ნოემბერს, 17 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია გაიმართება სლოგანით – „არა გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება მიშას“. ბათუმში აქციით ოპოზიცია იწყებს აქციების სერიას საქართველოს ქალაქებში. ბოლო აქცია თბილისში გაიმართება. აქციების პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივროს ყველა საარჩევნო დარღვევა. ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის …

„ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ აი, არაფერი გვეშველება და ამ ქვეყანას შანსი არ აქვს, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს… ეს აძლიერებს ასევე იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გზავნილს, რომლებიც ახლაც მიიჩნევენ, რომ საქართველო არ არის მზად, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებისთვის,“ – გვიპასუხა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის ჩავლის შემდეგ ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რეალურად რა შანსი აქვს საქართველოს დემოკრატია გააძლიეროს …

დაშინება, შეურაცხყოფა, ცნობები ხმების მოსყიდვაზე და სხვა დარღვევები გაგრძელდა – აშშ საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შეფასებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტები.  ასევე, რესურსების მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც საასპარეზო პირობები შეცვალა. „ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, …

2 ნოემბერს ბათუმში ოპოზიცია აქციას აანონსებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია სამშაბათიდან იწყებს მასშტაბურ აქციებს. მისი თქმით, პირველი აქცია 2 ნოემბერს, სამშაბათს, გაიმართება ბათუმში, შემდეგ ქუთაისში, სხვა ქალაქებში და ბოლოს – თბილისში. „გვჭირდება მცირე დრო, რომ მასშტაბური აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, დავგეგმოთ. აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული …

TV 25-ის ჟურნალისტი: მუქარის და ძალადობის მუხლებით გამოძიება დაიწყო

„გუშინ მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დღეს დაიწყეს, მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ,“ – ამბობს TV 25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე, რომელსაც გუშინ, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის გაშუქების დროს თავს დაესხნენ. ჟურნალისტი გამომძიებლებმა დღეს გამოკითხეს და უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს გამოძიების დაწყებას TV 25- ის ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ. შემთხვევა …

„ოცნება ამ ეტაპზე უკვე მზადაა გაემიჯნოს დასავლეთს“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

როგორ უნდა მოიქცეს მეორე ტურის შედეგების შემდეგ ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება? – პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო მეტი კონსოლიდაციის დროა. პოლიტიკოსის აზრით, დღეს ყველაზე მეტად არსებობს იმის რისკი, რომ დასავლეთს დავშორდეთ და დასავლეთსაც აღარ ჰქონდეს ჩვენგან დემოკრატიის გაძლიერების მოლოდინი. არმაზ ახვლედიანი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა ახალ ეტაპზე გადადის. იგი არ …

„ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება“ – რას წერენ ბათუმში კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებში

ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის 105 საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი 24 ოქმშია დაფიქსირებული. განსხვავებული აზრის ავტორები ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან კომისიაში. ოქმებში ყველა ჩანაწერის შინაარსი ერთია – განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრები არ ცნობენ არჩევნების იმ შედეგებს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა ოქმში და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. მაგალითად: „არასამართლიანი წინასაარჩევნო …

ბათუმში 2071 ბიულეტენია ბათილად ცნობილი – ოპოზიცია საჩივარს ამზადებს

ბათუმში ოპოზიცია აცხადებს, რომ საჩივარს ამზადებენ ბათუმში არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მირდატ ქამადაძემ უთხრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, თუმცა ის ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რას შეეხება საჩივარი. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ოცნების“ დავალებით, საარჩევნო უბნებზე ბათილად მიიჩნიეს ის ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის ნება მკაფიოდ იყო გამოხატული გიორგი კირთაძის სასარგებლოდ. ამავე თემაზე: „ეს …

„II ტური არის გაშვებული შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების გზაზე“ – ISFED

„არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“ – აცხადებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ – ISFED, რომლის 1457 წარმომადგენელი აკვირდებოდა 30 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების დღის შემაჯამებელი პრესრელიზი ორგანიზაციამ დღეს, 31 ოქტომბერს …

ჩიქოვანი 51.018% – კირთაძე 48.982% | ბათუმის მერის არჩევნების წინასწარი შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდა. ბათუმში ყველა საარჩევნო უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბათუმში ამომრჩეველთა ხმები 48.982 პროცენტი მიიღო – 36 710 ხმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი – 51.018 პროცენტი, 38 236 ხმა. არჩილ ჩიქოვანმა …

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გახდა | წინასწარი მონაცემები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდა. ცესკოს მონაცემებით, ხმები დათვლილია ბათუმის 105-ვე საარჩევნო უბანზე. წინასწარი მონაცემების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბათუმში ამომრჩეველთა ხმები 48.982 პროცენტი მიიღო – 36 710 ხმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი – 51.018 პროცენტი, 38 236 …

„ჩვენ სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარაში არჩევნების მეორე ტურში „ოცნების“ გამარჯვება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მათ „ოპოზიციის სიძულვილის ენას“ სიყვარული დაუპირისპირეს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „პირველი ტურის წინ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ძირითადი შინაარსი იყო ორიენტირებული მაქსიმალურად საქმეზე, კონკრეტულ პროგრამებზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის არ შეგვეხსენებინა ის ოპონენტი, …

Exit mobile version