28 აპრილს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 09:00-დან 19:00 საათამდე, ვიზიტორებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება.
მერიის ინფორმაციით, ამავე დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულიად უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.
ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.
ბათუმის მერიის ინფორმაციით ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ასევე, მოქალაქეებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კი, 29 აპრილს, 07:00-დან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, სოხუმის, შავშეთისა და ს. მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში 18-ათასამდე გაიზარდა. მოქალაქეები მიდიან იმ განწყობით, რომ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისთანავე მიიღებენ საცხოვრებელს, დასაქმდებიან და ექნებათ შემოსავალი. რა შემთხვევაში მიიღებთ თავშესაფარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში? – შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად საკმარისი ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ.
დღეს, 24 აპრილს, ბათუმის დინამომ ე.წ ქამბექით გასული წლის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” 4:2 ანგარიშით დაამარცხა. საფეხბურტო მატჩში, რომელიც ბათუმში ანგისის სტადიონზე მიმდინარეობდა ბათუმის “დინამო” თავდაპირველად აგებდა ანგარიშით 0:2. თუმცა დინამოელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და პირველი ტაიმი 3:2 ანგარიშით დამთავრდა. საბოლოოდ კი დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის მიწურულს ტაბლოზე ანგარიში 4:2 იყო.
პირველ ტაიმის ანგარიში “საბურთალომ” გახსნა დიასამიძის გოლით, შემდეგ ბურთი მალევე როლოვიჩმა გაიტანა. ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელმა მამუჩაშვილმა სიტუაციის გამოსწორება შეძლო და ორი გოლი ზედიზედ გაუტანა საბურთალოელებს. მესამე გოლი პირველ ტაიმში ისევ დინამოელმა საბანაძემ გაიტანა. მეოთხე გოლი კი გაბრიელ რამოსის ანგარიშზეა.
ამ წუთებში [23:16} სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი საყვარელი გუნდის გამარჯვებას ზეიმობს.
ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა ფოტო: გიორგი ვარშანიძებათუმის “დინამოს” გულსემატკივრები გამარჯვებას ზეიმობენ ფოტო: გიორგი ვარშანიძებათუმის დინამოს ფეხბურთელები მადლობას უხდიან გულშემატკივრებს ფოტო: გიორგი ვარშანიძე
ბათუმში მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების გადაკვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ცნობით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვაჟა-ფშაველას #13-ში შპს „ბათ ინვესტს“ ათსართულიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა.
საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის აქ იმ მასშტაბის შენობის მშენებლობა მათთვის მიუღებელია, რაც კომპანიას აქვს წარდგენილი.
პროექტის რენდერი, რომელიც სხდომაზე წარმოადგინეს
დღეს ზონალურ საბჭოზე კომპანიის დირექტორთან ერთად ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ვაჟა-ფაშაველას #13-ში ცხოვრობდნენ და ინვესტორთან შეთანხმებით საკუთრება ახალი ბინების მიღების სანაცვლოდ დათმეს. მათ საბჭოს წევრებს სთხოვეს, მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ მშენებლობა დაიწყოს და დანაპირები შეასრულოს.
დღეს კომპანიამ საბჭოს ათსართულიანი, მრავალბინიანი სახლის პროექტი წარუდგინა, სიმაღლის შემცირებასთან დაკავშირებით კი კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ სართულიანობის შემცირების შემთხვევაში მშენებლობის დაწყების საკითხი ისევ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, რადგან კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება, ამავე ბინაში ფართები გადასცეს მესაკუთრეებს, დარჩენილი ბინებიდან კი კომპანიამ უნდა აინაზღაუროს ის ზარალი, რაც დაგეგმილი მშენებლობლობის გაჩერების გამო მიადგა.
კომპანიის დირექტორმა დღეს სხდომაზე განმარტა, რომ მშენებლობის დაგეგმვის პროცესში კომპეტენტურ ორგანოებთან მოლაპარაკებებისას კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შენობა ძეგლი არ იყო.
ზონალურმა საბჭომ დღეს რეკომენდაცია მისცა კომპანიას, რომ სართულიანობა და პროექტის სიმაღლე შეამციროს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საბჭო პროექტს შეითანხმებს.
კვადროციკლების მეპატრონეები დღეს, 24 აპრილს, აჭარის მთავრობს თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვადროციკლების მფლობელებმა მთავრობის თავმჯდომარის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.
„შეთავაზება იყო, რომ მათ მუშაობა გაეგრძელებინათ აეროპორტის ტერიტორიაზე, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მაშინ ითქვა, რომ თვითონ მეპატრონეებმა მოიფიქრონ ალტერნატიული ადგილი და წარმოადგინონ წინადადება“, – გვეუბნებიან პრესსამსახურში.
აქამდე კვადროციკლები ბათუმის ბულვარში იყო განლაგებული. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მათი ბულვარში მოძრაობა პირველი მაისიდან აიკრძალება.
კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობას მერიასთან შუამდგომლობას სთხოვდნენ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან.
ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობდნენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემდნენ, კვადროციკლების რაოდენობას 300-მდე შეამცირებდნენ.
„ბათუმელებმა“ კვადროციკლების მეპატრონეებთან დაკავშირება სცადა. ისინი ტელეფონს არ პასუხობენ.
სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი. როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემუშავებულია მთავრობის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაიწყება ტყვიით დაბინძურების კერების გამოკვლევა, შემდეგ კი ამ კერების აღმოფხვრა.
„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა დ ჩვენ მათ გამოცდილებას მივყვებით. შევისწავლით იმ გარემოს, სადაც კვლევაში მონაწილე ბავშვები ცხოვრობენ. შემოწმდება საცხოვრებელი გარემო, – წყალი, ნიადაგი, კვების პროდუქტები, სათამაშოები და ა.შ. ამ ბავშვებს კი უფასოდ მიეწოდებათ კალციუმის და რკინის შემცველი პრეპარატები“, – გვეუბნება ნინო ნიჟარაძე.
გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს ყველა შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლევების ჩატარებას. „იქნება ეს გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ სხვა შესაბამისი უწყება, ყველამ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა წარმოადგინოს ღონისძიებების ნუსხა, თუ რას გააკეთებს ტყვიით დაბინძურების კერების გამოსავლენად.
ფაქტობრივად, იქნება მუდმივი მონიტორინგი ჰაერში, ნიადაგში, საკვებში, წყალში თუ საზღვარზე, რომ მოხდეს დაბინძურების კერის გამოვლენა“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.
ჯანდაცვის სამინისტრო კი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ათი ათასი ბავშვის სკრინინგი ტყვიაზე. დადასტურების შემთხვევაში ბავშვებს უფასოდ მიეწოდებათ რკინისა და კალციუმის შემცველი მედიკამენტები, დაიწყება ამ ბავშვების ოჯახების საცხოვრებელი გარემოს გამოკვლევა.
„კვლევაში, სავარაუდოდ, უფრო მეტი ბავშვი მოხვდება აჭარიდან და გურიიდან, რადგან სწორედ ამ რეგიონებში გამოავლინა კვლევამ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში. გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და მათ მიეწოდებათ შესაბამისი ინდიკატორები, რომლითაც უნდა შეფასდეს საეჭვო მდგომარეობა და აუცილებლობა ტყვიაზე კვლევის ჩასატარებლად“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.
პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თვე და რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიძლება იყოს სავარაუდო წყარო ტყვიით დაბინძურების შემთხვევაში აჭარაში, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ კონკრეტულად ერთი წყაროს დასახელება რთულია. „არის მრავალი ჰიპოთეზა, ერთ-ერთია ძველი სამხედრო ბაზა, ასევე იმ საწვავის გამოყენება, რომელიც 2006 წლიდან აკრძალულია“.
მისი თქმით, ტყვია ფართოდ არის გავრცელებული მრეწველობაში, მათ შორის გადამამუშავებელ მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საღებავებსა და სამშენებლო მასალებში.
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორული კვლევაგასულ წელს დაიწყო, რომელიც სწავლობს ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. ტყვიაზე კვლევის კომპონენტი კი დაემატა მხოლოდ საქართველოში, რადგან ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა პრობლემა.
რა გამოავლინა კვლევამ სხვა კომპონენტებში, ამის შესახებ კვლების შედეგებს „იუნისეფი“ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
ნინოს ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება მეზობლისგან ნასესხები ნავთის დაქცევას უკავშირდება. ახსოვს, როგორ ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ ნავთი მას არ დაუღვრია და როგორ ბანდა დედა სისხლიან პირს, თან სცემდა. ამ შემთხვევის გახსენებისას ლალი ყოველთვის ცდილობს დედის გამართლებას -ამბობს, რომ 90-იანი წლები იყო და ბევრი პრობლემის გამო მასაც სტრესი ჰქონდა, თუმცა თავად გადაწყვეტილი აქვს, ყოველთვის ენდოს საკუთარ შვილს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით ბიუჯეტის მონიტორმა 2018 წლის სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები შეაჯამა. მონიტორის მონაცემებით საქართველოს საშინაო ვალი, 2018 წელს, წინა, 2017 წელთან შედარებით, 11%-ით, საგარეო ვალი კი 8%-ით გაიზარდა.
სახელმწიფო ვალის დასაფარად [ვალის მომსახურებაში] ყველაზე დიდი ხარჯის – 2,4 მილიარდი ლარის გაღება კი უახლოეს წლებში ქვეყანას 2021 წელს მოუწევს. ამ თანხით უნდა დაიფაროს 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები.
წყარო: აუდიტის სამსახური
აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით საგარეო ვალის დაფარვაზე 2018 წელს 984 მილიონი ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალის დაფარვაზე კი – 1,496 მილიონი ლარი.
წყარო: აუდიტის სამსახური
2019 წლის [საპროგნოზო] მონაცემებით საქართველოს საშინაო და საგარეო ვალი მთლიანობაში 20 მილიარდი ლარია, ხოლო შარშან 18,4 მილიარდი ლარი იყო.
———
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [47.5 მლრდ ლარი] შეადგინა.
23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.
ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან: ტყვიით მოწამვლა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა და სხვა. ტყვია საზიანოა ზრდასრულებისთვისაც და შეიძლება დააზიანოს თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გამოიწვიოს მაღალი წნევა, და ა.შ.
ტყვია ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მაგალითად: საღებავში, ფერად მინაში, ბროლის ჭურჭელში, სამხედრო აღჭურვილობაში, კერამიკაში, სამკაულებში, სათამაშოებში, კოსმეტიკასა და ხალხურ სამკურნალო საშუალებებში.
სასმელი წყალი, რომელიც მოედინება ტყვიის ან ტყვიით შედუღებული მილებიდან, ასევე შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. გარდა ამისა, ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა, ასევე შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას; დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან კი საკვებ პროდუქტებში მოხვდეს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში სისხლში ტყვიის დონე განესაზღვრა 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვს. სინჯები გაიგზავნა ევროპის წამყვან, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბავშვების სისხლში ტყვიის დონის კვლევის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად რეკომენდაციებს ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისაგან.
ბავშვისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით.
რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს.
რეგულარულად გაწმინდეთ სველი წესით იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებზე და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი.
დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში. თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარეთ ბალახის საფარით [ან დათესეთ ბალახი], ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით.
მოერიდეთ ისეთი ტრადიციული ხალხურ სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას.
ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი.
განაცალკევეთ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან. სახლების გარემონტებისას თავი აარიდეთ ტყვიით დაბინძურებას – არ შეიძინოთ ტყვიის შემცველი სამშენებლო საღებავი.
არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით.
კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია: იოგურტი/მაწონი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის „ხუჭუჭა კომბოსტო“, თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. ასევე, ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი), დაკონსერვებული ორაგული და სარდინი.
სისხლში ტყვიის შეწოვას რკინაც ხელს უშლის. რკინით მდიდარი საკვებია: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი. აქვე, ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის ციტურსებში და სხვა ხილ-ბოსტნეულში: კივი, ხენდრო, ნესვი, პომიდორი; კარტოფილი; წიწაკა.
ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგად ბავშვების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები გამოკვლევის მომენტისათვის. თუ სიმპტომები არსებობს, ისინი ძალიან მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს: ანორექსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აღგზნებადობა და გაღიზიანება. ასევე, ვლინდება განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხებები; მძიმე ენცეფალოპათია ვლინდება სისხლში ტყვიის ძალიან მაღალი კონცენტრაციისას (45 მკგ/დლ-ზე მეტი). ტყვიის ძალიან მაღალმა კონცენტრაციამ (>100–150 მკგ/დლ) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე სიმპტომები; ისეთი, როგორიცაა ანორექსია, ატაქსია, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა და სიკვდილიც კი. შედარებით დაბალი კონცენტრაციები დაკავშირებულია განვითარებისა და ქცევის პრობლემებთან და ნეიროკოგნიტურ დეფიციტებთან.
ტყვიის ზეგავლენით ბავშვებში ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა. მოსალოდნელია რკინადეფიციტური ანემიები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ მოსალოდნელია ღებინება, შეკრულობა და მუცლის ტკივილი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის კლება, საერთო სისუსტე.
ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგები ასევე მოიცავს ჰიპერტენზიას, სპერმის პროდუქციის პრობლემებს.
ტყვიის მაღალი შემცველობის დონე სისხლში ზრდასრულებსაც უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. მას შეუძლია გამოიწვიოს ორსულობისას – ნაადრევი მშობიარობა; ორსულობის სპონტანური შეწყვეტა; ნევროლოგიური დარღვევები და ნაყოფის ზრდის შეფერხება და დაბალი წონა ჩვილის დაბადებისას.
ტყვიის შემცველობა სისხლში უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციულ უნარზეც, მამაკაცებში იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას, პათოლოგიური სპერმის სიხშირის მატებას; ქალებში – ჩასახვის შეფერხებას. ტყვიით ინტოქსიკაცია მოქმედებს სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის: თირკმელებზე, ტვინზე, გულზე, ძვლებზე და ა.შ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.
ორ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებას და სექსუალურ კავშირს გამოძიება ნ.მ.-ს ედავება. საქმის არსებით განხილვას დღეს, 24 აპრილს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იწყებს. რადგან ორივე დაზარალებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება.
„ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი როინ აბაშიძე. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ბიჭებს ქუჩაში მხოლოდ ესაუბრებოდა და გარყვნილ ქმედებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი ასევე ელოდება ნ.მ.-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას და ამის საფუძველზე ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ნ.მ წინასწარ პატიმრობაშია.
შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მოხდა. სკოლის მანდატურმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, უცნობი კაცი მოსწავლეს „გარყვნილ თემებზე“ ესაუბრებოდა. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულს სკოლის ამ მოსწავლესთან და კიდევ ერთ ბიჭთან სხვადასხვა დროს სექსუალური კავშირიც ჰქონდა.
ნ.მ.-ს გამოძიება ორი მუხლით ედავება – ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება. ეს მუხლი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ერთმა დაზარალებულმა მისცა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ჩვენება, მეორემ – არა. ვინც მისცა ჩვენება, ის პოლიციაში დაიბნა… მისი მშობლები შეგნებულად არ დაკითხეს. რეალურად არ არის მტკიცებულებები, რაც ამ პირის ბრალეულობას დაადასტურებს,“ – ამბობს ადვოკატი როინ აბაშიძე.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ დრომდე ექსპერტიზა სექსუალური კავშირის არსებობის დასადგენად არ ჩატარებულა.
დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლე დავით მამისეიშვილი ყველა მოწმის ჩვენებას მოისმენს, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების, რომლებსაც უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
ბათუმის მერიამ ტურისტებზე მორგებული სამარშრუტო ხაზი შეიმუშავა და ამ მარშრუტზე სამუშაოდ ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შერჩევას კონკურსის წესით გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიას გათვლა კონკრეტულ ტურისტულ ადგილებზე აქვს.
მარშრუტი დაიწყება ახალი ბულვარის ტერიტორიიდან, გაივლის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას [ჩაუვლის აკვაპარკს], შემდეგ გადავა რუსთაველის ქუჩაზე, გაივლის დელფინარიუმთან და გზას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას ქუჩით, აქ ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ხელოვნების მუზეუმია მონიშნული. შემდეგი გაჩერება კი ევროპის მოედანი იქნება. აქ მოსახვედრად ტრანსპორტი ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლის. აქედან მემედ აბაშიძის ქუჩის მოკლე მონაკვეთის გავლით ავტობუსი გადავა გამსახურდიას ქუჩაზე, შემდეგ ისევ რუსთაველზე, საიდანაც საოცრებათა მოედანზე მოხვედრა იქნება შესაძლებელი [ანბანის კოშკის მიმდებარედ]. ამის შემდეგ მარშრუტი გაგრძელდება გოგებაშვილის ქუჩით, გადავა ბაქოს ქუჩაზე, შემდეგ კი თამარ მეფის ქუჩით ხელოვნების ცენტრამდე მივა.
მერიის მუნიციპალური სამსახურის სატრანსპორტო განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მერია სავარაუდოდ აპირებს შეარჩიოს მიკროავტობუსები, რომლებსაც ექნება პანორამული ჭერი და ტურისტული მომსახურებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა. „მაგალითად, გამოცხადდება ლოკაციები, თუ რას მიუახლოვდა მანქანა, ან ექნება გიდის მომსახურება“, – განმარტავს ემზარ ქავჟარაძე.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ამ მარშრუტით მომსახურების საფასური განსხვავებული იქნება, მაგრამ ფასზე ჯერ არ შეთანხმებულან: „როცა შევჯერდებით, ამასაც საკრებულო დაადგენს“.
ბათუმის საკრებულოში ახალი ტურისტული მარშრუტის დამტკიცებაზე ხვალ იმსჯელებენ.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 20-24 აპრილს, სარფისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14,535 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან.
„სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 24 აპრილს გავრცელდა.
სააგენტოს განცხადებით, ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადა 48 საათია.
[toggle title=”დააწკაპუნეთ აქ, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ არის შეფუთული უსაფრთხო ხორცი”]
ქვეყნის დასახელება (სად მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
[/toggle]
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
სააგენტოს ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, „მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა“.
[toggle title=”დააწკაპუნეთ აქ, თუ გსურთ გაიგოთ, რა შემთხვევაშია კვერცხი უსაფრთხო”]
კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;
მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს – სასურველია დაცული ხელებით;
იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას;
[/toggle]
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.
გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 15-01.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5-10 გრადუსი
ღამით: 0-3 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26-27 აპრილს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 17 აპრილს, სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური და მისი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 16,749.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 259.24 გრამი) გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.
„ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოს და ამერიკას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ,“ – განაცხადა გუშინ, 23 აპრილს, ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
ამერიკის ელჩს „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა პანკისის ხეობაში ჰესების გამო შექმნილი დაპირისპირების თემაზე. რა უნდა იყოს ამ დროს ხელისუფლების როლი – ვკითხეთ ელჩს.
„ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს, იყო გარკვეული პრობლემები. ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება. ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და, შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგის და თანხმობის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში,“ – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაწვეს პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.
პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კომენტარი აშშ-ის სამხედრო ხომალდ Ross-ის [DDG 71] მონახულების შემდეგ გააკეთა. გემი ბათუმის პორტში 21 აპრილს შემოვიდა და 25 აპრილს დატოვებს.
ცხვირის ძგიდე განლაგებულია ვერტიკალურად, ნესტოებს შორის და ის ცხვირის ღრუს ჰყოფს ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად. უკანა ნაწილი ძვლოვანია, წინა – ხრტილოვანი. ეს მონაკვეთი დაფარულია ლორწოვანი გარსით. ცხვირის ძგიდე თითქმის არასდროს არის იდეალურად თანაბარი და სწორი, არსებობს მისი ბუნებრივი შესქელებები იმ ადგილებში, სადაც ხრტილი გადადის ძვალში.
ცხვირის ძგიდის გამრუდების სიმპტომები:
[checklist]
ცხვირით სუნთქვის გაძნელება (გაჭედილი ცხვირი). ის შეიძლება იყოს მუდმივი, პერიოდული, ყოველთვის ერთ ნესტოში ან მონაცვლეობით;
ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი;
ლორწოვანის გადაღვრა ხახის უკანა კედელზე;
ყურების დაგუბება;
პირის სიმშრალე;
ძილის დარღვევა, ხვრინვა, დღისით დაღლილობა;
თავის ტკივილი;
მიდრეკილება გახშირებული მწვავე რესპირატორული ვირურული ინფექციებისადმი;
სისხლდენა ცხვირიდან (დაკავშირებულია ძლიერ გამრუდებული უბნების წვერზე ლორწოვანი გარსის გათხელებით).
[/checklist]
ინკუბაციის პერიოდი
ცხვირის გამრუდებული ძგიდის ქონის შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვობაშივე, შემდეგ კი ზრდასთან ერთად განვითარდეს და თანდათან უფრო გაძლიერდეს (დიდი ხნის წინ არსებული გამრუდებისასაც კი); ეს დაკავშირებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის სარეზერვო შესაძლებლობების გამოფიტვით (რაც ვლინდება მისი შეშუპებით, შესუნთქული ჰაერის ცხვირში გატარების დარღვევის მიზეზით).
ძგიდის გამრუდების ფორმები
გამრუდების ლოკალიზაციის მიხედვით:
[checklist]
ცხვირის წინა (ხრტილოვან) ნაწილში;
ცხვირის ძგიდის ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ხრტილი გადადის ზედა ყბის ძვლოვან წანაზარდში;
ზედმეტად განვითარებული ბორცვი წინა (ხრტილოვანი) ნაწილის უკანა (ძვლოვან) ნაწილში გადასვლის უბანში;
ზემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე ადგილას.
[/checklist]
გამრუდების ფორმიდან გამომდინარე:
[checklist]
С-ფორმის;
S-ფორმის;
ძგიდის თხემი – გამრუდება ერთ მხარეს, ჰორიზონტალური მიმართულებით, ფორმით მოგვაგონებს თხემს; შეიძლება აღწევდეს ცხვირის გვერდით კედლამდე;
ძგიდის წვეტი – ლოკალური გამრუდება, წვეტის სახით, რომელიც ცხვირის გვერდითი კედლისკენ არის გადახრილი;
ზემოთ ჩამოთვლილი ტიპების კომბინაციები.
[/checklist]
წარმოშობის მიხედვით:
[checklist]
ცხვირის ძვლოვან-ხრტილოვანი ჩონჩხის არათანაბარი ზრდის შედეგად;
ცხვირის ტრავმის შედეგად(უფრო ხშირად ასეთი გამრუდებები რთული ფორმისაა, ძგიდის რამდენიმე ნაწილში).
ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად ხდება. ის არ უნდა ჩატარდეს, თუ დათვალიერებისას აღმოჩენილი გამრუდება არ იწვევს არანაირ ჩივილს და გართულებას პაციენტში (ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ყურების დაგუბება, ხვრინვა, ხშირი სურდო, ხშირი სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთება და სხვა).
ოპერაცია უნდა ჩატარდეს ზოგადი ნარკოზით, განსაკუთრებით, თუ ძგიდის გამრუდება გვხვდება უკანა ან რამდენიმე ნაწილში, ვინაიდან ამგვარად გარანტირებულია საუკეთესო გაუტკივარება, ნაკლები სტრესი პაციენტისთვის და, შესაბამისად, უფრო გულდასმით ჩატარებული ოპერაცია.
ცხვირის ძგიდი გასწორების ოპერაციას ეწოდება სეპტოპლასტიკა. ის ტარდება ცხვირის შიგნით, გარედან არანაირი განაკვეთი არ კეთდება, ოპერაციის შემდეგ ცხვირის ფორმა არ იცვლება, სახეზე სილურჯეები არ რჩება. ცხვირის ძგიდის ძირითადი ნაწილი ცხვირში რჩება, მიზნობრივად აცილებენ მხოლოდ გამრუდებულ უბნებს. ზოგჯერ გამრუდებულ უბნებს ასწორებენ სპეციალური ინსტრუმენტით და შემდეგ ისევ თავის ადგილას ათავსებენ. ოპერაციის ამოცანაა – ცხვირის ძგიდის მოთავსება შუა ხაზზე, ვერტიკალურად, მისი საყრდენი ფუნქციის შენარჩუნებით.
ცხვირის ძგიდის და გარე ცხვირის ფორმის ერთდროულად გასწორებას ეწოდება რინოსეპტოპლასტიკა.
მნიშვნელოვანი მომენტია – პოსტოპერაციული პერიოდის მართვა. ცხვირში ნაწიბურების (შეხორცებები ლორწოვანი გარსის ახლოს განლაგებულ უბნებს შორის) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ტარდება ცხვირის გულდასმითი დამუშავება ჯერ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ (გამოწერის შემდეგ) პოლიკლინიკაში.
[/checklist]
გართულებები და შედეგები
[checklist]
გამრუდებული ცხვირის ძგიდე ხელს უშლის ცხვირის გასასვლელებში ჰაერის ნორმალურად გატარებას, შესაბამისად, ყურების და ცხვირის დამატებითი წიაღების ვენტილაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტუბოოტიტი (სასმენი მილის ანთება), შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება) მწვავე და ქრონიკული სინუსიტები (ცხვირის დამატებითი წიაღების ანთება). ცხვირის ძგიდის ძლიერი გამრუდებისას, რაც ბლოკავს ცხვირის დამატებითი წიაღების ფისტულებს (ხვრელები, რომლებიც მათ ცხვირის ღრუსთან აერთებს), ყოველი სურდო გადადის სინუსიტში; სურდო ხშირია და დიდხანს გრძელდება.
ცხვირის ძგიდის გამრუდება ხელს უწყობს ვაზომოტორული რინიტის სიმპტომების პროგრესირებას (ცხვირის ნიჟარების დაავადება, რაც დაკავშირებულია მათში სისხლძარღვების ტონუსის რეგულაციის დარღვევასთან). ეს შესაძლოა გადაიზარდოს ჰიპერტროფულ რინიტში (ცხვირის ნიჟარების შეუქცევადი ზრდა), აგრეთვე – ალერგიულ რინიტში (ალერგენების შესუნთქვით გამოწვეული ანთებითი რეაქცია ცხვირში).
ცხვირით მუდმივად გაძნელებული სუნთქვა იწვევს მთელი ორგანიზმის ქრონიკულ ჟანგბადის შიმშილს. საწყის ეტაპებზე ის ვლინდება თავის ტკივილით, სწრაფად დაღლით, ყურადღების და მეხსიერების კონცენტრაციის დარღვევით, დროის გავლის შემდეგ კი შესაძლოა განვითარდეს გულის, სისხლძარღვებისა და სხვა ორგანოების დაავადებები.
ძილში ცხვირით სუნთქვის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარება – ძილში სუნთქვის შეჩერება, რაც ასევე საშიშია გულ-სისხლძარღვთა და სხვა გართულებებისთვის, ჟანგბადის მუდმივი ნაკლებობის გამო. ასეთ პაციენტებს დღის განმავლობაში აქვთ მომეტებული ძილიანობა, რაც უარყოფითად აისახება მათი სამუშაოს ეფექტურობაზე, ეს აგრეთვე ზრდის ავარიების სიხშირეს საწარმოებში, ყოფა-ცხოვრებაში, ავტოტრანსპორტში.
ხშირი პირით სუნთქვა ხდება ქრონიკული ტონზილიტის (სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება) განვითარების, პირიდან არასასიამოვნო სუნის, ზედა (ხორხი, ტრაქეა) და ქვედა (ბრონქები და ფილტვები) სასუნთქი გზების დაავადებების მიზეზი.
[/checklist]
ცხვირის ძგიდის გამრუდების პროფილაქტიკა:
[checklist]
პროფილაქტიკა ცხვირის ძგიდის გამრუდებისა, რომელიც წარმოიქმნა ჩონჩხის წარმოქმნის პროცესში, არ არსებობს
ცხვირის ძგიდის ტრავმული მიზეზით წარმოშობილი გამრუდების პროფილაქტიკა – ერიდეთ ცხვირის და სახის ტრავმებს, ატარეთ სპეციალური დამცავი ნიღბები სპორტული აქტივობებისას, განსაკუთრებით ორთაბრძოლისას.
[/checklist]
დამატებითი ინფორმაცია
ყველა ადამიანს აღენიშნება ცხვირის ციკლი: ცხვირის ერთი ნახევარი მუშობს უფრო ინტენსიურად, მაშინ, როცა მეორე “ისვენებს“, გარკვეული დროის გავლის შემდეგ ისინი ერთმანეთს ცვლიან. ნორმალურად განლაგებული ცხვირის ძგიდისას და ცხვირში სხვა პათოლოგიების არარსებობისას ადამიანი ამას ვერ ამჩნევს.
მთავარ ფოტოზე: გელა ხოზრევანიძე, ოტორალინგოლოგი
ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვას გეგმავს.
ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არის საპილოტე პროექტი და „თუ გაამართლებს და მოთხოვნაც მეტი იქნება“ მომდევნო წლებში ასეთ ტივტივა ეტლებს დამატებით კიდევ შეიძენენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.
„ტივტივა ეტლ-სავარძლები ბათუმის ბულვარის საკუთრებაში იქნება და ისინი საწყის ეტაპზე ძველ ბულვარში პლაჟზე იმ ადგილზე განთავსდება, სადაც შშმ პირთათვის ადაპტირებული საშხაპე და გასახდელი იქნება მოწყობილი“ – გვითხრეს ბათუმის ბულვარში.
სატენდერო პირობის მიხედვით ბულვარი 5 ასეთ ეტლ-სავარძელს შეისყიდის. საცურაო ეტლი-სავარძელი უნდა იყოს სიგანე – არანაკლებ 107 სმ, სიმაღლე – 90, ხოლო სიგრძე – არანაკლებ 220 სმ; დასაჯდომი ადგილის პარამეტრები: სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, არანაკლებ 50 და 45 სმ; ეტლი-სავარძლის ტვირთამწეობა კი – არაუმეტეს 130 კგ უნდა იყოს.
ეტლი-სავარძლის კონსტრუქცია უნდა შედგებოდეს ალუმინისა და უჟანგავი მეტალისგან; ქსოვილი – ანტიალერგიული ნეილონის ბადე; სავარძელი უსაფთხოების ღვედით; სახელურები – როტორული წესით ჩამოსხმული ერთიანი პლასტმასის ტივტივა; ბორბლები: 3 ერთეული როტორული წესით ჩამოსხმული ერთიანი პლასტმასის ტივტივა, წინა ბორბალზე დამაგრებული საჭე, მობრუნების ფუნქციით.
საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 29 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 41 525 ლარია.
მთავარი ფოტო: საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლის ნიმუში / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან
„ტელევიზიები ხშირად აპიარებენ სხვადასხვა კომპანიას, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ასაქმებენ, ვითომ გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დასაქმებისას და ა.შ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ტყუილია. უამრავ კომპანიაში მიცდია მუშაობის დაწყება, თუმცა ამაოდ. მიზეზი სახეზე მუქი შეფერილობის ლაქაა, რასაც ჩემთვის ბევრი პრობლემა მოაქვს სამსახურის ძებნისას და არამხოლოდ“, – ამბობს 28 წლის გიორგი თედეევი, რომელიც წლებია სამსახურს უშედეგოდ ეძებს.
13 წლიდან მამას ეხმარებოდა სამუშაოს შესრულებაში, მამამისი მეთუნუქეა და გიორგის მაღალსართულიანი სახლების სახურავის შეკეთებაზეც უმუშავია მასთან ერთად. დიდხანს მუშაობდა მესაფლავედ, მაგრამ როგორც კი შედარებით უკეთესი სამსახურის პოვნა გადაწყვიტა, რაც ხალხთან ურთიერთობას გულისხმობს, წინააღმდეგობებმაც იმატა.
როგორც გიორგი ამბობს, მსახიობების კასტინგზე ერთხელ უთხრეს, სად გვაქვს ამდენი გრიმი, შენი სახე ყოველ ჯერზე დავფაროთო. სცადა ემუშავა კონსულტანტადაც ერთ-ერთ ბანკში, სადაც პირდაპირ უთხრეს, რომ კონსულტანტს რაც შეიძლება მეტი კლიენტის მიზიდვა ევალება და არა მათი დაფრთხობა.
უარი უთხრეს არაერთ რესტორანშიც მიმტანად დასაქმებაზე. ერთგან განუმარტეს, რომ მიმტანისთვის „შესაბამისი გარეგნობა და იმიჯი არ ჰქონდა“, ამიტომ ვერ დაასაქმებდნენ. უთხრეს ასევე, რომ დიდი შანსი იყო, რომელიმე კლიენტს მის წინააღმდეგ საჩივარი დაეწერა სახეზე ლაქის გამო, ასეთ დროს კი რესტორნის მეპატრონეს მაინც მოუწევდა ადრე თუ გვიან მისი სამსახურიდან დათხოვნა. „აბა, თქვენს გამო უფროსი რესტორანს ხომ ვერ დაკეტავსო“, – აცნობეს.
„ახალგაზრდა ვარ, თავმოყვარეობა მაქვს, ნორმალური შემოსავალი, მუშაობა, სამსახური მჭირდება. როცა 28 წლის ადამიანი ხარ ფიზიკურად განსხვავებული, ზოგი კულტურულად გეუბნება უარს სამსახურზე, ზოგი პირდაპირ გეუხეშება. არ არის ეს ნორმალური, მაგრამ საქართველოში ეს ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა“, – ამბობს გიორგი თედეევი. როგორც ის ამბობს, დარწმუნებულია, რომ საქართველოში სახეზე მუქი შეფერილობის ხალით ვერაფერს შეძლებს, ფიქრობს, რომ ოპერაცია მისთვის შვება და წინსვლის საწინდარი იქნებოდა.
გიორგი ამბობს, რომ თურქულ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად 4 000 ლირა სჭირდება, ერთი შეხედვით ბევრი არ არის, მაგრამ ამ თანხის შესაგროვებლად მან უნდა იმუშაოს, მუშაობის შესაძლებლობა კი არ ეძლევა.
„კაფე-ბარები, სწრაფი კვების თითქოს მაღალხარისხოვანი რესტორნები, საცხობები, ბანკები, დიდი და პატარა მარკეტები – ადგილი არ დამიტოვებია, სადაც დასაქმება მსურდა, მაგრამ არ მიმიღეს – მიზეზი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე იყო – სახეზე მუქი ფერის ლაქა.
თუ ვერ დავსაქმდები, უცხოეთში წასვლა მომიწევს, გაქცევის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩება. ბებია მყავს ებრაელი, ისრაელში წასვლის შანსი მაქვს. საქართველოში უკეთესი მომავალი ვეღარ წარმომიდგენია. მინდა მშობლებს კბილები ჩავუსვა, ადამიანურად ჩავაცვა, ასეთი რამეები ხომ თავმოყვარეობაზე მოქმედებს… მინდა ოჯახს დავეხმარო და მატერიალურად გავაძლიერო.
რატომ ვერ უნდა ვსაქმდებოდე – ვაზროვნებ, ათვისება და მუშაობა შემიძლია!“ – ამბობს გიორგი.
სწავლობდა სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის მიმართულებით, უმუშევრობის მიზეზით გადასახადს ვეღარ გაწვდა და სწავლა შეწყვიტა. აქვს ბევრი სხვადასხვა უნარი, ხატავს, მინანქრისგან სამკაულებს ამზადებს, იცის კომპიუტერული, საოფისე პროგრამები, როგორც თავად ამბობს, ყველაფერს მარტივად სწავლობს.
მინანქრის ღუმელიც აქვს, თუმცა ნივთებს ვერ ამზადებს. ამისთვის აუცილებლად სჭირდება სახელოსნო, შინ ღუმელს ვერ ჩართავს, მინანქრის გამოწვის პროცესი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოა და სახელოსნო სჭირდება, სახელოსნოს – ქირა, ქირას-სამსახური, დასაქმება, სამსახურს კი ვერ პოულობს.
ტიხრული მინანქარი, გიორგი თედეევი
გიორგი თედეევი „ბათუმელებთან” ყველა იმ კომპანიას ასახელებს, სადაც, მისი თქმით, გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე არ დაასაქმეს. თუმცა გიორგის აქამდე სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
მოჯადოებული წრის გასარღვევად გიორგიმ გადაწყვიტა საჯაროდ და ხმამაღლა ელაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე, დისკრიმინაციაზე გარეგნობის ნიშნით. მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ჯგუფის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი იმის შესახებ, თუ რა დაბრკოლებები შეხვედრია სამსახურის ძებნისას. პოსტს ბევრი კომენტარი მოჰყვა. როგორც ამბობს, ამის შემდეგ მას იმ კომპანიებიდანაც დაუკავშირდნენ, სადაც სახეზე ლაქის გამო არ მიიღეს.
„20 წლის ხარ და 10 წლიან გამოცდილებას გთხოვენ, 300 ლარს გთავაზობენ და რამდენიმე ენის ცოდნაა საჭირო. მშურდა, თან მიხაროდა, როცა სტამბოლში ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ და ურთიერთობდნენ ადამიანებთან ასაკოვნები, ადამიანები სხვადასხვა შეზღუდვებით, პიგმენტური ლაქებით ან კიდურის გარეშე. თქვენ გინახავთ საქართველოში სადმე მუშაობდეს ადამიანი პიგმენტური ლაქებით? – მე არა“, – ამბობს გიორგი.
რა შთაბეჭდილება დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტზე და ხედავს თუ არა იგი საფრთხეებს? – შეკითხვა ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა დღეს, 23 აპრილს ბათუმში დაუსვეს. ამერიკის საელჩომ 18 აპრილს განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებდა „აჭარის ტელევიზიაში“ განვითარებულ მოვლენებს.
„მე ვიცი ამ სიტუაციის შესახებ. ჩემი თანამშრომლები მაწვდიდნენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ტელევიზიის სანდოობას. შეფასებებში ეს იქნა აღნიშნული, რომ განსაკუთრებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის გაშუქებისას ამ ტელევიზიას მართლაც აქვს ეს რეპუტაცია, სანდოობა. იმედია, ეს შეუნარჩუნდება. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის დაკვირვებას,“ – გვითხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის დირექტორს 19 აპრილს გამოუცხდა უნდობლობა და თანამდებობიდან გადააყენა.
„ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ,“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სასამართლო რეფორმის შესახებ. ელჩს დღეს, 23 აპრილს ბათუმში სხვადასხვა შეხვედრა ჰქონდა. დღის ბოლოს ის ამერიკული სამხედრო ხომალდთან მივიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ამერიკის ელჩმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მხრიდან „კრიტიკული როლის“ შესრულების საჭიროებას.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტს ვანიჭებთ, რადგან ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლო ცვლილებებით, რაც მიღებული იქნა ამასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ – ადეკვატურად და სრულად არ გაითვალისწინეს ის რეკომენდაციები, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ვენეციის კომისიამ, ასევე ეუთომ გასცა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას. აუცილებელია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა,“ – აღნიშნა როს უილსონმა.
ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, ახალი მშენებლობის მიზნით, „ალიანს სიტიმ“ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] მოამზადა. საკითხი საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია ჩასმული და მას ორ დღეში, 25 აპრილს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრმა ამ ადგილზე შედარებით დაბალი პროექტი მიიჩნია სასურველად და ამის შესახებ ხმამაღლაც თქვეს, სავარაუდოდ, „ოცნების“ უმრავლესობა მის დამტკიცებას შეძლებს.
განკარგულების პროექტს, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ერთვის წარდგენილი გრგ-ის საჯარო განხილვის სხდომის ოქმი. აქ მოცემული ინფორმაციით, სხდომაზე დამსწრე მოქალაქეების უმეტესობას პროექტის მიმართ კრიტიკული აზრი ჰქონდა: საკრებულოს წევრებმა ნერიმან ცინცაძემ და ნატალია ძიძიგურმა თქვეს, რომ მათთვის სასურველია ამ ადგილზე გაცილებით დაბალი მშენებლობა დაიგეგმოს, ვიდრე წარდგენილი პროექტია. საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნატალია ზოიძის აზრით კი, ახალი სამშენებლო პროექტი არ ჩაკეტავს სივრცეს. იყვნენ პროექტის მომხრეებიც, მათ შორის ისეთები, რომლებმაც თქვეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გაჩერებული პროექტის ხილვა ამ ადგილზე აღარ სურთ: „ჩვენ განვითარება გვირჩევნია“.
შეხვედრაზე მოსაზრებები სხვა მოქალაქეებმაც გამოთქვეს, თუმცა რამდენიმე მოქალაქის გამოსვლა ოქმში საერთოდ არ არის დაფიქსირებული. ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, იურისტ ირაკლი ჯიჯავაძის გამოსვლა, ის პროექტის ირგვლივ მეტ ინფორმაციას ითხოვდა.
ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დოკუმენტის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ზონის სტატუსის ცვლილებას. ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, კომპანიას კი ამ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„ლუჟკოვის სახლი“ და მიმდებარე ტერიტორია ბათუმში / ფოტო გრგ-დან
გარდა ამისა, კომპანია K2 კოეფიციენტის გაზრდას 15,0-მდე ითხოვს [ამის საფუძველზე საპროექტო ფართობი განისაზღვრება 282 225 კვ.მ.-ით] და დაახლოებით 45-სართულიანი სამი თაუერის მშენებლობას გეგმავს. მერიაში რენდერიც წარადგინეს, თუმცა კომპანიის დირექტორის, აკაკი სონგულიას თქმით, ეს არ არის ის ვიზუალი, რის აშენებასაც კომპანია აპირებს.
„ალიანს სიტი“ მხოლოდ K3 კოეფიციენტის გაზრდას არ ითხოვს და მას არსებული სახით ინარჩუნებს. ეს კოეფიციენტი გამწვანებას გულისხმობს.
„ალიანსი“ რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ კიდევ ერთ ცათამბჯენს აშენებს.
[toggle title=”კომპანიის მოთხოვნილი პარამეტრები“]მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – 13170,5 – (კ-1) -0,7
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის ფართობი – 75260,0 კვ.მ – (კ-2) -4,0-მდე
მიწის ნაკვეთების გამწვანების ფართობი – 1881,1კვ.მ – (კ-3) -0,1[/toggle]
კომპანია ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის დასრულებას 2023 წელს გეგმავს. პროექტი მიწისქვეშა სივრცეში 450 ავტომანქანის ადგილს ითვალისწინებს.
„ლუჟკოვის სახლი“ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა. დღემდე ამ უზარმაზარ შენობას არც ერთი მობინადრე არ ჰყოლია.
ქონების მესაკუთრე დღეს „ბათუმი სიტია“, რომლის 100% წილს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ ფლობს, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია. ამ უკანასკნელის 100% წილს კი ფლობს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 23 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფლიდან დროულ გასახლებას ითხოვენ.
„მიწა ნაპრალებითაა სავსე, დაღებული აქვს პირი მიწას, სახლებზე სულ ბზარებია. მეშინია, არ ჩამოინგრეს და შიგნით არ მოვყვეთ… გეოლოგები სწავლობენ, მაგრამ დროულად არ დებენ დასკვნას. ვისაც დასკვნა აქვს, მასაც არ ასახლებენ,“ – ამბობს ბუთურაულში მცხოვრები რუსლან მიქელაძე.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მეწყრული პროცესი ჰესის მშენებლობის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. „ასევე დახმა წიწვოვანი ხეები და შრება წყალი“, – ამტკიცებენ ისინი.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილების თქმით, ბუთურაულში ზუსტად 40 ოჯახს ემუქრება საფრთხე.
„გეოლოგები იყვნენ მოსულები, მაგრამ თოვლი იყო და ვერ შეისწავლეს. ჩვენ გავაგზავნეთ თხოვნა, რომ დაჩქარდეს შესწავლა, თოვლი დაშრა, მალე მოვლენ და შეისწავლიან,“ – გვითხრა შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ. მისი განმარტებით, გეოლოგების დასკვნები ადრეც მომზადდა, მაგრამ მოსახლეობა მას არ დაეთანხმა და ინდივიდუალური შესწავლის მოთხოვნა დაისვა, რაც დაკმაყოფილდა. შუახევის მერი ასევე ამბობს, რომ სოფელ ბუთურაულიდან 33 ოჯახი გეოლოგების დასკვნის შესაბამისად უკვე მისცეს კომპენსაცია განსახლებისთვის და ამ ეტაპზე არცერთი ოჯახი არ ექვემდებარება გასახლებას.
შუახევის მერი არ ეთანხმება მოსახლეობის შეხედულებას, რომ ჰესის მშენებლობას უკავშირდება წყლის გაქრობის პრობლემა, ან ხეების გახმობა.
„მდინარის მარჯვენა მხარესაა ეს სოფელი, ამ მხარეს ჰესი საერთოდ არ შეხებია… ხეები ყველგან ხმება, ქედაშიც ხმება,“ – აღნიშნავს შუახევის მერი.
ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მალე მოგვარდება, რადგან უკვე შიდა ქსელის მონტაჟზეა ტენდერი გამოცხადებული, ხოლო წიწვოვან ხეებს, მისივე თქმით, მწერი ანადგურებს, რის გამოც მწერსაჭერი ხაფანგები დაუმონტაჟებიათ.
„მე არ ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ ეს მწერი ანადგურებს წიწვოვან ხეებს… გააქტიურებულია ასევე სანიტარული ჭრები, რაც მოაგვარებს ამ პრობლემას“, – დასძინა ფრიდონ ფუტკარაძემ.
„ეს ძველი გაზეთებიც ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს,“ – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როი უილსონმა ბათუმში ძველი გაზეთების დათვალიერების შემდეგ. საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში დღეს, 23 აპრილს ძველი დოკუმენტები, ფოტოები და გაზეთები გამოფინეს, სადაც ამერიკელი კონსულების, მოგზაურების და კულტურის წარმომადგენლების ბათუმში ვიზიტებია ასახული.
დოკუმენტების მიხედვით, ბათუმსა და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობა მე-19 საუკუნის ბოლო წლებიდან იწყება. ამავე წლებში ბათუმში პირველად ამერიკის საკონსულოც გახსნილა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მენახა ეს გამოფენა, ძველი ფოტოები. ეს დოკუმენტები გამოხატავს ამერიკის ჩართულობის ისტორიას ბათუმში, აჭარაში… ძველი გაზეთებიც ძალიან საინტერესო იყო, სადაც წარმოდგენილი იყო ადრეული პერიოდები. ამან ჩემი მსახურება მოსკოვში გამახსენა,“ – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმში გამოცემული ძველი გაზეთების დათვალიერების დროს.
რომელი იყო ყველაზე საინტერესო ისტორია თქვენთვის? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ როს უილსონს.
„აქ იყო ერთი ისტორია გაცვლითი პროგრამის მონაწილეებზე. ისინი 1989 წელს ჩამოსულან ბათუმში. მე ამ დროს რუსეთში ვმსახურობდი და ჩემი მეუღლე მუშაობდა ამ საკითხებზე. მას აუცილებლად ვკითხავ ამის შესახებ, როცა ვნახავ,“ – გვიპასუხა როს უილსონმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შპს „სტადიონის“ დირექტორად ლევან ლომთაძე დანიშნა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ლევან ლომთაძე ფლობს ბიზნესის მართვის ბაკალავრისა და საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. ის 1988 წელს თბილისში დაიბადა.
ამავე ბრძანებით, ახალი დირექტორის ხელფასი 3 750 ლარის ნაცვლად, 6 250 ლარი იქნება, ანუ მინისტრმა კომპანიის ახალ დირექტორს იმაზე მეტი ხელფასი დაუნიშნა, რაც თავად მას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს.
ინფორმაციისთვის: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი დღეს 5 750 ლარია, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ხელფასი 4 750 ლარი [ეს არის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, რომელსაც შემდეგ აკლდება საშემოსავლო გადასახადი].
„ამ კომპანიის დირექტორობა შემომთავაზა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა. ის თავის დროზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გავიცანი, როდესაც მე საგადასახადოში ვმუშაობდი და ბატონი თორნიკე იყო კერძო სექტორში. რაც შეეხება ხელფასს, არ ვიცი რამდენი აქვთ ხელფასი იმ პირებს, ვინც თქვენ დაასახელეთ, თუმცა, ჩემი ხელფასი გადაწყდა მოლაპარაკებების საფუძველზე. ისე არ ყოფილა, რომ ის ანაზღაურება რაც მე მიმაჩნდა ამ პოზიციისთვის და ჩემთვის მისაღები იყო, ცალმხრივად გადაწყვეტილიყო. ეს იყო პროცესი, რაც არის ნებისმიერ კერძო შპს-ში თანამშრომლის დაქირავების დროს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჯამურად, ჩვენს მართვაში არსებული პროექტების პორტფელი, შეადგენს 300 მილიონ ლარს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლევან ლომთაძემ.
ვინაიდან შპს „სტადიონს“ სხვა შემოსავლები არ აქვს, კომპანიაში დასაქმებული პირები ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ.
შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასის გაზრდაზე განმარტება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც ვთხოვეთ.
„აღნიშნული შპს-ს მართვაში მყოფი რამდენიმე პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მაგალითად, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი. დღეისათვის ობიექტების მშენებლობის გარდა, მათი კომერციული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობის ინტენსიური ეტაპი იწყება, რაც მნიშვნელოვანია პროექტების შემდგომი განვითარებისთვის. შპს „სტადიონი“ ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი სივრცის მოწყობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებასაც იწყებს. შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციით, პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების ეფექტურ მართვას და დაკისრებული ფუნქციების შესრულებას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
ლევან ლომთაძემ დირექტორის თანამდებობაზე მალხაზ მახარაძე შეცვალა. მალხაზ მახარაძე „სტადიონის“ დირექტორად 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა და მინისტრის ბრძანებით მისი ხელფასი 3 750 ლარით განისაზღვრა. დირექტორის თანამდებობა მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„მე კიდევ ერთი კომპანიის Goderdzi Resorts-ის დირექტორი ვარ. ორი კომპანიის დირექტორი ბუნებრივია, ვერ ვიქნებოდი და საბოლოოდ ვარჩიე დავრჩე „გოდერძის“ დირექტორად“, – გვითხრა მალხაზ მახარაძემ.
შპს Goderdzi Resorts-ის 100% წილის მფლობელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ამ კომპანიის დირექტორად კი მალხაზ მახარაძე 2018 წლის მაისში დაინიშნა. კომპანიის დირექტორის ხელფასი 3 000 ლარია. შპს Goderdzi Resorts კი, კურორტ გოდერძიზე მიმდინარე პროექტებს ზედამხედველობს.
შპს „სტადიონი“ ბათუმში იმ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება [ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სპორტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ყინულის სასახლე, ამას დაემატება ძალოსნობის ბაზა ჩაქვში].
ლევან ლომთაძის თქმით, ის ამ პროექტებს გაეცნო, როდესაც მიიღო შემოთავაზება „სტადიონის“ დირექტორობაზე: „გავიაზრე ეს პასუხისმგებლობა და ახლა უკვე სამუშაო პროცესში დეტალებში შევდივარ“.
შპს „სტადიონი“ აჭარის 2018 წლის ბიუჯეტიდან 72 მილიონ 300 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, ხოლო 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ამ კომპანიისთვის 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული 65 მილიონი ლარი შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება:
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი;
მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი;
ბათუმის ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა – 11 მილიონი ლარი.
ვინ გაუწევს ოპერირებას [მართვას] იმ ობიექტებს [სტადიონი, საავადმყოფო, სპორტსკოლა და სხვა], რომლებიც შპს „სტადიონის“ ზედამხედველობის ქვეშ შენდება? – ლევან ლომთაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მე არ ვღებულობ. ჩვენ ვართ ამ პროექტების მენეჯერი კომპანია, რომელიც მართავს ამ პროექტების სამშენებლო სამუშაოებს [რომლებსაც თავის მხრივ ჰყავს მშენებელი, ტექნიკური ზედამხედველი კომპანია და ა.შ.] ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები. ის, თუ ვინ იქნება ამ დასრულებული პროექტების ოპერატორი, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აჭარის მთავრობა. რა თქმა უნდა, ჩვენთან კონსულტაციის საფუძველზე“, – ამბობს ლევან ლომთაძე.
———–
აჭარის წილობრივი მონაწილეობით დღეს 30-ზე მეტი საწარმოა რეგისტრირებული, რომელთაგან 2018 წლის ბიუჯეტში თანხა, დივიდენდის სახით, მხოლოდ ოთხმა საწარმომ შეიტანა.
შემოსავლების რაოდენობა, რაც აჭარის ბიუჯეტმა ამ საწარმოებიდან მიიღო, ჯამში 2,4 მილიონი [დაგეგმილზე 1,26 მილიონით ნაკლები] ლარი იყო.
აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან წელს მისაღები დივიდენდები კი, წინა წლებთან შედარებით სამჯერაა შემცირებული და 1 მილიონი ლარია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს
ლაშა კომახიძეს მიმართავს. ორგანიზაცია ეხმიანება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, 20 აპრილს გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი გაჩნდა.
„მიმდინარე წლის 20 აპრილს ქალაქ ბათუმში, კომახიძის ქუჩა 1-ში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან საგანგაშოა ქალაქისთვის. ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები ეჭვს აჩენს იმის თაობაზე, ხომ არ უკავშირდება ეს მოვლენები ე. წ. „მენაშენეთა“ აქტიურობას ისტორიული დაცვის ზონაში სამშენებლო ნებართვის მიღების გაიოლების მიზნით.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამოიჩინონ სიმტკიცე – გაატარონ მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკა. მოგმართავთ თხოვნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კომახიძის 1-ში ხანძრის გაჩენის მიზეზი; ასევე შესაძლო მოკლე ვადაში შემუშავდეს და განხორციელდეს შენობის კონსტრუქციული სტაბილიზაციის გეგმა (გადახურვა, მზიდი კონსტრუქციები და სხვა)“ – ვკითხულობთ წერილში.
მთავარ ფოტოზე: კომახიძის #1-ში მდებარე შენობა ხანძრის შემდეგ
“მე შეგნებულად დაგაჭერიეთ თავი… აქაც სპეციალურად მოვედი, სალაპარაკო მაქვს,” – თქვა ბრალდებულმა, როგორც კი მოსამართლე დაინახა და შემდეგ ბრალდებულის გისოსებს აღარ მოშორდა – მთელი პროცესის განმავლობაში ცოლზე ფიზიკური განადგურების არაერთგზის მუქარაში ბრალდებული მიხეილ ბ. ფეხზე იდგა და საუბრობდა. შიგადაშიგ მოსამართლე ლევან გელოვანი მის შეჩერებას, განმარტებების გაკეთებას და პროკურორის ჩართვას ახერხებდა.
“10 წელი ცოლ-ქმარი ვართ და არ მიყვარხარო, არ უთქვამს არასდროს. ეთქვა, რომ დამთავრდა ყველაფერიო, მაგრამ არ უთქვამს ეგ… მისი ოჯახი იყო ჩემი წინააღმდეგი, რადგან მანამდე დანაზე დამაკავეს. ის ჩუმად მხვდებოდა…” – მოუყვა ბრალდებული მოსამართლეს იმის მიუხედავად, რომ დღეს მხოლოდ წინასასამართლო სხდომა გაიმართა და ბრალდებულს არაფრის თქმა ევალებოდა.
გამოძიების ვერსიით, მიხელ ბ. იანვარში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს შერიგებას და ოჯახში დაბრუნებას სთხოვდა. ისინი განქორწინებულები არ არიან, მაგრამ დაზარალებულად ცნობილი ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად საკუთარ მშობლებთან ცხოვრობს. ბრალდებული კი თბილისიდანაა. ქალმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, როცა ქმრისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებდა.
“ნამდვილად დავემუქრე, ვაღიარებ, მაგრამ მისი მოკლა რომ მდომოდა, მილიონჯერ მოვკლავდი… 4 თვის გათავისუფლებული ვარ ციხიდან. მან სხვა გზა არ დამიტოვა,” – თქვა ბრალდებულმა და პროკურორს გახედა.
“ბათუმელები” ამ შემთხვევის შესახებ 26 თებერვალს წერდა. მაშინ საია-ს იურისტი, ანნა მდინარაძე მოგვიყვა, რომ პოლიციაში დაბარებულმა ქალმა ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ წინა წლებში პოლიციაში არ განუცხადებია.
“ოჯახში ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ კონკრეტული შედეგი არ გვაქვს,” – ამბობს პროკურორო პაატა ცეცხლაძე.
“არავითარი ძალადობა არ ყოფილა,” – ირწმუნება მიხეილ ბ. ის მოსამართლეს ასევე მოუყვა, თუ როგორ შეხვდა მეუღლეს ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
“ქალს თუ ხელით შევეხე, სასტუმროში რატომ წავიყვანდი? აი, ფოტოები, იქ გადაღებულია. წამოვიღე, ნახეთ…” – თქვა ბრალდებულმა და დაბეჭდილი ფოტოები აჩვენა მოსამართლეს. ლევან გელოვანმა მას განუმარტა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა და არც ოჯახში ძალადობას ედავება ვინმე. მოსამართლეს ფოტოები აღარ უნახავს.
“მე არც გირაოს ვითხოვ, დამტოვეთ პატიმრობაში. ვითხოვ იმას, რომ მოიყვანოთ დაზარალებული და მომცეთ 15 წუთი,” – ითხოვა ბოლოს მიხეილ ბ.-მ. და ისევ პროკურორს მიუბრუნდა, თქვენი მობილურის ტელეფონის ნომერი მომეცითო.
“მოლაპარაკებებისთვის თქვენ გჭირდებათ ადვოკატი,” – უთხრა მას პროკურორმა.
მიხეილ ბ.-ს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. რამდენიმე დღეში არსებითი განხილვა დაიწყება და ბრალდებული თუკი ადვოკატს არ აიყვანს, მას “იურიდიული დახმარების სამსახური” დაიცავს.
დაზარალებულად მიჩნეული ქალის ინტერესებს კი საია იცავს. ამ საქმის პარალელურად, ქალი განქორწინებასაც ითხოვს.
“არ გვსურს საუბარი ამ თემაზე,” – გვითხრა ბრალდებულის დედ-მამამ პროცესის დასრულების შემდეგ. დღევანდელ სასამართლო სხდომას მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ.
ბათუმის საკრებულოში ახალი წევრი შედის. ირაკლი მიქელაძეს, რომელსაც საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე მოუხსნეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე ჩაანაცვლებს. თემურ კახიძე 2012 -2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“. კოალიციის სიაში კი „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა.
უმაღლეს საბჭოში ორწლიანი მუშაობის შემდეგ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე ოპოზიციაში გადავიდა. მაშინ თქვა, რომ ამის შემდეგ უფრო თამამად ილაპარაკებდა იმაზე, რაზეც, როგორც უმრავლესობის წევრს, არ უსაუბრია. მიუხედავად ამისა, ის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა.
2016 წლის ივლისში თემურ კახიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა. მისივე ინფორმაციით, ბიზნესის დასაწყებად მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების გამოყენებას გეგმავდა.
ამავე წლის იანვარში [განცხადებამდე ხუთი თვით ადრე] ყოფილი დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თემურ კახიძე ფლობს 1177 კვ.მ მიწის ფართობს ადლიის პირველ ჩიხის #2-ში. თუმცა არის თუ არა ეს კონკრეტული ტერიტორია მემკვიდრეობით მიღებული, ამაზე დეკლარაციაში არაფერი წერია.
ამავე დეკლარაციით, თემურ კახიძეს 2015 წელს აუღია იპოთეკური სესხი 110 000 ამერიკული დოლარის ოდენობით, შემოსავლის სახით კი 20 520 აშშ დოლარი მიუღია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან. 2015 წელს მან შეიძინა ასევე ბინა, რაშიც [როგორც დეკლარაციაში ჩაწერა] 83 000 ლარი გადაიხადა.
2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ ბათუმის საკრებულოს არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში თემურ კახიძის სახელი და გვარი ისევ გაჩნდა, ის მეთერთმეტე ნომრად ჩაწერეს და 25 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მისი, როგორც საკრებულოს წევრის ცნობას უყრიან კენჭს.
თემურ კახიძის ინფორმაციით, ის „ოცნების“ ფრაქციაში გაწევრიანდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 25 აპრილს განიხილავს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების საკითხს. საბჭომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. დღის წესრიგის თანახმად, ამავე სხდომაზე განხილული იქნება გარე აუდიტის ანგარიშის მიღების საკითხი და სხვა, მიმდინარე საკითხები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, როცა 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ [ხუთიდან ოთხმა წევრმა] ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა.
ამჟამად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს, ნათია კაპანაძის მოადგილე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, როგორც ნათია კაპანაძემ თქვა, მრჩეველთა საბჭო დოკუმენტებს არ გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
______________
მრჩეველთა საბჭოს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საბჭოს ორმა წევრმა მიმართა. მათი განცხადებით, ნათია კაპანაძის მართვის პირობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში შეიქმნა კრიზისი როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე – პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კუთხით. ასევე, აღნიშნული ორი წევრის მოსაზრებით, კაპანაძე არასათანადოდ ხარჯავს მაუწყებლის ბიუჯეტს.
„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარებაშესთავაზა.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 18 აპრილს გაავრცელა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოშიკარლ ჰარცელმა, ასევე, აშშ-ის საელჩომ საქართველოში.
დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები.
კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეულ ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.
ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია, ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
კვლევა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით ჩატარდა.
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-დან 7 წლის, დაახლოებით 1500 ბავშვს აუღეს სისხლი ქვეყნის მასშტაბით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა უკვა მიანიჭა.
ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air-ი ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ სულ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.
დღეს, 23 აპრილს, მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთ სოფელში თოვლი მოვიდა. 23-24 აპრილს მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით კი 3-8 გრადუსი სითბო. ხვალიდან აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სოფელი ქვედა თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტოსოფელი ქვედა თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტოსოფელი ქვედა თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტოთხილვანა, როინ გუნდაძის ფოტოთხილვანა, როინ გუნდაძის ფოტო
დღეს, 22 აპრილის საღამოს, 9 მარტის ქუჩაზე, ძველი სინაგოგის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, შენობაში იყო ლეიბები და როგორც ჩანს, აქ უსახლკარო ადამიანები ათევდნენ ღამეს. მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი, დაახლოებით 15 კვ მეტრი. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარის კერა ამჟამად ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ძველი სინაგოგას შენობაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, მეხანძრეების თქმით, ცეცხლი არ გადასულა.
______________
მთავარ ფოტოზე: კადრი ხანძრის ამსახველი პირდაპირი ჩართვიდან ფეისბუქზე
შპს „ბათ ინვესტი“ ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს.
„ბათ ინვესტმა“ ამჯერად პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. ვიდრე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განიხილავენ, პროექტი ზონალურმა საბჭომ უნდა შეითანხმოს.
პროექტის რენდერი / სახლი რომელიც ვაჟა-ფშაველას 13-ში უნდა აშენდეს
კულტურული მემკვიდრების სააგენტოს კომპანიასთან თანამშრომლობის არც თუ ისე კარგი გამოცდილება აქვს. სააგენტო კომპანიას ძეგლის დანგრევის გამო პროკურატურაში უჩიოდა, კომპანიამ კი სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა მშენებლობის ნებართვის მიღებაზე უარის გამო.
ამ დროისთვის ორივე პროცესი შეწყვეტილია. ამის მიზეზი კი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც საბჭომ ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოადგილის, ოლეგ ბოლქვაძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი შეწყდა იმ მოტივით, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა ვაჟა-ფშაველას #13-ს:
„ჩვენ კომპანია გვიჩიოდა და გვთხოვდა მშენებლობის ნებართვას, მაგრამ რადგან სტატუსი მოიხსნა, მშენებლობის ნებართვის გაცემა ჩვენი კომპეტენციიდან გავიდა. გაიხმო კომპანიამ სარჩელი უკან და შეიტანა ბათუმის მერიაში პროექტი ნებართვის მიღების მოთხოვნით, რომელიც გადმოგზავნილია ჩვენთან, ზონალურ საბჭოზე განსახილველად.“
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო ვაჟა-ფშაველას 13-ში სამშენებლო პროექტს, სავარაუდოდ, მომავალ სხდომაზე განიხილავს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერ ჩანიშნული არ არის.
ახალი დირექტორი სოფო ნებიერიძე ამტკიცებს, რომ კომპანიას შენობა არ დაუნგრევია და ის თავისთ ჩამოინგრა. იგივეს ამბობდა ყოფილი დირექტორიც, რასაც კატეგორიულად უარყოფენ პროცესის თვითმხილველები, არსებობს ფოტომასალაც, სადაც კარგად ჩანს, შენობაზე შემოვლებული ღობის შიგნით კომპანიის ტექნიკა მისი ჩამონგრევის მომენტში.კომოანიაში კი განმარტეს, რომ სახლი კომპანიამ მხოლოდ მისი ჩამონგრევის შემდეგ დაანგრია , რაც სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს, რომ „ ის უკვე საშიში იყო. “
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
კომპანიამ ისე გადახადა სახლს სახურავი, რომ მას არც დემონტაჟის და არც ახალი მშენებლობის თანხმობა არ ჰქონდა. ნათია ნებიერიძე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიას ზეპირი შეთანხმებები ჰქონდა. თუმცა, ასეთი შეთანხმება კომპანიას სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევს. სახლის დანგრევის შემდეგ კომპანია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 10 000 ლარით დააჯარიმა ძეგლის ხელყოფისთვის და პროკურატურაში უჩივლა.