მთავარი,სიახლეები

ბათუმში იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

11.07.2019 • 1107
ბათუმში იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივლისის  21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე:  7-12  დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 13-14 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.

___________

ფოტო: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: