მთავარი,რეკლამა,სიახლეები

თხილნარის მეურნეობაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

11.07.2019 • 1442
თხილნარის მეურნეობაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ამჯერად, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია თხილნარის მეურნეობაში გაიმართა. ადგილობრივებს კონსულტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გაუწიეს.

აქციაში ჩართული იყო :

[checklist]

  • ქირურგი
  • კარდიოლოგი
  • ექოსკოპისტი
  • თერაპევტი
  • ნევროპათოლოგი
  • ოტორინოლარინგოლოგი

[/checklist]

მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ. სულ გამოკვლევებით 50-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა.

უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: