ადვოკატი ძალადობის მსხვერპლ ქალს: თქვენ ხომ მეუღლე არ ყოფილხართ?

„პოლიციაში დარეკვა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემ გვერდით ჩემი პატარა გოგო აკანკალებული იდგა, მას ეშინოდა…“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ირინა ს.-მ. ის ძალადობის მსხვერპლი ქალია და დღეს, 29 აგვისტოს, ჩვენება მისცა სასამართლოს, როგორც დაზარალებულმა. ჩვენების მიცემის დროს, რაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მოწმემ რამდენჯერმე ითხოვა წყალი. ის მანდატურის მიერ მიტანილ სკამზეც ჩამოჯდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულის კითხვებს ფეხზე მდგომმა და ხმამაღლა უპასუხა.

„ყველაფერი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მე ზღვაზე ჩამოვედი. საქართველოში ვარ დაბადებული, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. საქართველოს მოქალაქეობაც მაქვს და რუსეთისაც… როცა თბილისში ავტომანქანის შესაძენად წავედი, არჩილს ჩემი ძაღლი დავუტოვე. დამპირდა, მივხედავო,“ – დაიწყო ირინა ს.-მ. მისი თქმით, იგი თავდაპირველად ბრალდებული არჩილ მ.-ს მეზობელი იყო, რომელსაც გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობას. ირინა ს. რუსეთში განქორწინდა და  საქართველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ირინა და არჩილი დაქორწინებული არ იყვნენ.

„შემდეგ ჩემი და არჩილის ურთიერთობა უკვე აღარ იყო მხოლოდ მეგობრობა, ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით… არჩილს სამსახური არ ჰქონდა. ამიტომ მე გადავწყვიტე, მოგვეწყო საამქრო. არჩილი დახმარებას დამპირდა… ჩვენ სულ ერთად ვიყავით.

განხეთქილება მალე დაიწყო. ის სულ ეჭვიანობდა, მეჩხუბებოდა. ერთხელ, როცა ბავშვის თანდასწრებით მეჩხუბა, კისერში ხელი წამიჭირა და ჩემ დახრჩობას ეცადა, ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა და აღარ ვნახავდი. მეორე დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი… მთხოვდა, დაიტოვე შვილიო. ისევ ვიჩხუბეთ. საბოლოოდ, აბორტი გავიკეთე და დავშორდი,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმემ.

მოწმეს შეკითხვით ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა შავაძემ მიმართა:

„მოწმე, რომელიც თქვენი მეზობელია, ამბობს, რომ ბავშვი მასთან იყო ოთახში. ვცდილობდი მის შექცევას, ვიდრე არჩილი და ირინა ჩხუბობდნენო. ამას როგორ განმარტავთ?“ – იკითხა ადვოკატმა.

„რას ამბობთ, ბავშვი გვიყურებდა, კანკალებდა, ისტერიკაში იყო,“ – ხმამაღლა მიმართა ადვოკატს ქალმა.

„ისტერიკა, მგონი, თქვენ დაგემართათ ახლა“, – ჩაილაპარაკა ადვოკატმა პაატა შავაძემ, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა ქალმა სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.

დამშვიდების შემდეგ დაზარალებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ კონფლიქტის შემდეგ დახმარება თვითონ სთხოვა მეზობლის ქალს, რომელმაც ბავშვი ოთახიდან გაიყვანა, ხოლო ჩხუბი გაგრძელდა.

„თქვენ ხომ არჩილის მეუღლე არ ყოფილხართ?… ვინ იყო ბიძინა, რომელიც ახსენეთ? ის შენთან რჩებოდა ღამით?“ – განაგრძო კითხვების დასმა ადვოკატმა.

„არა, არჩილი ჩემი მეუღლე არ ყოფილა. მე მასთან ცხოვრება აღარ მინდოდა,“ – მოკლედ უპასუხა ადვოკატს ირინამ.

ირინა ს.-მ მოსამართლეს ასევე მოუყვა, რომ ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ არჩილმა იგი ქუჩაში, ღამით მარტო დატოვა. „ჩემი მანქანის საჭესთან თვითონ დაჯდა და წავიდა. მე დავრჩი ქუჩაში“, – დასძინა მოწმემ.

დაზარალებული ქალის თქმით, არჩილმა მას 1500 დოლარიც წაართვა.

„არ მანებებდა თავს. ერთხელ ისე მეჩხუბა, რომ ჩემი ჩანთა ქუჩაში მოისროლა მე-18 სართულიდან…. ჩანთა მერე ვიპოვეთ, მაგრამ იქ ჩადებულ 1500 დოლარს აღარ მიბრუნებდა. მითხრა, სწორად როცა მოიქცევი, მაშინ დაგიბრუნებო, როცა დაიმსახურებო…. ვეკითხებოდი, რა არის ეს სწორი ქცევა. მერე დედაჩემს დაურეკა ჩემი ტელეფონიდან. უთხრა, რომ მე მინდა მისი დახმარება, მაგრამ მას არ უნდაო,“ – აღნიშნა ირინა ს.-მ.

„ფული რომ დაეუბრუნებინა თქვენთვის,  მაინც მიმართავდით პოლიციას?“ – ჰკითხა ადვოკატმა დაზარალებულს.

„კი, ის მეჩხუბებოდა… მე უფრო ბავშვის გამო მივმართე პოლიციას,“ – თქვა მოწმემ. მან გაიმეორა, რომ შემაკავებელი ორდერის შემდეგაც მივიდა მასთან არჩილი და ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.

დაზარალებულად ცნობილ ქალს კითხვა ბრალდებულმაც დაუსვა. „შენ ჩემი გეშინოდა და ამიტომ დაურეკე პოლიციას?“

ირინა ს.-მ ბრალდებულს თვალებში შეხედა და უპასუხა: „არა, მე აღარ მეშინოდა. ბავშვის გამო გავაკეთე“.

სასმართლო სხდომა გრძელდება.

 

როგორ დაეხმარება სამთავრობო კომისია თხილის ჩაბარების მსურველებს – ფასი და პირობები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, წელს აჭარაში თხილის მოსავალი 5000-მდე  ტონაა. მოსავლის ხარისხი კი ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, მაშინ, როცა მოსავლის დიდი ნაწილი ფაროსანამ დააზიანა.

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თხილის მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და ამ საკითხის კოორდინირება დაავალა.

რით დაეხმარება სამთავრობო ჯგუფი მეთხილე ფერმერებს იმ ფონზე, როცა მთავრობა თხილის მოსავლის კომპენსირებას არ გეგმავს? – ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ტიტე აროშიძეს ვკითხეთ.

„ეს ჯგუფი დაეხმარება ფერმერებს მწარმოებლებთან კომუნიკაციაში, თუ როგორ უნდა ჩააბარონ თხილი, რადგან თხილის ჩაბარებასაც თავისი მეთოდი აქვს. ნედლ თხილს ზოგადად ტენიანობა აქვს უფრო მაღალი. გამომშრალი თხილის ტენიანობა კი დაახლოებით ექვსი პროცენტია. ასეთი თხილის ფასი უფრო მაღალია. რადგანაც ფასის დარეგულირებაში ვერ ვერევით, ფერმერებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან ტექნოლოგიები მოსავლის ჩაბარებისას, რომ ფასი იყოს ხარისხის შესაბამისი. მწარმოებლები, რომლებსაც შემდეგ პროდუქტი ექსპორტზე გააქვთ, მშრალ თხილს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა ფასი დახვდებათ ადგილზე.“ – განმარტა მინისტრმა.  მისივე ინფორმაციით, სამთავრობო ჯგუფში შევლენ როგორც სამინისტროს, ასევე ქობულეთის მერიის თანამშრომლები.

აჭარაში მეთხილე ფერმერები საუბრობდნენ, რომ თხილს ზუგდიდში უფრო მაღალ ფასად იბარებენ, ვიდრე აჭარაში არსებულ პუნქტებში. მინისტრის განმარტებით, ამ სხვაობას თხილის  სახეობა და ხარისხი განაპირობებს, სხვა შემთავევაში კი ფასი იგივეა.

რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის აჭარაში თხილის ჩაბარების პუნქტებში ფასები 3,50 – 4,50 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს თხილის ჩაბარების  მაქსიმალური ფასი 3 ლარზე მეტი არ ყოფილა.

ამ დროისთვის აჭარაში თხილის ჩაბარების ასამდე ე.წ. კუსტარული პუნქტი მოქმედებს. გარდა ამისა, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მოქმედებს ორი ქარხანა, რომლებიც იბარებენ და ექსპორტისთვის ამზადებენ თხილს, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური პრობლემების გამო ქობულეთის ქარხანას მუშაობა შეჩერებული აქვს.

მინისტრის ინფორმაციით, თხილის მიღება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ დროს თხილზე მოთხოვნა იზრდება და ჩაბარების ფასიც შედარებით მაღალია.

ლარი დოლართან უმნიშვნელოდ გამყარდა – ოფიციალური გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 30 აგვისტოს 1 აშშ დოლარი 2,9379 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2531 ლარი ეღირება.

დღეს, 29 აგვისტოს, ასევე ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2,9415 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2671 ლარი ღირს.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლების გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები იქნებოდა, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, მიმდინარე ანგარიში, რომელიც ლარის კურსის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია, იმაზე გაცილებით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით.

მომდევნო კვირას, 4 სექტემბერს, დაგეგმილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. განვიხილავთ ყველა ფაქტორს ერთობლიობაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, გუშინ, 28 აგვისტოს.

წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან

ავტორი: იოსებ აბაშიძე

ბატონო მამუკა, ჩვენთვის მთავრობაში ანუ თქვენამდე მოღწევა ძნელია, ამიტომ ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულს [შუამთობა] ვიყენებთ თქვენთვის რაღაც ცნობების მოსაწოდებლად, მაგალითად, იმაზე, რომ გზა არ გვაქვს.

წლევანდელ დღესასწაულზე მეხუთედ მომიხდა თქვენთან, ანუ პრემიერთან შეხვედრა და თქვენგან მოვისმინეთ – „კი, ბატონო – კი, ბატონო“. იცით რა, მოდი თქვენ იყავით ბატონი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ყმებს თავის ქონებად თვლის და ჩვენ გზა გაგვიკეთეთ.

ახლა კი სხვა რამე – გიცხადებთ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის პროექტი მერიამ გადააფურთხა. თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, ეს მთავრობამ გააკეთა თუ მერიამ.

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენ მიმართ გაწეული „იმ დიდი ღვაწლისთვის“, რომელიც თქვენ [მარტო მამუკა ბახტაძეს არ ვგულისხმობ] გამოიჩინეთ ჩვენ მიმართ – ვგულისხმობ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს. ჩვენ ვყოფილვართ უვიცები, რომ ამ საკითხებზე კანცელარიები ავავსეთ წერილებით, რაც მაკულატურად იქცა. არ გვცოდნია, რამდენად „განვითარებულ და ცივილიზებულ“ ინტელიგენციასთან გვქონია საქმე. ასევე მთავრობასთან, რომელიც სახელმწიფო მანქანით მართავს რელიგიას, რელიგიური ლიდერების მოვალეობას ასრულებს და თავისი სურვილით ანიჭებს რელიგიას პრივილეგიებს. სხვებს კი ზღუდავს, დისკრიმინაციაში, უუფლებობაში ტოვებს და თავისას [ვგულისხმობ მართლმადიდებლობას] მაღალ კომფორტს უქმნის.

ამით ჩვენ გვარწმუნებთ, რომ თქვენ „რელიგიურები“ ხართ, მაგრამ უსამართლოები – რელიგიურობა არ ითვალისწინებს სხვათა ჩაგვრას.

სამწუხაროდ, თქვენ არ გჯერათ თქვენი რელიგიის მდგრადობის და ათასი მაქინაციითა თუ სახელმწიფო მანქანით ცდილობთ მის მდგრადობას ჩვენს ხარჯზე: მინარეთი მოჭერით, რელიგიურ ნაგებობაზე ღორის თავი მიგვიჭედეთ, ბათუმის მეჩეთის პროექტი გადააფურთხეთ და კიდევ რამდენი რამ არის, რითაც მართლმადიდებლობის ავტორიტეტის ამაღლება გინდათ.

ამასობაში ჩადიხართ ორ ცოდვას – ჩვენ დისკრიმინაციაში გვამყოფებთ და მართლმადიდებლობას უძლურად, უნიათოდ გამოსახავთ. სამაგიეროდ, როგორც კოსმოსი აღემატება ადამიანთა მოდგმას, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავი და მოძრავი ქონება ისე აღემატება სხვებისას. ეს საიდუმლო არ არის და მედიით ბევრჯერ ითქვა ამის შესახებ.

ამ ყველაფერს კი იყენებთ ჩვენ წინააღმდეგ.

დაიმახსოვრეთ, რელიგია ძალადობა არ არის. რელიგიას თავად უნდა ჰქონდეს მყარი იდეოლოგია, რასაც თქვენ ვერ იაზრებთ.

რამდენ ხანს უნდა გვაწვალოთ. თქვენ გამოდიხართ დიდ ფორუმებზე და აცხადებთ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. ყველას უფლება დაცულია. ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენსა და ზოგიერთის უფლებას გულისხმობთ. მაგრამ თქვენ თქვენი ამ განცხადებით გამორიცხავთ საქართველოში ჩვენს არსებობას. თუ ასე გინდათ განაცხადეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ აგროვებთ დაძაბულობას – გროვდება ენერგია, რომელიც პოტენციურად იფეთქებს. ამის პროგნოზს უკვე არსებული პრეცედენტები იძლევა უახლესი წარსულიდან. თუმცა თქვენ დაზღვეულები ხართ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვიები ბლომად ექნება.

არაუშავს, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას. თუმცა ცოდვილნი იქნებიან ბოროტნი მმართველნი, რომლებიც თავს დებენ მართლმადიდებლობაზე, მაგრამ მათ მმართველობაში სიმართლე არ არსებობს.

 

 

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვნად დააკმაყოფილებს აჭარაში ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი მოხმარების მოთხოვნას. „ენერგო პროში“ არ აკონკრეტებენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენმა კომპანიამ მიმართა მათ ქსელზე დაერთების მოთხოვნით და რამდენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ენერგოდეფიციტის გამო, ძირითადად, ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე დაერთება. მაგალითად, კომპანია „სახლი ხეივანში“, რომელიც ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობას სამუშაოების დასრულებისთვის დამატებით ვადას სთხოვდა და შენობის ექსპლუატაციაში დროულად ვერგაშვების რამდენიმე მიზეზს ასახელებდა. მათ შორის ენერგოდეფიციტს, რის გამოც ენერგოკომპანიამ ობიექტს მოთხოვნილი სიმძლავრე  ვერ მიაწოდა.

ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული ვერ იქნა, რამაც რეაბილიტაციის პროცესის დაწყება გააჭიანურა.

„საბოლოოდ, მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს, რომლებშიც გადამცემი ხაზი გადიოდა, გვერდი აუარეს“, – გვითხრა იურისტმა მალხაზ აბულაძემ, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს იცავდა.

მიუხედავად „ერგე 1“-ის რეაბილიტაციისა, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, სამომავლოდ მოსალოდნელია მოხმარების კიდევ უფრო ზრდა და მხოლოდ „ერგე-1“-ის რეაბილიტაცია საკმარისი არ არის ბათუმის ენერგომომარაგებისთვის.

„კომპანიამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭარნალი110“-ის პროექტირების სამუშაოები. ხაზის მშენებლობას უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. აღნიშნული ხაზის მშენებლობისთვის და ბათუმში გამანაწილებელი ქსელის გამართვის სამუშაოებისთვის საჭირო იქნება, სავარაუდოდ, 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“, – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

რა თანხას ხარჯავს ენერგოკომპანია „ერგე1“-ის რეაბილიტაციაში და კომპანიის მიერ ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებისთვის მთლიანად ჩადებული ინვესტიცია აისახება თუ არა სამომხმარებლო ტარიფზე? ასევე, გაივლის თუ არა ახალი ხაზი კერძო ნაკვეთებში?

„ერგე 1“ ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება, ამიტომ სანამ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები არ დასრულდება, ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია. რაც შეეხება ალტერნატიულ ახალ ხაზს „ჭარნალი110“-ს, ის ხელვაჩაურიდან შემოვა ბათუმში, გამოყვება მდინარე ჭოროხს, ისე, რომ ხაზი კერძო საკუთრებაში არ გაივლის და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გაივლის. ზოგადად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელსაც ის ახორციელებს ყოველწლიურად, ყოველთვის წარედგინება სემეკს. რაც შეეხება ტარიფს, ამაზე ჩვენი კომპანია კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს სემეკის კომპეტენციაა“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკში] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს არსებული სამომხმარებლო ტარიფი ელექტროენერგიაზე 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არ შეიცვლება.

„ჩვენ ვადგენთ სამწლიან ტარიფებს და მაშინ, როცა მოქმედი ტარიფი დამტკიცდა 2018-19-20 წლებისთვის, გათვალისწინებული იყო მიმწოდებელი ენერგოკომპანიების მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი ინვესტიციები. ამიტომ, სემეკი კომპანიების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ ინვესტიციებს, განიხილავს 2021-22-23 წლების ტარიფების დადგენისას და მხოლოდ მაშინ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კომპანიების მიერ 2019-2020 წლებში განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციას, ის მოქმედ ტარიფზე, 2021 წლამდე ვერ მოახდენს გავლენას“, – გვითხრეს სემეკში.

 

მთავარი ფოტო: „ერგე 1“ გადამცემი ხაზი რეაბილიტაციის დაწყებამდე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

სააკაშვილი რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები,“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი. იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა.

რამაზ დევაძე პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 2015 წელს გაასამართლეს, მას 12 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

„დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი. პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

„ბათუმელები“ ღამის კლუბში პოლიციელის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვებს აშუქებდა. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ჩანდა, რომ ღამის კლუბის მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალი იყო და ცეკვავდა გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე კაცმა გაიარა ზუსტად იმ სივრცეში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავდა. ეს მოძრაობა თანდათან გადაიზარდა ჩოჩქოლში და შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი…

კადრში ასევე ჩანდა, რომ თარაშ მუკბანიანი იარაღს ადამიანებს უმიზნებდა. ცოტა ხანში კი, რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავდა შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართულზე ჩაჰყავდა. ამ დროს პოლიციელს იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი ჰქონდა.

 

 

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს მწვავე დიარეა აქვს

მწვავე დიარეა ანუ გასტროენტერიტი არის განავლის კონსისტენციის შეცვლა და/ან ევაკუაციის რიცხვის ზრდა, რომელსაც შესაძლებელია ახლდეს ცხელება და ღებინება. მწვავე გასტროენტერიტის დროს განავლის კონსისტენცია უფრო თხელია სითხის მაღალი შემცველობის გამო, ხოლო დეფეკაციის რიცხვი 3 და მეტი 24 საათში, მწვავე დიარეა გრძელდება 7-14 დღე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (ჯანმო), განვითარებად ქვეყნებში დიარეა ძირითადად ინფექციური დაავადებების მიზეზითაა გამოწვეული, რადგან დაახლოებით 2,5 მილიარდ ადამიანს აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვის საშუალებები არ გააჩნია, დაახლოებით 1 მილიარდს კი ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე.

აღსანიშნავია, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ბავშვი იღუპება დიარეის გართულებებით.

წამყვანი ეტიოლოგიური აგენტებია ვირუსები (როტავირუსი და ნოროვირუსი) და ბაქტერიები: (კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა). იმუნოკომპრომეტირებულ (იმუნიტეტდაქვეითებულ) ბავშვებში მწვავე დიარეას უხშირესად იწვევენ პარაზიტული აგენტები (კრიპტოსპორიდია და ლამბლია) და ჰელმინთები.

მაია ხუხუნაიშვილი - ექიმი პედიატრი, ხოზრევანიძის კლინიკა.
მაია ხუხუნაიშვილი – ექიმი პედიატრი, ხოზრევანიძის კლინიკა.
 დიარეის დამადასტურებელი კრიტერიუმებია:

[checklist]

  • დეფეკაციის გახშირება (3 და მეტი 24 საათში);
  • ფეკალიების კონსისტენციის შეცვლა (უფრო თხელი, ვიდრე ჩვეულებრივ);
  • სისხლი, ლორწო, ჩირქი განავალში;
  • დიარეას ახლავს ღებინება, ცხელება, მუცლის ტკივილი;
  • დიარეას ახლავს გაუწყლოების ნიშნები;

[/checklist]

კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ანამნეზის შეკრების დროს უნდა შეფასდეს:

[checklist]

  • ასაკი;
  • დიარეის ხასიათი: დეფეკაციის სიხშირე, განავლის კონსისტენცია, განავალში სისხლის არსებობა;
  • დიარეის ხანგრძლივობა;
  • თანმხლები სიმპტომები: ღებინება, ცხელება, მუცლის შებერვა და ტკივილი, ტენეზმები;
  • მუცლის ყურყური, პერიანალური ერითემა, სწორი ნაწლავის პროლაფსი;
  • ჩატარებული მკურნალობა (ანტიბიოტიკებით ან სხვა პრეპარატებით);
  • თანაარსებული ინფექცია ან სხვა დაავადება;
  • ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში (სეზონი, აფეთქების კერები).

[/checklist]

[checklist]

  • კლინიკური სურათი:

[/checklist]

დიარეის წინმსწრები მორეციდივე ღებინება, წყლისებური განავალი და თანმხლები რესპირაციული სიმპტომები უფრო ვირუსული გენეზის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა, კლინიკური ნიშნების საფუძველზე ბაქტერიული და ვირუსული დიარეის დიფერენცირება არ არის სწორი. ბაქტერიულ გენეზზე დიდი ალბათობით მიუთითებს:

[checklist]

  • მწვავე დასაწყისი + 4 და მეტი დეფეკაცია + ღებინება წინ არ უსწრებს დიარეას;
  • ცხელება + სისხლიანი განავალი;
  • სისხლიანი განავალი + დეფეკაციის მაღალი სიხშირე (>10);
  • ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე (ინტოქსიკაციის მოვლენები, შეუპოვარი ღებინება,
  • მუცლის ტკივილი, ოლიგო/ანურია, ნევროლოგიური სიმპტომები, ჰიპოვოლემიური შოკი).

[/checklist]

გასტროენტერიტის სიმძიმე დამოკიდებულია და განისაზღვრება დეჰიდრატაციის ხარისხით, ამიტომ გაუწყლოების ხარისხის შეფასება ყველა შემთხვევაში აუცილებელია.

[checklist]

  • გაუწყლოების სამი ყველაზე ინფორმატიული კლინიკური ნიშანი:
  • კაპილარული ავსების დროის გახანგრძლივება;
  • კანის ელასტიკურობა/ტურგორის დაქვეითება;
  • რესპირაციული დარღვევები.

[/checklist]

 

ჯანმო-ს (WHO) რეკომენდაციით, დეჰიდრატაციის ხარისხის სწრაფი შეფასება შესაძლებელია ოთხი კლინიკური ნიშნის საფუძველზე:

[checklist]

  • მენტალური სტატუსი
  • წყურვილის შეგრძნება
  • ჩაცვენილი თვალები
  • კანის ნაოჭი (ელასტიკურობა)

[/checklist]

გამოყოფენ 3 ხარისხის გაუწყლოებას

[checklist]

  • მძიმე  გაუწყლოების ნიშნებია:

[/checklist]

  • ლეთარგია ან უგონო მდგომარეობა
  • უარს აცხადებს სითხის მიღებაზე ან ვერ სვამს სითხეს
  • თვალები ჩაცვენილია
  • კანის ნაოჭი სწორდება ძალიან ნელა (>2 წმ)

[checklist]

  • ზომიერი გაუწყლოება, თუ ბავშვს ჩამოთვლილიდან აქვს შემდეგი ნიშნები:

[/checklist]

  • აგზნება, მოუსვენრობა
  • ხარბად სვამს სითხეს
  • თვალები ჩაცვენილია
  • კანის ნაოჭი სწორდება ნელა (<2წმ)

[checklist]

  • მსუბუქი გაუწყლოება

[/checklist]

  • ზემოთ ჩამოთვლილიდან არ არის არც ერთი ან არის მხოლოდ ერთი ნიშანი
დეჰიდრატაციის განვითარების რისკი მაღალია:

[checklist]

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში (განსაკუთრებით, 6 თვემდე)
  • დაბალი წონით დაბადებულ ჩვილებში
  • ბავშვებში, 5 და მეტი დიარეული ეპიზოდით წინა 24 საათში
  • ბავშვებში, 2 და მეტი ღებინების ეპიზოდით წინა 24 საათში
  • ბავშვებში, რომლებიც დიარეის დაწყებამდე არ ან ვერ იღებდნენ დამატებით სითხეებს
  • ბავშვებში, რომლებმაც დიარეის დაწყების დროს შეწყვიტეს ძუძუთი კვება
  • მალნუტრიციის ნიშნების მქონე ბავშვებში

[/checklist]

[highlight color=” red”]დიარეის დროს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს[/highlight]

ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები (VbD):

[checklist]

  • 3 თვემდე ასაკი
  • ჰიპოვოლემიური შოკი
  • საშუალო სიმძიმის და მძიმე დეჰიდრატაცია
  • ნევროლოგიური დარღვევები (ლეთარგია, კრუნჩხვა)
  • შეუპოვარი ღებინება
  • მაღალი ცხელება
  • ფონური დაავდებები (დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულის მანკი, მალნუტრიცია)
  • დეჰიდრატაციის განვითარების მაღალი რისკი
  • არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია
  • ბინაზე ადეკვატური მოვლის, სოციალური და ტრანსპორტირების პრობლემები
  • ეჭვი ქირურგიულ პათოლოგიაზე

[/checklist]

დიარეის დროს აუცილებელი კვლევის მეთოდებია:

[checklist]

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჰემატოკრიტი
  • განავლის საერთო ანალიზი
  • სისხლის ელექტროლიტები
  • შარდის საერთო ანალიზი
  • სისხლის შრატში კრეატინინი, შარდოვანა, გლუკოზა
  • განავლის მიკრობიოლოგიური კვლევა
  • შესაძლებელია საჭირო იყოს ინფექციონისტის, ქირურგის კონსულტაციები

[/checklist]

კვების რეკომენდაციები

[checklist]

  • რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიური ძუძუთი კვება შეუფერხებლად გრძელდება. გამართლებულია ძუძუთი კვება უფრო ხშირად და ხანგრძლივად.  ყველა სხვა შემთხვევაში, რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არაუგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის ფორმულის განზავება და კონცენტრაციის თანდათან მატება არ არის რეკომენდებული
  • ულაქტოზო ან ანტიდიარეული ფორმულით ჩანაცვლება არ არის აუცილებელი
  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს პაციენტის კვება უნდა გაგრძელდეს ასაკის შესაბამისი საკვებით. იზღუდება უჯრედისის უხვად შემცველი პროდუქტები და ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლების შემცველი სასმელები
  • რძის მჟავე პროდუქტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლინიკურ სიმპტომებს
  • ჩვილებსა და ბავშვებში რეკომენდებულია ერთი დამატებითი კვება დიარეული დაავადების დროს და მის შემდეგ, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში

[/checklist]

[highlight color=”red”]მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან თვითმკურნალობას შეუძლია ბავშვის მდგომარეობა დაამძიმოს[/highlight]

რეჰიდრატაცია I რიგის სამკურნალო ღონისძიებაა. ბავშვებში დაბალი ოსმოლარობის ორალური სარეჰიდრატაციო მარილი გამოიყენება. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის რეკომენდებული. იმ შემთხვევაში, თუ ორალური რეჰიდრატაცია ვერ ხერხდება, ნაჩვენებია ენტერალური რეჰიდრატაცია ნაზოგასტრალური ზონდით.

ინტრავენური რეჰიდრატაციის ჩვენებები:

[checklist]

  • ჰიპოვოლემიური შოკი, სავარაუდო ან მოსალოდნელი
  • პერსისტიული ღებინება, რის გამოც შეუძლებელია ორალური ან ნაზოგასტრალური რეჰიდრატაცია

[/checklist]

არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია.

[checklist]

  • ანტიბიოტიკები არ ინიშნება რუტინულად, რადგან გამომწვევი პათოგენური უმეტესწილად  ცნობილი არ არის და თანაც, ბავშვებში დიარეა უხშირესად ვირუსული ეტილოგიისაა
  • მკურნალობაში გამოიყენება პრობიოტიკები
  • თუთიის პრეპარატები ნაჩვენებია  მალნუტრიციის დროს

[/checklist]

დიარეის  პროფილაქტიკა უმთავრესად გულისხმობს:

[checklist]

  • პირადი და განსაკუთრებით ხელის  ჰიგიენის გულდასმით დაცვას
  • ინფექციური დაავადების მქონე პირთან კონტაქტის დროებით შეწყვეტას
  • ხილისა და ბოსტნეულის ხარისხიან გარეცხვას
  • მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვების მიღებას
  • უცხო ქვეყანაში ყოფნისას აუდუღარი წყლის, ასევე ნახევრად უმი თევზის ან ხორცის პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავებას
  • ოჯახში რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში, პერსონალური ჭურჭლით სარგებლობას.

[/checklist]

მაია ხუხუნაიშვილი – ექიმი პედიატრი, ხოზრევანიძის კლინიკა.


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით: www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს ბათუმის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25;

საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გოგოლის ქ. N1 (ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე) 2019 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე. „აღნიშნულ პერიოდში კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელ პირებს დამატებით, ზუსტად ეცნობებათ მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასების დროის განრიგი სამარშრუტო ხაზების მიხედვით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

_ _ _ _ _

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს.

2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში ექვსმა კომპანიამ გაიმარჯვა. კონკურსი კი 564-მა მიკროავტობუსმა გაიარა.

საკონკურსო პირობებში გარკვეული ცვლილებებიც შედის. თუ აქამდე სავალდებულო იყო, რომ მიკროავტობუსს ჰქონოდა მინიმუმ 3 ფანჯარა, რომლებიც იღებოდა, ახალი პირობით მიკროავტობუსს ასეთი მინიმუმ 4 ფანჯარა უნდა ჰქონდეს. ამასთან ერთად, სავალდებულო იქნება მიკროავტობუსს აუცილებლად ჰქონდეს ლუქი. „რაც შეეხება კონდენცირების სისტემას, თუ იქნება – სასურველია, მაგრამ არა – სავალდებულო“ – გვითხრეს მერიაში.

ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით [მერიაში აცხადებენ, რომ ამ სისტემის მეშვეობით გაკონტროლდება მიკროავტობუსების მოძრაობა ქალაქში].

რაც შეეხება მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟებას, რისი მცდელობაც გასულ წელსაც იყო, მერია ვერც ამ კონკურსზე ახერხებს ეს  სავალდებულო გახადოს. მერიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ კუთხით გრძელდება მუშაობა და შესაძლოა კონკურსიდან ექვსი თვის შემდეგ შემოიღონ გადახდის ასეთი სისტემა [ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნება აუცილებელი].

მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით კი, ბათუმში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებში შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზიც დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში ყველა ხაზზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების ჯამური რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში.

ამ თემაზე:

რა მარშრუტით მოძრაობენ მიკროავტობუსები ბათუმში – 2 ახალი ხაზი და კონკურსი

 

კმდს-ს მიერ გამსახურდიას #12-ში მანსარდის ამაღლებაზე გაცემული ნებართვა სამინისტრომ გააუქმა

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N12-ში, მანსარდის ამაღლებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა განათლების სამინისტრომ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაგვიდასტურა. მან გვითხრა იმის შესახებაც, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს საბჭომ ახალი მანსარდის დაშენების ნებართვა მისცა კომპანიას:

„იყო მხოლოდ არსებული მანსარდის 67 სანტიმეტრით წამოწევისა და ოთხი სამერცხლულის მოწყობის ნებართვა გაცემული. ეს საბჭოს ზოგი წევრისთვის მისაღები, ზოგიერთისთვის კი მიუღებელი იყო. ჩემთვის მთავარი იყო კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, რომელიც მიიჩნევდა, რომ არსებულ მანსარდში შესაძლებელი იყო პატარა ღიობების მოწყობა და მაღალი მანსარდის გამოყენება სასტუმრო ნომრებად, რისი პრაქტიკაც მსოფლიო მასშტაბით გვაქვს და ვნახეთ კიდევაც რიგაშიც, ტალინშიც და სხვაგანაც. იმასთან დაკავშირებით კი, რომ თითქოსდა სართულების დაშენება უნდა მომხდარიყო, იყო მცდარი აჟიოტაჟი. შემდეგ ეს გადაწყვეტილება სამინისტროში, ჩვენ ზემდგომთან  გასაჩივრდა. სამინისტრომ გააუქმა საბჭოს გადაწყვეტილება, ჩემი ნებართვა რატომღაც, დაუსაბუთებელი არგუმენტაციის გამო“, – გვითხრა ზაურ ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება განათლების ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო და მას სააგენტოს საბჭოსთვის საკითხის ხელახლა განხილვა არ დაუვალებია. საკითხის ხელახლა განხილვის თხოვნით სააგენტოსთვის არც კომპანია „კორაქსესს“  მიუმართავს, რომელიც აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს.

აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, ინგა შამილიშვილს ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის შესაძლო საფრთხის თაობაზე საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით და სთხოვა, გადაერჩინა ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდებოდა. ეს დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

ამ ყველაფრის პარალელურად კომპანია აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვდა. კერძოდ, შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებდა, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოაწყობდა. ამის თაობაზე კომპანიამ როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისწერა.

კომპანია „კორაქსესის“ დირექტორის წერილში ნათქვამია:

„შემუშავებულია კომპლექსური, წინასწარ გააზრებული და პერსპექტიული ბიზნესგეგმა, რომლის რეალიზების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს კანონმდებლობაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებები. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტში უკვე ჩართულია რამდენიმე სუბიექტი, რომლებმაც ერთმანეთის წინაშე იკისრეს რიგი ვალდებულებები, დაუშვებელია პროექტის არსებულ ეტაპზე გაჩერება“.

წერილში მოყვანილია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივ საქმიან ზონაში [სადაც მოდერნის სტილის სახლი დგას] მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ, ნაცვლად 15 მეტრისა, განისაზღვრა 12 მეტრით.

„მხარეები აღმოვჩნდით ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის წერილში, რომელიც გამოსავალს სწორედ საზოგადოებრივი სკვერის ნაკლებ ფართობზე მოწყობაში ხედავს [2010 წლის ხელშეკრულებით, რომელშიც ცვლილება ადრეც შევიდა, 485 კვ/მ-ზე სკვერის მოწყობა 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.]

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:  კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს

კომპანია „კორაქსესისთვის“ საინვესტიციო პირობების შეცვლის საკითხს მთავრობა დღევანდელ [29 აგვისტო] სხდომაზე განიხილავს, რა ცვლილებები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ფეისბუქიდან ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი კომენტარი წაშალა

ჟიარ ბოლსონარომ ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი ფეისბუქკომენტარი წაშალა მას შემდეგ, რაც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბრაზილიის პრეზიდენტის სიტყვები საფრანგეთის პირველი ლედის მიმართ.

ჟაირ ბოლსონარომ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი პოსტი 27 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან საკუთარი ცოლის, ბრაზილიის პირველი ლედის, 37 წლის მიშელ ბოლსონაროსა და საფრანგეთის 66 წლის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სურათები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით – „ახლა გესმით, რატომაც გადაეკიდა მაკრონი ბოლსონაროს?” პოსტს ბრაზილიის პრეზიდენტი კომენტარსაც ურთავს პორტუგალიურად: „ნუღარ დავამცირებთ მას (მაკრონს)… ჰა, ჰა”.

ამ დროისთვის ჟიარ ბოლსონაროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ეს პოსტი კომენტარითურთ აღარ იძებნება.

მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტის ფეისბუქპოსტი უხეშ და სამწუხარო ჟესტად შეაფასა.

ამაზონის ხანძრების მიზეზით დაწყებული დიპლომატიური კამათი საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის ვერბალურად გრძელდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის რიტორიკას კოლონიური უწოდა მას შემდეგ, რაც  მაკრონმა  ამაზონის ხანძრები საერთაშორისო კრიზისად შეაფასა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, თემა აგვისტოს სამიტის პროირიტეტად ექციათ.

ბოლსონაროს მთავრობა თავდაპირველად უარს აცხადებდა დიდი შვიდეულის მიერ ხანძრების ჩასაქრობად გამოყოფილ 22 მილიონ დოლარზე, თუმცა 28 აგვისტოს ბრაზილიის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ამ დახმარებას ბრაზილია მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსურ რესურსს ბრაზილიის მხარე განკარგავს.

ჟიარ ბოლსონარო ასევე დასძენს, რომ გარდა ზემოაღნიშნული პირობისა, იმისთვის, რომ ბრაზილიამ ფინანსური დახმარება მიიღოს, ამისთვის მას ემანუელ მაკრონმა ბოდიში უნდა მოუხადოს შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის. ბოლსონარო მიიჩნევს, რომ მაკრონის განცხადებები საფრთხეს უქმნის ბრაზილიის სუვერენიტეტს.


წყარო: Le Figaro

როგორი ამინდი იქნება მომდევნო სამ დღეს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 29 აგვისტოს, 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით: 25-30 გრადუსი, მთიან რაიონებში ღამით: 8-13 გრადუსი, დღისით: 20-25გრადუსი სითბო; ზღვის ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ [2-3 ბალი]; ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით: 18-23 გრადუსი, დღისით: 23-28 გრადუსი სითბო
  • მთიან რაიონებში – ღამით: 8-13 გრადუსი, დღისით: 17-22 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა. ხილვადობა ღამით კარგი, დღისით: 4-10კმ. ტალღის სიმაღლე ღამით და დილით 7-12 დმ (2-3 ბალი), დღის მეორე ნახევრიდან: 13-18დმ (4ბალი). ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

შაბათს, 31 აგვისტოს, ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ღამით ზოგან ძლიერი; კვირას, პირველ სექტემბერს კი, საღამოს და ღამის საათებში ელვა-ჭექა და ხანმოკლე
წვიმა, დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში, ხალხთან და ხალხის გარეშე

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობა ქობულეთში, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროში [„ჯორჯია პალასი“] სხდომას გამართავს. დღის წესრიგში ოთხი საკითხია და რამდენიმე საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობის ღონისძიებების დამტკიცებას გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

სავარაუდოდ, ამ განცხადებებს მოვისმენთ, შემდეგ კი სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურება და მთავრობის თავმჯდომარე ოთხ მინისტრთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, მარტო დარჩება. სხდომის შემდეგ, შესაძლოა სხდომის მსვლელობისას, ჟურნალისტებს კომენტარების ჩაწერის საშუალება ჰქონდეთ. სხდომები სრულიად ღია იყო ჟურნალისტებისთვის წინა მთავრობის თავმჯდომარეების მუშაობის პერიოდში.

თავის დროზე გასვლითი სხდომები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მთავრობამ სწორედ ღიაობის პრინციპისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასააქტიურებლად დანერგა [მაშინ გადაწყვეტილება ასე ახსნეს]. ამ შემთხვევაში კი მთავრობა, როგორც სხვა გასვლითი სხდომების შემთხვევაში, მოსახლეობას შესაძლოა სხდომის შემდეგ შეხვდეს.

დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხი, რასაც დღეს მთავრობა სხდომაზე განიხილავს, შპს „კორაქსესისთვის“ საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობაა. სავარაუდოდ, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებს შეუცვლიან.

შპს „კორაქსესს“ ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, კომპანია აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვდა. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე. კომპანია აცხადებდა, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოაწყობდა…

გარდა ამისა, აჭარის განათლების მინისტრს,  საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით,  გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში, მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდება. ეს დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ: კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს

მეორე საკითხი შპს „გულების“ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ეხება. კომპანიამ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორანი გახსნა. თავის დროზე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია რესტორნის ინფრასტრუქტურამ, განსაკუთრებით კი თონემ, რომელიც პლაჟზე ფუნქციონირებდა. პლაჟზე განთავსებული რამდენიმე რესტორნის ინფრასტრუქტურა რომ არ იმსახურებდა მოწონებას, ამაზე თავად თორნიკე რიჟვაძემაც გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ „პლაჟი სახაშეებისგან უნდა გაიწმინდოს“, თუმცა უცნობია გულისხმობდა თუ არა მათ შორის შპს „გულების“ რესტორანს.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ: ახალი რესტორანი სოფლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით ბათუმის პლაჟზე

მესამე საკითხი კი ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბოლო საკითხზე აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი ისაუბრებს. მთავრობა განათლების სამინისტროს სსიპ-ის საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მომსახურების საფასურის განსაზღვრას გეგმავს.

ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის შთამბეჭდავი მიმოწერის ამბავი

ავტორი: მარიამ მუთიძე

ჰანა არენდტი ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი იყო, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გაექცა ამერიკაში და შექმნა უძლიერესი პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლა. ჰანამ ჩამოაყალიბა ტოტალიტარიზმის თეორიაც. 

მარტინ ჰაიდეგერი კი, ნაცისტების მხარდამჭერი ფილოსოფოსი იყო. 1925 წელს მარბურგის უნივერსიტეტში შეხვდა ჰანას, ჰაიდეგერი მაშინ ლექტორი იყო, 36 წლის, უკვე დაქორწინებული კაცი, ჰანა კი მისი სტუდენტი.

ჰანას გონებამახვილობამ, ინტელექტმა და მშვენიერებამ მოხიბლა ჰაიდეგერი და მათ შორის 50-წლიანი რომანიც დაიწყო.

მათი მიმოწერა კრებულად 2003 წელს გამოიცა. ისინი უდავოდ დიდი ფიგურები იყვნენ მეოცე საუკუნის ფილოსოფიაში. მათი იდუმალი სასიყვარულო ისტორია კი ბევრისთვის დღემდე შთამბეჭდავია.

მეორე მხრივ, ეს ებრაელი ქალისა და ნაცისტი კაცის სიყვარულის ამბავიცაა.

2018 წელს გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში დადგეს ოპერა  “სიყვარულის ბანალურობა” – რომლის ცენტრალური ფიგურები ჰანა და მარტინი იყვნენ.

ფოტო:  www.haaretz.com

80 წლის ჰაიდეგერმა ყოფილ სტუდენტებს, მათ შორის ჰანასაც, სთხოვა მასზე დაეწერათ. ჰანამ დაწერა, რომ ჰაიდეგერმა მთელი ცხოვრება სპილოს ძვლის კოშკში მჯდომმა გაატარა და ყოველდღიურობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ამით მან თითქოს დაიცვა ის და გაათავისუფლა კრიტიკისგან, რომელსაც იმსახურებდა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში დარჩენილი ფილოსოფოსი.

1925 წლის თებერვალში მარტინ ჰაიდეგერი ჰანა არენდტს წერდა:

„ძვირფასო მის არენდტ

ამ საღამოს აუცილებლად მინდა გნახოთ და ვისაუბრო თქვენს გულთან.

ყველაფერი უნდა იყოს უბრალო, ცხადი და ნათელი ჩვენ შორის. მხოლოდ ამის შემდეგ მექნება უფლება გთხოვოთ შეხვედრა. თქვენ ჩემი მოსწავლე ხართ, მე კი – მასწავლებელი. ეს იქნება ერთადერთი მიმართება ჩვენს ურთიერთობაში.

მე არასდროს დაგიძახებთ „ჩემს“, მაგრამ ამიერიდან მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და ის გაიზრდება თქვენთან ერთად.

ვერასდროს გავიგებთ, ჩვენი არსებობა სხვებისთვის რად იქცევა. 

შენი ახალგაზრდობის გზა ნელ-ნელა გაფერმკრთალდება, ჩვენ ამასთან შეგუება მოგვიწევს. მე კი მთელი ეს დრო ერთგულად შეგახსენებთ სიმართლეს თქვენს შესახებ.

იყავით ბედნიერი – ამჟამად ესაა ჩემი სურვილი.

მაშინ, როცა ბედნიერი იქნებით, გახდებით ქალი, რომელსაც შეეძლება ბედნიერების გაცემა და რომლის ირგვლივაც იქნება ბედნიერება, უსაფრთხოება, მშვიდობა, პატივისცემა და მადლიერების განცდა ცხოვრებისადმი.

ასე შეძლებთ მოემზადოთ იმ ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი აპირებს, რომ მოგცეთ.

ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და მივიღოთ ეს როგორც საჩუქარი და არ დავამახინჯოთ ის დროთა განმავლობაში. არ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე, როგორც სულისმიერ მეგობრებზე, არის რაღაცები, რასაც ვერასდროს გამოცდი. ჩვენი მეგობრობა მოგვცემს საშუალებას, ერთად გავიზარდოთ.

მაგრამ მინდა მხოლოდ ერთხელ გაკოცოთ მშვენიერ წარბებზე და პატივი მივაგო თქვენს დამსახურებებს ჩემს ნაშრომებში.”

 

11 დღის შემდეგ ჰაიდეგერი კვლავ წერს ჰანას:

„ძვირფასო ჰანა,

რატომ არის სიყვარული ყველა შესაძლო ადამიანურ გამოცდილებაზე მდიდარი და ტკბილი ტვირთი მათთვის, ვინც მასზეა ჩაჭიდებული? იმიტომ, რომ ჩვენ ის ვხდებით, რაც გვიყვარს და ასე ვინარჩუნებთ საკუთარ თავს. შემდეგ, გვინდება, მადლობა გადავუხადოთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ ადეკვატურს ვერაფერს ვპოულობთ.

მხოლოდ საკუთარ თავს შეგვიძლია გადავუხადოთ მადლობა.

სიყვარული ტრანსფორმირდება საკუთარი თავის მიმართ ერთგულებასა და სხვისადმი უპირობო რწმენად.

ასე ამძაფრებს სიყვარული თავის იდუმალებას.

ადამიანი საკუთარ ბედს სხვას უკავშირებს, ჭეშმარიტი სიყვარულის მოვალეობა კი, არის შეინარჩუნოს ყველაფერი ისეთი სახით, როგორც ეს პირველ დღეებში იყო.“ 

რომანტიკული ურთიერთობის ერთი წლის თავზე ჰანამ შეწყვიტა ურთიერთობა ჰაიდეგერთან, ძირითადად იმ მიზეზით, რომ სურდა უფრო მეტი დრო დაეთმო აკადემიური საქმიანობისთვის.

ჰაიდეგერი მაშინ წერდა:

“…მესმის, მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობას ვერ ამარტივებს.

ფილოსოფოსობა სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, ალბათ.”

ჰანას წერილი არ შემოუნახავს ისტორიას, მაგრამ ნათელია, რომ ის მოითხოვდა რომანტიკისგან დისტანცირებას და საქმეზე ორიენტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჰაიდეგერი ჰანას მომავალ ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებდა, მაინც გამოთქვამდა სურვილს, გაეგრძელებინათ ურთიერთობა.

1928 წელს ჰანა წერდა ჰაიდეგერს, მადლობას უხდიდა მოთმინებისა და გაგებისთვის:

„ისე მიყვარხარ, როგორც პირველ დღეს – და ეს ორივემ ვიცით. ცხოვრების გზა, რომელიც შენ დამანახე, იმაზე გრძელი და რთული აღმოჩნდა, როგორსაც მე მოველოდი.

მარტოობა ამგვარი ცხოვრებისთვის ჩემი არჩევანია და ერთადერთი გზაა, რომელიც ცხოვრებამ შემომთავაზა. მხოლოდ ასე შევძელი ამ გზაზე დგომა. მხოლოდ შენ გაქვს უფლება ეს იცოდე, რადგან ამას ისეც ხვდებოდი. 

ახლა ვიცი, რომ მაშინაც კი, როცა ჩუმად ვიქნები, მე არ მომიწევს ტყუილით ცხოვრება. ყოველთვის იმაზე მეტს ვაძლევდი ადამიანებს, ვიდრე ისინი ჩემგან ელოდნენ, ეს გზა კი არაფერია, თუ არა ვალდებულებების გაცნობიერება, სწორედ ჩვენმა სიყვარულმა გამხადა პასუხისმგებლიანი.

მე სიცოცხლის უფლებას დავკარგავ შენს სიყვარულთან ერთად, მაგრამ ასევე დავკარგავ სიყვარულსაც, თუ უარს ვიტყვი იმ პასუხისმგებლობაზე, რაც ჩემი ცხოვრების წარმმართავია.”

მომდევნო წელს ჰაიდეგერის სემინარზე ჰანა შეხვდა გერმანელ ჟურნალისტსა და ფილოსოფოსს გიუნტერ შტერნს. იმავე შემოდგომაზე მათ იქორწინეს. ქორწილის დღეს არენდტმა ბოლო რომანტიკული წერილი გამოუგზავნა ჰაიდეგერს:

„არ დამივიწყო. არც ის დაივიწყო, რომ  ჩვენი სიყვარული იქცა კურთხევად მთელი ჩემი ცხოვრებისა. ეს ფაქტი ურყევი იქნება მუდამ, დღესაც კი, როცა ჩემი მღელვარე ცხოვრების გზაზე ვიპოვე სახლი და განცდა, რომ ვეკუთვნი ვიღაცას, ვისაც ვიცი, რომ აუცილებლად გაუგებდი.

გკოცნი თვალებზე,

შენი ჰანა”

მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, როცა ორ ფილოსოფოსს მთელი ატლანტიკის ოკეანე და პოლიტიკური იდეოლოგიების ქარცეცხლი ყოფდა, არ შეუწყვეტიათ მიმოწერა, სანამ 1975 წელს ჰანა არ გარდაიცვალა. 

წყარო: brainpickings.org, haaretz.com

რაგბის თემაზე ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებიც 2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასის გათამაშებას უკავშირდება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

„საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს  რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული  მონეტების დიზაინის თვალსაზრისით.  მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი – საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო;  რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე,  “2019”  და  “5 ლარი”.

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის – ლელობურთის  საწყისი მომენტი – ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები “ლელო”, “LELO”, “Georgia”, “საქართველო”.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 აგვისტოდან“ – აცხადებს ეროვნული ბანკი

ოქროსა და ვერცხლის ახალი საკოლექციო მონეტები

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ დღეს, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა.

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

„რამაზ დევაძე გუშინ გამოვიდა ციხიდან, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი არ სურს მედიასთან…

რეალურად, რამაზ დევაძეს განზრახ არ მოუკლავს მუკბანიანი. ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა და მისთვის მხოლოდ სამი წელი უნდა მიესაჯათ, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ღამის კლუბის ვიდეო კამერის ჩანაწერებს, სადაც ეს ნათლად ჩანს – კლუბში თავდაპირველად სროლა პოლიციელმა დაიწყო. რამაზმა მისთვის იარაღის წართმევა შეძლო და ტყვიის ამოღების დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

„ბათუმელები“ ღამის კლუბში პოლიციელის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვებს აშუქებდა. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანდა, რომ ღამის კლუბის მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალი იყო და ცეკვავდა გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე კაცმა გაიარა ზუსტად იმ სივრცეში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავდა. ეს მოძრაობა თანდათან გადაიზარდა ჩოჩქოლში და შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი…

კადრში ასევე ჩანდა, რომ თარაშ მუკბანიანი იარაღს ადამიანებს უმიზნებდა. ცოტა ხანში კი რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავდა შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართუზე ჩაჰყავდა. ამ დროს პოლიციელს იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი ჰქონდა…

პროკურატურა მაშინ აცხადებდა, რომ კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ საქმისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა – ბესიკ მამულაძე კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მამულაძე ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დევაძე და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლილს. შემდეგ კი რამაზ დევაძემ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. თარაშ მუკბანიანს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა.

„მკვლელობის მოტივაცია რამაზ დევაძეს არ ჰქონია. მოტივაციის გარეშე კი მკვლელობა არ არსებობს… სასამართლომ ამ სიმართლის დანახვაზე უარი თქვა, რადგან პოლიციელი იყო მოკლული,“ – დასძენს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულს – ბესიკ მამულაძეს. იგი სასამართლომ მხოლოდ ხულიგნობისთვის გაასამართლა და ასევე 2015 წელს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბათუმელების“ მიერ 2015 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რამაზ დევაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ ღამის კლუბის ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე – 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს. ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა.

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი სარფის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს დატოვებას აპირებდა.

მთავარი ფოტო: კადრი რამაზ დევაძის სასამართლო პროცესიდან

ამავე თემაზე:

სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

 

,,ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?”ევროპის ძიუდოს კავშირი მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს ეხუმრება

„Don’t make the world champion Lukhumi Chkhvimiani angry“ – „არ გააბრაზოთ მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი“- ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) მსოფლიო ჩემპიონს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ამ პოსტით გაეხუმრა. პოსტს ლუხუმ ჩხვიმიანის ფოტოც აქვს დართული წარწერით: „WHO HAS EATEN MY KHACHAPURI?” (ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?).

ტოკიოს ძიუდოისტთა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა, 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ნახევარფინალში ჩხვიმიანმა ჯერ იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა, შემდეგ კი, ფინალში – უზბეკი მეტოქე შარაფუდინ ლუტფილაევი.

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

„ახლა იგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს, ყოველგვარი კონტაქტის გარეშეა, მესამე კვირა ოჯახის წევრებსაც არ დალაპარაკებია. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შველას ითხოვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ადვოკატია.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში მინდია ლავასოღლი პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან წავიდა: 2017 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის სასამართლომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ლავასოღლი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუმცა მინდია ლავასოღლი უკვე 10 თვეა თურქეთში, საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული – ის საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

საქართველომ თურქეთს მისი ექსტრადაცია გასული წლის ზაფხულში მოსთხოვა, მას შემდეგ, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 20 ივლისს, მინდია ლავასოღლი „კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში“ დამნაშავედ ცნო. მას ბრალი სწორედ ამ მუხლით ჰქონდა წარდგენილი, როდესაც წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისად, ქუთაისის სასამართლომ ლავასოღლის დაუსწრებლად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2019 წლის 12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ – „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ასევე დაუსწრებლად მიუსაჯა მინდია ლავასოღლის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლავასოღლი ამ პერიოდში თურქულ ციხეში იყო მოთავსებული.

„ეუბნება თურქეთი საქართველოს წაიყვანეთო, მაგრამ არ მოჰყავთ,“ – აღნიშნავს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მას ეს ინფორმაცია თურქეთის ციხის ადმინისტრაციისგან აქვს. გელა ნიკოლაიშვილს არ აქვს ვერსია, რატომ შეიძლება არ სურდეს საქართველოს ლავასოღლის ქართულ ციხეში მოთავსება.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, თურქეთის კანონმდებლობით ექსტრადაციის მაქსიმალური ვადა 6 თვეა, მაგრამ იგივე ექსტრადაციის მოთხოვნის საფუძველზე ციხიდან გამოსული ლავასოღლი 40 წუთში ისევ უკან შეაბრუნეს.

 

 

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“.

„პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… შენობა რომ ჩანს, იმის იქით კერძო საკუთრებაა და არ შეიძლება შესვლა, ისედაც სამუშაოები მიმდინარეობს“, – გვითხრეს პლაჟზე ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ივანიშვილს ჰყავს დასაქმებული.

„ბათუმელებმა“ ვერც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ მოახერხა იმის დადგენა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს სანაპიროზე, ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს და არის თუ არა შესაბამისი ნებართვა გაცემული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს.

„საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – ეს არის სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს.“

კანონით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს [გარემოს დაცვის] სამინისტრო ნებართვის გაცემის პროცესში და გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია სავალდებულო დასკვნისათვის.

ივანიშვილის [„ურეკი რეზიდენსის“] საკუთრებაში არსებული ტერიტორიის წინ მდებარე პლაჟი საჯარო რეესტრის მიხედვით, არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, თუმცა სანაპირო ზოლი სახელმწიფო საკუთრებაა და მისი გასხვისება თუ შემოღობვა აკრძალულია. სახელმწიფოს პლაჟის ნაწილი, ოფიციალურად, მხოლოდ სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედ აქვს გაცემული აღნაგობის უფლებით 2114 წლამდე. 

კანონით, „პლაჟების გადაცემა კერძო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევებისა) აკრძალულია“. ამასთან, „დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით“.

„ბათუმელები“ ასევე დაინტერესდა, რატომ არის ბანაობა აკრძალული პლაჟზე იმ ტერიტორიის გასწვრივ, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა, მითუმეტეს აქ წელს, სეზონზე სამაშველო პუნქტიც გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ „აღნიშნულ ადგილზე მიმდინარეობს გზის სარემონტო სამუშაოები, ასევე დაგეგმილია სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გვაქვს აკრძალული ბანაობა“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საიდანაც მათ ქვემდებარე საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაგვამისამართეს. დეპარტამენტმა „ოფიციალური წერილი“ მოითხოვა, რომელიც 12 აგვისტოს გავუგზავნეთ. 26 აგვისტოს კი დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ„არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის სამუშაოები არ საჭიროებს დეპარტამენტთან შეთანხმებას“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით არც მათთვის მიუმართავთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაგვამისამართა.

ოზურგეთის მერიის არქიტექტურის განყოფილების ინფორმაციით, ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე ნებართვას მუნიციპალიტეტი არ გასცემს, ეს საკითხი ეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს. „სამინისტროდან ჩვენთან უბრალოდ აგზავნიან წერილს, ინფორმაციას. თუმცა, თქვენ მიერ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არანაირი შეტყობინება/წერილი ამ დრომდე არ შემოსულა“, – გვითხრეს ოზურგეთის მერიაში.

სანაპირო ზოლში ტერიტორიის ათვისება თუ მშენებლობა, კანონით, 2002-2006 წლებში თანხმდებოდა საქნაპირდაცვასთან“ მისი ტერიტორიული სამსახურების მონაწილეობით, რათა არ გატარებულიყო ისეთი ღონისძიებები, რომლებიც სანაპიროზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევდა. 2007 წლიდან „საქნაპირდაცვა“ გაუქმდა, მისი ფუნქციები კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს გადაეცა. „ბათუმელებმა“ დღეს ვერც „საქნაპირდაცვის“ „სამართალმემკვიდრეს“ მიაკვლია.

პლაჟი შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ბანაობა აკრძალულია / 11.08.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
შეკვეთილი / 11.08.2019/ ფოტო: „ბათუმელები“
პლაჟი შეკვეთილში, სადაც ბანაობა აკრძალულია / მარცხნივ ტერიტორია, რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია / 11.08.2019
პლაჟი შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან [აპრილი, 2019] და სამუშაოები იმავე ადგილზე [11 აგვისტო, 2019]/ მრავალსართულიანი შენობა – სასტუმრო „პარაგრაფი“.
პლაჟი შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან / გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დონის სამუშაოებზე ინფორმაცია არ აქვს / ფოტო: „ბათუმელები“ / 11.08.2019
პლაჟი შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ბანაობა ამ დროისთვის აკრძალულია / ფოტო: „ბათუმელები“ / 11.08.2019

ზღვაში ხელოვნურად მოწყობილი პირსი [ფოტო: 2017], რომლითაც მრავალწლოვანი ხეები ბარჟადან ხმელეთზე გადმოჰქონდათ, დღეს გაუქმებულია [ფოტო: 11 აგვისტო 2019]:

ხელოვნური ნაგებობა – პირსი, რომელიც დღეს არ არსებობს, საჯარო რტეესტრის მონაცემებით კვლავ სახელმწიფო საკუთრებადაა რეგისტრირებული
გასასვლელი შეკვეთილის პლაჟზე / 11.08.2019

შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს [მათ ორ ადგილზე კარვებიც აქვთ გაშლილი]; პლაჟსა და ავტომაგისტრალთან მუდმივად პატრულირებს პოლიცია. პოლიციელები აქ ყველა მიმსვლელს კამერით აფიქსირებენ.

პოლიციის მანქანები ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში / 11.08.2019 / ფოტოკოლაჟი, „ბათუმელები“
მთავარი ფოტო: ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია და სასტუმრო „პარაგრაფი“ / 2019 წლის აპრილი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 ამ თემაზე:

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

როგორია იყო ყოფილი პატიმრის დედა

ოთხსულიან ოჯახში მარტო თვითონ მუშაობს. ამბობს, რომ ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევა ორი საკერავი მანქანით და ერთი უთოთი შეძლო. კერავდა ყველაფერს, რასაც შეუკვეთდნენ. ასე გაუმკლავდა შვილის ექვსწლიან პატიმრობას. ამ დროს მეორე შვილი სტუდენტი ჰყავდა და მასაც უამრავი რამ სჭირდებოდა. ციცო ბოლქვაძე 40 წლისაა და ახლა საკუთარი, მცირე სამკერვალო აქვს. თუმცა მანამდე დიდ სამკერვალო კომპანიაში იყო დასაქმებული, სადაც, როგორც თავად ამბობს, ზეგანაკვეთურად მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, ვერც შვებულებით სარგებლობდა  და ვერც ოჯახის წევრებს უთმობდა დროს.

ციცო მიხვდა, რომ საკუთარი საქმე მალევე უნდა დაეწყო. მამამ ორი საკერავი მანქანა აჩუქა, შეკვეთების მიღება დაიწყო და ახლა დამოუკიდებლად მუშაობს.

„ბევრი საქმე მაქვს, კაბის შეკერვა 2 საათში შემიძლია, მომხმარებლებს დიდხანს არ ვალოდინებ და ბევრი მოდის ჩემთან. ვთანამშრომლობ უნივერსიტეტებთან, ცეკვის ანსამბლებთან, შევკერე ასევე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილეების კოსტიუმები. დამოუკიდებლად მუშაობა ბევრად მეტ შემოსავალსაც ნიშნავს და თავისუფლებასაც,“ – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა.

ბევრს მუშაობს და ამბობს, რომ მისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, მისი ოჯახის  სხვა წევრებსაც რომ ჰქონდეთ სამსახური. ციცოს 24 წლის შვილი, რომელიც ციხიდან 2019 წლის აპრილში გათავისუფლდა, სამსახურს ვერ პოულობს, რაც მისთვის დიდი პრობლემაა. იმუშავა მშენებლობაზე და შეუსაბამო შრომითი პირობების გამო მალევე დატოვა სამსახური.

„შვილის ციხეში მოხვედრის შემდეგ პატიმრების პრობლემები სხვაგვარად დავინახე. სახელმწიფოსგან არ გვიგრძვნია არანაირი დახმარება დასაქმების პროცესში, ჩვენი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი შვილის დასაქმება. მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიანი ვარ, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მუდმივად მჯდომარე და მოხრილი ვმუშაობ, შეიძლება ერთ დღეს ვეღარაფერი  გავაკეთო და მთელი ოჯახი უსახსროდ დავრჩეთ,“ – ამბობს ციცო ბოლქვაძე.

ახლობლებმა ურჩიეს, რომ სამკერვალოს გაფართოების მიზნით  შეეძლო ,,დემოკრატიის ინსტიტუტისთვის“ მიემართა „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩასართავად. ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორც ციცო გვიყვება, არ სჯეროდა, რომ ვინმე რამით დაეხმარებოდა პატიმრის ოჯახს და აქამდე არც მსგავსი პროგრამის შესახებ გაეგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩაერთო, მისი სამკერვალო დაათვალიერეს, აღწერეს და საჭირო დამატებითი ხელსაწყო-დანადგარები შეუძინეს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა პატიმართა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის, დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს.

,,არის ბევრი სამედიცინო აქციაც უფასოდ, ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის, ყოველთვის მირეკავენ. ამ გამოკვლევებით რომ ვისარგებლო, ეს დიდი შეღავათია“, – ამბობს ციცო ბოლქვაძე.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.


პროექტი მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

 

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

რატომ ვერ შეფუთა ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩაზე „ხრუშჩოვკის“ ფასადი

ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, ხუთსართულიანი კორპუსის „ფასადის შეფუთვის სამუშაოებისთვის“ თანხა – 554 571 ლარი აჭარის მთავრობამ მერიას 2019 წლის აპრილში გამოუყო. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ეს თანხა ტენდერის გარეშე უნდა დახარჯულიყო, რისთვისაც მერიას შესაბამისი თანხმობაც ჰქონდა და კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმებული, თუმცა სამუშაოები არ ჩატარდა.

ბათუმში, რუსთაველის ქ. №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვის [იერსახის შეცვლა, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, თბოიზოლაცია] სამუშოების შესყიდვაზე გუშინ, 27 აგვისტოს, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.

რატომ არ შეასრულა სამუშაოები კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება ტენდერის გარეშე იყო გაფორმებული? – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულება შეწყვიტეს.

„კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ობიექტების მეპატრონეები წავიდნენ წინააღმდეგნი, რომ სამუშაოები მოახლოებული სეზონის გამო არ ჩატარებულიყო. სამმართველომ ხელშეკრულება შეწყვიტა და ვინაიდან პირდაპირი შესყიდვის უფლების ხელახლა მიღებას სჭირდება იმავე პროცედურების გავლა, გადაწყდა, რომ ტენდერი გამოგვეცხადებინა“, – გვითხრეს სამმართველოში.

სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დაწყებულიყო და 5 თვეში დასრულებულიყო. ამჯერად კი ტენდერში წინადადებების მიღება 17 სექტემბერს შეწყდება და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ეს, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი შედგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასადის შეფუთვა დროში გაიწელება.

რუსთაველის 10, ბათუმი / ფოტორენდერი შენობის ფასადის შეფუთვის პროექტიდან

„რუსთაველის ქ. №10-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ტიპიურ „ხრუშჩოვკას“. სახლის შეფუთვა-მოპირკეთება რუსთაველის ქუჩის მხრიდან გაკეთდა მრავალი წლის უკან და დღეის მდგომარეობით ფასადი სავალალო მდგომარეობაშია: საცხოვრებელი სახლის აივნები და ფასადი დაზიანებულია და შესაძლებელია გამოიწვიოს აქ მცხოვრებლების და ქვეითად მოსიარულეთა [მათ შორის ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის] საფრთხის შექმნა“, – აღნიშნული იყო მერიის სამმართველოს განაცხადში, როცა სამუშაოების ტენდერის გარეშე შესყიდვის აუცილებლობას ასაბუთებდა.

უცნობია, „დაზიანებული აივნებისა და ფასადისგან“ მომდინარე საფრთხე ამჯერად რამდენად შემცირებულია, ან თუ ასეთი მყისიერი საფრთხე არ არსებობდა, რატომ გადაწყვიტა მერიამ თავის დროზე პირდაპირი შესყიდვით დაეხარჯა 554 571 ლარი.

ამ თემაზე:

რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

ავიაკომპანია FLY JORDAN: საქართველოში დაფრენის ნებართვას აღარ გვაძლევენ

თამარ გუნდაძე, ავიაკომპანია FLY JORDAN-ის  ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:

საქართველოს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, დაუდგენელი მიზეზით საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის ნებართვას აღარ აძლევს ავიაკომპანია FLY JORDAN. ეს  დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანს აყენებს როგორც ავიაკომპანიას, ასევე საქართველოს ეკონომიკას და, შესაბამისად, მოსახლეობას. 

მორიგი ფრენა ავიაკომპანია  FLY JORDAN და იორდანიულ  კომპანიას DALLAS TRAVEL AND TOURISM საქართველოში (ბათუმში) 30 აგვისტოს აქვს დანიშნული. ამ დღეს  საქართველოდან 150 მგზავრი ელოდება სამშობლოში დაბრუნებას და ამდენივე მგზავრი იორდანიიდან საქართველოში ტურისტულ ვიზიტს

ავიაკომპანია FLY JORDANს ოფიციალური წარმომადგენელი  მიმართავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციას,  ნუ მიაყენებს ზიანს საქართველოს და მის მოსახლეობას.

ავიაკომპანია FLY JORDAN -ს  ჩარტერულ ფრენებს  ახორციელებს იორდანიიდან (ამანი). წელიწადში 10 000 – მდე ტურისტი შემოჰყავს. მაგალითად, მიმდინარე წელს, კომპანიას 30 ჩარტერული ფრენა ჰქონდა და 5 000-მდე ტურისტი ჩამოიყვანა. საშუალო ხარჯი,  რომელიც კომპანიამ გასწია საქართველოში ფრენების და ტურისტების განთავსებისთვის სცდება მილიონს და მკაფიოდ ხაზს უსვამს არსებული თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობას

საკმაოდ მაღალია ეკონომიკური სარგებელი, რომელიც საქართველომ  გადასახადების სახით მიიღო კომპანიიდან. გარდა ამისა,  ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულმა სასტუმროებმა, რესტორნებმა, ბარებმა, მაღაზიებმა, ტუროპერატორებმა და სხვა ტურისტული დანიშნულების მქონე ობიექტებმა მიიღეს შემოსავალი

ამ ფაქტის მიმართ ყურადღების გამახვილებას  გთხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოს სხვა პირებსაც. ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ მაჩვენებელზე ტურიზმი დიდ გავლენას ახდენს, უნდა ცდილობდეს მოიზიდოს მეტი ქვეყანა და შემოიყვანოს მეტი ტურისტი. ფაქტია – სამოქალაქო ავიაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ფარულად და ყოველგვარი ოფიციალური განმარტების გარეშე, ხელი ეშლება ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას და მეტი რისკის ქვეშ დგება საქართველოში ტურიზმის განვითარება. 

არის მოლოდინი, რომ მიმდინარე მოვლენას სამართლებრივი შედეგი თუ არ ექნება, იორდანიაც შეწყვეტს საქართველოში ფრენებს.

პოლიციამ დააკავა ქუჩაში 4 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“.

„მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. დავთანხმდი, რომ მაისურს ჩავატრიალებდი და წარწერა აღარ გამოჩნდებოდა, მაგრამ მერე მეორე მანდატურმა თქვა, მაინც ვერ შეგიშვებთო. არ განუმარტავთ, რატომ. მე პროცესს ვერ დავესწარი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რომან თაილანმა, ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა.

კიდევ ერთმა აქტივისტმა, ნინი დანელიამ კი სასამართლო სხდომის დარბაზში შეაღწია – ჩაბრუნებული მაისურით. „ჩავთვალე, რომ რაც მანდატურმა მითხრა, მართალი იყო. ამიტომ მაისური ჩავატრიალე და ისე შევედი. მოგვიანებით გავიგე, რომ მოთხოვნა უსამართლო იყო და ჩვენი გამოხატვის თავისუფლება დაარღვიეს,“ – ამბობს ნინი დანელია.

„ჩვენ არ ვადასტურებთ მსგავს შემთხვევას,“ – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში. აქ კატეგორიულად უარყოფენ იმ ინფორმაციას, რასაც აქტივისტები ჰყვებიან.

„თუკი ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – განმარტავს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე. იურისტი ამბობს, რომ წარწერა მაისურზე „პასიური გამოხატვის ფორმაა“ და ის არ შეიძლება ჩაითვალოს საპროტესტო აქციად.

„შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე გვაქვს სასამართლოს უპატივცემულობასთან, მაგრამ ამას აფასებს თავად მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის მითითებითაც მოქმედებს მანდატური. ამას ამბობს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“. მანდატური მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. აქტივისტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მანდატურის გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარესთან, მაგრამ მათ მოუწევთ ფაქტის მტკიცება,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
ნინი დანელია

 

2-8 სექტემბერს ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

აჭარაში წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებთ, გამონაკლისი არც შემოდგომაა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, როცა  ჰაერს ნელ-ნელა სიგრილე, ცას კი ღრუბლები ეპარება. ამ დროს არაფერი სჯობს ზღვის სანაპიროდან თუ მთის მწვერვალებიდან გადამფრენი ფრინველების თვალთვალს, ბინოკლით, ტელესკოპით, რითაც გნებავთ.

ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თუ ცას ხშირად ახედავთ, დაინახავთ ფრინველთა უჩვეულოდ მომრავლებულ გუნდებს, რომლებიც ქალაქს გადაუფრენენ. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ფრინველები ზამთრისთვის ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ.

ბათუმის ცას ყოველწლიურად 32 სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, მათ შორის, ველის, მდელოს, ჭაობის ძელქორები, ჩია, მცირე და გველიჭამია არწივები, კრაზანაჭამიები და სხვა.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება ევროპასა და ამერიკაში ზოგისთვის პროფესიაა, ზოგისთვის – ჰობი და დასვენების ერთგვარი ფორმა.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის მაღალი წერტილებიდან უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან,  2-8 სექტემბერს კი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და ყველას შეეძლება დატკბეს სანახაობით. 

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება

ფრინველთა მიგრაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავად სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ჩანს. ჩაინიშნეთ ეს ადგილები:  

  • ჭოროხის დელტა
  • სოფელი ჩაისუბანი
  • სოფელი სახალვაშო
  • ბათუმის ზღვისპირა პარკი
  • ნავსადგური
  • კოლხეთის ეროვნული პარკი 

2-8 სექტემბერს ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დევიდ ერტერიუსს ფრინველებზე დამკვირვებელთა ტურსააგენტო აქვს შვედეთში და ბუნების დამცველების, ორნითოლოგებისა თუ ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის გეგმავს ტურებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ადგილებში. წელს მის რუკაზე ბათუმიც მოინიშნა. საქართველოში პირველადაა და 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე დააკვირდება ჯგუფთან ერთად მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას.

„აფრიკა, ეთიოპია, ინდოეთი, შრი ლანკა, მონღოლეთი და ა.შ. – ბევრგან დავდივართ. ბათუმში წელს პირველად ვარ და ეს საოცარი ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. უჩვეულოდ გაგვიმართლა, ხშირად კარგი ხილვადობაა და ძალიან ახლოსაც ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით ფრინველებს. მათ ტყეების თავზე ფრენა არ მოსწონთ და ზღვის გავლით არჩევენ მიგრაციას.

შავ ზღვას და ბათუმს გაუმართლა – ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიგრაციო დერეფანია ფრინველებისთვის, რაც აჭარის დიდ სამომავლო ტურისტულ პოტენციალზე მეტყველებს.

ვრჩებით აქვე, სახალვაშოს საოჯახო სასტუმროში, სადაც ძალიან კარგად მიგვიღეს და საუცხოო ქართული კერძებითაც გვიმასპინძლდებიან“, – ამბობს დევიდი.

დევიდ ერტერიუსი, გადამფრენ ფრინველებზე დამკვირვებელი

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პირველად 2012 წელს ჩაატარა. მაშინ ტურიზმის ეს მიმართულება აჭარაში ახალი იყო, ახლა კი დეპარტამენტს ამ მიმართულებით უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც Birding Caucasus-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუხაია ამბობს, ყოველ წელს იზრდება ფრინველებზე დაკვირვების პუნქტების რაოდენობა.

„აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არამხოლოდ აკვირდებიან, აღრიცხავენ კიდეც მიგრირებულ ფრინველთა რაოდენობას, სახეობათა მრავალფეროვნებას.

ბათუმის პარალელურად ახლა პანამაში, გიბრალტარსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აკვირდებიან ფრინველებს. სახეობათა მრავალფეროვნება, ფრინველთა რაოდენობა – ყველა ეს სამეცნიერო ინფორმაცია იკრიბება და თავს ერთიან ბაზაში იყრის, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საერთო სურათის წარმოსადგენად“, – ამბობს ალექსანდრე რუხაია.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა ფესტივალის შემდეგაც, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეგიძლიათ დააკვირდეთ არაჩვეულებრივ სანახაობას – ათასობით, ათიათასობით მტაცებელ ფრინველს, რომლებიც ბათუმის გავლით აფრიკის კონტინენტისკენ მიფრინავენ.

ფესტივალის ფარგლებში გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში რეგისტრაციით, ან დარეკვით შემდეგ ნომერზე: 577 90 90 93 

ასწრებს თუ ვერა აჭარის ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის არჩევას

დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

საქმიანობის უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და საბჭოს დატოვებენ: ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე. საბჭოში დარჩება მხოლოდ ერთი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ერთი წლის წინ აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

ამჟამად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გამოცხადებული აქვს კონკურსი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად. საბჭო აპრილის შემდეგ უკვე მეოთხედ ცდილობს ტელევიზიის დირექტორის არჩევას, წინა სამ ჯერზე კონკურსი ჩაიშალა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვებისთვის საჭირო, 3 ხმის მიღება.

მრჩეველთა საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობა აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 17 ოქტომბერს დაამტკიცა, შესაბამისად, საბჭოს ამა წლის 17 ოქტომბრამდე აქვს მუშაობის ვადა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსზე განაცხადები 24 სექტემბრის ჩათვლით მიიღება, შემდეგ მოხდება საბუთების შერჩევა და გაიმართება გასაუბრება კანდიდატებთან. აქამდე არსებული პრაქტიკით, მრჩეველთა საბჭო საშუალოდ 3 დღეს ანდომებს კანდიდატებთან გასაუბრებას და გასაუბრების დასრულებისთანავე მართავს კენჭისყრას. ასე რომ, მრჩეველთა საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობას შეუძლია მეოთხე ცდაზე აირჩიოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა აპრილიდან ამ დრომდე საბჭომ ვერ შეძლო ახალი დირექტორის არჩევა.

პირველ კონკურსში ორი ხმა მიიღო მერაბ წულიკიძემ, ერთი ხმა – ნათია ზოიძემ, ერთი – ირმა ზოიძემ და ერთი ხმა მიიღო ბაჩო გურაბანიძემ. მეორე ჯერზე კონკურსში ორი ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ და ორი ხმა – თინა ცისკარაძემ, საბჭოს ერთმა წევრმა კი ბიულეტენზე ძველი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი წააწერა; მესამე კონკურსში მოულოდნელად ორი ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ, რომელიც წინა ორ ჯერზე გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა, მაგრამ არც ერთი ხმა არ მიუღია და ერთი ხმა მიიღო თინა ცისკარაძემ. მესამე კონკურსში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ბეჟან გობაძემ, ხოლო საბჭოს წევრი გიორგი ირემაძე სხდომას არ ესწრებოდა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ, საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიერი ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მრჩევლობის კანდიდატთა განაცხადები მიიღება აჭარის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 900 ლარია, მოადგილის – 2 700 ლარი, წევრის კი – 2 625 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს.

კანონის თანახმად, მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველი ვალდებულია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე, კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს დებატებში, რომელიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

„ინტურისტი“ აბრების განთავსებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა „მეტრო ინტურისტ ბათუმს“. დავის საგანი სარეკლამო ბანერები იყო, რომლებიც კომპანიამ განათავსა სასტუმრო „ინტურისტის“ გარე ფასადზე. სასტუმროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „მეტრო ინტურისტ ბათუმს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 10 ივნისს შეუდგინა. ოქმში აღნიშნულია, რომ სასტუმროს მესაკუთრე გააფრთხილეს, მაგრამ სარეკლამო აბრების დემონტაჟი არ მომხდარა.

„სასტუმრო ინტურისტი“ ცოტა ხნის წინ ასევე 10 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. სასამართლო დავა ამ შემთხვევაში სასტუმროს ისტორიული ღობის ნაწილობრივ მოშლას ეხებოდა. „მეტრო ინტურისტ ბათუმს“ისტორიული ღობე ამ დრომდე არ აღუდგენია. სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]

გურიაში, კურორტ გომის მთაზე, სახლებზე მეტი ახალი საძირკვლის ბოძები დაგხვდებათ. პატარა და ძველი სახლების შუაში დარჩენილი სივრცე თუ ნებისმიერი თავისუფალი ადგილი თითქმის ყველგან მონიშნულია. ასობით მიმდინარე უნებართვო მშენებლობას ხელს ამ ეტაპზე არავინ უშლის: აშენებს ის, ვისაც ამ მთაზე სახლი სურს და მისი აშენების ფინანსური საშუალება აქვს. აშენებენ ორ და სამსართულიან სახლებსაც, მათ შორის, ქვით.

კურორტ გომის მთაზე მიწის ნაკვეთი ან საცხოვრებელი სახლი სამართლებრივად რეგისტრირებული ამ ეტაპზე არავის აქვს. ადამიანები, რომლებმაც სახლები აქ ათეული წლების წინ ააშენეს, გეტყვიან, რომ საჯარო რეესტრს ბოლო წლებია მიმართავენ, რადგან კურორტის მიმართ ინტერესი გააქტიურებულია, მაგრამ რეესტრი საკუთრებას არც არეგისტრირებს და არც უარს ამბობს.

ამ ადამიანებმა რეესტრს ოზურგეთის არქივის შესაბამისი ჩანაწერების საფუძველზე მიმართეს, სადაც ჯერ კიდევ შემონახულია ინფორმაცია საბჭოთა წარსულში „გომის მთის“ მოსახლეების შესახებ. „სხვა კურორტებზე მსგავსი დოკუმენტით მოხდა საკუთრების რეგისტრაცია. გომის მთაზე რატომაა პრობლემა, არ ვიცით,“ – ამბობენ ისინი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ გომის მთაზე ამ ეტაპზე ადამიანები საკუთრების რეგისტრაციას ვერ შეძლებენ.

„ჯერ უნდა მიენიჭოს „გომის მთას“ დასახლებული პუნქტის სტატუსი, რომ იქ ადამიანებმა საკუთრების რეგისტრაცია შეძლონ. გომის მთას ამ ეტაპზე სამართლებრივად არ აქვს არანაირი სტატუსი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ გომის მთა სოფელ შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს“, – გვითხრა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ.

ოზურგეთის მერიას მთავრობისთვის ამ ინიციატივით 2019 წლის 4 აპრილს მიუმართავს. ამ დრომდე მთავრობას ოზურგეთის ინიციატივა არ განუხილავს.

„არ ვიცი, რატომ არ განიხილეს… ამას სჭირდება შეთანხმება, მუშაობა, მსჯელობა,“ – დასძინა ჩვენთან საუბრის დროს ოსიკო თოთიბაძემ.

ამ დრომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არც „გომის მთის“ განაშენიანების გეგმა აქვს. ოზურგეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ „მონახაზი უკვე არსებობს“, თუმცა არ არსებობს დოკუმენტი, რაც კურორტზე მშენებლობის პროცესს დაარეგულირებს.

ოსიკო თოთიბაძე მიიჩნევს, რომ გომის მთაზე მიმდინარე მშენებლობები უკანონოა, თუმცა ვერ ამბობს კონკრეტულ მიზეზს, რის გამოც ოზურგეთის ადგილობრივი მთავრობა უკანონო მშენებლობების შეჩერებას ვერ ახერხებს.

„ჩვენ შევაჩერეთ რამდენიმე მშენებლობა… დაახლოებით 20 ნაკვეთი იყო, სადაც ზედამხედველობის სამსახურმა ბოძები ამოიღო და შეჩერდა… გავაკარით საინფორმაციო დაფაც, რომ ეს სამართალდარღვევაა. ზედამხედველობის სამსახური მუშაობს ამ კუთხით, კონკრეტული მონაცემი ახლა არ მაქვს“, – აღნიშნა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ „ბათუმელებთან“.

ოზურგეთის მერიაში ამ დრომდე არ იციან, კონკრეტულად რამდენი ახალი მშენებლობა მიმდინარეობს გომის მთაზე ან რამდენია ძველი სახლი.

„ახლა მიმდინარეობს აღწერა, ეს მიმდინარე პროცესია. დაახლოებით 430 სახლია სულ აღწერილი, როგორც ვიცი, ანუ ახალი და ძველიც,“ – გვიპასუხა ოსიკო თოთიბაძემ.

საჯარო რეესტრის პრესცენტრში გამორიცხეს არგუმენტი, რომელიც ოზურგეთის მერიაში დაგვისახელეს. საჯარო რეესტრში განმარტეს, რომ გომის მთის სტატუსი ვერ იქნება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი და თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკეა განსახილველი.

საჯარო რეესტრის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რეესტრს არც ერთი მოქალაქისთვის არ უთქვამს უარი მიწის რეგისტრაციაზე. მიწის რეგისტრაციის პროცესი ამჯერად 9 განაცხადზე მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ მათგანზე სარეგისტრაციო წარმოებას თითქმის ერთი წელია გრძელდება. საჯარო რეესტრის თანხმობა ან უარი არ მიუღია, მაგალითად, სოსო კომახიძეს, რომელსაც გასული წლის 9 სექტემბერს მიუმართავს რეესტრისთვის.

„გომის მთაზე“ მოისმენთ სხვა ამბებსაც, რომ კურორტზე ინტერესი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ საბაგიროს მოწყობას გეგმავს და დაგეგმილია სათხილამურო ტრასების მოწყობა და ასე შემდეგ. რეალურად კი, ამ ეტაპზე კურორტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თუმცა ელექტროგადამცემი ბოძები მთაზე უკვე დამონტაჟებულია. გომის მთაზე გაიყვანეს წყლის სისტემა, თუმცა ის ყველა სახლში  შეყვანილი არ არის.

მშენებლობების პროცესი გომის მთაზე

 

სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, თუმცა თუ ეს თარიღი დასვენების დღეს ემთხვევა, მაშინ სასწავლო წელი შემდეგ ორშაბათს იწყება. წელს კი 15 სექტემბერი კვირაა.

განათლების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს ასევე სწავლის დაწყების გადავადების შესაძლებლობასაც, თუკი სკოლას სარემონტო სამუშაოები დაუსრულებელი ან სხვა კონკრეტული მიზეზი აქვს.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის თქმით, ბათუმის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

 

რამდენით იზრდება პედაგოგების ხელფასები ამ სასწავლო წელს – მინისტრის განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე იმაზე ისაუბრა, თუ რამდენით გაეზრდებათ ხელფასები მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან. მინისტრმა კონკრეტული თანხა დაასახელა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება“.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.

მინისტრის თქმით, ხელფასის ზრდა შეეხება ყველა პედაგოგს, ვისაც სტატუსი აქვს.

მინისტრი აცხადებს, რომ ხელფასების გაზრდა გაგრძელდება ყოველ შემოდგომაზე.

დღეს მასწავლებლების ხელფასების გაზრდაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

მასწავლებლებთან შეხვედრა თბილისში

 

მამუკა ბახტაძე პედაგოგების ხელფასების მატებაზე

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს პედაგოგებს ხვდება. ბახტაძის თქმით, შეხვედრას ესწრებიან რეგიონებიდან ჩასული პედაგოგებიც.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება. პრემიერი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი იქნება 2150 ლარი, მენტორი პედაგოგების ხელფასი კი – 2450 ლარი.

მამუკა ბახტაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, გაიზრდება თუ არა წლევანდელ სასწავლო წელს პედაგოგების ხელფასი.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ხელფასები გაეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის ტექპერსონალს, სკოლის ექიმებს, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს. ხელფასების ზრდა შეეხება მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც.

პედაგოგების ხელფასების მატებაზე კონკრეტული ციფრები განათლების მინისტრმა დაასახელა:

რამდენით იზრდება პედაგოგების ხელფასები ამ სასწავლო წელს – მინისტრის განცხადება

 

მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის

“რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი 26 აგვისტოს სასამართლოს შენობის კარის მინის ჩამტვრევას გამოეხმაურა.

“ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ… თუ ასე გაგრძელდება, სხდომა დაიხურება და ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ დაესწრება სხდომას. გაითვალისწინეთ, რომ ეს სასამართლოა და აქ დალხენილი არავინ მოდის,” – მიმართა დარბაზს მოსამართლემ.

“ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვაჰაბისტები გვიწოდეს,” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ, რომელსაც მოსამართლემ რეპლიკის საშუალება მისცა.

საუბარია “ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 2 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. ამჟამად ოთხ ბრალდებულს გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის ჩადენას ედავება წინასწარი შეთანხმებით.

ამ საქმეში ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეიარაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.

სასამართლო დარბაზი – რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბში ბრალდებულების სასამართლო პროცესი

გუშინდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა სასამართლოს მთავარი შესასვლელის კარი დააზიანა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა პასუხისგებაში მიცემული ამ დროისთვის არავინაა. სასამართლოს მთავარი შესასვლელის კარი კი ისევ მინის გარეშეა.

დღეს, 27 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ამ გამომძიებლებმა რესპუბლიკურში ჩხუბის შემდეგ სამედიცინო პერსონალი გამოკითხეს.

მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

ბრაზილიის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველი ლედი შეურაცხყო – მაკრონის პასუხი

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. მან საფრანგეთის პირველი ლედისა და საკუთარი ცოლის, ბრაზილიის პირველი ლედის 37 წლის მიშელ ბოლსონაროსა და საფრანგეთის 66 წლის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სურათები გამოაქვეყნა ფეისბუქზე პოსტით: „ახლა გესმით რატომაც გადაეკიდა მაკრონი ბოლსონაროს?” პოსტს ბრაზილიის პრეზიდენტი კომენტარსაც ურთავს პორტუგალიურად: „ნუღარ დავამცირებთ მას (მაკრონს)… ჰა, ჰა”.

ამ დროისთვის ჟიარ ბოლსონაროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეს პოსტი კომენტარითურთ აღარ იძებნება.

მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტის ფეისბუქპოსტი უხეშ და სამწუხარო ჟესტად შეაფასა.

„შეურაცხმყოფელად დაწერა ჩემს ცოლზე, მე გაცილებით მეტ პატივისცემას ვგრძნობ ბრაზილიელი ხალხის მიმართ და იმედს ვიტოვებ, ამ ქვეყანას მალე ეყოლება ღირსეული და საქმეზე ორიენტირებული  პრეზიდენტი,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 26 აგვისტოს, დიდი შვიდეულის კონფერენციაზე ბიარიცში.

ბოლსონარო.ფოტო: ვიკიპედია

მაკრონისა და ბოლსონაროს კამათი ამით არ დაწყებულა. ბრაზილიის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის  რიტორიკას კოლონიური უწოდა მას შემდეგ, რაც  მაკრონმა  ამაზონის ხანძრები საერთაშორისო კრიზისად შეაფასა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, თემა აგვისტოს სამიტის პროირიტეტად ექციათ.

ბრაზილიის პრეზიდენტისგან ეს არ არის ქალის შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა. ცნობილია მისი დამამცირებელი კომენტარები შავკანიანებისა და უმცირესობის წარმომადგენელ ქალებზე.

2014 წელს ცხარე საპარლამენტო დებატების დროს ბოლსონარომ მემარცხენე კონგრესმენ მარია დე როსარიოს უთხრა, რომ ის მასზე ძალადობას არც კი შეეცდებოდა, რადგან როსარიო ამას არ იმსახურებდა.

2017 წელს ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საჯარო შეხვედრისას მის ნათქვამს: „5 შვილი მყავს, 4 ბიჭი, მეხუთეზე კი მოვსუსტდი და გოგო გაჩნდა“.

________________

წყარო: BBC

ფოტო: standard.co.uk

1 სექტემბერს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

1 სექტემბერს, მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

01/ 09/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 1 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი რეზიდენსი“ კი, ივანიშვილის რეზიდენციის გასწვრივ მდებარე პლაჟს. ამ ტერიტორიებზე სარგებლობის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

შეკვეთილში მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემდეგი კომპანიები ფლობენ: „ურეკი რეზიდენსი“, ასოციაცია „ატუ“, „ბლექ სი რიზორთსი“, „სიშორი“.

კომპანია „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია ასევე შეკვეთილში პლაჟთან მისასვლელი გზის გარკვეული მონაკვეთი. აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი თუ ამ გზას არ გაივლის, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვაგვარად ვერ მოხვდება.

გაყიდული გზა 

გზა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, 3067 კვ.მ-ია. ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის, როგორც „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, 2004 წლის აპრილში ციცინო ივანაშვილმა ერთ-ერთი კერძო პირისგან იყიდა 6 120 აშშ დოლარად. 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი ჯერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო, შემდეგ ბერა ივანიშვილის, რომელმაც ის „ურეკი რეზიდენსის“ კაპიტალში შეიტანა.

გზის გასწვრივ არაერთ ნაკვეთთან განთავსებულია აბრა – „იყიდება მიწა“.

„ბათუმელები“ რამდენიმე მესაკუთრეს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, იციან თუ არა, რომ გზის ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ივანიშვილების საკუთრებაშია. ასევე შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ აღმოჩნდა საერთო სარგებლობის გზა კერძო საკუთრებაში.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მეზობლის თქმით [მან ვინაობის გამხელა არ ისურვა], „აქ ადრე იყო მინდორი, საყანე ფართობები… გზაც იყო, მაგრამ შესაძლოა სხვისი ნაკვეთით ვსარგებლობდით, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჩემს ნაკვეთს, რამდენიმე წლის უკან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს ხომ არ გავყიდდით. მაშინ უარი ვუთხარით [არ ვიცი, ეს იყო თუ არა ბიძინას ხალხი]. არ გვქონდა გაყიდვა გადაწყვეტილი. შემდეგ არ შეგვხმიანებია არავინ. ამ ეტაპზეც არ ვარ ჩამოყალიბებული, გავყიდი თუ კერძო ინვესტიციისთვის გამოვიყენებ“.

„დენდროპარკს აშენებს, პერსპექტივა გაჩნდა ადგილობრივებისთვის, ბევრ რაღაცას გვპირდება და არ მგონია, ახლა გზა ჩაგვიკეტოს… პლაჟთან სამაშველო პუნქტიც გაიხსნა წელს“, – გვითხრა სხვა მესაკუთრემ.

ეს გზა ცენტრალური ავტომაგისტრალიდან შეკვეთილის პლაჟამდე მიდის და ე.წ. დენდროლოგიურ პარკთან გადის. პარკში მრავალწლოვანი ხეების გადმორგვა, ფაქტობრივად, დასრულებულია.

ამ გზის ბოლო მონაკვეთი [1575 კვ.მ] პლაჟთან სახელმწიფო საკუთრებად 2019 წლის მაისში დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო.

პლაჟზე გასასვლელი გზა შეკვეთილში. დასაწყისში გზის ერთი მონაკვეთი [ავტომაგისტრალთან] „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, ხოლო მეორე მონაკვეთი ბოლოში [პლაჟთან]  – სახელმწიფო საკუთრებაში.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სახელმწიფომ შეკვეთილში სხვა ადგილზე, კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებაში 2019 წლის პირველ აგვისტოს. ამ 3066 კვ.მ ფართობის გზას ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა თავის რეზიდენციასთან მისასვლელად [რეესტრში ამ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება]. გზა შემოღობილია და შლაგბაუმი დგას. გზის ირგვლივ მხოლოდ „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც სხვა კერძო მესაკუთრეები ჰყავთ. თუმცა, გზასა და კერძო ნაკვეთებს შორის არის ტერიტორია, რომელიც ჯერ რეესტრში არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, მათ შორის არც სახელმწიფო საკუთრებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აგვისტოს განკარგულებით, „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული [პლაჟზე გასასვლელი] გზა ამავე კომპანიას სახელმწიფომ, თავის საკუთრებად 2019 წლის 1-ელ აგვისტოს დარეგისტრირებულ [შლაგბაუმიან] გზაში გადაუცვალა.

თუმცა, შლაგბაუმიანი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შემოღობილი აქვს, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს, 2019 წლის 27 აგვისტოს [11:30 სთ.], კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდება, ხოლო პლაჟთან მისასვლელი გზის მონაკვეთი, ასევე რეესტრის მიხედვით, „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია.

ამ დროისთვის საქართველოს მთავრობას შესაბამისი განკარგულება თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს.

გზის მონაკვეთი, რომელიც 2019 წლის პირველ აგვისტოს სახელმწიფომ თავის საკუთრებად დაარეგისტრირა, ბიძინა ივანიშვილს აქვს შემოღობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, შლაგბაუმი მათი აქციების შემდეგ გახსნეს. ოპოზიციის აქციები შეკვეთილში დღესაც გრძელდება. მათ შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, რამდენიმე ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს გზა სახელმწიფომ 23 აგვისტოს „ურეკი რეზიდენსს“ გადასცა საკუთრებაში. „მოხდა ქონების გაცვლა“ – გვითხრეს სააგენტოში.

სახელმწიფო მიწები სარგებლობაში აღნაგობის უფლებით და უფლების გარეშე

პლაჟი [10 420 კვ.მ] სასტუმრო „პარაგრაფის“ წინ და სასტუმრომდე მისასვლელი გზა [9174 კვ.მ] სახელმწიფომ შპს „ბლექ სი რიზორთსის“ 2015 წელს უსასყიდლო აღნაგობის უფლებით 99 წლით [2114 წლამდე] გადასცა.

აღნაგობის ხელშეკრულებით, „ბლექ სი რიზორთსის“ ევალებოდა გზის მოასფალტება და საგუშაგო ჯიხურის მოწყობა, ასევე, პლაჟის კეთილმოწყობა და ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზის მოწყობა, რაშიც 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.

შეკვეთილი. სასტუმრო „პარაგრაფში“ შესასვლელი გზა / 11.08.2018

ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ კომპანიას „უფლება აქვს აღნაგობის უფლება გაავრცელოს მიწის ნაკვეთების იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისთვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას“.

ეს პუნქტი ხელშეკრულებაში უცვლელადაა გადმოტანილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან. ტერიტორიაზე, რომელზეც აღნაგობა ვრცელდება, ნაგებობა „ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზია“. ამ ნაგებობის „უკეთ სარგებლობისთვის“ კი ივანიშვილის კომპანია მიმდებარე პლაჟს იყენებს. აქვე ჩაკეტილია ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციის მოპირდაპირედ არსებული 15 000 კვ.მ-მდე ფართობის პლაჟიც.

გარეშე პირთათვის ჩაკეტილია „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის გასწვრივ [89 316 კვ.მ ფართობის] ტერიტორიაც. აქედან 85 772 კვ.მ მწვანე ზოლი/ტყე სახელმწიფოსი, ხოლო სასტუმრომდე მისასვლელი საცალფეხო/ველო [3 544 კვ.მ ფართობის] ბილიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. აღნაგობის უფლების მქონე ან სხვა პირის მიერ ამ ადგილების სარგებლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

3 544 კვ.მ ფართობის ბილიკთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიის ქონების მართვის განყოფილებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ტერიტორია 2018 წელს სახელმწიფომ გადასცა მუნიციპალიტეტს და დარეგისტრირებულია როგორც გზა: „ეს გზა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის სარგებლობაში არავისთვის არ არის გადაცემული“.

რაც შეეხება 85 772 კვ.მ ტერიტორიას [მწვანე ზოლი], რომელიც სამი ნაკვეთისგან შედგება, ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მასზე სხვა პირის მიერ სარგებლობის რაიმე უფლება [უზუფრუქტი, იჯარა, აღნაგობა] არ ვრცელდება.

ამ ტერიტორიაზე „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზით თუ მოხვდებით. გზის დასაწყისში განთავსებულ საგუშაგოზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ სასტუმრო სტუმრებს აქვთ.

ბილიკი, რომელიც „პარაგრაფს“ „მუსიკოსთა პარკთან“ აკავშირებს. ეს ბილიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ირგვლივ არსებული ტერიტორია კი [მონიშნულია ღია ყვითელი ფერით ] სახელმწიფო საკუთრებაა / 11.08.2019
აღნაგობის ხელშეკრულებით, ნაგებობა, რომელიც აღიმართება ნაკვეთზე, აღნაგობის უფლების პერიოდში რეგისტრირდება კომპანიის საკუთრებად. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას, ან მისი სხვაგვარად შეწყვეტისას კი, მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული ნაგებობა [ანუ აუზი „პარაგრაფთან“] რჩება მესაკუთრის, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში.

სასტუმრო პარაგრაფი და „ზღვაში შეჭრილი აუზი“ / ფოტო: Google

შპს „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში, 22 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორი წლის წინ შპს „დრიმლენდ ოაზისისგან“ იყიდა. ნასყიდობის ფასი 1 131 240 ევრო იყო. ეს ტერიტორია დენდროპარკსა და პლაჟს შორის მდებარეობს და ფიჭვნარის ზოლსაც მოიცავს. აქ ბიძინა ივანიშვილი მრავალწლოვან ბამბუკებს რგავს. ტერიტორია ჯერ შემოღობილი არ არის, თუმცა განთავსებულია დაფები წარწერით: „კერძო საკუთრება შესვლა აკრძალულია“.

დაფა „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან შეკვეთილში / 11.08.2019

შესვლა ჯერჯერობით აკრძალული არ არის, თუმცა კერძო საკუთრებაშია ფიჭვნარის ზოლი – იქვე, პლაჟზე გასასვლელი გზის მიმდებარედ. ეს ტერიტორია [ჯამში 22 023 კვ.მ] ასევე ორი წლის წინ შეისყიდა შპს „სიშორმა“.

შპს „სიშორის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია / 11.08.2019

[highlight color=”red”]შპს „ურეკი რეზიდენსი[/highlight] ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.

[highlight color=”red”]შპს „ბლექ სი რიზორთსი“-ს[/highlight]  და [highlight color=”red”]შპს „სიშორის“ [/highlight] 100% წილს მესაკუთრე დღეს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია. ამ ფონდს სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა 8 პროექტი გადასცა.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის 100% წილის მფლობელი კი არის ოფშორულ ზონაში [პანამა] რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

შეკვეთილში გადმორგული მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროპარკის ტერიტორიაზე, რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია / 2019 წლის 11 აგვისტო / თედო ჯორბენაძის ფოტო

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები [მონიშნულია ყვითელი ფერით] ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში]:

წყარო: საჯარო რეესტრი /23.08.2019-ის მდგომარეობით

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/business/185899/


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

Exit mobile version